#18050305 · 18 Feb 2010, 19:22 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (Prezidenta @ 18 Feb 2010, 15:05 ) | frzurab01
| QUOTE | მომიწევს დათანხმება. მარხვაში ნახშირ-წ###ბი აფუებს. მაგრამ. სიმართლე ვთქვათ საქმე სხვარამეშია. კლასიკური გაგებით მარხვა და ჩვენი დროის მარხვა ფრიად განსხვავდება. ძველ დროს მარხვად ითვლებოდა ან საერთოდ არ ჭამა, ან კვირაში 2-3-ჯერ ჭამა, ან მზის ჩასვლის მერე ჭამა და ა.შ.. ყოველ შემთხვევაში ცოტას და ნაკლებ კალორიულ საჭმელს იღებდნენ. ჩვენს დროში შემწვარ-მოხრაკული, კრემიანი ნამცხვრები, დიდი ოდენობით ცომეული და ა.შ. რაც თავის მხრივ ძლიერ მავნებელია და ამავე დროს ასუქებს საშინლად. ასე, რომ ჩვენი ბრალი - არსწორი მარხვააა!!!!! ბერძნებს აქვთ ამ მარხვაში ე.წ. ზღვის პროდუქტის ჭამის პრაქტიკა.ძალიან სასარგებლოა და არ ასუქებს, მაგრამ ჩვენთან ძალიან ძვირი ღირს ეს ზღვის პროდუქტი და ამიტომ..... ასევე, საქართველიოში დაკარგულია ე.წ. შეჭამანდებისა და სხვადასხვა სახეობის ფხლის კულტურა. ეს კარტოფილი კი ფრიად მძიმე რამ გახლავთ.... მოკლედ, ვაი ჩვენს მარხვას რა!!!!!! |
ზუსტადაც...  გეთანხმებით. სხვათა შორის, ლათინური წესის ქრისტიანებს აქვთ მარხვის დროს კვების ჯერადობის და ულუფის შემცირების ტრადიცია. |
აქ, ჩვენთან ჩემის დაკვირვებით სამმა ფაქტორმა მოახდინა მარხვის პირდაპირ, რომ ვთქვათ პაგანიზაცია. 1.) ჩვენმა, ძველმა, ქართულ-ხალხურმა ქრისტიანობამდელმა ჭამა-ყლაპვის ტრადიციამ. ამას ალბათ ლომის წილი მიუძღვის და უფრო ზუსტად დანარჩენი ორი მასზე დაშენდა. 2.) ბერძნულ-ბიზანტიურმა, გურმანულმა ჭამა-ყლაპვის ტრადიციამ. და 3.) რუსულმა ე.წ. "კაშამანიამ". ბურღულეულის ფაფები რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ ზომიერი და შეზღუდული ოდენობით.
მოკლედ პროვინცია ვიყავით და მოქმედებდა ჩვენზე დიდ იმპერიათა უვარგისი ტრადიციები.
სწორე მარხვას ჩვენთანაც და ბერძნულ ენოვანებშიც მონასტრებიღა ქაჩავდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე საუკუნეა ბერძნულმა მონასტრებმა ჭამის ხარისხს და ოდენობას საკმაოდ მოუმატეს და მძიმე წონითში გადავიდნენ. ნუ, ყველაზე არ ითქმის, მაგრამ მაინც მასიური ხასიათი აქვს ბევრ და კალორიულ ჭამას. რუსეთშიც არ არის სახარბიელო მდგომარეობა ამ მხრივ. ბევრს ჭამენ და თან გასაფუებელს. ამიტომაც არიან ტანკებივით. ერთი ამბავი გამახსენდა ამ რუსებზე. - ერთი ახლგაზრდა გაწლიკული ქართველი აღიკვეცა სერგიევ პოსადში 80-იანების მეორე ნახევარში. იქ სწავლობდა და აქაც ჩამოდიოდა ხოლმე. ბერული ამბები გვაინტერესებდა და ვაყოლებდით ამბებს. იძახოდა აღარ შემიძლიაო რა. ე.ი. მორჩილების ამბავში პერვი, ვტაროი, ტრეწი. დილა-საღამო-შუადღეოო. თან მიმტკიცებენ ეგრე უნდა ხიბლში, რომ არ ჩავარდეო და ა.შ. უნდა აღდგეს სწორი მარხვის ტრადიცია, რომ ჩვენ მარხვას შინაარსი ჰქონდეს. შეჭამანდები, მახუხი და ფხალეული. მარტო ლობიო და კარტოფილი უვარგისი ამბავია......და ოდენობის შემცირებააა....
|