სად ხვდებიან ცოდვილები?

ამაზე ერთი ამბავი მინდა მოგითხროთ. ამბავი გადმოთარგმნილია
ქართულად და სათაურიც ასეთივე აქვს:
სად ხვდებიან ცოდვილები სიკვდილის შემდეგ...
ერთი მღვდელი ქადაგებდა ,რომ ადამიანები რომლებსაც სწამთ
ღმერთის და აკეთებენ ""კარგ საქმეებს"" ხვდებიან სამოთხეში,ხოლო ისინი ვინც არ სჯერათ ღმერთის-ჯოჯოხეთში.
მივიდა ამ მღვდელთან ათეისტი ერთი და ეკითხება:
-მაშინ სად ხვდებიან სიკვდილის შემდეგ ის ადამიანები,რომლებსაც არ
სწამთ ღმერთს,მაგრამ მაინც "კარგ საქმეებს"აკეთებენ? ანდა სად ხვდება ის ხალხი,რომლებიც ღვთის დიდებას ქადაგებენ ,მაგრამ ცოდვებს კი სჩადიან?
მღვდელი ცოტა დაიბნა...ცნობილია,რომ ჰიტლერს სწამდა ღმერთის და ჩინგიზ-ხანსაც სწამდა ღმერთის: სანამ ხანი ბრძოლის ველზე მხეცურად ხალხის გასაჟლეტად გავიდოდა და მილიონობით ადამინს დახოცავდა,ჩინგიზ-ხანი ყოველ-დილით ყურანს კითხულობდა და უფალს ადიდებდა... ეგზომ რთულ კითხვაზე პასუხის გასაცემად მღვდელმა ათეისტს ცოტა დრო მოსთხოვა.გავიდა ცოტა დრო და ათეისთვის დაპირებული პასუხის მიცემის დროც მოახლოვდა,მაგრამ მღვდელს კვლავ არ ქონდა პასუხი..
გავიდა ცოტა დრო და ათეისთვის დაპირებული პასუხის მიცემის დროც მოახლოვდა,მაგრამ მღვდელს კვლავ არ ქონდა პასუხი..მიუბრუნდა მღვდელი
ღმერთს-ღმერთო დამეხმარე,მე ხომ შენ სამსახურში ვარ და შენი სახელით უნდა ვისაუბრო,ამ შეკითხვაზე რაიმე მინიშნება მაინც მომეციო და იწყო თავგამოდებული
ლოცვა. ლოცვისას მღვდელს დაეძინა. ესიზმრება ასეთი რამ: ხედავს ბაქანზე მდგომ
მატარებელს,რომსაც გზა სამოთხისკენ აქვს.
-ძალიან კარგი-გაეხარდა მღვდელს-თავად ჩავალ სამოთხეში და ყველაფერს
საკუთარი თვალით ვნახავ... თუ სამოთხეში ვნახავ ჰიტლერს,ჩინგიზ-ხანს ან თემურ-ლენგს,მაშინ საკითხი ნათელია.... და თუ ვნახავ სოკრატეს,რომელსაც არ სწამდა
ღმერთის მაგრამ სათნოებას კი ქადაგებდა,მაშინაც საკითხი ნათელი იქნება.
გაჰყვა მღვდელი სამოთხისკენ მიმავალ მატარებელს და იქ ჩასულს,მის გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა,როცა იხილა რომ სამოთხე გამოიყურებოდა ძალიან „არასამოთხისებურად“-გარემო იყო ძალიან ჩვეულებრივი,ნაცრისფერი,არსაიდა ისმოდა ანგელოზთა გალობა. მაშინ მიუახლოვდა მღვდელი სამოთხის კართან მგარ დარაჯს და ეკითხება:
-ეს ნამდვილად სამოთხეა?
-დიახ
-კი მაგრამ აქაურობა
-კი მაგრამ აქაურობა ჯოჯოხეთს უფრო გავს... არის აქ რაიმე,ჯოჯოხეთისკენ მიმავალი მატარებელი? გადავწყვიტე იქაურობაც მოვინახულო,რათა შევადარო..
გააყოლეს მღვდელი ჯოჯოხეთისკენ მიმავალი მატარებლის პირველივე რეისს,
და იქ ჩასულს მის გაოცებას საზღვარი არ ქონდა. გარემო იყო მხიარული,ყველგან
ჩიტების საამო ჟღურტული ისმოდა,საამური ჰანგები,მზიანი დღე და რაც მთავარია
არანაირი ეშმაკი და ჯოჯოხეთის ცეცხლებში მოგიზგიზე ცოდვილები...
მიუახლოვდა მღვდელი აქაურ დარაჯს და ეკითხება:
-კი მაგრამ აქაურობა სამოთხეს უფრო ჰგავს...
ჯოჯოხეთის დარაჯმა უპასუხა:
-მართლაც,ახლა აქაურობა ძალიან ჰგავს სამოთხეს...ადრე,აქაურობა ძალიან
ჰგავდა თავისთავს

,და ჰგავდა იმ ჯოჯოხეთს როგორადაცაა აღწერილი სენ წმინდა
წერილებში მღვდელო...მაგრამ მას მერე,რაც აქაური ბინადრები გახდნენ ბუდა,
მაჰავირა და სოკრატე ყველაფერმა ი ე რ ი იცვალა
ავტორი ოშო რაჯნიში,
მთარგმნელ-რედაქტორ @ თქვენი მონა მორჩილი .
------მარჯვენა ლოყაში სილის გამმწნელებს ისეთივე შანსი აქვთ სამოთხეში მოხვედრისა,როგორიც მარცხენა ლოყის გამშვერებს ჯოჯოხეთში მოხვედრისა.ეს ჩემი პირადი აზრია.. ყველაფერი გააჩნია ადამიანის შეგნებას და მის შინაგან მდგომარეობას. უპირველესად კი სამოთხეც და ჯოჯოხეთიც ჩვენივე გულებშია ...იქ მხოლოდ გაგრძელებაა ამ ყველაფრის .
This post has been edited by magistra_vitae on 2 Mar 2010, 18:41
Умей мечтать, не став рабом мечтанья, и мыслить, мысли не обожествив! Just for reminder: 220 Volt ☢ ☼ ✿