ჩემს აზრსაც მივაფიქსირებ ერთი თქვენის ნებართვით . . .

როგორც წესი, უფრო ხშირად ადამიანი როდესაც მიჰყვება მართლმადიდებლური ცხოვრების წესს, ეს არის მხოლოდ კარგის მაჩვენებელი (ვგულისხმობ საქციელს და არა ლოცვების კითხვას და ა.შ) . . . ვეთანხმები იმ აზრს რომ კარგია გარკვეულ რაღაცეებს რომ იზღუდავს ადამიანი, ბევრ მავნე ჩვევას ანებებს თავს. მაგალითისთვის ჩემს ერთ მეგობარს (რომელიც შორს იყო ეკლესიისგან) ეკლესია და რწმენა დაეხმარა თავი დაენებებინა ქუჩისთვის, მოწევისთვის და სხვა უბედურებებისთვის . . . ყოველ დილით ეკლესიაში დადის, უფრო სათნო გახდა . . . აღარ იგინება, აღარ თამაშობს და ა.შ. მოკლედ უფრო სრულყოფილი ადამიანია ეხლა და მე ეს ძალიან მომწონს.
არსებობს ხალხი და სამწუხაროდ საკმაოდ ბევრი რომელიც "მარიაჟობს" იმით რომ მარხვა მისი ცხოვრების წესია. ზოგს ერთი სული აქვს რამე ხორციანს როდის შესთავაზებენ სუფრაზე რომ თავის სულიერი მდგომარეობა გააჟღეროს და უარი უთხრას . . . მარაზმ.
არსებობს შეგნებული ხალხი, რომელიც არის ღრმად მორწმუნე, მიჰყვება ეკლესიასაც და თანამედროვეობასაც. უწყობენ ერთმანეთს ზედმეტობების გარეშე. თუმცა სამწუხაროდ ასეთი ჩემს გარშემო ბევრი არ არის. ვინც არის დასაფასებელი ხალხია.
ჩემი აზრით (როგორც არამორწმუნე, ანუ ათეისტი) ის ცხოვრების წესი რასაც მართლმადიდებლობა გვასწავლის (რომელიც არის ძალიან კარგი) ადამიანს უნდა შეეძლოს მისით შესრულება თავისით, შეგნებით, ცოდნით, ზრდილობით . . . ანუ არ უნდა სჭირდებოდეს ღმერთის შიში იმაში რომ არ იგინოს, ცემოს, მოიპაროს, ან მოატყუს სხვა. არ უნდა სჭირდებოდეს ღმერთის შიში იმისთვის რომ არ მოწიოს მოსაწევი დღეში სამჯერ და ა.შ.
მაპატიეთ მაგრამ მართლა მარაზმია ოთხშაბათს რომ არ ეწევი და ხუთშაბათს კმაყოფილი სახით აბოლებ.
მე პირადად რელიგიის გარეშე (ჩემი აზრით) გადასარევ ცხოვრების წესს მივაღწიე . . . დილით ვარჯიში, შემდეგ სამსახური, საღამოს ლექციები, გვიან მეგობრებთან ერთად გართობა . . .

სასარგებლო საქმის კეთება ოთხშაბათსაც და სამშაბათსაც - საბედნიეროდ არ დამჭირვებია მეტანიების კეთება იმისთვის რომ ესე მეცხოვრა.
ზოგი თავისით მიდის ამ წესამდე . . .
ზოგს არსებული გარემო ეხმარება . . .
ზოგს აღზდა . . .
ზოგს მართლმადიდებლობა . . .
ზოგს კათოლიკობა . . .
ზოგს ალაჰი . . .
ზოგს ბუდა . . .
. . .
მთავარი ის არის რომ აკეთო სიკეთე, აკეთო სასარგებლო საქმე, დაეხმარო გარშემო მყოფ ხალხს, არ დათესო ბოროტება და ეს იყოს შენი ცხოვრების წესი . . . რწმენით კი გწამდეს რაც გინდა.
მთავარია რა ფასეულობებს აირჩევ ცხოვრებაში . . . საბედნიეროდ რელიგიების უმრავლესობა "ცხოვრების წესად" სასარგებლო წესს ქადაგებს . . . მართალია ბევრ დროს მოითხოვს საპასუხოდ მაგრამ მგონი ღირს - არ ვიცი.
This post has been edited by Fedka on 2 Mar 2010, 19:26
- "Why" is the only real source of power, without it we are powerless.
- Illusions, vagaries of perception. temporary constructs of a feeble human intellect trying desperately to justify an existence that is without meaning or purpose
- Game FEDERER