Beso2524
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 277
წევრი No.: 126006
რეგისტრ.: 15-January 11
|
#25018734 · 17 Apr 2011, 17:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1. ,,იერემია I კონსტანტინეპოლელი გარკვევით ამბობს, რომ: `საჭიროა ჩვილთა მონათვლა და დროის არდახანება. ამას ვაკეთებთ ჩვენც, რათა რაიმე არ მოხდეს გადადებით . . . და არ აღმოჩნდეს საფრთხეში ცხონება” 2. დოსითეოზ იერუსალიმელი კატეგორიულად დასძენს, რომ: ,,ნათლობა აუცილებელია ჩვილებისთვისაც, რადგან ისინიც ექვემდებარებიან პირველქმნილ ცოდვას და ნათლობის გარეშე ვერ შეძლებენ მიემთხვიონ მიტევებას... თუ ჩვილები ადამიანები არიან და თუ ისინიც საჭიროებენ ცხონებას, საჭიროებენ ნათლობასაც, და რომლებიც ახლად არ შობილან, არ მიუღიათ მიტევება პირველმამისეული ცოდვისა და ექვემდებარებიან ამ ცოდვის მარადიულ დასჯილობას და შესაბამისად არ ცხონდებიან ნათლობის გარეშე. ამიტომ აუცილებლად საჭიროა ჩვილთა მონათვლაც... და `საქმეებში~ თქმულია, რომ მთელი სახლები ინათლებოდნენ და, ცხადია ჩვილებიც (მე-16 საზღვარი)” 3. კრიტოპულოსიც, განიხილავს რა ჩვილთმნათვლელობას, მეშვიდე თავში მიუთითებს: `... ვსაჭიროებთ ერთ მიმრქმელს. დადგენილი დღე, თუ როდის უნდა მოინათლონ ჩვილები, არ გვაქვს, რადგან ზოგი მერვე დღეს ნათლავს მათ. ზოგი _ მეათე დღეს, ზოგი უფრო მეტ დღეს იღებს, ზოგი _ ნაკლებს, მაგრამ თუ აუცილებლობა გვაიძულებს, მყისვე შობის შემდეგ ინათლება შობილი~. 4. 1723 წელს შეიქმნა აღმოსავლეთის კათოლიკე-საყოველთაო ეკლესიის პატრიარქთა ეპისტოლე მართლმადიდებლური მრწამსის შესახებ. ამ ეპისტოლეს ერთ-ერთ ნაწილში საუბარია ახალშობილი ყრმების მონათვლის აუცილებლობის შესახებ: ,,გვწამს, რომ აუცილებელია წმინდა ნათლისღება, მცნებად მოცემული (ჩვენდა) უფლის მიერ და აღსრულებადი წმიდა სამების სახელით. რამეთუ უმისოდ ვერავინ ვერ ცხოვნდება, როგორც ამას უფალი ამბობს: `უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა~ (იოანე 3, 5). ამიტომ იგი ყრმებსაც სჭირდებათ, რადგანაც ისინიც ექვემდებარებიან პირველშობილ ცოდვას და უნათლისღებოდ ვერ მიიღებენ ამ ცოდვის შენდობას. უფალმაც, გვიჩვენებდა რა ამას, ყოველგვარი გამონაკლისის დაშვების გარეშე თქვა: `უკუეთუ ვინმე არა იშვეს~, ანუ ქრისტე მაცხოვრის (ამქვეყნად) მოსვლის შემდეგ, ყოველნი, ვინც კი ცათა სასუფეველში უნდა შევიდნენ, ხელახლა უნდა იშვნენ (ნათლისღების საიდუმლოში). ხოლო თუკი ყრმანიც საჭიროებენ ცხოვნებას, მაშინ მათ ისიც სჭირდებათ, რომ მოინათლონ. ისინი კი, ვინც ხელმეორედ არ იშვებიან და ამის გამო არ მიუღიათ პირველმშობელთა ცოდვის შენდობა, უსათუოდ ეწევიან საუკუნო სასჯელს ამ ცოდვისათვის, და მაშასადამე, ვერც ცხოვნდებიან. ამრიგად, ყრმათაც უსათუოდ ესაჭიროებათ ნათლისღება. ამასთან, ყრმანი ცხოვნდებიან, როგორც მახარებელ მათესთანაა ნათქვამი, ხოლო მოუნათლავი ვერ ცხოვნდება. მაშასადამე, ყრმები აუცილებლად უნდა მოინათლონ”. ანუ აღმოსავლეთის ეკლესიის პატრიარქები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჩვილებისათვის აუცილებელია ნათლობა, რომლის გარეშე ისინი ვერ ცხონდებიან. მოყვანილ სწავლების ჭეშმარიტებას ხელმოწერით ადასტურებენ შემდეგი ეკლესიის იერარქები: იერემია, ღმრთის წყალობით მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახალი რომისა, და მსოფლიო პატრიარქი, საკუთარის ხელით ვაწერ და ვმოწმობ და ვაღიარებ, რომ ეს არის ჩვენი _ ქრისტეს სამოციქულო კათოლიკე-საყოველთაო და აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელი სარწმუნოება. ათანასე, ღმრთის წყალობით პატრიარქი ღვთის დიდი ქალაქის ანტიოქიისა, საკუთარი ხელით ვაწერ და ვმოწმობ, და ვამტკიცებ და ვაღიარებ, რომ ეს არის ჩვენი ქრისტეს სამოციქულო კათოლიკე-საყოველთაო და აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელი სარწმუნოება. ქრისანთე, ღმრთის წყალობით პატრიარქი წმიდა ქალაქ იერუსალიმისა, საკუთარის ხელით ვაწერ და ვმოწმობ და ვაღიარებ, რომ ეს არის ჩვენი ქრისტეს სამოციქულო კათოლიკე-საყოველთაო და აღმოსავლეთის ეკლესიის მართლმადიდებელი სარწმუნოება. კალენიკე ირაკლიელი საკუთარის ხელით ვაწერ, გულით და ბაგით ვეთანხმები ზემოთ აღნიშნულ პატრიარქებს, რასაც ვაღიარებ კიდეც ჩემს უკანასკნელ ამოსუნთქვამდე. ანტონი კიზიკიელი ვაღიარებ, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო აღმოსავლეთის ეკლესიის სარწმუნოება. პაისი ნიკომიდიელი საკუთარის ხელით ვაწერ და ვაღიარებ, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო აღმოსავლეთის ეკლესიის სარწმუნოება. გერასიმე ნიკეელი, საკუთარის ხელით ვაწერ და ვაღიარებ, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება. პახომი ქალკედონელი, საკუთარის ხელით ვაწერ და ვაღიარებ, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება. ეგნატე თესალონიკელი, საკუთარის ხელით ვაწერ და ვაღიარებ და ვმოწმობ, რომ ეს არის მსოფლიო და აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება. ანთიმოზ ფილიპოპოლელი, საკუთარის ხელით ვაწერ, ვაღიარებ რა და ვმოწმობ რა, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო და აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება. კალენიკე ვარნელი, საკუთარის ხელით ვაწერ და ვაღიარებ და ვმოწმობ, რომ ეს არის კათოლიკე-საყოველთაო და აღმოსავლეთის ეკლესიის სწავლება. 5. `ისმინა პირველმამამ, რომ `მიწა ხარ და მიწად მიიქცევი~. და იყო რა იგი უხრწნელი, ხრწნადი გახდა და დაემონა სიკვდილის ბორკილებს. ხოლო რადგან ამ ზომამდე დაცემულმა შვილები დაჰბადა. მისგან, როგორც ხრწნადისგან შობილები ხრწნადი შევიქმენით. ასე გავხდით ადამისეული წყევლის მემკვიდრეები. რამეთუ არანაირად არ დავსჯილვართ იმის გამო, რომ თითქოს მასთან ერთად ვეურჩეთ იმ საღვთო მცნებას, არამედ იმიტომ, რომ მან (ადამმა) მოკვდავქმნილმა, თავის თესლს გადასცა ცოდვა~. (წმ. ანასტასი სინელი, პგ. 89, 796). 6. ,,ყველა ტომში და ყველა ხალხში ადამის შთამომავალთ ამძიმებთ ის, რაც შედეგად მოჰყვა პირველმამისეულ შეცოდებას. კერძოდ: ხრწნილება და სიკვდილი. ამათგან განთავისუფლება ნათლისღებისა და მთელი თავისი ხორციელი განგებულების მიერ მოიტანა ახალმა ადამმა, ქრისტემ”.(იოანე კარმელი) 7. ,,ნათლისღების წმინდა წყლით ადამიანი განიწმინდება ყოველგვარი ცოდვისაგან, განახლდება და აღორძინდება სული წმიდის მიერ. თუ ნათელღებული არის ბავშვი, ის განიწმინდება პირველმშობელთა ცოდვისაგან, ხოლო თუ არის მოზრდილი ადამიანი, მას მიეტევება პირადი ცოდვებიც”. 8. წმიდა ვასილი ახალი ღმრთისმეტყველი სრულიად ნათლად საუბრობს როგორც ერთი დღის შობილის, ისე დედის მუცელში მყოფი ჩანასახის ცოდვით დამძიმებული სულიერი მდგომარეობის შესახებ: ,,თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14,4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის საიდუმლო გამოითქმის, რომლის თანახმად ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს ადამიანი ცოდვილი არ შეუქმნია, მან იგი უმანკო და წმინდა შექმნა. მას შემდეგ, რაც პირველქმნილმა ადამმა ამპარტავნების გამო დაკარგა სიწმინდის ეს სამოსი და ხრწნადი და მოკვდავი იქმნა, ადამის თესლისაგან წარმოშობილი ყოველი ადამიანი ჩასახვისა და შობისთანავე პირველმშობელთა ცოდვის თანაზიარია. ვინც ამ გზით იშვა, თუნდაც არანაირი ცოდვა არ ჩაედინოს, უკვე ცოდვილია იმ პირველმშობელთა ცოდვით. ამ მიზეზით მოვიდა სხვა შობა ანუ აღორძინება, რომელიც სული წმიდის მიერ ააღორძინებს ადამიანს წმიდა ნათლისღებით, კვლავ აკავშირებს მას ღმრთაებრივ ბუნებასთან,ისევე, როგორც მაშინ, როდესაც იგი ღმრთის ხელებმა შექმნეს; აღადგენს მის ყველა სულიერ ძალას, განაახლებს მათ და იმ მდგომარეობაში მოიყვანს, რომელშიც იყო პირველქმნილი ადამი შეცოდებამდე. ამგვარად შეჰყავს იგი ღმრთის სასუფეველში, რომელშიც უნათლავს არ შეუძლია შესვლა, განანათლებს უფლის ნათლით და მისეულ სიხარულს აგემებს”. 9. წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი, ნათლობის შესახებ თავის ცნობილ მეორმოცე სიტყვაში აღნიშნავს, რომ უნათლავი ყრმები არც განდიდდებიან და არც დაისჯებიან, ანუ _ არ წარწყმდებიან. ,,არცა იდინენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან”. ანუ წმიდა ამამა აღნიშნავს, რომ მოუნათლავი ჩვილები არ არიან დამნაშავენი თავიანთ უნათლაობაში და უნათლაობის ცოდვა მათ არ შეერაცხებათ ცოდვად და მის გამო არ დაისჯებიან. მაგრამ რადგან მათ ამძიმებს პირველქმნილი ცოდვა ისინი ვერც განდიდდებიან ღმრთის წინაშე ანუ ვერ ცხონდებიან. სრულათ წმიდა მამის გამონათქვამი იხილეთ ზემოთ დასახელებულ თემაში ,,ნათლობის შესახებ”. 10. `ნუ იფიქრებთ, რომ თუნდაც ყველა ოდესმე არსებულ კეთილმსახურზე უფრო კეთილმსახური გახდე, მაგრამ უნათლავი იყო, შესძლებ ოდესმე მიაღწიო იმედს, რადგან ამით უფრო მეტ ტანჯვას დაექვემდებარები, რამეთუ კარგი საქმენი არ აღასრულე კარგად~. (klimentis homilia 11.25). 11. წმიდა კირილე იერუსალიმელის პირით ეკლესიის მამათა მწყობრი განაჩინებს: `ვინც არ მიიღებს წყლის ბეჭედს, რაც არ უნდა კეთილი იყოს იგი თავისი საქმეებით, არ ძალუძს შევიდეს ცათა სასუფეველში~. 12. `წმიდა მამა იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ სიკეთის მოქმედი წარმართი უფრო შესაბრალია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სიკეთეს აკეთებს, მაინც ჯოჯოხეთის გეენაში მოხვდება, რადგან სამოთხის კარი დახურულია მისთვის მოუნათლაობის გამო: ,, . . . გარნა რაითა არა შემოვიღოთ ცილობაი, ვთქუათ, ვითარმედ: იყოს წარმართი მოქმედი სათნოებისაი, არა უფროისად საწყალობელ არსა, რომელ აქა დაშურების და იჭირვის, და მუნ გეჰენიად მივალს, რამეთუ არა მივიდა ნათლად~. ` . . . არამედ გულისხმა-ყავთ, ვითარმედ, თვით იგი საქმეი ურწმუნოებისაი და უნათლავად ყოფაი სატანჯველ არს, რამეთუ გარეგან ნათლისა ყოფაი თვით კმა არს ბოროტად~. ანუ იოანე ოქროპირი აღნიშნავს, რომ ურწმუნოება და უნათლაობა უკვე სატანჯველში ყოფნას ნიშნავს და საკმარისია ადამიანის სულიერი სიბოროტისათვის; 13. arqim. iustine popoviCi აღნიშნავს: ,,საღვთო ნათლობას ადამიანი შეჰყავს ეკლესიაში და თანაშეასხეულებს ყველა მართლმადიდებელ ნათელღებულს ერთ სხეულად, ქრისტეს სხეულად. ერთ ცხოველ ტაძრად. ტაძრად წმინდა სამებისა, სადაც მდინარებს მრთელსავსე ცხოვრება მამისგან ძის მიერ სულიწმინდაში. ადამიანი, რომელიც პოტენციურად ღმერთკაცად შეიქმნა, დაცემის შედეგად კი განეშორა ღმერთს და მის წინაგანსაზღვრულობას, სულიწმინდისეული ნათლობის გზით ეკლესიის სხეულში უკან უბრუნდება `დასაბამიერ მშვენიერებას და ღმერთკაცის მიერ ისიც მადლით ღმერთკაცი ხდება”. 14. ,,ის, ვინც მეტისმეტად იყო დაკავებული ჩვილთმნათვლელობით, ესაა გრიგოლ ღვთისმეტყველი: _ ჩვილი გყავს შენ? ნუ ჰპოვებს ჟამს ბოროტება. ჩვილობიდანვე განიწმინდოს... რბილი ფრჩხილებიდანვე განსპეტაკდეს იგი სულიწმიდით... მიეცი მას სამება _ დიდი და კარგი დამცველი... რადგან უმჯობესია შეუცნობლად განწმენდა, ვინემ დაუბეჭდავად და უსრულად წასვლა”. 15. ღირსი სვინკლიტიკია ალექსანდრიელი წერს, რომ დედის მუცელში მოწყვეტილი ჩვილები ჯოჯოხეთის სიბნელეში გადადიან: ,,მშობლის წიაღში მყოფი ჩვილების მსგავსად, რომლებიც როცა ჩამოყალიბდებიან და იბადებიან, მცირე საკვებით ცხოვრების შემდეგ მეტი საკვები და უკეთესი ცხოვრება ეძლევათ, მართალნიც ასევე გადიან ამ ცხოვრებიდან და უკეთესი ცხოვრების გზას ადგებიან, როგორც წმიდა წერილში წერია: ,,ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად” (ფსალმ. 83, 7). ცოდვილნი კი ამა ქვეყნის ბინდიდან ჯოჯოხეთის სიბნელეში გადადიან, როგორც დედის წიაღშივე გარდაცვლილი ჩვილნი”. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ღირსი დედის ცხოვრება აღწერა ათანასე დიდმა. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ისიც იზიარებდა ღირსი დედის მოსაზრებებს უასაკოდ გარდაცვლილი ჩვილების შესახებ. 16. არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი წერს შემდეგს: ,,არის უსაშინლესი უშუალო მკვლელობა _ როდესაც დედები შვილებს თავიანთ საშოში აკვდინებენ. ეს მკვლელობა ორმაგად საზარელია, რამეთუ მკვლელი დედა თავისი ბავშვის არა მარტო სხეულს, არამედ სულსაც კლავს...”. 17. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: ,,რამეთუ სული განრაივიდეს ხორცთაგან, არღარა ხელ-ეწიფების აქა ყოფად სოფელსა შინა, რამეთუ ,,სულნი მართალთანი ხელთა შინა ღმრთისათა არიან”(სიბრძ. სოლ. III, 1), ეგრეთვე ჩჩვილთაცა ყრმათა ნათელღებულთანი, რამეთუ იგინიცა უცოდველ არიან, ხოლო ცოდვილთა სულნი გან-რაი-ვიდენ ხორცთაგან, მეყსეულად წარიყვანებიან ამიერ სოფლით, ვითარცა საცნაურ არს ლაზარესაგან და მდიდრისა მის”. 18. იოანე ოქროპირის აზრს იმეორებს წმიდა სილუან ათონელი. წმიდა მამა ხატოვნად გადმოცემს, რომ: სასუფეველში დამკვიდრება სწყურია სულს, მაგრამ ვერ დაიმკვიდრებს იქ უწმინდურება, სადაც შედიან დიდი სინანულით, სულიერი ღვაწლით და მრავალი ცრემლთა ღვრის შედეგად განწმენდილი სულები და მხოლოდ ბავშვები, რომლებმაც შეინარჩუნეს ნათლისღებისას მიღებული მადლი, იმკვიდრებენ სასუფეველში ღვაწლის გარეშე. ანუ ბავშვებიც საჭიროებენ ნათლობით განწმენდას რათა დაიმკვიდრონ ღმერთთან. ,,Туда хочет вселиться душа, но ничто нечистое не войдет туда, куда приходят великими скорбями, и сокрушением духа, и многими слезами; и только дети, сохранившие благодать святого крещения, приходят туда без скорби, и там Духом Святым по-знают они Господa" 19. იოანე ოქროპირის და წმ. სილუან ათონელის აზრს ასევე იმეორებს წმ. არსენიც, მან ახალგაზრდა გათხოვილ ქალს მკაცრად უთხრა: ,,იცოდე, თუ გონს არ მოეგები, შენგან შობილი შვილები ნათლობისთანავე მოკვდებიან. ისინი ღმერთთან ანგელოზებად მივლენ, მაგრამ ვერცერთი მათგანით შენ ვერ გაიხარებ”. ეს ბავშვებიც ღმერთთან ანგელოზებად იმიტომ მიდიოდნენ, რომ მათ ნათლისღებით ჩამოიბანეს პირველქმნილი ცოდვის სიმძიმე და პირადი ცოდვების უქონლობის გამო ანგელოზებს მიემსგავსნენ. 20. იოანე დამასკელის აზრით: ნათლობის გარეშე არავის არ უნდა ჰქონდეს გადარჩენის იმედი-თუნდაც ასეთი ადამიანი კეთილმსახურთა შორის, ყველაზე კეთილმსახური იყოს. ,, По слову Дамаскина : без крешения не может надеятся на спасение – хотя бы он был благочестивейшим из благочестивых ” 21. წმ. ეფთვიმე მთაწმინდელი მოძღვრავს სამღვდელოებას: ,,ყრმასა ნუ მოჰქრისტნავ, სრულიად მონათლე. რა გითხრან, მსწრაფლ დააგდე რასაცა შურებოდე, წარემართე და მონათლე”. ისეთ აუცილებელ საქმედ მიაჩნია წმ. მამას ყრმის ნათლობა, რომ სამღვდელოებას ასწავლის, როდესაც მოგიწოდებენ ყრმის მოსანათლავად, ყოველგვარი საქმე დაუტევეთ სასწრაფოდ და მოსანათლავად წადითო. თუ მოკუდებოდეს, მასვეცა დღესა რომელსა იშვა მსწრაფლ მონათლეთ. ,,რომ კვდებოდეს, იმავე დღეს მონათლე სასწრაფოდ. უკუეთუ უნათლავი მოკუდეს, მკუდართა თანა დაჰმარხე და ჟამსა ნუ უწირავ”. უნათლავად მომკვდარი ჩვილისთვის წირვის აღსრულება არ შეიძლება. ,,უკუეთუ მიზეზი თქვენგან იყოს, მივედით და გააგონეთ მოძღუარსა. და თუ მიზეზი დედა-მამისაგან იყოს, იგინი გაგზავნენ”. თუ ჩვილი უნათლავად აღესრულა მღვდლის მიზეზით, მაშინ იგი მოძღვართან უნდა მივიდეს კანონის მისაღებად. თუ ეს მშობლების მიზეზით მოხდა, მაშინ მოძღვართან ისინი უნდა მივიდნენ სინანულისათვი. როგორც ვხედავთ, ეფთვიმე მთაწმინდელიც მიუთითებს ყრმების მონათვლის აუცილებლობაზე. 22. ნეტარი სიმეონ სალუნელი აღნიშნავს: ,,ნათლობის შესრულებას არ გააჩნია დროში რაიმე შეზღუდვა, რათა ახალშობილი არ აღესრულოს მოუნათლავი. თუ არსებობს სიკვდილის საფრთხე, ჩვილი უნდა მოინათლოს დაუყოვნებლივ შობისთანავე”. ჩნდება კითხვა: _ რატომ არის ასეთი აუცილებელი ახალშობილის სასწრაფოდ მონათვლა? ამ კითხვაზეც პასუხობს ნეტარი სიმეონ სალუნელი: `რათა დაყოვნების გამო არ აღესრულოს ვინმე მოუნათლავად, რაც იქნებოდა უდიდესი მწუხარების საფუძველი, რადგან მოუნათლავი ვერ გადარჩება (ანუ ვერ ცხონდება)”. 23. საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქი ილია-II წერს შემდეგს: ,,თვითმკვლელობით აღსრულებულის და მოუნათლავისათვის საეკლესიო წესების შესრულება, საეკლესიო კანონების თანახმად, აკრძალულია. მათ სახელზე მხოლოდ მოწყალება შეიძლება გაიცეს”. 24. საღვთისმსახურო წიგნი _ `დიდი კურთხევანი~ მღვდლებს მკაფიოდ შეაგონებს: `უწყოდეთ, რაჟამს იშვას ყრმა, უკეთუ იყოს ავადმყოფი სასიკუდინეთ მიწევნული, ნუ დააყენებთ ნათლის-ცემასა მისსა, არამედ მეყსეულად ნათელ-ეცით და ნუ დააყენებთ, რამეთუ ვითარცა იტყვიან ამაოდ ვინმე და დააყენებთ ექუსსა და რვასა დღესა და შეამთხვივის სიკვდილი ყრმასა მას უნათლავად; უკეთუ რვასა დღემდი იცოცხლოს, დააცალონ, და დღესა მერვესა ნათელ-სცენ; ხოლო უკეთუ ვერ მიაწევდეს, მასვე ჟამსა ნათელ-სცენ ემბაზსა შინა წყლითა, რათა არა წარწყმდეს სული ყრმისა მის; უკეთუ უდებ იქმნეთ, ხელთაგან თქუენთა იძიებს უფალი სულსა მის ყრმისასა~ 25. liturgikis saxelmZRvanelo calsaxad ganmartavs: ,, ყrmა warmoSobili muclidan, viTarca bneli sapyrobilidan, pirvelSobili codvis mizeziT aris wyvdiadis Ze da tyve femonisa~ 26. მღვდელმსახურის სპეციალური კრებული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს: ,,მართლმადიდებელი ეკლესიის წესით არ იმარხებიან და არ მოიხსენიებიან: მკვდრადშობილი; უნათლავი, თუნდაც _ უკვე სახელდებული; ან _ არასწორად მონათლული ყრმები~ `თავისთავად, ცხადია, რომ მოუნათლავად, ან _ არასწორად მონათლულად გარდაცვლილი, აგრეთვე _ მკვდრადშობილი, ყრმებისათვის, ვითარცა _ მორწმუნეთა (ე.ი. ეკლესიის წევრთა) რიცხვისათვის მიუკუთვნელთათვის, _ პანაშვიდების გადახდა არ შეიძლება~ 27. ღირსი სიმეონ სალუნელი წერს შემდეგს: `მე ვიცი, ბევრი არ ზრუნავდა, რომ მიეღო სქემა, ისევე, როგორც ძველად აყოვნებდნენ ნათლობას და საერთოდ მოუნათლავნი დარჩნენ. ხოლო რამდენადაც ის, ვინც არ მონათლულა, არ არის ქრისტიანი, ამდენადვე ვისაც არ შეუმოსავს სრული სახე მონაზვნობისა, არ არის მონაზონი~. წმინდა მამის ამ გამონათქვამიდან ჩვენთვის ყურადსაღწებია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოუნათლავი ადამიანი არ არის ქრისტიანი. ხოლო ვინც არ არის ქრისტიანი, ის ვერანაირად ვერ იქნება ვერც მიწიერი და მით უმეტეს ვერც ზეციური ეკლესიის წევრი. ასეთი გამონათქვამების წერა კიდევ შეიძლება, მაგრამ სახარება გვასწავლის, რომ: ვინც მრირედზე არ არის სარწმუნო, ის არც მრავალს დაიჯერებს. სეადარეთ ეხლა წმიდა ტეოფანე დაყუდებუნლის სწავლება ამ ჩამონათვალში მოყვანილ სახახებისეულ, სჯულის კანონში ასახულ და პატრისტიკაში განხორციელებულ ჭმიდა მამათა და ეკლესიის მოძღვართა სწავლებას და და გონივრული დასკვნები ტავად გააკეთეთ!
28. წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14,4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის საიდუმლო გამოითქმის, რომლის თანახმად ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს ადამიანი ცოდვილი არ შეუქმნია, მან იგი უმანკო და წმინდა შექმნა. მას შემდეგ, რაც პირველქმნილმა ადამმა ამპარტავნების გამო დაკარგა სიწმინდის ეს სამოსი და ხრწნადი და მოკვდავი იქმნა, ადამის თესლისაგან წარმოშობილი ყოველი ადამიანი ჩასახვისა და შობისთანავე პირველმშობელთა ცოდვის თანაზიარია. ვინც ამ გზით იშვა, თუნდაც არანაირი ცოდვა არ ჩაედინოს, უკვე ცოდვილია იმ პირველმშობელთა ცოდვით. ამ მიზეზით მოვიდა სხვა შობა ანუ აღორძინება, რომელიც სული წმიდის მიერ ააღორძინებს ადამიანს წმიდა ნათლისღებით, კვლავ აკავშირებს მას ღვთაებრივ ბუნებასთან, ისევე, როგორც მაშინ, როდესაც იგი ღვთის ხელებმა შექმნეს; აღადგენს მის ყველა სულიერ ძალას, განაახლებს მათ და იმ მდგომარეობაში მოიყვანს, რომელშიც იყო პირველქმნილი ადამის შეცოდებამდე. ამგვარად შეჰყავს იგი ღვთის სასუფეველში, რომელშიც უნათლავს არ შეუძლია შესვლა, განანათლებს უფლის ნათლით და მისეულ სიხარულს აგემებს. თხზულ. ტ. 1, გვ. 309, მ. 1892
29. წმ. მაკარი დიდი თუკი რაღაც უწესრიგობის გამო ჩვილი საშოში გარდაიცვლება, აუცილებელია ამ საქმისთვის განწესებულმა ექიმებმა ბასრ იარაღებს მიმართონ _ და მაშინ ჩვილი გადადის სიკვდილიდან სიკვდილში, ბნელიდან ბნელში. ДУХОВНЫЕ БЕСЕДЫ, М. 1904 С. 27
30. წმ. ტიხონ ზადონელი მოზრდილი ქრისტიანები ნათლისღებისას ცოდვათა მიტევებას რომ იღებენ, ცნობილია, მაგრამ ჩვილებს რა ცოდვები აქვთ? ამას უფლის წინასწარმეტყველი პასუხობს: უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან” (ფსალმ. 50,7). ხომ ხედავ, როგორც ის, ასევე ჩვენც ცოდვებში ჩავისახებით და ვიშვებით. ამის გამო ჩვილებიც საჭიროებენ ცოდვათა სიბილწისაგან განბანას, რათა განწმენდილნი საუკუნო ცხოვრებაში შევიდნენ. თხზულებები, მ. 1889, გვ. 49
31. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ყრმათა ნათლისღებისათვის რაც შეეხება ჩვილებს, რომლებიც, შენი სიტყვით, არ უნდა იქნენ მონათლულნი მათი შობიდან მეორე და მესამე დღეს, არამედ ძველი წინადაცვეთის კანონთან უნდა მოხდეს შეთანხმება, და დაბადებული, როგორც შენ ფიქრობ, არ უნდა მოინათლოს და არ უნდა განიწმინდოს მერვე დღემდე, _ ეს გარემოება ჩვენს კრებაზე სულ სხვაგვარად წარმოჩნდა. არავინ დაეთანხმა შენს მოსაზრებას ამ საკითხზე _ პირიქით, ყველა ჩვენგანმა უმჯობესად მიიჩნია, არც ერთ ადამიანს არ მოაკლდეს ღვთის წყალობა და მადლი. თუკი თვით უფალი თავის სახარებაში ამბობს, რომ “ძე კაცისაÁ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად” (ლუკ. 9, 56), მაშ რამდენადაც ჩვენზეა დამოკიდებული, არც ერთი სული არ უნდა წარწყმდეს, თუკი ეს შესაძლებელია.
32. წმ. ამბროსი მედიოლანელი ნათლისღების საიდუმლოს გარეშე ვერავინ შევა ცათა სასუფეველში. მიტრ. მაკარი მოსკ. დოგმ. ღვთისმეტყველება, ტ.2, გვ. 258
33. წმ. იოანე ოქროპირი თუკი საჭირო იქნება, როდესაც უნათლავი ჩვილია მომაკვდავი, დიაკონს შეუძლია მონათლოს. და თუკი ჩვილი გარდაიცვლება, იგი მონათლულად აღირიცხება. თუკი იგი უნათლავად პრესვიტერის უზრუნველობის გამო აღესრულა, ვაი, იმ პრესვიტერს! თუ მშობელთა უზრუნველობით მოკვდა უნათლავად, ვაი იმ ბავშვის მშობლებს! ამიტომაც მშობლებმა ბავშვის ნათლობა მრავალი წლით არ უნდა დააყოვნონ. აღუბეჭდავი ცხვარი მგლის წილხვედრია, ქრისტეს ბეჭედი იცავს ამ ბეჭდის მქონეს. ტ. 10, გვ. 958.
34. წმ.ნექტარიოს ეგინელი. პირველმამისეული ცოდვა ადამიანს ხდის უღირსს ღვთიურობასთან კვლავ ზიარებისა,თუნდაც რომ ადამიანი არ დაითმენდეს სასჯელს თავის ცოდვათა გამო.ამიტომ,ის ჩვილებიც,რომლებიც წმინდა ნათლისღბის გარეშე მოკვდნენ,ჩვენი მამების(გრიგოლ ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელის)მართებული თვალსაზრისის თანახმად უღირსნი არიან ღვთის ზიარებისა,თუმცა არა დასჯისა და ტანჯვის ღირსნი.კატეხიზმო
35. წმ.ათანასე დიდი. ”ცოდვილნი კი ამა ქვეყნისანი ბინდიდან ჯოჯოხეთის სიბნელეში გადადიან,როგორც დედის წიაღშივე გარდაცვლილი ჩვილნი.” ღირსი სვინკლიტიკია ალექსანდრიელის ცხოვრება და მოძღვრებანი
* * * ბატონო ჯ,ემალ, ეს თქვენ ცდილობთ აურ -დაურიოთ ეკლესიის სწავლება; იოანე ოქროპირი საუბრობს წარღვნის დროს დასჯილ ადამიანებზე და თუ თქვენ მათ ათანაბრებთ ძველი აღთქმის მართლებთან, აქედან ცხადი ხდება, რომ თქვენ ან მიზანმიმართულად ცდილობთ მკითხველი შეიყვანოთ შეცდომაში, ანარა და საერთოდ არ იცნობთ მართლმადიდებლურ მოძღვრებას! სახარების სიტყების თქვენეული განმართება ისევ არის მცდელობა დემაგოგიისა და მკითხველის შეცდომაში შეყვანისა, რადგან ამის შესახებ უკვე დავწერე კომენტარი, დავწერე ის რასაც გვასწავლის ეკლესია და თავად ეს სწავლება ცხვირ წინ გიდევთ ერთ კილომეტრიან ინტერნეტულ სივრცეზე გადაჭიმული და 35 პუნქტად ჩამოყალიბებული, თვალები გაქვთ, წაიკითხეთ! ასევე ამახინჯებთ და ნაგლეჯის სახით გვთავაზობთ წმიდა გრიგოლი ღმრთისმეტყველის სწავლებას, რომლის სრული და მართებული ვერსიაც ორი წამის წინ შემოგთავაზეთ! რაც შეეხება ნექტარიოს პენტაპოლელს ამის შესახებ თქვენ თავად აღნიშნეთ, რომ არსებობს მხოლოდ ორი მდგომარეობა სამოთხისეული ნეტარება და ჯოჯოხეთისეული ტანჯვა, ხოლო აქ მოყვანილი წმიდა მამის სწავლება არც ერთს ნიშნავს და არც მეორეს, ანუ თქვენ ან მიზანმიმართულად ეწინააღმდეგებიტ საკუთარ თავს, ანდაუკვე აგერიათ სად რას წერთ! რაც შეეხება ზოგადად მართლმადიდებლობას უნდა იცოდეთ, რომ ერთად-ერთი რელიგია არის სწორედ მართლმადიდებლობა და ამის შემდეგ თქვენთან მიმოწერა ისევე მიზანშეუწონელია როგორც ბნ. ივერიელთან და კიდევ სხვებთან.... ეხლა ერთად-ერთი ისღა დაგჩენიათ ან აღიაროთ თქვენი შეცდომები, ანდა მოდერატორს დაუძახოთ საშველად!
This post has been edited by Beso2524 on 17 Apr 2011, 18:09
|