რამაზი
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2177
წევრი No.: 25829
რეგისტრ.: 19-November 06
|
#18641042 · 23 Mar 2010, 15:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
vano_t
QUOTE | ახლა მთად დავიბენი. იმისათვის რომ ღმერთი გამოგეცხადოს ცოტა ხნით მაინც, მოწადინებაა საჭირო, თუ ჯერ გულის განწმენდა და ცოდვებისაგან განწმენდა, ამის შემდეგ ღმერთა და ადამიანს შორის საფარის მოცილება? რომელია ბოლო ბოლო? |
ვანო ბატონო, ღმერთი, მისი შემეცნების და მასთან ერთობის საკითხები არ უნდა განვიხილოთ მეცნიერული მეთოდოლოგიით. მატერიალისტური მეცნიერებებისათვის გამოსადეგი მეთოდები ღმერთთან ურთიერთობაში გამოუსადეგარია. როცა საქმე ღმერთს ეხება, აქ ლაპარაკი თავსა და ბოლოზე, წარსულსა და მომავალზე, აქ თუ იქ მყოფობაზე, არ შეიძლება – ანუ დროსა და სივრცის მეცნიერულ გაგებაზე უარი უნდა ვთქვათ. უარი უნდა ვთქვათ შემეცნების მეცნიერულ მეთოდზე, სადაც არის მკაცრი ლოგიკა და თანამიმდევრულობა.
ღმერთი არც სივრცეშია და არც დროში, მაგრამ ამავე დროს ყველგანმყოფია და ყველა დროში მყოფი. თუ ეს ასე თუ ისე ვერ გავიაზრეთ და ვერ გავიგეთ, ამაო იქნება ცდა ყველაფერი დანარჩენის, რაც ღმერთს და მის შემეცნება–ერთობას ეხება, გააზრება–გაგებისა.
სულიერი ჭეშმარიტებები რომ შეიმეცნო, რა თქმა უნდა ზნეობრივი სრულყოფაა საჭირო, მაგრამ! მაგრამ კიდევ ვიტყვი, რომ სულიერის სფეროში მეცნიერული მეთოდები და მეცნიერული ლოგიკა ვერ მუშაობს. თუმცა არც მთლად უარყოფილია, უბრალოდ საკმარისი არ არის. ჰოდა, ღმერთს შეუძლია განახოს და შეგამეცნებინოს ისეთი რამეები, რომელთათვისაც შენი სული არ არის მომზადებული. ეს ხდება ასე: ღმერთი შენს სულს დროებით განწმენდს ცოდვებისაგან, რის საფუძველზეც შენ განგეცხადება სულიერი ჭეშმარიტებები. შემდეგ შენ კვლავ ბრუნდები შენს მდგომარეობაში, მაგრამ მეხსიერებაში ნათლად გრჩება ის, რაც ნახე და შეიმეცნე. ეს მოვლენები შენ გეხმარება რწმენის გაძლიერებაში და სულიერი მუშაობის წარმართვაში. ასე რომ, სულიერი მოღვაწეობის დროს, ბოლო შეიძლება თავშიც ვიხილოთ, ან შუაში, ან ვერ ვიხილოთ – ღმერთმა იცის ვისთვის როგორ სჯობს და ის წარმართავს ამ საქმეს. ანუ, ადამიანი და ღმერთი ერთად მოღვაწეობენ სულის ცხოვნების საქმეში, ურთიერთთანამშრომლობენ.
vano_t
QUOTE | დაუშვათ განეცხადა 3 ადამიანს ღმერთი და ასეთი განცხადების დროს 3 პიროვნება მისთვის 3 უტყუარ ფაქტს ასკვნის: 1) მისი არსება უძველესია და მან მრავალი ინკარნაცია გაიარა (ინკარნაცია ცხოველებშიც და მცენარეებშიც), რათა დღემდე მოეღწია; 2) ადამიანსა და ცხოველს შორის განსხვავება არ არის ღვთის წინაშე-ღვთის წინაშე ადამიანიც და ცხოველიც ერთიდაიგივე სიყვარულით გამოირჩევა; ღმერთი არ აკეთებს არჩევანს თავის ქმნილებებს შორის; ასევე ამ ადამიანმა უშუალოდ აღიქვა, რომ ვინც თავის თავს ცხოველზე მაღლა აყენებს, უგუნურია და ღვთის სიტყვები არასწორად გაიგო; 3) არ არსებობს კეთილი და ბოროტი საბოლოო ჯამში; ორივე ღვთისაგან მოდის; ასევე ღვთისაგან მოდის სიბნელეც და სინათლეც.
ვის გამოეცხადა ჭეშმარიტი ღმერთი: შენ თუ ამ კაცს? თუ შენ, რატომ ვითომ? |
კარგ კითხვებსა სვამ(თუ სვავ? – როგორაა გრამატიკულად სწორი ფორმა?) მათზე პასუხის გაცემისას მიწევს ფიქრი და მუშაობა და როგორც მინიმუმ, რაც ვიცოდი უკეთ ვგებულობ და ზოგჯერ კი ახალ რამესაც ვიმეცნებ ხოლმე.
თავიდან ვიტყვი, რომ შენს მიერ აღწერილი შემთხვევებიდან ჩემი აზრით ჭეშმარიტი ღმერთი არცერთს არ გამოცხადებია. მაგრამ ეს კითხვის არსს არ ცვლის, რამეთუ შენ კითხულობ, თუ ვინ, როგორ და რანაირად ადგენს რომ ის ფლობს ჭეშმარიტებას.
რა ვთქვა ეხლა, ხომ ხვდები რომ ძალიან ვრცელი თემაა და თან როგორი პასუხიც არ უნდა გაგცე, ყოველთვის შეიძლება კითხვა, თუ რატომაა მაინცადამაინც ეს პასუხი სწორი. ბოლო–ბოლო მივალთ იქამდე, რომ ყველას რაღაცა სწამს და ასიანი არ იცის არაფერი, რაც ასევე სწორია და რასაც მოციქულიც ამბობს ახალ აღთქმაში: *ვისაც ჰგონია რომ რამე იცისო, მან ჯერ კიდევ არაფერი იცის ისე, როგორც რომ უნდა იცოდესო*. ჰო, რთულადაა საქმე და ლოგიკურად ეს პრობლემა არ გადაიჭრება. უფრო მეტიც, გადაიჭრება თუ არა პრაქტიკაში ჭეშმარიტების ფლობის საკითხი, ანუ დადასტურდება თუ არა საბოლოო ჯამში ვინმეს სიმართლე – ყველას სწამს რომ მისი დადასტურდება, მაგრამ ჯერ ბოლო არ დამდგარა და დადგება კი როდესმე. ანუ, ყველაფერი არ ვიცი, უფრო მეტიც, წმინდა წერილის თანახმად, არაფერი არ ვიცი, თუმცა იქვე წერია, თუ იცი რომ არაფერი იცი, უკვე შეიძლება რაღაცა იცოდეო.
საბოლოო ჯამში ცოდნა სრული უკუნითაა გარს მოცული, მაგრამ ამავე დროს ყველა ადამიანს რაღაცა დოზით აქვს მოცემული და ამ მოცემულობაში ვის აქვს არასწორი, ან ვის აქვს მეტი, ესაც პასუხგაუცემელი კითხვებია.
ასე რომ, თუ ძაააალიიიიიაააააან პატიოსნად ვიაზროვნებთ, მაშინ უნდა აღვაპყროთ ხელნი ჩვენნი და ვაღიაროთ, არაფერი არ ვიცით! მაგრამ პარადოქსიც ამაშია, რომ სწორედ ამ მომენტიდან იწყება ვიციც! არ ვიცი და ვიცი, ვიცი და არ ვიცი – ასეა საბოლოო ჯამში საქმე. ჰოდა, ჩვენც ვინც რა ვიცით, იმასაც ვაწვებით. მესმის ეს ყველაფერი მე. მაგრამ, რახან ეს მესმის, რა ვქნა ეხლა, რაც მე მეჩვენება ჭეშმარიტად, არ მივაწვე? რახან რაღაცა მეჩვენება ჭეშმარიტად, სწორიც არის რომ მას ვაწვებოდე ხომ?
მე მაქვს ორი ჭეშმარიტება: ერთი, რომ არაფერი არ ვიცი. და მეორე: რომ რაღაც–რაღაცეები ვიცი. მე ასე ვუდგები ამ ორ ჭეშმარიტებას, ვთვლი, რომ ეს ორი ჭეშმარიტება ორიცაა და ერთიც, გაყოფილიცაა და განუყოფელიც. ასე გააზრების შედეგად, მე თან ვმოქმედებ ცხოვრებაში, თან ვიჩენ გარკვეულ სიფრთხილეს. ანუ ჩემი მოქმედება ყოველთვის რისკზე წასვლაცაა. როგორც ომში, არ იცი ასიანი რომ გაიმარჯვებ, მაგრამ იმედი გაქვს. (ნუ აქ რწმენაცა გაქვს, როცა იცი რომ თუ დამარცხდი, თავი მოჩრა!). ასეა გონიერი ადამიანი ცხოვრებაში: გარკვეული რამეების სწამს, გარკვეულ რამეებში იმედოვნებს და მოქმედებს გარკვეული რამეების სიყვარულით. აი ასეთი რთულია ცხოვრება.
აქვე პატარას გაგაკრიტიკებ, კეთილისგანწყობით. ჩემი ხედვით შენი ძირითადი შეცდომა არის იმაში, რომ საკითხს უდგები ხოლმე ცალსახად. აი მაგალითად ცოდნის საკითხს: შენი აზრები ხან ამოდის ხოლმე აზრიდან, რომ არაფერი არ ვიცით, ხანაც აზრიდან, რომ ვიცით. მთლად ნათლად არ ვიცი როგორ გითხრა, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე სწორია აზროვნებაში წინააღმდეგობრივი აზრების სინთეზი შევძლოთ (ამ სინთეზის ერთი მაგალითი აქვეა მოცემული, ცოდნა–არცოდნაზე რომ ვლაპარაკობ, სინთეზის მცდელობა მაქვს მანდ). სხვაფრივ ან ჯიუტი ვირივით მოგვიწევს რაღაც აზრს მივაწვეთ, ან ისევ ჯიუტი ვირივით ერთ ადგილას გავჩერდეთ. ორივე შემთხვევა არაპრაქტიკულია. განა უკეთესი არაა, მივაწვეთ რაც ვიცით და თან ფრთხილად.
vano_t
QUOTE | ახლა უკვე კიდევ დამატებითი რაღაც გვჭირებია ღმერთის დასანახად, ყველაფერ ზემოჩამოთვლილთან ერთად ინტელექტიც საჭიროა. ე.ი. ღმერთთან მისასვლელად საჭიროა ინტელექტი, მონდომება/მოწადინება, საჭიროა გული გქონდეს განწმენდილი და ცოდვებისაგან იყო განწმენდილი, ასეა? |
კი ასეა! ღმერთი ზესტაფონი არაა, რომ ჩაჯდე ავტოში ან მატარებელში და ეგრე მიხვიდე. კომპლექსური მიდგომაა საჭირო: ინტელექტი, მონდომება, მოწადინეობა, გულწრფელობა, დათმენა, ლოცვა და სხვ.
vano_t
QUOTE | მე კი არ უნდა შეგატყო შენ ამპარტავნობა, შენ უნდა დაინახო შენს თავში ამპარტავნობა. თუ დაინახე, მაშინ რატომ მისვამ მაგ კითხვას? თუ არ დაგინახია, მაშინ ამპარტავანი ხარ, თუ შენს თავში ამპარტავნობას ვერ ხედავა, მა რა ხარ? თან უგუნურიც-შეიძლება გონიერმა კაცმა თავის თავში ამპარტავნება არ დაინახოს? |
აი აქაც ცალმხრივად უდგები საკითხს. კი, ადამიანი იბადება ამპარტავნად. მაგრამ მას შეუძლია ღვთის წყალობით დაძლიოს ეს ამპარტავნება და სიმდაბლეს შეუდგეს. ეს რა თქმა უნდა პროცესია და ამპარტავნება ნელა ნელა მცირდება, მაგრამ აქ საქმე წამყვანობაშია. ურწმუნო ადამიანში ამპარტავნებას მიყავს პარადი, ისაა ადამიანის მთავარი მამოძრავებელი ძალა, მაგრამ როცა ადამიანი ღმერთს მიებარება, მასში უკვე სიმდაბლე ხდება წარრმართველი. როცა ადამიანში სიმდამბლე და ამპარტავნება ერთმანეთს უპისპირდება, მასში სულიერი ბრძოლა მიმდინარეობს და ეს ბრძოლა როცა იქნება ერთ–ერთი მხარის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. თუ სიმდაბლემ გაიმარჯვა, ადამიანი მებრძოლი ეკლესიის რიგებიდან მოზეიმე ეკლესიის წევრი ხდება. ასეთი ადამიანი ამ ქვეყნად თუ არის საერთოდ, ძალიან ცოტა უნდა იყოს. კი, ჩემში არის ამპარტავნება, მაგრამ მე აღარა ვარ ამპარტავანი(კიდევ ერთი სინთეზური აზრი!), ვინაიდან მასთან სამკვდრო–სასიცოცხლო ომი მაქვს და ვიმედოვნებ სიმდაბლეს გავამარჯვებინებ.Dr-Rock
QUOTE | ჩვენ რა ვქნათ ვისაც სურათშიც არ დაგვინახავს? |
მოინდომე და დაინახავ. სურვილია მთავარი!
This post has been edited by რამაზი on 23 Mar 2010, 15:14
|