
საკუთარი სისუსტის აღიარება, თანაფორუმელო, დიდუსოვლება და პიროვნული სიძლიერეა...

შეგიძლია დაფიქრდე, რაზეც გესაუბრე და ჩაწვდე ქრისტიანობის ელემენტარულ პრინციპებს... მე შენთვის, შენი საკუთარი თავი შევეცადე, რომ დამენახებინა... ვიცი, გამომივიდა კიდეც, თუმცა ქართული ეთნოფსიქოლოგიის დიდი ნაკლის - ეგოცენტრიზმისა და ზედმეტად ამპარტავნობის გამო, ფორუმზე ღიად არ დააფიქსირებ!
მე ჩამს შეცდომას გეტყვი ახლა - ესენი შენთვის საჯაროდ არ უნდა მეთქვა, თუმცა ეს ნაკლებად იმიტომაა შეცდომა, რომ შენ ინკოგნიტო პირი ხარ ისევე, როგორც - მე და არავინ იცის სინამდვილეშI, ვინ ხარ და რას წარმოადგენ, გარდა შენი წერილებით შენი შეფასებისა...
რეალშI, მე ამეებს, რაც გითხარი, საჯაროდ და ყველას გასაგონად, არ გეტყოდი...

საჯაროდ და ყველას გასაგონად რომ მეთქვა, საკუთარი უპირატესობის საკუთარი თავისთვის დამტკიცების მოტივი იქნებოდა, რადგან დამერწმუნებინა ჩემივე თავი, რომ მიუხედავად ჩემი არასრულფასოვნებისა, მაგარი ვარ და ამით მომეტყუებინა კიდეც საკუთარი თავი...
ანუ, ჩვენ აქ ახლა აქცენტირებას ადამიანის შინაგან, ქვენა, ქვეცნობიერ ბინძურ ბუნებაზე ვაკეთებთ, რაც უნდა დაინახო და გამოასწორო!..
თუ იქით მეჭიდავე და მითითებულ შენს შეცდომებზე არ დაფიქრდი და ისევ გააგრძელე "ქრისტიანობის დაცვა", გამოდის, რომ...

მოკლედ, აწი შენ იცი და მაგ შენმა პრივატიზებულმა "ჩქიმი ქრისტიანობამ"...