საშინელი ერესია რაც დაწერე
შენთვის ქრისტე ღმერთი ხომ არის? აბა ნახე სახარების ეს ციტატა:
საუკუნო ცხოვრების მსურველი მდიდარი ჭაბუკი
(მკ. 10, 17-31; ლკ. 18, 18-30.)
16. და აჰა, მივიდა ვიღაც და უთხრა: მოძღვარო სახიერო, რა სიკეთე გავაკეთო, რომ მქონდეს საუკუნო ცხოვრება?
17. ხოლო მან უთხრა მას: რატომ მეძახი მე სახიერს? არავინ არის სახიერი, არამედ მხოლოდ ღმერთი, ხოლო თუ გსურს შესვლა საუკუნო ცხოვრებაში, დაიცავი მცნებები.
--------------------------------
ეს როგორ გესმის, შენი აზრით ქრისტე ამბობს რომ ღმერთი არ არის??
ლუკას სახარება
თავი ოცდამესამე
33. და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და მეორე - მარცხნივ.
34. ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.
თუ პირდაპირი მნიშვნელობით გესმის ის რომ თითქოს მამამ მიატოვა ძე (ქრისტე) მაშინ რატომ ლოცულობს ქრისტე მამის წინაშე ჯვრიდან რომ მიუტევოს მათ?
46. მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული.