#18920798 · 8 Apr 2010, 10:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჩემო მართლმადიდებელო ძმებო და დებო,
ნეტარხსენებული, ეპისკოპოსი ილია მინიატისი ამბობს: ქრისტიანეთ ბრძოლის შედეგი - გამარჯვება, წინასწარ უწყიან, რამეთუ მაცხოვარი გვეუბნება: "ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“ (მათე 16,18). ჩვენ მხოლოდ ბრძოლაღა გვმართებს. მიუხედავდ ამისა "რომაულ-კათოლიკური" საკრებულოს ინსტრუქტორები საკმარისზე მეტად უსუსურები აღმოჩნდნენ. რაზეც მეტყველებს მათ მიერ ფორუმზე გამოვლენილი "ცოდნა-კომპეტენცია". თუმცა "რომაელ-კათოლიკე" ინსტრუქტორების "ცოდნა-კომპეტენცია" რა მოსატანია, მართლმადიდებლობის წინაშე არათუ ისინი, არამედ "თვით "უცოდველი პაპებიც"" კი უძლურები არიან. მართლმადიდებელთა კარგად ვუწყით თუ ჩვენ ქრისტეს ერთგულნი ვიქნებით, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ!!! (შედ. წმ. მეფე დავით აღმაშენებლის მიერ წარმოთქმული სიტყვისა დიდგორის ბრძოლის წინ) ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე დაიბადა კითხვა ღირს თუ არა მსგავს უსუსურ, დემაგოგიურ და არაკომპეტენტურ მოხსენება-მომხსენებლებზე პასუხის გაცემა, მით უფრო, რომ მათი მიზანი არის არა ჭეშმარიტების ძიება, არამედ: ცრუ უნია, ეკუმენიზმ-პან-ეკუმენიზმი და სხვა მრავალი ერესი............?!
ქრისტესმიერი სიყვარულით! ქრისტე აღდგა!
|