გიარია
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4203
წევრი No.: 57012
რეგისტრ.: 28-March 08
|
#18908391 · 7 Apr 2010, 18:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სტატია ანასტასიას შესახებ ჟურნალ ,,თბილისელებიდან'', ვისაც აინტერესებს
“ცხოვრებაში ისეთ ადამიანებს შევხვედრილვარ, რომლებიც მუდმივი სასწაულის ატმოსფეროში ცხოვრობდნენ, მათთვის თითქოს არ არსებობდა ფიზიკის კანონები, ადამიანის უძლურება, ვნებები, რომლებიც სულს აზიანებს, თითქოს მათთვის, ხატოვნად, რომ ვთქვათ, არ არსებობდა მიზიდულობის ძალა. ასეთი ადამიანი იყო ანასტასია, რომელსაც ხალხი “მჯდომარე ანასტასიას” ეძახდა.. მისი ღვაწლი ადამიანურ შესაძლებლობებს აღემატებოდა, ისევე, როგორც ძველი მესვეტეებისა. საკუთარი თვალით, რომ არ მენახა და მხოლოდ გამეგონა ანასტასიას შესახებ, ალბათ გულში ეჭვი შემეპარებოდა, ისევე, როგორც შესაძლოა ამ სტრიქონების მკითხველებს. მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხლები არიან მოწმეები, თვითმხილველები ჩვენს დროში მოვლენილი ამ სასწაულისა”. (არქიმანდიტრი რაფაელი “გადარჩენის სასწაული”, მეორე ნაწილი). რა თქმა უნდა მე მისი ხილვის ბედნიერება არ მქონია, თუმცა ჩემი რესპოდენტის, ხათუნა კეთილაძის და მის მეუღლის, დავით გაჩეჩილაძის წყალობით შევძელი, ანასტასიას საფლავის და იმ სახლის, ეზოს ხილვა, სადაც ის ცხოვრობდა. ძნელია იმ გრძნობის სიტყვებით გადმოცემა, რასაც მე მისი საცხოვრებლის, უფრო სწორედ კი იმ ადგილის ხილვისას განვიცადე, სადაც ის ათეული წლების განმავლობაში, წელიწადის ყველ დროს საკუთარ ქუსლებზე, გაუნძრევლად იჯდა და მასთან მისულ, გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარებოდა. მის საფლავზე, რომელიც კუკიაზეა და სახლშიც, ხიმშიაშვილის # 11_ში, დღესაც მიდის ხალხი, ლოცულობენ, პარაკლისებს იხდიან და ამ საოცრად დიდ ადამიანს შემწეობას სთხოვენ. ხათუნა კეთილაძე(ჟურნალისტი): ანასტასია, იგივე ანა საზონოვა დაიბადა თბილისში, ცხოვრობდა ნახალოვკაში. როგორც ამბობენ ის ახალგაზრდობაში არაჩვეულებრივად ლამაზი იყო. მას დედა ადრე გარდაეცვალა და დედინაცვალი ზრდიდა, რომელსაც გერი მაინცდამინც არ უყვარდა. ანასტასია გალობდა, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, სადაც ადრე აბანო იყო. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ ეკლესია იდგა, ანასტასია მასთან ახლოს ცხოვრობდა. ის ერთ ოფიცერს შეუყვარდა, ცოლობაც უთხოვია, რაზეც ანასტასიას არ უთქვამს უარი. 1905 წელს, როდესაც პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობა, ეს ოფიცერი სანამ წავიდოდა ომში, მანამდე ანასტასიას სახლში მივიდა, დასამშვიდობებლად. მაგრამ დედინაცვალმა უთხრა, რომ ანასტასია, ისე გაგიჟდა, გაკოჭეს, საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ მისი განკურნება შეუძლებელიაო. ამ ამბავმა ოფიცერს თავზარი დასცა, მაშინვე ამოიღო რევოლვერი და იქვე, სახლის ზღურბლზე მოიკლა თავი. იმ დროს ანასტასია, ეკლესიაში ლოცვაზე იმყოფებოდა, როდესაც სახლში დაბრუნდა და მას საქმრო მკვდარი იხილა, აქედან დაიწყო მისი მოწამეობა. Aანასტასია ღრმადმორწმუნე და აქ მან თავისი საქციელით დაგვანახვა, არა მარტო მამაკაცის სიყვარულის, არამედ ღვთისადმი სიყვარულისა და ადამიანში ღვთის ხატების სიყვარულის მაგალითი. მან იცოდა, რომ თვითმკვლელის ცხონება არის შეუძლებელია, სულ სინანული არ შეუძლია, ეს არის შეუნანებელი ცოდვა, რომელიც სიმძიმედ აწვება გარდაცვლილის სულს. აქედან გამომდინარე თვითმკვლელს არც წესი აეგება და არც პანაშვიდი გადაეხდება. შეიძლება, რომ მისმა შვილმა, შვილიშვილმ, ან გვარში მემკვიდრე აიღოს საკუთარ თავზე მონაზვნური ღვაწლი და სქემაში ილოცოს მისთვის. ანასტასიას ოფიცერი გულწრფელად უყვარდა, შეებრალა, იქვე დაიჩოქა და აუდგომლად, 1970 წლამდე ლოცულობდა. გარდაცვალებამდე, რამდენიმე წლით ადრე, კი ის დედინაცვალმა იმ ადგილიდან ააყენა, გზაზე სიარულში ხელს მიშლიო და შეუშვეს პატარა, გადახურულ ქოხში, რომელიც ძაღლის “კანურას” უფრო გავდა, ზემოდან გადახურული იყო, მაგრამ კარი არ ჰქონდა. ანასტასია მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 65 წლის განმავლობაში ღია ცისქვეშ იჯდა, წამებაში, განკითხვაში, ლანძღვაში, მილიცია დევნიდა, დედინაცვალი ყინვაში გამოდიოდა და ცივ წყალს ასხამდა, მან ჩათვალა, რომ, რადგან ჭერი გაუჩნდა, ამიტომ ღვაწლი შემიმსუბუქდაო და დამსხვრეული შუშის ბოთლებზე, კონსერვის ყუთებზე დაჯდა, რომლებსაც სახურავები ისე ჰქონდა მოჭრილი, რომ ხანდახან ძვლამდე ატანდა. ის არც სკამზე იჯდა, არც მუხლებზე, არამედ საკუთარ ქუსლებზე იჯდა ათეული წლების განმავლობაში. _ როგორც ვიცი, მასთან ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა, ბევრ სასწაულს ახდენდა.? _ ანასტასია ხშირად სალოსობდა, ადამიანს ისე მოაჩვენებდა თავს, რომ თითქოს არავინ იყო, სულელი, ბევრს ამხილებდა კიდეც. ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა და ლოცულობდნენ, მოგეხსენებათ კომუნისტების დრო იყო და მაშინვე იწყებდა პოლიცია მათ გაყრა. მოგვიანებით პოლიციის ერთერთ მაღალ ჩინოვნიკის შვილს პრობლემები შეექმნა, ის მოვიდა ანასტასიასთან, შვილის ამბავი იკითხა, მან უთხრა, რომ ის ცოცხალი იყო და მას ისე სატიკად აღარ დევნიდნენ. ანასტასიასთან ვასილ მაჟავნაძეც იყო მისული, მისთვის უთქვამს, ერთ წელიწადში, წყალდიდობა იქნება თბილისში, მთელი მარჯვენა სანაპირო, ავლაბარი, ორთაჭალა ჩაირეცხება, ამიტომ დამცავი ჯებირები გააკეეთეთო. მისი შეგონებით, მჟავანაძემ გამოთხოვა რუსეთიდან დაფიანსება, გააკეთა ჯებირები და სწრედ იმ წელს, როდესაც ანასტასიამ მიუთითა, მართალ მოხდა წყალდიდობა, მაგრამ გადარჩა თბილისი რადენიმე უბანი და მოსახლეობა. სხვათა შორის ანასტასიას ვასილ მჟავანაძე პირველად 1956 წლის 9 მარტს შეხვდა, როდესაც ხრუშჩოვმა, ქართველების გადასახლება მოინდომა. ვასილ პავლოვიჩს მისთვის უკითხავს, რა გვეშველებაო, ანასტასიას უთქვამს, ნუ გეშინია, ქართველებს ვერაფერს ვერ უზამს, მე ვილოცებო. ისიც დაუმატებია, ეს ხელისფლება მალე შეიცვლებაო და მართლაც ასე მოხდა. მასთან დადიოდა ასევე ლავრენტი ბერიას დედაც, რომელიც მორწმუნე ადამიანი იყო, ის პატრიარქ ეფრემ მეორესთნაც დადიოდა, ყველას ევედრებოდა, რომ მისი შვილისთვის ელოცათ, რომ არ წარწყმედილიყო. ანასტასიასთვისაც რამდენჯერმე უთხოვია, შვილის მოხსენიება და როგორც ვიცი, მას იხსენიებდა ლოცვებში. ანასტასია თავად ძალიან ცოტას საუბრობდა. თუ კითხავდნენ, ესა თუ ის ადამიანი გარდაცვილიაო, თუ აიღებდა ვაშლს, მაშინ ცოცხალი იყო, თუ დადებდა ეს იმას ნიშნავდა, რომ ცოცხალი აღარ იყო. ძალიან ბევრი ადამიანი მიდიოდა, რომლებსაც სნეულები ჰყავდათ და მათ განკურნებას ითხოვდნენ. ანასტასია, ვერ მიყვებოდა სნეულთან, ამიტომ აიღებდა ვაშლს, “მამაო ჩვენოს” იტყოდა, გადასხავდა ჯვარს და გაატანდა. ამ ვაშლის ჭამით ძალიან ბევრი ადამიანი განკურნებულა. შესაბამისად, როდესაც საფლავზე მოვდივართ, ყოველთვის ამოგვაქვს ვაშლი, ვაწყობთ მის საფლავზე, ვკითხულობთ ლოცვებს, ვიხდიდით პანაშვიდს, ვასხურებთ საფლავს წყალს და მერე ვაშლებს ადამიანებს ვურიგებთ. ძალიან ბევრ ადამიანს გაეხსნა ბედი, გათხოვდა, ცოლი მოყვანა, სამსახურის პრობლები მოუგვარდა, მთავარია, ამ ყველაფერს ადამიანი რამდენად მიახლება რწმენით, რამდენად შევუშვებთ მას ჩვენს გულებში. კურნების სასწაულიც მომხდარა. ანასტასიას ფეხებთან მე და ჩემმა მეუღლემ ბზა დავრგეთ. ბზის გამყიდველს მანანა ჰქვია, მას ჰყავს შვილი, შოთიკო, როემლიც დაბადებიდანვე ვერ ამოძრავებს მარცხენა ხელს. ჩემა მეუღლემ შოთიკო საფლავზე წამოყვანა, მას დარგვევინა ბზა და თან უთხრა, მიწა მოასწორე და თქვი: წმიდა ანასტასია, როგორც მე გაგილამზე საფლავი, ისე გამილამაზე ჩემი ხელიო.Aშემდეგ ვილოცეთ წამოვედით, ვაშლები გავატანეთ შოთიკოს. ღამის სამ საათზე ჩემს მეუღელს დაურეკა დედამისმა, მაშინვე დალოცვა დაუწყო, როდესაც დათომ ჰკითხა, რა მოხდაო, ასეთი ისტორრი მოუყვა:Bბავშვს სპეციალურად არ მივეცი ვაშლები, უნდა გამომეზოგებინა და უცებ დავინახე, რომ დგას ფეხზე, მარცხენა ხელი აქვს წინ გაშვერილი და წითელი ვაშლ უჭირვს, მითხრა, ანასტასია დაემესიზმრე და ეს ვაშლი მომცაო. აღდგმოის მარხვის ბოლო კვირა იყო, ვნების შვდიეული, შოთიკო ეკლესიაში წავიყავნეთ, ეზიარა, მამა გაბრიელის საფლავზეც გვყავდა, ილოცა, დღეს ის ეკლესიურად ცხოვრობს. მარცხენა ხელით კი ხატავს, რაღაცეებს აკეთებს, არადა ადრე საერთოდ ვერ ამოძრავებდა. _ როგორ იპოვეთ საფლავი? _ ანასტასაის საფლავი დიდიხნის განმავლობაში დაკარგული იყო. მისი დისშვილი გიორიგ საზონოვი, რუსეთში იმყოფებოდა და შემდეგ ჩამოვიდა თბილისში. მას შეხვდა ჩვენი ოჯახის მეგობარი, ნანა გეგია, რომელმაც უთხრა საფლავის ადგილსამოყეფლის შესახებ და ჩვენც აღმოვჩნიდთAQაქ. მე და ჩემი მომავალი მეუღლე, ანასტასიას საფლავს, როგორც მხსნელს, ისე ვეძებდით. ვიცოდით მისი ისტორიის შესახებ, თუ როგორ გაწირა თავი საყვარელი ადამიანის ცხონებისთვის და ეს მხოლოდ უფლის სიყვარულით შეძლო. ძალიან გვინდოდა, რომ ანასტასია, ჩვენი სიყვარულის მფარველი ყოფილიყო და მის საფლავას ყველგან ვეძებდით. ჩემთვისაც და დათოსთვისაც მეორე ქორწინება, როდესაც ჩვენ ერთამნეთს შევხვდით, მაშინვე მივხვდით, რომ რაღაც უფრო იმაზე დიდი უნდა შეგვექმნა, რაც დავანგრიეთ. ძალიან ბევრი პრობლემა შეგევქმნა, ორივემ გადავიწყივტეთ, რომ მონასტრებში წავსულიყავით, იქ გველოცა ერთმანეთისთვის და უფალში გაგვეერთისნებინ ჩვენი სიყვარული. ამ პერიოდში ორივე მხოლდ იმას ვფიქრობდით, რომ არ დავშორებოდით დედა-ეკლესიას, რომელიც ორივეს მაცოცხლებელი ძალა-მე მგალობელი ვარ, დათო კი სტაქაროსანი. ამიტომ ვეძებდით ისეთ წმიდანს, რომელიც ჩვენს სიყვარულს შეიფარებდა. როდესაც უკვე გადავწყვიტეთ დაშორება, სულიერად ძალიან რთულ მდგომარეობაში ვიყავით, დამირეკა დათომ, მეუბნება, ახლა არაფერი არ მითხრა, ანასტასიას საფლავი გამოჩნდაო. დამავიწყდა ნაჩხუბრები, რომ ვიყავით, მაშინვე ჩავუჯექი ავტომობილში და ამოვედით კუკიაზე, ანასტასისა საფლავზე. მისი შემწეობით და მფარველობით წმიდა გიორგის საფლავზე ჯვარიც დავიწერეთ, პატარა ვაჟიც გვეყოლა, რომელიც მაცხოვრის ბაგაში ჩაწვენის ღირსი გახდა. როდესაც დათო მაბრაზებს, მაშინვე ანასტასიას საფლავზე ამოვდივარ, დათო მეუბნება, ახლა უნდა დამაბეზღო. მერე წმიდა ანასტასიაც, გვარიგებს, გვამშვიდებს და გვასწავლს, რომ ერთამანეთის ლოცვაში მოხსენიებას ძალიან დიდი ძალა აქვს. ანასტასია, არა მარტო ჩვენი, არამედ ბევრი შეყვარებულის, ოჯახის მფარველი გახდება. _ თუ მოდიან ანასტასიას საფლავზე სასულიერო პირები? _ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მის საფლავზე ფაქტობრივად საქართველოს ყველა დიდი მონასტრის იღუმენია მოსული და ყველას აქვს თითოჯერ მაინც პანაშვიდი გადახდილი, ზოგს რა წყალობა მიეცა, ზოგს კიდევ-რა. მაგალითად ერთი იღუმენი ცოტა ხნის წინ არქიმანდიტრი გახდა. მაშინდელი სამღვდელოებაც მიდოდა მასთან, როგორც ვიცი მამა ფილარეტი აზიარებდა. გიორგო საზონოვი (ანასტასიას დისშვილი): ძალიან კარგად მახსოვს დეიდა, 1940 წლიდან, სულ მე ვუვლიდი, დილით, რომ ვდგებოდი, მაშინვე მასთან მივდიოდი. იმ დროს მასთან ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა, მე მის წინ სკამები დავდგი, იქ ისხდნენ, გალობდნენ, ლოცულობდნენ, მილიციის უფროსი, რომ ჩამოვლიდა, ხმას გაიგებდა, მაშინვე გარეკავდა ხალხს, 2-3 წელი არავის არ უშვებდნენ. 1970 წლის 7 ივნისი იყო, დილით, რომ ავდექი, გამოვედი ეზოში და გარდაცვლილი დამხვდა. მალე არ დაგივსაფლავებია, იმიტომ, რომ გამოსამშვიდობებლად ძალიან ბევრი ადამიანი მოდიოდა, მათ შორის სასულიერო პრები, წესი აუგეს, პანაშვიდები გადაუხადეს. დღეც და ღამეც სულ ხალხი იყო. ანასტასიას ფეხები შეხორცებული ჰქონდა, ქულსებზე იჯდა, მუხლებში იყო მოხრილი, რომ გარდაივცალა, სპეცილური ყუთი გავუკეთე, სადაც ჩავაწვინეთ და დავმარხეთ. ზამთარში, თოვლი, რომ მოვიდოდა, ანასტასია სულ დაითოვლებოდა ხოლმე, დედა მეუბნებოდა, მიდი ცოცხი აიღე და გადაწმიდეო, პატარა ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ უნდა გამეკეთებინა და ვურტყამდი ცოცხს, მერე ამიხსნეს, ასე არ შეიძლებაო. არასდროს გამხდარა ავად. Mმერე გადაუხურეთ ის ადგილი, გარეთ გამოვიდა, არ უნდოდა სახურავი, წვიმაში და თოვლშიც ასე იყო. ღამის ქოთანი ისეთი დაჟანგებული იყო, მოღუნული, ხელი, რომ გაგესვა, გაგეჭრებოდა. ქალები მოდიოდნენ, უცვლიდნენ, ახალაზე უარს ამბობდა, ძველი მინდაო, ჭრილობა არასდროს დასჩირქებია. რომ ვუვლიდი, მერე 5 კაპიკს მაძლევდა. ჩემმა მეგობარმა “პობედა” იყიდა, ქალაქგარეთ გვინდოდა წასვლა, მაგრამ ფული არ გვქონდა, ანსტასიასთან მივედი, მომეცი-მეთქი, ასე მითხრა, წადით და უკან წყნრად დაბრუნდებითო. რას ვიზამთიდით, წავედით. Eერთ ადგილას გავჩერით, ქარი იყო, უცებ ჩემმა მეოგბარმა დამიძახა მდოი აქ, მივედი და 25 მანეთი არ ეპოვა. მაშინ ეს დიდი ფული იყო, ბენზინიც ჩავასხით და დაგვრჩა კიდეც. Aანასტასია ძალიან ტკბილად საუბრობდა, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისგან იღებდა ხილს, საჭმელს, ზოგს ეზოში არ უშვებდა, დაუგორებდა მოტანილ ხილს. ეზოს იქით ბავშვები თამაშობდნენ და ისინი მაშინვე დასტაცებდნენ ხოლმე ხელს. პატარა ვიყავი და ვერაფერს ვხვდებოდი, დღესაც ბევრი რამ არის ჩემთვის საოცარი. “..ანასტასიას თვალები კაშკაშა სინათლეს ასხივებდა, ღამეულ ცას, ანათებენ. ,ისი გამოჭოლი მზერა შიშის მსგავს განცვიფრებას იწვევდა, როცა ადამიანი გრძნობს, რომ სულში ჩახედეს და მისი ცხოვრება, წარსული თუ მომავალი დაინახეს”. _ არქიმანდრიტი რაფაელი.
--------------------
Ça m'est égal
|