ღმერთის თემა არაა უაზრო!!!
ღმერთი და მასთან დაკავშირებული ყველაფერი მხოლოდ რწმენას ეფუძნება და არა აზრს!
ზოგი აქ ამტკიცებს, რომ რწმენა არ უნდა იყოს ბრმა.
მაგრამ თავის საწყისში რწმენა აუცილებლად ბრმაა და მხოლოდ შემდეგ შეიძლება მცირეოდენი სინათლის შეტანა მასში.
რელიგიური საკითხები თავის საფუძველში სუყველა უაზროა, მთლიანად სარწმუნოებრივია ისინი. აბა სცადე და გაიაზრე ღმერთი! ღმერთი კი არა, უბრალოდ უსასრულობა გაიაზრე! რელიგიური პრობლემატიკის აზრს ზევით მყოფობის ძალიან ნათელი დადასტურებაა პირველი საეკლესიო კრება, სადაც საკითხი იესოს ღმრთობის შესახებ აზრით ვერანაირად ვერ გადაჭრეს.
რელიგია და აზრი შეუთავსებელია!!!
აბა მოიაზრე ერთი როგორ არის იესო ქრისტე სრული და განუყოფელი ღმერთიც, თან ძე, თან ადამიანი, რომელიც თან მოკვდა, იმიტომ რომ კაცი იყო და თან არ მოკვდა, იმიტომ რომ ღმერთი იყო – აბა ჰე, რო მოიაზრებ, გვითხარი მერე.

ასე რომ, შენი ლოგიკით, რელიგიის განყოფილება საეთოდ უნდა გაუქმდეს.