schuldinerვისაც შრლა პრაპჰუპადას წიგნები უნდა პმ-ში მომწერეთ. "ბჰაგავად გიტა როგორც ასეთი" 4-5 ლარი ღირს. დანარჩენი წიგნები 1-დან 3 ლარა-მდე.
onlyfighterრაჯა იოგაზე ინფორმაცია მაქვს, მაგრამ დიდად არ მაინტერესებს.
Fenix Fire Birdდღეს დავიწყებ შრილა პრაპჰუპადას წიგნის - "იოგას სრულქმნა" დადებას და მასში ძალიან კარგად და ნათლადაა გადმოცემული ბჰაკტი-იოგის არსი და მისი შედარება იოგას სხვა სახეებთან. ესაა სულიერი ფსიქოლოგიაც და უმაღლეი იოგაც.
* * *
ვეგეტარიანელობის შესახებაც ვიტყვი ცოტას:
როცა ცხოველებს კლავენ, შლაკები, რომლებიც ბუნებრივად გამოიყოფიან სისხლის მიმოქცევის საშუალებით, რჩებიან მასში. ის ვინც ჭამს ხორცს, ღებულობს თავის ორგანიზმში ტოქსინებს, რომლებიც უნდა გამოყოფილიყო ცხოველის ორგანიზმიდან შარდთან ერთად. ტექნიკურ განვითარებას მოჰყვა ისიც, რომ დღეს ცხოველის ხორცი შეიცავს ისეთ ქიმიკატებს, როგორიცაა დდტ (რომელიც ყველაზე ძნელად 20-21 დღის შიმშილის შემდეგ გამოიყოფა ორგანიზმიდან), ნატრიუმის სულფატი - იგი წარმოადგენს ერთ-ერთ კანცეროგენს, სინთეტიკური ჰორმონი (დეს), რომელიც აგრეთვე ითვლება კანცეროგენულ ნივთიერებად. საერთოდ ხორცის შემცველი პროდუქტები შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადაბლებენ იმუნიტეტს და იწვევენ კიბოსა და მეტასტაზების განვითარებას.
ხორცისმჭამელობა პირდაპირ კავშირშია გულის დაავადებებთან. ხორცში არსებული ქოლესტერინი გროვდება გულის კუნთების მკვებავ მთავარ სისხლძარღვებში და აჩენს ათეროსკლეროზულ ფოლაქს, რომელიც წინაპირობაა ინფარქტისა. ხორცი შეიცავს 14-ჯერ უფრო ბევრ პესტიციდებს, ვიდრე მცენარეული პროდუქტი. ცხოველის ცილა ითვლება ერთ-ერთ ტოქსიურ პროდუქტად კვებისათვის.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ სიტყვა ვეგეტარიანელობა ბერძნული სიტყვიდან ვეგეტას-გან მოდის, რაც ნიშნავს "მთლიან სუნთქვას და სიცოცხლეს".
ბიბლიის დასაწყისში საკვების შესახებ ღმერთის ნება ასე გამოიხატება: "და თქვა ღმერთმა: და მოგეცით თქვენ ყოველგვარი ბალახი თესლის მქონე, რომელიც არის მთელს მიწაზე და ყოველგვარი ხე ნაყოფის მომცემი. ეს იქნება თქვენი საკვები..."
წმინდა ბონავენტურა წერდა წმინდა ფრანჩესკო ასიზელზე: "როცა ის ფიქრობდა ყველა სულიერის შემოქმედზე, ის როგორც არასდროს ივსებოდა მადლიერებით და ის უწოდებდა ღმერთის ყოველ შექმნილს, ყველაზე პატარასაც კი ძმას და დას, რამეთუ იცოდა რომ იგი შექმნა იგივემ, რომელმაც შექმნა იგი თვითონ".
"და გახდება იმ დახოცილი ცხოველების გვამი შენს სხეულში შენი სამარე, რამეთუ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ის ვინც კლავს, იკლავს თავს და ის ვინც ჭამს დახოცილ ცხოველთა გვამებს, ჭამს თავად სიკვდილს". (მოსე)
"და როცა თქვენ გაამრავლებთ თქვენს ლოცვებს მე გეტყვით არ მესმის: თქვენი ხელები სავსეა სისხლით". (ისაია 1:15_
"საკუთარი დედა გვაჭმევს რძეს ერთი-ორი წელი და ელოდება როდის მოვემსახურებით მას როცა გავიზრდებით. დედა ძროხა არ ელოდება ჩვენგან არაფერს მარცვლეულისა და ბალახის გარდა." (მაჰატმა განდი)
"მანამდე სანამ ადამიანი ხოცავს ცხოველებს, მას შეუძლია მოკლას ადამიანიც. ჭეშმარიტად ის ვინც ჭამს დახოცილის თესლს და ტკივილს, ვერ შეიცნობს სიხარულს და სიყვარულს." (პითაგორა)
"ჩვენ მოსიარულე სასაფლაო ვართ! მე ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში უარი ვთქვი ხორციან საჭმელზე". (ლეონარდო და ვინჩი)
* * *
ვიწყებ შრილა პრაპგუპადას წიგნის "იოგას სრულქმნას" დადებას. დავიწყებ პირველი თავით და ნელ-ნელა შემოვამატებ...
იოგას სრულქმნაიოგა, რომელიც არჯუნამ უარყო ამ საუკუნეში დასავლეთში, განსაკუთრებით კი ამერიკაში, იოგას მრავალი სისტემა გავრცელდა, მაგრამ იოგას სრულქმნა არც ერთ მათგანში არ არის მოცემული. “ბჰაგავად-გიტაში” კი ღმრთეების უზენაესი პიროვნება, შრი კრშნა უშუალოდ ასწავლის არჯუნას ამას. მისთვის, ვისაც იოგას სრულქმნის მიღწევა სურს, უზენაესი პიროვნება “ბჰაგავად გიტაში” ავტორიტეტულ მითითებებს იძლევა.
მართლაც საოცარია, რომ კრშნამ იოგას სრულქმნა არჯუნას შუაგულ ბრტძოლის ველზე უამბო. ეს მოხდა მანამ, სანამ მეომერი არჯუნა ძმათა სისხლისმღვრელ ომში ჩაებმებოდა. სენტიმენტალიზმის გამო არჯუნა ფიქრობდა: “რატომ უნდა ვებრძოლო ჩემს ნათესავებს”? ილუზიამ უარი ათქმევინა ბრძოლაზე, ამიტომ ეჭვების გასაფანტავად კრშნამ ბჰაგავად გიტა მოუთხრო მას. წარმოიდგენეთ რა მოკლე ხანში მოუყოლია კრშნას “ბჰაგავად-გიტა”. მოწინააღმდეგეები მზად იყვნენ საბრძოლველად, ამიტომ დრო მართლაც ცოტა იყო – სულ ერთი საათი. ამ მცირე ხნის მანძილზე კრშნამ “ბჰაგავად გიტა” განმარტა და თავის მეგობარ არჯუნას იოგას მთელი სისტემების სრულქმნა მოუთხრო. ამ დიადი განსჯის შემდეგ არჯუნამ სძლია ეჭვებს და ბრძოლაში ჩაება.
მაგრამ როცა კრშნამ მედიტაციური იოგა დაახასიათა: როგორ უნდა დაჯდე, სხეული გამართულად როგორ დაიკავო, ყურადღების გაუფანტავად, ნახევრად-მოხუჭული თვალებით როგორ უნდა მიაჩერდე ცხვირის წვერს და ყოველივე ეს მარტომ, უკაცრიელ ადგილას რომ უნდა შეასრულო, არჯუნამ თქვა:
“ო მადჰუსუდანა, იოგა, რომელიც შენ დამიხასიათე, ვგონებ, განუხორციელებელი დსა აუტანელი იქნება ჩემთვის, ვინაიდან ჭკუა მოუსვენარი და მერყევია (ბ.გ.6.33). ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მატერიალურ გარემოცვაში ჩვენი ჭკუა მუდამ აღგზნებულია. სინამდვილეში რთულ პირობებში ვიმყოფებით. გვგონია, რომ გარემოს შეცვლით ჭკუასაც დავიწყნარებთ და გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ ყოველგვარ აზრობრივ მღელვარებასაც ბოლო მოეღება, მაგრამ მატერიალური სამყაროს კანონის გამო მღელვარებისგან განთავისუფლება შეუძლებელია. ჩვენი დილემა ისაა, რომ ყოველთვის ვცდილობთ პრობლემათა გადაჭრას, მაგრამ ეს სამყარო ისეა მოწყობილი, რომ მათ ვერსად გავექცევით.
არჯუნა არ იტყუება, არამედ გულახდილად და პირდაპირ ეუბნება კრშნას, რომ ვერ შეძლებს მის იერ განმარტებული იოგას სისტემის მიყოლას. აღსანიშნავია, რომ იგი მიმართავს კრშნას სახელით მადჰუსუდანა, რაც ნიშნავს იმას, რომ უფალი არის დემონ მადჰუს მკვლელი. ღმერთს ურიცხვი სახელი აქვს, რადგან ზოგჯერ სახელი თავისი საქმეების შესაბამისად ეძლევა. უსასრულოა ღმერთის საქმიანობები, ამიტომ მას უსასრულოდ ბევრი სახელი აქვს. ჩვენ მხოლოდ ღმერთის ნაწილაკები ვართ და არც კი გვახსოვს, რა გვიკეთებია ბავშვობიდან დღემდე, მაგრამ მარადიული ღმერთი უსასრულოა. მისი საქმიანობებიც უსასრულოა და მასაც უამრავი სახელი აქვს, რომელთაგან მთავარია კრშნა. მაშინ რატომ მიმართავს არჯუნა მას, როგორც მადჰუსუდანას? კრშნა ხომ მისი მეგობარი იყო და შეეძლო კრშნა ეწოდებინა მისთვის. რადგან თავისი ჭკუა ისეთივე დემონად მიაჩნდა, როგორიცაა დემონი მადჰუ. თუ კრშნამოკლავდა ჭკუის დემონს, არჯუნაც იოგას სრულქმნას მიაღწევდა. “ჩემი ჭკუა დემონ მადჰუზე ძლიერია” – ამბობს იგი. “გთხოვ მოკალი და მეც შევძლებ მივდიო ამ იოგას.” ისეთი დიდი ადამიანის ჭკუაც კი, როგორიცაა არჯუნა, მუდამ აღგზნებულია. თავად არჯუნაც ამბობს ამას:
“ო კრშნა, ჭკუა დაუდეგარი, მშფოთვარე, ურიც და მეტად ძლიერია. ამიტომ, ვფიქრობ მისი ალაგმვა ქარის დამორჩილებაზე უფრო ძნელია“ (ბ.გ.6.34).
საქმე ისაა, რომ ჭკუა ყოველთვის გვკარნახობს, საით წავიდეთ, რა ვაკეთოთ, რა გზას დავადგეთ. ამიტომ იოგას სისტემის მიზანი და არსი მშფოთვარე ჭკუის მართვაა, რაც მედიტაციურ იოგაში მისი ზესულისკენ მიმართვით ხორციელდება. ეს არის იოგას მთელი დანიშნულება. მაგრამ არჯუნას აზრით, ჭკუის ალაგმვა ქარის შეჩერებაზე ძნელია. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც გაშლილი ხელებით ცდილობს ქარიშხლის შეკავებას. არ გეგონოთ, თითქოს არჯუნას არასაკმარისი ღირსებები აქვს ჭკუის დასამორჩილებლად. სინამდვილეში ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად დიადი პიროვნება იყო არჯუნა. ბოლოს და ბოლოს, ღმრთეების უზენაესი პიროვნების მეგობარი გახლდათ. ამ მაღალ მდგომარეობას მხოლოდ განსაკუთრებული თვისებების მქონე პიროვნება თუ მიაღწევს. გარდა ამისა, არჯუნამ დიადი მეომრისა და მმართველის სახელი გაითქვა. იმდენად გონიერი იყო, რომ ერთ საათში გაიგო “ბჰაგავად-გიტა”, მაშინ როცა თანამედროვე მეცნიერები მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ ხვდებიან მას. მაგრამ არჯუნას მაინც მიაჩნდა, რომ ვერ შეძლებდა ჭკუის მართვას. მაშინ რატომ უნდა ვიფიქროთ, რომ იმას, რაც არჯუნამ განვითარებულ ეპოქაში ვერ შეძლო, ჩვენ მივაღწევთ ამ დაკნინებულ ხანაში? ერთი წამითაც არ გეგონოთ, რომ რაიმეთი ვუტოლდებით არჯუნას. ათასჯერ მდაბიონი ვართ.
ამასთანავე არსად წერია, რომ ოდესმე არჯუნა ამ იოგას მისდევდა. მიუხედავად ამისა, კრშნას იგი მიაჩნდა ერთადერთ ღირსეულ ადამიანად, რომელსაც “ბჰაგავად-გიტას” გაგება შეეძლო. რა დიდი ღირსებები ჰქონდა მას? შრი კრშნა ამბობს: “შენ ხარ ჩემი ერთგული და ძვირფასი მეგობარი”. მიუხედავად ამისა, არჯუნამ მაინც უარი თქვა კრშნას მიერ აღწერილ მედიტაციურ იოგაზე. მაშ აქედან რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ? დავკარგოთ ჭკუის მართვის იმედი? არა, მისი მართვა შესაძლებელია. ამისთვის ჭკუა ყოველთვის კრშნასკენ უნდა მივმართოთ. როდესაც ჭკუა კერშნაში ჩაიფლობა, ეს იოგას სრულქმნას წარმოადგენს.
ახლა მივმართოთ “შრიმად-ბჰაგავატამს”, სადაც მეთორმეტე სიმღერაში შუკადევა გოსვამი ეუბნება მაჰარაჯა პარიკშიტს, რომ სატია იუგაში, ანუ ოქროს ეპოქაში ხალხი 100 000 წელს ცოცხლობდა და იმ დროს მედიტაციური იოგას წარმოება შესაძლებელი იყო. მაგრამ რასაც სატია იუგაში მედიტაციით აღწევდნენ, მომდევნო, ტრეატ-იუგაში – უზარმაზარი მსხვერპლშეწირვებით, დვაპარა-იუგაში – ტაძარში უფლის თაყვანისცემით, დღეისთვის, კალი-იუგაში მხოლოდ ღმერთის სახელთა გალობით, ჰარი კირტანით, ჰარე კრშნათი შეიძლება მივაღწიოთ. ამრიგად ავტორიტეტულ წყაროებში ნათქვამია, რომ “ჰარე კრშნა, ჰარე კრშნა, კრშნა კრშნა, ჰარე ჰარე / ჰარე რამა, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარეს” გალობა უმაღლესი იოგაა ამ ეპოქისთვის.
დღეისათვის ძნელია ორმოცდაათი ან სამოცი წელი სიცოცხლე. ხალხი, მაქსიმუმ ოთხომოც ან ას წელიწადს ცოცხლობს. გარდა ამისა, ცხოვრება მღელვარებით, საომარი ვითარებებით გამოწვეული სირთულეებით, ეპიდემიებით, შიმშილობითა და მრავალი სხვა გასაჭირითაა აღსავსე. ჩვენ შეზღუდული გონება გვაქვს და ბედიც არ გვწყალობს. ასეთია კალი იუგის, დეგრადირებული ეპოქის ადამიანი. ამრიგად, სიმართლე რომ ვთქვათ, კრშნას მიერ აღწერილი მედიტაციური იოგას გზით წარმატებას ვერასოდეს მივაღწევთ. დიდი-დიდი საკუთარ წადილებს თუ დავიკმაყოფილებთ ამ პროცესის ფსევდოადაპტაციით. ხალხი ტანვარჯიშსა და ღრმა სუნთქვის გაკვეთილებზე დასწრებისთვის ფულს იხდის და ბედნიერად თვლის თავს, თუკი რამოდენიმე წლით გაიხანგრძლივებს სიცოცხლეს ან უკეთესი სქესობრივი ცხოვრებით დატკბება. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ჭეშმარიტი იოგა. ამ ეპოქაში მედიტაციის სწორად შესრულება შეუძლებელია. სამაგიეროდ იოგას ამ სისტემის მთელ სრულყოფილებას ბჰაკტი-იოგას, ანუ კრშნას ცნობიერების ამაღლებული პროცესით შეგვიძლია მივაღწიოთ, კერძოდ კი მანტრა-იოგას მეშვეობით, რაც ჰარე კრშნას გალობით შრი კრშნას ქება-დიდებას ნიშნავს. ამას გვირჩევს ვედური წერილები და ეს შემოიღეს დიადმა ავტორიტეტებმა, კერძოდ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ. “ბჰაგავად-გიტაში” ნათქვამია, რომ მაჰატმები ანუ დიადი სულები მუდამ უფლის ქება-დიდებას გალობენ. ვისაც სურს ვედური ლიტერატურის, “ბჰაგავად-გიტასა” და დიადი ავტორიტეტების სულით მაჰატმა გახდეს, უნდა მიიღოს კრშნას ცნობიერება და იგალობოს ჰარე კრშნა. მაგრამ სხვა საქმეა, თუ ლოტოსის პოზაში გამართულად ჯდომითა და ტრანსში მსახიობური გასვლით მედიტაციის მიბაძვა გაკმაყოფილებთ. იცოდეთ, რომ ასეთ სანახაობებს არავითარი კავშირი არა აქვს ჭეშმარიტ იოგასთან. მატერიალურ ავადმყოფობას ხელოვნური მედიცინა ვერ განკურნავს. ჭეშმარიტი მკურნალობა უშუალოდ კრშნასთან უნდა გავიაროთ.
* * *
იოგა, როგორც მოღვაწეობა უფლისათვის ჩვენთვის ცნობილია მრავალი სახის იოგა და მრავალი იოგის სახელი, მაგრამ “ბჰაგავად-გიტაში” კრშნა ამბობს, რომ ჭეშმარიტი იოგი ისაა, ვინც ბოლომდეა მინდობილი მასზე. კრშნა აცხადებს, რომ არ არსებობს განსხვავება განდეგილობასა (სანიასას) და იოგას შორის:
“განდეგილობა იგივე იოგა, ანუ უზენაესთან შეკავშირებაა, რამეთუ ვერავინ გახდება იოგი, თუ არ განუდგება გრძნობათა დაკმაყოფილების სურვილს” (ბ.გ.6.2)
“ბჰაგავად-გიტაში” აღწერილია სამი სახის იოგა. ესენია: კარმა, ჯნანა და ბჰაკტი. იოგას ეს სისტემები კიბის საფეხურებს ჰგავს. ზოგი კიბის თავშია, ზოგი კიბის შუაში, ზოგიც – ბოლოში. თითოეულ ამ საფეხურზე მყოფ იოგს ჰქვია კარმა იოგი, ჯნანა-იოგი და ა.შ. ყოველი მათგანი უზენაეს უფალს ემსახურება. განსხვავება მხოლოდ საფეხურებშია. ამრიგად, შრი კრშნა ეუბნება არჯუნას, განდეგილობა (სანიასა) და იოგა ერთი და იგივეა, ვინაიდან განწმენდისა და გრძნობათა დაკმაყოფილების სურვილების ალაგმვის გარეშე ადამიანი ვერც იოგი გახდება და ვერც სანიასი.
ზოგი იოგას ანგარებით მისდევს. მაგრამ ეს არ არის ნამდვილი იოგა. ყველაფერი უფლის სამსახურს უნდა მოხმარდეს. რაც არ უნდა ვაკეთოთ – როგორც უბრალო მუშამ, სანიასიმ, იოგმა თუ ფილოსოფოსმა – ყველაფერი კრშნასთვის უნდა შევასრულოთ. ჭეშმარიტი სანიასი და ჭეშმარიტი იოგი გავხდებით მაშინ, როდესაც ჩვენი ფიქრები კრშნას სამსახურით იქნება მოხული და როცა ასეთი ცნობიერებით ვიმოქმედებთ.
მათ, ვინც იოგას სისტემის კიბეზე პირველ ნაბიჯებს დგამენ, შრომა მოეთხოვებათ. ნუ გგონიათ, რომ იოგს შრომა აღარ მოეთხოვება. პირიქით, “ბჰაგავად-გიტაში” კრშნა თხოვს არჯუნას, გახდეს იოგი, მაგრამ სულაც არ ეუბნება მიატოვოს ბრძოლა. ცხადია დაგებადათ კითხვა, როგორ შეიძლება ერთდროულად იყო იოგიცა და მეომარიც. ჩვენი წარმოდგენით, იოგი ის არის, ვინც ფეხმორთხმული გამართულად ზის, ნახევრად მოხუჭული თვალებით მისჩერებია ცხვირის წვერს და უკაცრიელ ადგილას ახდენს კონცენტრაციას. მაგრამ კრშნა თხოვს არჯუნას გახდეს იოგი და თან იბრძოლოს საშინელ ძმათა-შორის ომში. ამაშია “ბჰაგავად-გიტას” საიდუმლოება. შეიძლება ერთდროულად იყო მეომარიცა და უმაღლესი იოგი, უმაღლესი სანიასიც. როგორ შეიძლება ეს? ეს კრშნას ცნობიერებაშია შესაძლებელი. საჭიროა მხოლოდ იშრომო კრშნასთვის, ჭამო კრშნასთვის,. იძინო კრშნასთვის და ყოველი საქმიანობა კრშნას მიუძღვნა. ამით ადამიანი უმაღლესი იოგი და უმაღლესი სანიასი გახდება. საიდუმლოებაც ესაა.
“ბჰაგავად-გიტას” მეექვსე თავში შრი კრშნა ასწავლის არჯუნას მედიტაციიურ იოგას, მაგრამ არჯუნა უარს ამბობს მასზე, რადგან მისი შესრულება რთულია. მაშ როგორ მივიჩნიოთ თავი დიდ იოგად? მიუხედავად მედიტაციაზე უარის თქმისა, არჯუნა კრშნამ უდიდეს იოგად სცნო, ვინაიდან იგი მუდამ კრშნაზე ფიქრობდა. კრშნაზე ფიქრია ნებისმიერი იოგის არსი, იქნება ეს ჰათჰა, კარმა, ჯნანა, ბჰაკტი თუ იოგას ნებისმიერი სხვა სისტემა, მსხვერპლშეწირვა ან ქველმოქმედება. სულიერი შემეცნებისთვის მოწოდებული ყოველი საქმიანობა კრშნას ცნობიერებით, მუდამ კრშნაზე ფიქრით მთავრდება. ადამიანის სიცოცხლის უმაღლესი სრულქმნა ისაა, ომ ყოველთვის კრშნას ცნობიერნი ვიყოთ და ყოველი საქმიანობისას მუდამ კრშნა გვახსოვდეს.
საწყის ეტაპზე ყოველთვის კრშნასთვის უნდა ვიშრომოთ. ადამიანმა გამუდმებით რაღაც საქმიანობა ან მოვალეობა უნდა ეძებოს, რადგან წამის დაკარგვაც არ ვარგა. როცა ასეთი მოღვაწეობით ჭეშმარიტ პროგრესს მივაღწევთ, შეგვიძლია ფიზიკურად აღარ ვიშრომოთ, რადგან ჭკუა კრშნაზე განუწყვეტელი ფიქრით იქნება დაკავებული. საწყის საფეხურზე კი გრძნობების მუდამ კრშნას სამსახურში დასაქმებაა მოწოდებული. კრშნას სამსახური მრავალნაირად შეიძლება. კრშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოება დაარსებულია იმისთვის, რომ დაეხმაროს დამწყებ ერთგულებს ასეთ საქმიანობაში. მათ, ვინც კრშნას ცნობიერებაში კრშნასთვის შრომობენ, მთელი დღე არ ყოფნით შრომისთვის. არსებობს უამრავი საქმიანობა და კრშნას ცნობიერების მოწაფეები მათ სიხარულით ასრულებენ. ნამდვილი ბედნიერებაც ესაა – მუდამ კრშნასთვის შრომა და მთელ მსოფლიოში კრშნას ცნობიერების გავრცელება. მატერიალურ სამყაროში ბევრი შრომა ადამიანს ღლის. კრშნას ცნობიერებაში კი ვგალობთ ჰარე კრშნას, ოცდაოთხი საათი კრშნასთვის ვმუშაობთ და არასოდეს ვიღლებით. ხოლო თუ მატერიალურ ბგერებს წარმოვთქვამთ, მალე დავუძლურდებით. რაკი სულიერ საფეხურზე დაღლა არ არსებობს, სულიერი საფეხური აბსოლუტურია. მატერიალურ სამყაროში ყველა გრძნობათა დაკმაყოფილებისათვის შრომობს. ადამიანის მოღვაწეობის ნაყოფები მატერიალურ სამყაროში გრძნობათა დაკმაყოფილებას ხმარდება. მაგრამ ნამდვილი იოგი არ ელტვის ასეთ ნაყოფებს. მას კრშნას გარდა არაფერი სურს და კრშნაც მასთანაა.
* * *
აქ არის რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა, სადაც ნახსენებია სიტყვები "ჰარი" და "რამა". ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ძალიან ძველად ქართველები ვედური კულტურის ნაწილნი იყვნენ.
http://allshares.ge/download.php?id=C9D5204A12 * * *
ესეც "ჩარი რამა"
http://www.alazani.ge/download.php?d=mp3&id=485 * * *
აფხაზური "ჰარირამა"
http://www.alazani.ge/download.php?d=mp3&i...ირამა This post has been edited by cinemamu on 7 Jun 2010, 07:25