ვაგრძელებ ტექსტების დადებას ვედურ ფილოსოფიაში:
გაკვეთილი 2.«ვედები – ჭეშმარიტი ცოდნის წყარო»რას წარმოადგენს ეს ცოდნა, რომელსაც შეუძლია ასე დადებითად იმოქმედოს ჩემს ცხოვრებაზე და არსებობს თუ არა საერთოდ იგი? ვინ არის ამ აბსოლუტური ცოდნის წყარო, და რა სახით შეიძლება მისი მიღება? არსებობს სამყაროს შეცნობის სხვადასხვა მეთოდი. ადამიანი იკვლევს მათ, მშობლებს ეკითხება, სწავლობს სკოლაში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში, კითხულობს წიგნებს და გაზეთებს, უყურებს ტელევიზორს, ფიქრობს და მსჯელობს გარე სამყაროზე, განიცდის აღმოჩენებს და ა.შ. შეგვიძლია ცოდნის მიღების ასობით გზა ჩამოვთვალოთ. მაგრამ ყველა ეს გზა სამამდე დაიყვანება:
1.
პრატჲაკშა-პრამანა – ესაა ცოდნის მიღების გზა გრძნობის ორგანოებით გარესამყაროს ობიექტებთან კონტაქტის მეშვეობით.
2.
ანუმანა-პრამანა – ესაა ჰიპოთეზების წამოყენება იმ ცოდნის საფუძველზე, რომელიც უშუალო აღქმის შედეგად არის მიღებული («შესაძლოა ეს ასე იყო, მაგრამ სრულებით შესაძლებელია სხვაგვარად იყო»).
3.
შაბდა-პრამანა – ცოდნის მიღება ავტორიტეტული წყაროს მოსმენის გზით.
რამდენად დაგვეხმარება ამ მეთოდების გამოყენება აბსოლუტური ჭეშმარიტების შეცნობაში (ჭეშმარიტების, რომელიც არ იცვლება დროის, ადგილისა და გარემოების მიხედვით)?
ცოდნის მიღების პირველი და მეორე მეთოდი მხოლოდ შეზღუდული ცოდნის მიღების საშუალებას იძლევა, რადგანაც ადამიანს შემდეგი ოთხი ნაკლი გააჩნია:
1.
არასრულყოფილი გრძნობები 2.
ილუზიაში ჩავარდნისადმი მიდრეკილება3.
შეცდომების დაშვებისადმი მიდრეკილება4.
ტყუილისადმი მიდრეკილებამრიგად, პრატჲაკშა-პრამანა არ გამოდგება აბსოლუტური ცოდნის მისაღებად, რადგანაც ჩვენი გრძნობები არასრულყოფილია. ანუმანა-პრამანა ასევე არ გამოდგება, რამდენადაც ჭკუა წამოაყენებს ჰიპოთეზებს არასრულყოფილი გრძნობების მიერ აღქმული სამყაროდან მიღებული ცოდნის საფუძველზე. ამასთან ჭკუის ლოგიკასაც აქვს ხინჯები, ადამიანი ხომ მიდრეკილია ილუზიაში ჩავარდნისკენ, შეცდომების დაშვებისკენ და ტყუილისკენ. პრატჲაკშას და ანუმანას მეთოდები ადამიანმა შეიძლება გამოიყენოს ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში, მაგრამ იმისათვის, რომ შეზღუდული ჭკუისა და გრძნობების საზღვრებს გარეთ არსებული ცოდნა მიიღოს, აუცილებელია მიმართოს შაბდა-პრამანას, ანუ ჭეშმარიტი ავტორიტეტისგან მოისმინოს იგი. მაგალითად, თუ გინდათ გაიგოთ, ვინაა თქვენი მამა, დედას უნდა ჰკითხოთ და ის ზუსტად გეტყვით. წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავ დროს დაკარგავთ საკუთარი ძალებით მის ძებნაში, მაგრამ მაინც ვერ იპოვით მას.
ამგვარად, ჩვენი აღქმის მიღმა მყოფი ობიექტებიდან ცოდნის მიღების ერთადერთი საშუალებაა – შაბდა-პრამანას მეთოდი – «ავტორიტეტული წყაროსგან მოსმენა». ამიტომაც აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ ცოდნის მიღება მხოლოდ ამ მეთოდით შეიძლება.
მაგრამ ვინაა ეს უმაღლესი ავტორიტეტი, აბსოლუტური ცოდნის წყარო? უეჭველია, რომ უმაღლესი ავტორიტეტი შეიძლება იყოს მხოლოდ ის, ვინც სრულყოფილია. ადამიანები ასეთ უმაღლეს ავტორიტეტს ღმერთს უწოდებენ. იგი არასრულყოფილებებისგან თავისუფალია და შეუძლია არასრულყოფილ ცოცხალ არსებებს ცოდნა გადასცეს. თუკი მივიღებთ ასეთ ცოდნას, სრულ ინფორმაციას აბსოლუტური ჭეშმარიტების შესახებ, ჩვენ შევძლებთ სწორი კუთხით დავინახოთ სამყარო და სწორად შევაფასოთ მოვლენები. შედეგად ჩვენი ქმედებებიც უნაკლო გახდება და იმ ჭეშმარიტ ბედნიერებას მივაღწევთ, რომლისკენაც ასე ვისწრაფვით.
ცოდნას, რომელიც თავად ღმერთისგან მოდის, უწოდებენ აპაურუშეჲას – «ზეადამიანურს».
რა ნიშან-თვისებები ახასიათებს იმ ცოდნას, რომელიც აპაურუშეჲას კატეგორიას განეკუთვნება? ცოდნას, რომელიც ღმერთისგან მომდინარეობს, უნდა ჰქონდეს შემდეგი მახასიათებლები:
•
მარადიულობა, უცვლელობა და სრულყოფილება. ჩვეულებრივი ადამიანური ცოდნა განუწყვეტელ ცვლილებას განიცდის, რამეთუ ადამიანს ახასიათებს ნაკლოვანებები, რომლებიც მის შეზღუდულ ბუნებას ჩვევია. მაგრამ ღმერთი სრულყოფილია, ამიტომ მისგან მოცემული ცოდნაც მარადიული სრულყოფილია. აქედან გამომდინარე იგი ერთნაირად უნდა მიესადაგებოდეს სხვადასხვა ხალხებს, კულტურებს, ტრადიციებს და ყველა დროში აქტუალური უნდა იყოს. სხვა სიტყვებით იგი არ «ძველდება».
•
სისრულე და ურთიერთწინააღმდეგობის არქონა. ამ ცოდნას უნდა ჰქონდეს დასრულებული და მთლიანი ბუნება, ანუ უნდა იყოს პრაქტიკული როგორც სულიერი, ასევე მატერიალური თვალსაზრისით, უნდა აღწერდეს სულიერი განწმენდის და ადამიანის ამაღლების თანმიმდევრულ გზას და ამასთან ასწავლოს ადამიანებს ყოველდღიური მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
•
შეიცავს საკუთარი ღვთაებრივი წარმომავლობის მტკიცებულებას. იმდენად, რამდენადაც არ არსებობს ღმერთზე მაღლა მდგომი ავტორიტეტი, ცოდნა, რომელიც მისგან გამომდინარეობს, საკუთარ თავში უნდა შეიცავდეს საკუთარი ღვთაებრივი წარმომავლობის მტკიცებულებას.
•
ეს ცოდნა უნდა გადაეცემოდეს მსაწავლებლების ჯაჭვით, რომელიც თავად ღმერთით იწყება. ეს აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ ცოდნა უცვლელი სახით შენარჩუნდეს.
•
მტკიცდება პრაქტიკით. ამ ცოდნის პრაქტიკაში განხორციელებით, ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს, რომ ყველაფერი ის, რაც გაიგო, ჭეშმარიტებაა.
•
მტკიცდება იმ ბრძენების მიერ, რომლებმაც სრულყოფილებას მიაღწიეს.•
ვედები – ეს თვალნათლივი მოწმობაა. სხვა სიტყვებით, შესწავლის სწორი პროცესით ვედების შეცნობის შედეგად ყველასთვის თვალნათლივი გახდება მისი ჭეშმარიტება.
წარსულის ძალიან ბევრი წმინდანი, როგორებიც არიან ბრაჰმა (პირველი ცოცხალი არსება სამყაროში), ნარადა მუნი, ვიასადევა, მადჰავაჩარია, შანკარაჩარია, რამანუჯა, შრი ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ და მრავალი სხვა, აღიარებდნენ “ვედურ ცოდნას” (ან უბრალოდ “ვედებს”) ასეთ ყოვლადსრულყოფილ ცოდნად, რომელიც აპაურუშეჲას კატეგორიას განეკუთვნება. “ვედები” შედარებულია “სათვალეებს”, რომლებიც ეხმარებიან “ახლომხედველ” ცოცხალ არსებებს ჭეშმარიტი რეალობის დანახვაში.
სად მტკიცდება ვედურ ლიტერატურაში, რომ ვედები თავად ღმერთის მიერაა მოთხრობილი? შრიმად ბჰაგავატამში (11.14.3) თავად ღმერთი ყვება იმის შესახებ, თუ როგორ მოუთხრო ეს ვედური ცოდნა სამყაროს შექმნის დასაწყისში პირველ შექმნილ ცოცხალ არსებას ბრაჰმას:
«ღმრთეების უზენაესმა პიროვნებამ თქვა: დროის გავლენით, სამყაროს მოსპობისას, ვედური ცოდნის ტრანსცენდენტული ბგერები დაიკარგა. ამიტომ, როდესაც დაიწყო სამყაროს მომდევნო შექმნა, მე ხელმეორედ გადავეცი ვედური ცოდნა ბრაჰმას, რამეთუ მე თვითონ ვარ რელიგიური პრინციპების განსახიერება, როგორც ეს ვედებშია დადასტურებული».• ბჰაგავად-გიტაში (15.15) ღმერთი საუბრობს მის მიერ მოცემული ვედური ლიტერატურის დანიშნულებაზე:
სარვასჲა ჩაჰამ ჰრიდი სანივიშტო
მატტაჰ სმრიტირ ჯნანამ აპაჰანამ ჩა
ვედაიშ ჩა სარვაირ აჰამ ევა ვედჲო
ვედანტა-კრიდ ვედა-ვიდ ევა ჩაჰამ «მე ყველას გულში ვსუფევ – თავად ვარ ხსოვნა, ცოდნა და დავიწყება. მე დავუდე სათავე მთელ ვედურ სიბრძნეს და მის მიზანს – ჩემ შეცნობას. ვედანტას შემოქმედი და ვედების მცოდნეც მე ვარ». ამრიგად, უზენაესი უფალი, რომელიც ყველა სულიერი და მატერიალური სამყაროს წყაროა, გვატყობინებს, რომ ვედური ცოდნა მან თავად გადმოგვცა. ამ ცოდნის გამოყენებით, ადამიანს შეუძლია აბსოლუტურ ჭეშმარიტებას ჩაწვდეს და ცხოვრების უმაღლეს სრულყოფას მიაღწიოს.
და როგორ მოვიპოვოთ ეს ვედური ცოდნა? * * *
გაკვეთილი 3.«როგორ შევიცნოთ ვედები?» როგორ მივიღოთ ვედური ცოდნა?არსებობს ორი გზა ანუ ორი პოზიცია ადამიანისა, რომელიც ვედების შესწავლას შეუდგა:
1.
აროჰა-პანთჰა – ცოდნის მიღების აღმავალი გზა
2.
ავაროჰა-პანთჰა – ცოდნის მიღების დაღმავალი გზა
ცოდნის მიღების აღმავალი გზა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი არ მიმართავს ავტორიტეტებს და ცდილობს, რომ საკუთარი ძალისხმევითა და მსჯელობებით შეიცნოს ჭეშმარიტება, ანუ მთლიანად ეყრდნობა საკუთარ გრძნობებსა და ჭკუას. ამასთან იგი აკეთებს საერთო დასკვნას, ეყრდნობა რა რამდენიმე კერძო შემთხვევას. მაგალითად, თუ გვინდა შევამოწმოთ მოკვდავია თუ არა ადამიანი, შეიძლება ჩავატაროთ გარკვეული კვლევები, ანუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შევეცადოთ გავარკვიოთ, მოკვდავია თუ არა მოცემული ადამიანი, და ასე დაახლოებით 8 მილიარდჯერ. მაგრამ ასეთი კვლევის ჩატარების შემდეგაც კი შესაძლოა ვიფიქროთ, რომ სადღაც არსებობს ადამიანი, რომელიც არასოდეს მოკვდება, უბრალოდ ჯერ არ შეგვხვედრია ასეთი. ამ – აღმავალი – მიდგომის დროს ყოველთვის რჩება გაურკვევლობა, რაც ცოდნას ფარდობითს ხდის.
შესწავლის დაღმავალი მეთოდის გამოყენებისას ადამიანი ცოდნას ავტორიტეტული წყაროსგან ღებულობს. ამასთან კეთდება კერძო დასკვნა, დამყარებული საერთო წესზე. მაგალითად ვედებში ნათქვამია, რომ ადამიანი მოკვდავია. ამიტომ თქვენ არ ატარებთ ექსპერიმენტებს და უბრალოდ ღებულობთ როგორც ფაქტს, რომ ადამიანი მოკვდავია. ასეთი დასკვნა ყოველთვის აბსოლუტურად ზუსტი და სარწმუნო იქნება. ამ მეთოდის გამოყენებით შეგვიძლია ზუსტი ცოდნა მივიღოთ.
ამგვარად ჩვენი გრძნობებისა და ჭკუის მიღმიერი ვედური ცოდნა რომ მიიღოს, ადამიანმა ზემოდან წყალობის მიღების მომლოდინეს პოზიციაში უნდა ჩააყენოს საკუთარი თავი, ანუ უნდა მიმართოს ავაროჰა-პანთჰას გზას. სწორედ ასე აღიქმება შაბდა – სულიერი ბგერა. მაგრამ თუკი ადამიანი საკუთარ არასრულყოფილ გრძნობებსა და ჭკუას ეყრდნობა (პრატიაქშა და ანუმანა), იგი ვერასოდეს მიიღებს ვედების ცოდნას, რადგანაც ეს ამაყი ადამიანის პოზიციაა. მორჩილი მდგომარეობის დაკავების გარეშე შეუძლებელია უბრალო ყოფითი ცოდნის მიღებაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე.
რას ნიშნავს უფრო ზუსტად ავაროჰა-პანთჰას მიღება? ეს ნიშნავს სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობის მიღებას. თავად უფალი ამბობს ბჰაგავად-გიტაში (4.34):
მად ვიდდჰი პრანიპატენა
პარიპრაშნენა სევაჲა
უპადეკშჲანტი ტე ჯნანამ
ჯნანინას ტატვა-დარშანაჰ «სულიერ მოძღვარს ეთაყვანე და მორჩილად დაუსვი კითხვები, შეიცან მისგან ჭეშმარიტება და ემსახურე მას. თავად ჭეშმარიტებას ზიარებულთ შეუძლიათ შენც გაზიარონ სიბრძნეს».ამგვარად, ავაროჰა-პანთჰა – ესაა გზა, რომელზე დადგომითაც ჩვენ ღმერთის წყალობის იმედად ვართ და სულიერი მოძღვრის მეშვეობით ვღებულობთ მას.
შვეტაშვატარა უპანიშადში 6.23 ნათქვამია:
ჲასჲა-დევე პარა ბჰაკტირ
ჲათჰა-დევა ტათჰა გურაუ
ტაშჲაიტე კათჰიტა ჰი ართჰაჰ
პრაკაშანტე მაჰატმანაჰ «მხოლოდ იმ დიად სულებს, რომლებსაც ურყევი რწმენა გააჩნიათ ერთდროულად ღმერთისადმიც და სულიერი მოძღვრისადმიც, ვედების მთელი არსი თავისთავად ეხსნებათ».რა სახით მოხდება ვედური ცოდნის ათვისების პროცესი, თუკი ჭეშმარიტ სულიერ მოძღვარს მივიღებ? თუ ადამიანი ვედური ცოდნის ათვისების ჭეშმარიტ მეთოდს –
ავაროჰა-პანთჰას – ღებულობს, მისი საწვლება ხუთ საფეხურად წარიმართება:
1.
შეცნობა საკუთარი გრძნობების მეშვეობით (პრატჲაქშა). სულიერ მოძღვარზე დაკვირვებით, მოსმენითა და მისი მაგალითის მიყოლით, მოსწავლე იწმინდება. სულიერ მოძღვარს უწოდებენ აჩარიას – ანუ იმას, ვინც საკუთარი მაგალითით ასწავლის, თუ როგორ უნდა შევიმეცნოთ ვედური ცოდნა. ეს მისაწვდომია ნებისმიერი ადამიანის აღქმისთვის.
2.
შეცნობა სხვა ადამიანის გრძნობების მეშვეობით (პაროქშა). სულიერი მოძღვრის ქცევების მიბაძვის შედეგად მოსწავლე პრატჲაქშადან შესწავლის მეორე დონეზე – პაროქშაზე გადადის. პაროქშა – ეს არაპირდაპირი ცოდნაა, როცა ჭეშმარიტებას სხვისი, სულიერი თვალსაზრისით უფრო სრულყოფილი ადამიანის თვალებით ვხედავთ.
3.
უშუალო, პირდაპირი შეცნობა (აპარაკშა). სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით, მოსწავლე ისმენს და იმეორებს ავტორიტეტულ მოწმობებს (წმინდა წერილებს) და თავს არიდებს არაზუსტ განმარტებებს. შედეგად თანდათანობით იგი ღებულობს ფილოსოფიურ გაგებას და ხედვას, რომელიც ამ გაგებაზეა დამყარებული. აპაროკშა – პირდაპირი შეცნობაა სარწმუნო წყაროსგან მოსმენილი ცოდნის ათვისების გზით, ამას ხანდახან «გაცნობიერებას» ან «რეალიზაციას» უწოდებენ. ამ საფეხურზე ადამიანი იყენებს ანუმანას (ლოგიკას და მსჯელობას). თუმცაღა ეს ის ანუმანა არაა, რომელიც ცოცხალი არსებების ოთხი ნაკლოვანებითაა გამყარებული. ესაა ფილოსოფიური მსჯელობა მოსწავლისა, რომელიც მკაცრად მისდევს სულიერი მოძღვრის მაგალითს და დარიგებებს.
4.
გამოცხადება (ადჰოკშაჯა). აპაროკშას მოსწავლე ვედური ცოდნის შეცნობის მეოთხე დონემდე მიჰყავს, რომელსაც ეწოდება ადჰოკშაჯა. ეს სიტყვა შედგება ორი სიტყვისგან: ადჰაჰ, რაც ნიშნავს «ქვემოთ» და აკშა-ჯა, რაც ნიშნავს «გრძნობებისგან შობილს». ამ ცნების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ადჰოკშაჯა ცვლის (სიტყვა-სიტყვით «ქვემოთ აგდებს») გრძნობებისგან და ჭკუისგან შობილ ყოველგვარ ცოდნას. ადჰოკშაჯას დონე უნიკალურია იმით, რომ ცოდნა აღიქმება ისეთად, როგორც იგი ვედებშია მოცემული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დონეზე ადამიანის მიერ მიღებული ვედური ცოდნა გრძნობებისა და ჭკუის არასრულყოფილ «შრეს» გადაახტება. მხოლოდ ამ დონიდან შეუძლია ადამიანს გადავიდეს მეხუთე დონეზე, რამეთუ მის გონებას აღარ ფარავს არასწორი აღწმის მტვერი.
5.
სულიერი ხედვა (აპრაკრიტა). ვედების შეცნობის მეხუთე და უკანასკნელ დონეზე ადამიანი იწყებს ჭეშმარიტი სულიერი რეალობის და აბსოლუტური პიროვნების ღვთაებრივი საქმიანობების შეცნობას, რომლებიც არანაირ კავშირში არაა მატერიალური ბუნების მექანიკურ ფუნქციებთან. აპრაკრიტა – ეს სულიერი საქმიანობის დონეა. სიტყვა აპრაკრიტა სიტყვა-სიტყვით ნიშნავს «არამატერიალურს», ანუ მატერიალური ბუნების მიღმა მყოფს.
ამგვარად, ადამიანს რომელიც ცოდნის ჭეშმარიტი შეცნობის (ავაროჰა-პანთჰა) გზაზე დგას, ნაბიჯ-ნაბიჯ ეხსნება მისი ჭეშმარიტი სულიერი არსის შესახებ დაფარული საიდუმლო.
ბჰაგავად-გიტაში (9.2) ამ ცოდნის შესახებ ნათქვამია შემდეგი:
რაჯა-ვიდჲა რაჯა-გუჰჲამ
პავიტრამ იდამ უტტამამ
პრატჲაქშავაგამამ დჰარმჲამ
სუ-სუქჰამ კარტუმ ავჲაჲამ «ღვთიური ცოდნა ზოგადად განათლების მეფეა, საიდუმლოთა იდუმალება. წმინდაა იგი და განმწმენდელი მისი, ვინც მისი საშუალებით სული შეიცნო საკუთარ თავში. რწმენის სრულმქმნელი და სამარადისოა ეს მეფური სიბრძნე, რომლის გაგებას უდიდესი ნეტარება ახლავს».ამგვარად, იმისათვის რომ ნამდვილად მივიღოთ ცოდნა, რომელსაც ჩვენი გაბედნიერება შეუძლია, საჭიროა ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის მიღება. ასეთია გზა ნამდვილი ბედნიერებისკენ.
როგორ ამოვიცნოთ, ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარია ჩვენს წინაშე თუ უბრალოდ მატყუარა? როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი სულიერი მოძღვრის თვისებები? ჯერ-ჯერობით საკმარისია. იქნებ შეკითხვები გაქვთ?
This post has been edited by cinemamu on 7 Aug 2011, 11:11