#62686498 · 6 Aug 2026, 18:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | | ჯერ წერდი მადლი წყალობააო. მერე დაწერე გამოსახულებაა ქრისტეს პიროვნებისო. ეხლა წერ ღმერთის ძალააო. წყალობაა, გამოსახულებაა, ძალაა? რა არის ბოლოს და ბოლოს? ეტყობა არ იცი რა არის მადლი და გაეშვი რა. რაც არ იცი იმაზე რატომ წერ? არ ჯობია ჯერ გერკვე, ჩამოყალიბდე საკუთარ თავში და შეხედულებებში და მერე დაწერო. |
მზე სინათლეც არის, სითბოც და ენერგიაც. თუ ვინმე იტყვის, მზე სითბოაო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სინათლე ან ენერგია არ არის. ზუსტად ასეა მადლიც ქრისტიანობაში, რაც დაგიწერე, ის არის ღვთის დაუმსახურებელი წყალობაც (χάρις), ღვთაებრივი ძალაც (ენერგია) და ქრისტეში გამოვლენილი რეალობაც.
1. „რადგან მადლით ხართ გადარჩენილნი რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია“ (ეფესელთა 2:8). აქ მადლი არის ღვთის უსასყიდლო, დაუმსახურებელი წყალობა.
2. „საკმარისია შენთვის ჩემი მადლი, თუმცა ჩემი ძალა უძლურებაში ხდება სრულყოფილი“ (2 კორინთელთა 12:9). ნახე, როგორ აიგივებს პავლე მოციქული მადლს ღვთის ძალასთან. მადლი მხოლოდ განწყობა კი არ არის, არამედ ძალაა, რომელიც ადამიანს ცოდვის ძლევასა და სულიერ ზრდაში ეხმარება.
3. „რადგან რჯული მოსეს მიერ არის მოცემული, ხოლო მადლი და ჭეშმარიტება იესო ქრისტეს მიერ იქმნა“ (იოანე 1:17). ქრისტეში გამოჩნდა ღვთის მადლი სრული სახით. ანუ აქ მადლი, როგორც ქრისტეს პიროვნული გამოვლინებაა.
შემოქმედის დაუმსახურებელი წყალობა არის მისი მოტივი, ღვთაებრივი ძალა არის მისი მოქმედება ადამიანში, ხოლო ქრისტე არის ამ მადლის წყარო და განხორციელება.
|