VisualBB
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1425
წევრი No.: 91698
რეგისტრ.: 18-May 09
|
#20597312 · 9 Jul 2010, 18:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არის თქმულება საღმრთო დედა აქლემის შესახებ, რომელზეც წერია, რომ იყო საღმრთო დედა აქლემი, სვამდა მთელს მდინარეს და იმხელა იყო, რომ ვერ ეტეოდა ორ მთას შორის. ამრიგად, იმ ადგილასო, ამბობს მუჰამედი, ხალხიც იყო: ერთ დღეს წყალს ეს ხალხი სვამდა; მეორე დღეს კი - დედა აქლემიო. როცა აქლემი შესვამდა მდინარეს, მერე იგი ასმევდა ხალხს წყლის ნაცვლად თავის რძესო. ამ ხალხისაგან კი აღდგნენო ბოროტნი კაცნი და მოკლეს საღმრთო დედა აქლემი, მაგრამ იმას კოზაკი დარჩა, რომელმაც, როცა დედა მოუკლეს, ღმერთს შეჰღაღადაო, და ღმერთმა იგი თავისთან წაიყვანარო - აი, ასე იტყვის მუჰამედი საღმრთო აქლემისათვის.
ჩვენ ასე ვეტყვით მუჰამედის მიმდევრებს: საიდანაა ეს დედა აქლემი? ისინი გვპასუხობენ, რომ იგი ღმერთსგანაა. ჩვენ შევეკითხებით: თუ შეეყო მას სხვა აქლემი? გვეუბნებიან - არაო. მაშ საიდანღა იშვა კოზაკი, ვკთხავთ ჩვენ, რადგნა ვხედავთ, რომ თქვენი საღმრთ კოზაკი წარმომავლობის გარეშეა. მისი მშობელი ბოროტებმა ევნო, მაგრამ არ ჩანს არც ის, ვინც შეეყოფოდა დედა აქლემს, და კოზაკიც (პატარა დედა აქლემი) ზეცად იქნა აღტაცებულიო. მაშ, რატომ არ გიაგო თქვენმა წინასწარმეტყველმა, რომელსაც როგორც თქვენ ამბობთ, ღმერთი ესიტყვებოდა, ამ აქლემის ამბავიც, - თუ სად ძოვს იგი, ანუ ვის მიერ იქნა გამოზრდილი რძით (მოკლული დედა აქლემის მსგავსად). თუ, იგიც მისი დედა აქლემივით, მოკლულ იქნა, ანდა სამოთხედ შევიდა თქვენ უწინარეს და წინამორბედ გექმნათ თქვენი "ნეტარი" ცხოვრებისა? და ალბათ მისგან გამოედინება სამოთხეში ის რძის მდინარეც, რომლის შესახებაც თქვენ ლაპრაკობთ. აკი თქვენი სიტყვით, სამი მდინარე მოედინება თქვენთვის სამოთხეში: მდინარე წყლისა, მდინარე ღვინისა და მდინარე რძისა. თუკი თქვენი წინამორბედი აქლემი სამოთხის გარეთაა, მაშინ ცხადია იგი ჩამომდნარი უნდა იყოს შიმშილისა და წყურვილისაგან ანუ სხვანი ისრაგბებლებენ მისი რძით. ტყუილად გაიძახის თქვენი წინასწარმეტყველი, ღმერთს ვესიტყვებოდიო, რადგან თვით ეს საიდუმლოც დედააქლემისა არ გაემხილა მას. და თუ ეს აქლემი სამოთხეში იმყოფება, მაშინ იგი კვლავაც მთელს წყალს სვამს, და თქვენ კვლავ ევნებით უწყლობისაგან სამოთხისა სხვა სიამტკბილობათა შორის. ხოლო თუკი ღვინოს მოისურვებს, იძულებული იქნებით შეუზავებლად დალიოთ ღვინის მდინარისაგან, რადგანაც წყლის მდინარე უკვე აქლემს შეუსვამს მთლიანად; მაშასადამე, თქვენ სვამთ ღვინოს, აღენთებით, თრობა გერევათ და იძინებთ.
ასე, რომ დამძიმებულნი თრობამორეული ძილისაგან, მძიმე გუნებაზე იღვიძებთ და ევნებით ნაბახუსევზე, რის გამოც გავიწყდებათ სამოთხის შვება-სიამენი. მაშ, როგორღა იზრუნა თქვენმა წინასწარმეტყველმა, რომ ასეთი ვნება არ გწეოდათ და უკვე სამოთხეში მოხვედრილებს, სადაც მხოლოდ ნეტარება უნდა განგეცადათ?! რატომ არ იფიქა მან ამ დედა აქლემისათვის, - თუ სად იმყოფება იგი ამჟამად? მაგრამ თქვენ არც გიკითხავთ მუჰამედისათვის ყოველივე ამის შესახებ მაშინ, როცა იგი, თითქოსდა სიზმარშიაო, გითხრობდათ სამოთხის ამ სამი მდინარისათვის. ხოლო ჩვენ სრულიად აშკარად გიცხადებთ თქვენ, რომ ეს თქვენი საოცარი დედა აქლემი თქვენს უწინარეს და თქვენ წინამორბედად შესულა სახედართა სამშვინელში, სადაც თქვენც მოგიწევთ შესვლა და ცხოვრება პირუტყვთა მსგავსად; სწორედ იქაა უკიდურესი წყვდიადი და დაუსრულებელი ტანჯვა, ცეცხლი მოტყინარე და მატლი დაუძინებელი ჯოჯოხეთის დემონებითურთ.
წმ. იოანე დამასკელი (VIII ს ) "მუჰამედის მიმდევართა შესახებ"
????
|