„საპატრიარქოს საგარეო განყოფილების მოწვევით 3/16-დან 17/30 აპრილამდე საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ვენის უნივერსიტეტის კათოლიკურ-თეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პატროლოგიის პროფესორი, კათოლიკე მღვდელი, დოქტორი ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მისი თანმხლები პირი — აღმოსავლეთის ეკლესიათა ინსტიტუტის თანამშრომელი, ავგუსტინელთა ორდენის წევრი, ვიუცბურგის მონასტრის წინამძღვარი მამა ცელესტინ პატოკი. ვიზიტის პირველ დღეს სტუმრებმა დაათვალიერეს თბილისის ტაძრები და ესაუბრნენ ამ ეკლესიათა წინამძღვრებს, ხოლო საღამოს სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ დიდი სამშაბათის ლოცვას“.
„დიდ ხუთშაბათს — ფეხთბანვის დღეს მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და მამა ცელესტინ პატოკი თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში დაესწრნენ საღმრთო- სადღესასწაულო ლიტურღიას და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელიდან მიიღეს წმიდა ზიარება, ხოლო დიდ შაბათს — ლიტონიობის დღესასწაულზე საქართველოს ეკლესიის სასურველი სტუმრები სრულიად საქართველოს პატრიარქთან და სიონის ტაძრის სამღვდელოებასთან ერთად ღამის 12 საათიდან დილის 7 საათამდე აღავლენდნენ ლოცვებს ბრწყინვალე აღდგომის სადიდებლად“.
„საქართველოში ვიზიტის დასასრულს ქართული ეკლესიის სტუმრები კვლავ შეხვდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, რომელმაც კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების დაახლოების საქმეში სასიკეთო წვლილის შეტანისთვის ვენის უნივერსიტეტის პროფესორი მამა ერნსტ ქრისტოფ სუტნერი და ვიუცბურგის ტაძრის წინამძღვარი ცელესტინ პატოკი დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით“.
სიონის ტაძარი
This post has been edited by მამა-ჯეMალი on 26 May 2010, 00:25