ალილუია ალილუია ამინ

შვილოჩემო, ეს ჯერ კიდევ ძველი აღქმის დაბადების წიგნში წერია, არც მეტი არც ნაკლები მეორე თავში.
რატომ მეორეში?
იმიტომ რომ პირველში კაცის დაბადება წერია. კა ცის, რომელიც იყო როგორც ღმერთი,და საუბარია ერთდროულად მამაკაცზე და დედაკაცზე, და თანაც სიმრავლეზე:
26 თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.
27 შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
28 აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.
29 თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.
30 მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
31 დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.
................................
მაგრამ სად იყო და სად არა დაიწყო მეორე თავი და როგორც ქართლში იტყვიან- "პუპლუზ"!:D თავიდან დაიწყო შექმნის თუ წარმოების პროცესი და უკვე საქმე გვაქვს ტექნოლოგიურ პროცესთან. ჯერ იმას მიაქციეთ ყურადღება რომ- საერთოდ არაფერი არ იყოო როცა ღმერთმა ადამის ავატარის გაკეთება დაიწყოო (თიხის მოზელვა, ანუ მატერიის მომზადება) არადა- პირველ თავში ჯერ ქცა და ქვეყმიერება მოაწყო და მოამზადა, ყველა პირობა შექმნა და ბოლოს, მისნაირები- კაცნი (მამა კაცნი და დედა კაცნი) გამოავლინა რომ ამ ყოველივე სიმდიდრეს და სრულყოფილებას დაუფლებოდნან, მოევლოთ და ეპატრონათ. მეორე თავში კი რა ხდება? აი რა ხდება:
5 ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.
6 ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს.
7 გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.
ამის შემდეგ, აღმოსავლეთში (ანუ სხვა მხარეებიც არსებობდა და იქ რა ხდებოდა უკვე ვიცით) გააშენა ბაღი და არავითარ "სამოთხეში", არამედ აღმოსავლეთში, შავით თეთრზე წერია, ანუ შექმნა ლოკაცია სახელად ედემი (ადამი-ედემი) და იქ გადაიყვანა ადამი.
8 უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა
9 აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.
და საუბარია ქვეყნებზე, ჩემო კეთილო ადამიანებო, ქვეყნებზე და არა "სამოთხეზე", აქ ხდება ეს ყველაფერი, აქ, დედამიწაზე

10 მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი.
11 ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
12 კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც.
13 მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას.
14 მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი.
15 აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.
16 გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.
17 მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები.
18 თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.
მაგრამ მანამდე, ღმერთს აინტერესებს ადამის პროგრამული შესაძლებლობები:
19 გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.
20 დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს. მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.
და ჩვენ ვკითხულობთ ჰიპნოზით ანესთეზიის და კლონირების პროცესს:
21 უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო.
ცხადია სინთეტურ ორგანულ მატერიაზეა საუბარი.
22 ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამს მიუყვანა.
23 თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
ანუ სახელი მასაც ადამმა "დაარქვა". და ფუნქციაც გამოიკვეთა- ეს პროგრამა თავად იზრუნებს თავისნაირების გამრავლებაზე:
24 ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.
და ხაზგასმულია რომ>>
25 შიშველნი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი, და არ რცხვენოდათ.---
სირცხვილის გრძნობა არა აქვს ცხოველს და რობოტს. ერთსახოვნად.
მეორე თავის დასასრული.
................
ჩვენ სახეზე გვაქვს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შესაქმეს ისტორია.
ორი ურთიერთგანსხვავებული პროცესი, პირობები და შენამოქმედი.
ვისაც თვალი აქვს დაინახავს. და უფრო მეტსაც დაინახავს, მაგ. რატომ წერია ერთი შეხედვით ყოვლად აბსურდული აზრი- "იყო საღამო იყო დილა მეექვსე დღე (ასე ყოველ დღეზე).
* * *
passkoჰო, აი, შენი აღმოჩენები გამომზეურდა

)
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში.
(c) დათიკო