[ნანა ფაჟავა, ზუგდიდი]
ზუგდიდში ”იოჰოვას მოწმეებისა” და მართლმადიდებელი ქრისტიანების დაპირისპირება შესაძლოა უმართავ პროცესებში გადაიზარდოს.
ყოველ შემთხვევაში ამის წინაპირობა უკვე არსებობს. ენგურქაღალდკომბინატის დასახლებაში მოსახლეობის პროტესტი იოჰოველების მშენებარე ”რეზიდენციამ” გამოიწვია.
უკმაყოფილებას ისიც ართულებს, რომ ”იოჰოველების სამეფოდან”, როგორც თავად უწოდებენ, 200 მეტრში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი შენდება.
მას შემდეგ რაც ხელისუფლებისა და სამართალდამცავების მხრიდან მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლები იოჰოველთა სექტას ღვთის ლოცვა-კურთხევით დაუპირისპირდნენ.
ქუჩის კურთხევის ცერემონიალს ათასობით მრევლი დაესწრო. შეკრება მშენებარე მართლმადიდებლურ ტაძართან დაიწყო და მსვლელობით დასრულდა.
მოსახლეობამ ”იოჰოვას სახლის” მშენებლობის შეწყვეტის მოთხონით მხარის გუბერნატორს წერილობით უკვე მიმართა და 1000-ზე მეტი ხელმოწერაც დაუდო, თუმცა პასუხი ჯერ არ ჩანს.
რობერტ გუგუშვილი: ”წერილს, არ მინდა მისი ხსენებაც კი, მაგრამ პრეზიდენტსაც გავუგზავნით, ყველა საფეხურს გავივლით. არ ვიცი რა შედეგით დასრულდება ეს ყველაფერი, მაგრამ ვიცი ის, რომ იოჰოველები აქ არ იქნებიან. ფიზიკურად, პიროვნულად ჩვენ არავის ვერჩით და არც ვებრძვით, მაგრამ არც უკან დახევას ვაპირებთ”.
გულიკო სიჭინავა: ”ძალიან ცუდი ამბავი მოჰყვება ამას, ახალგაზრდები არიან. შეხლა-შემოხლა იქნება აუციელებლად და დავიდარაბის თავი აღარ გვაქვს ჩვენ, მითუმეტეს აგვისტოს მოვლენების დროს არცერთი მათგანი არ ყოფილა აქ, იოჰოველი რასაც ჰქვია, ომში არ მიუღია მონაწილეობა... მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ახლოს მისი არსებობა მიზანშეუწონლად მიმაჩნია.
”იოჰოველთა სახლის” მშენებლობა მიუღებელია იმ სასულიერო პირებისთვისაც, ვინც ქუჩის კურთხევა აღავლინა, თუმცა მათი მოსაზრებები მოზომილია და ღვთის ნებას უკავშირდება.
მამა არჩილი-ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის დიაკვანი: ”ვნახოთ, როგორ იქნება, უფალი გვაჩვენებს ყველაფერს. შეიძლება აშენდეს, შეიძლება არა. არ ვიცი, ღვთის წყალობით გადაწყდება, ყველაფერი ღვთის ხელშია”.
მამა გიორგი ”კვირაცხოვლობის სახელობის ტაძრის დიაკვანი: ”რაც ხდება აქ და რა გაჭირვებაც არის, ვფიქრობ, რომ ჩვენი ბრალია, ჩვენ არ გვაქვს ალბათ იმდენი რწმენა, რომ ასეთი ხალხი აღმოცენდა და ასეთ მიმდინარეობას მიეცა დასაბამი. უბრალოდ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები და კიდევ უფრო გავძლიერდეთ ლოცვაში, მარხვასა და ღვთის სიყვარულში”.
იმ დროს, როცა თამარ მეფის ქუჩის კურთხევა მიმდინარეობდა, რამდენიმე იოჰოველი ”სამეფო სახლს” ”მოსალოდნელი თავდასხმისგან იცავდა”. იოჰოვას ერთ-ერთი მოწმე, კახა ჩერქეზია ამბობს, რომ: ”ესაა ჩვენი ოფისი, იოჰოვას მოწმეების ოფისია ეს... ადვოკატებს ჰკითხეთ, მე ინფორმაცია არ მაქვს. ვიცი, ხალხი რომ წინააღმდეგია, მაგრამ ადვოკატები მთავრობასთან ამ საქმეს მოაგვარებენ”.
როგორც ”პრესა.გე”-მ გაარკვია ”იოჰოველების” ინტერესებს ორი ადვოკატი, სოსო ჯალაღონია და ბაჩუკი ყურაშვილი იცავს, რომლებიც, როგორც ამ სექტის წარმომადგენლები აცხადებენ, თავადაც ”იოჰოვას მოწმეები არიან.
ბაჩუკი ყურაშვილი ”იოჰოველთა სახლის” მშენებლობის დროებით შეჩერებას იმ აგრესიას უკავშირებს, რომელიც მოსახლეობამ გამოხატა. იგი მიიჩნევს, რომ მშენებლობა კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა და ”იოჰოველთა” უფლებების შელახვა უკანონოდ მოხდა.
ბაჩუკი ყურაშვილი: ”მშენებლობა აუცილებლად განახლდება. იგი იმ მიზეზით შეჩერდა, რომ ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია. ამის გამო ჩაერთო პოლიცია საქმეში და მოსახლეობას წესრიგისკენ მოუწოდა. სისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტთან დაკავშირებით არ აღძრულა, მაგრამ ”იოჰოვას მოწმეების” მიმართ არსებული მუქარის გამო პოლიციაში განაცხადი უკვე გაკეთდა”.
”პრესა.გე”-სთან საუბარში ადგილობრივი მოსახლეობა გულისტკივილით აღნიშნავდა იმ ფაქტს, რომ პოლიციამ და ხელისუფლებამ ”იოჰოველთა სექტას” ღია მხარდაჭერა მართლაც გამოუცხადა.
- ”როდესაც მშენებლობის შეწყვეტა მოვითხოვეთ და იოჰოველებს ასობით ადამიანი მივადექით, თავზე პოლიცია დაგვადგა. ქვეგანყოფილების თანამშრომლებთან ერთად ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილე, თორნიკე რუხაძეც გამოცხადდა. როცა იოჰოველები ძალადობით მოიწევდნენ ჩვენსკენ და არა პირიქით, პოლიცია მათ მხარეს დადგა და მათი დაცვა დაიწყო. რა, ტოლერანტული პოლიცია გვყავს?! იმას არ ფიქრობენ, რომ მათ შვილებსაც უფსკრულისკენ მიაქანებენ?!”
”პრესა.გე”-სთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ პოლიცია დევნის და პატიმრობით ემუქრება იმ ”ორგანიზატორს”, ვინც ”იოჰოველთა სექტის” წინააღმდეგ ხმა ამოიღო და მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვებას შეუდგა. თუმცა თამარ მეფის ქუჩის მცხოვრებლები ცხოვრებას ღვთის ნებით აგრძელებენ და ხელმოწერების 6 ათასამდე გაზრდას გეგმავენ, რომელმაც ხელისუფლებას საარჩევნო სიები და მათ სასარგებლოდ დაკარგული ხმები უნდა შეახსენოს...
http://presa.ge/index.php?text=news&i=10869------------
მოდერატოს ვთხოვ ცოტახნით მაინც დატოვოს ეს თემა.
და რა მაინტერესებს კერძოდ:
სად მთავრდება აქ ქონებრივი ულებები? სად მთავრდება აქ ეწ მე ვარ მართლმადიდებელი მაგრამ არა ექსტრემისტი?
რამდენად "საშიშია" სიახლოვე ეკლესიების შენობების? ( "რეზიდენზია" აკა ეკლესია ) ტვინი გვაქვს ჩვენ საერთოდ თუ უკვე აღარ? ( ამაზე პასუხი არ არის საჭირო...
----
მაინტერესებს თქვენი აზრი.
----
This post has been edited by me vs me on 16 Nov 2009, 15:53