რადგანაც 100 გვერდიანი ლიმიტი კვლავ მოქმედებს ფორუმზე, ვხსნი ახალ თემას და ვხურავ ძველს.
ძველი თემების ბმულები შეგიძლიათ იხილოთ აქ:
იეჰოვას მოწმეებიიეჰოვას მოწმეები IIქრისტეს ღვთაებრიობას რამდენიმე რელიგიური მიმდინარეობა უარყოფს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აქტიური იეჰოვას მოწმეები არიან.
მათ არგუმენტებად მოჰყავთ მუხლები სახარებიდან, რომლებსაც თუკი განვიხილავთ კონტექსტს მიღმა მართლაც დაგვაფიქრებს არის თუ არა ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი!
ერთ-ერთი ასეთი მუხლია იოანე 14:28
"გესმა, რამეთუ გარქუ თქუენ: წარვალ და მოვიდე თქუენდა. უკუეთუმცა გიყუარდი მე, გიხაროდამცა, რამეთუ მივალ მამისა ჩემისა, რამეთუ
მამაჲ ჩემი უფროჲს ჩემსა არს."
მაგრამ მოდით დავუკვირდეთ რატომ იძახის ქრისტე ამ სიტყვებს:
ფილიპელთა 2.5-8
"ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ.
რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა,
არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი;
დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა."
აქ კარგად ჩანს რომ ქრისტე აცხადებს თავის თავს მამაზე მცირედ მაშ შემდგომ რაც ის ნებით დაიმდაბლებს თავს და შეიმოსავს ცოდვილი ადამიანის ხორცს. თან აღსანიშნავია ისიც, რომ "უფროჲს" არ არის აუცილებელი ნიშნავდეს ბუნებით მცირეს. ქრისტემ ნებით მიიღო კაცობრივი სახე, რითაც დაიმდაბლა თავი და აღმოჩნდა მამაზე უფრო დაბალ პოზიციაში. სწორედ ეს არის ზემოთ აღნიშნული ფრაზის მიზეზი!
შემდგომ ამისა, იეჰოვას მოწმეებს არგუმენტად მოგყავთ შემდეგი მუხლი:
მარკოზი 13..32
"ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა,
არცა ძემან, არამედ მამამან."
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის განკაცდა, ანუ მიიღო ადამიანის სახე და მასთან ერთად კაცობრივი ბუნების დამახასიათებელი ნიშნებიც - ტკივილი, დაღლა, მწუხარება, შიმშილის გრძნობა და ა.შ. მაშ რატომღა არის გასაკვირი თუკი ქრისტესთვის, როგორც სრული კაცისთვის უცნობია ეს ჟამი? თუმცა მისმა ღვთაებრივმა ბუნებამ ცხადია იცოდა ყველაფერი. ისევე როგორც ეს ჩანს შემდეგ მუხლებში: საქმეები 10.38; იოანე 12.49...
ასევე გავიხსენოთ, რომ მის მიმართ ლოცულობდნენ:
იოანე 14.14 "და უკუეთუ რაოდენი ითხოვოთ სახელითა ჩემითა, მე ვყო."
საქმე 7.59 "და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს. ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი."
საქმე 9.14 "და აქაცა მოუღებიეს ჴელმწიფებაჲ მღდელთ მოძღუართაგან შეკრვად ყოველთა, რომელნი ხადიან სახელსა შენსა."
საქმე 9.21 "და დაუკჳრდებოდა ყოველთა, რომელთა ესმოდა და იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი-იგი ტყუენვიდა იერუსალჱმს შინა, რომელნი ხადოდეს სახელსა იესუჲსსა, და აქაცა მისთჳს მოსრულ იყო, რაჲთა კრულნი აღიყვანნეს იგინი მღდელთ მოძღუართა თანა?"
უბრალო ენით თუ ვიტყვით, თუ ქრისტიანთა ჯგუფი ლოცულობენ ქრისტეზე (სთხოვენ მას რაიმეს ან ხადიან მის სახელს) ერთდროულად სადღაც ზუგდიდში, ხოლო სხვა ჯგუფი ლოცულობს სადმე ლაგოდეხში, ქრისტე უნდა იყოს ყოვლისმცოდნე და უნდა ესმოდეს მათი ერთდროულად.
ლოცვა თაყვანისცემის ერთ-ერთი ფორმაა, ვინ გამოდის ქრისტე თუ არა კერპი? თუკი ეს ასეა, მაშინ პირველქრისტიანები კერპთაყვანისმცემლები ყოფილან!
შემდგომ ამისა:
ლუკა 18.19
ჰრქუა მას იესუ: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი.
აქაც იეჰოვას მოწმეები ირწმუნებიან რომ თუკი ქრისტე ასე აცხადებს ესე იგი ის არ არის ღმერთი. თუკი კარგად დავაკვირდებით ამ ციტატას დავინახავთ რომ ქრისტე კი არ უარყოფს რომ "მე არ ვარ სახიერიო" არამედ რატომ მიწოდებ მე სახიერსო. მას უბრალოდ აინტერესებდა თუ რატომ უწოდეს მას ასე. გარდა ამისა, ქრისტე გახსნილად აცხადებს, რომ "მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თჳსი დადვის ცხოვართათჳს". (იოანე 10.11)
და რა თქმა უნდა ქრისტეს ქმნილების შესახებ:
გამოცხადება: 3.14
"და ანგელოზსა ლავდიკიისა ეკლესიისასა მიუწერე, ვითარმედ: ამას იტყჳს ამინ, მოწამე იგი სარწმუნოჲ და ჭეშმარიტი,
დასაბამი დაბადებულთა ღმრთისათაჲ"
კოლას. 1.15
"რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ."
იგავები 8.22
"უფალმან დამამტკიცა მე დასაბამად გზათა მისთა. საქმეთა შინა მისთა უწინარეს დასაბამისა დამამტკიცა მე",
ფსალმ 2.7
"თხრობად ბრძანებასა უფლისასა. უფალმან მრქუა მე: ძე ჩემი ხარი შენ, და დღეს მიშობიე შენ."
გამოცხადების 3.14 ში ნახსენებია სიტყვა არხე, რომელიც მართალია ნიშნავს დასაწყისს, მაგრამ ასევე ORIGIN - ს. ანუ პირველწყაროს, იმას საიდანაც ყველაფერი წარმოიშვა (იოანე 1.3) აქედან გამომდინარე ნათელი ხდება თუ რა მნიშვნელობითაა ეს სიტყვა ნახსენები და უკვე ლოგიკურიც გამოდის ის ამბავი რომ ქრისტე თავად ვერ იქნებოდა თავისივე თავის შემქმნელი. კოლას 1.16 "რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა." აქ ცხადად ჩანს, რომ ანგელოზებიც ქრისტეს მიერ არიან შექმნილნი და ისიც ცხადი ხდება რომ ქრისტე არანაირი ანგელოზი და მითუმეტეს მთავარანგელოზი ვერ იქნება.
კოლასელთა 1.15 გვამცნობს რომ ის არის პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ (the firstborn of every creature) აქ უნდა დავაკვირდეთ რომ არ წერია პირველქმნილი. ხოლო პირმშოს კი სხვა მნიშვნელობაც აქვს, რაც ნიშნავს რომ ქრისტე არის ძე ღვთისა და შობილია მამისგან. შობილობა კი რადიკალურად განსხვავდება ქმნისგან. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტეზე როგორც ღვთის სიბრძნეზე და ძალაზე: "ხოლო მათვე ჩინებულთა ჰურიათა და წარმართთა ქრისტე ღმრთისა ძალ არს და ღმრთისა სიბრძნე." (1 კორინთ. 1.24) ნუთუ იყო დრო როდესაც არ არსებობდა ღვთის სიბრძნე და ძალა? თუ ჩვენ დავუშვებთ რომ ქრისტე ქმნილია, მაშინ იმის დაშვებაც მოგვიწევს რომ ღმერთმა შექმნა თავისი სიბრძნე, მანამდე კი ის არ ყოფილა ბრძენი.
კიდე ბლომადაა მსგავსი ციტატები რომლებიც კონტექსტის გაუთვალისწინებლად გამოიყენება იეჰოვას მოწმეების მიერ. მათზე შემდგომში ვისაუბროთ.