იეჰოვას მოწმეები III (post #19799876) - გაგრძელება
ვინ მიუტევებს ცოდვებს?და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მივუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას. (2 ნეშტ. 7:14) @@ ღმერთი (იეჰოვა)
ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დავრდომილს - აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. (მათე 9:6) @@ იესო ქრისტე
ვინ ავლენს სულიწმინდას?ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე (იოანე 14:16) @@ ღმერთი იეჰოვა
მაგრამ ჭეშმარიტებას გეუბნებით: გირჩევნიათ, რომ მე წავიდე; რადგანაც, თუ არ წავალ, არ მოვა თქვენთან ნუგეშისმცემელი, ხოლო თუ წავალ, მოგივლენთ მას (იოანე 16:7) @@ იესო ქრისტე
ვინ აქვს დიდებული სახელი?ლევიანებმა - იესომ, ადმიელმა, ბანიმ, ხაშბანიამ, შერებიამ, ჰოდიამ, შებანიამ უთხრეს: ადექით და აკურთხეთ უფალი, ღმერთი თქვენი, უკუნითი უკუნისამდე. დაე, აკურთხონ შენი დიდებული სახელი, რომელიც ყველა კურთხევასა და ქებაზე აღმატებულია (ნეემია 9:5) @@ ღმერთს (იეჰოვას)
ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა (ფილიპ 2:9) @@ იესო ქრისტს
ვისია ჩვენგან დიდება და თაყვანისცემა?რადგან არ უნდა სცემდეთ თაყვანს უცხო ღმერთს, ვინაიდან ეჭვიანია უფლის სახელი, ეჭვიანი ღმერთია იგი (გამოსვლ. 34:14) @@ ღმერთის (იეჰოვასი)
რომელნიც ხმამაღლა ამბობდნენ: ღირსია დაკლული კრავი, რომ მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.
- და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. (გამოცხ 5:12-13) @@ იესო ქრისტესი
ვინ არის მწყემსი (კეთილი)?აკურთხა იაკობმა და თქვა: ღმერთმა, რომლის წინაშე იარებოდა ჩემი მამა-პაპა, აბრაამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს მე ჩემი გაჩენიდან დღესამომდე, (დაბად. 48:15) @@ ღმერთი (იეჰოვა)
- მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.
- მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.
(იოანე 10:11,14) @@ იესო ქრისტე
ვინ ეძებს ისრაელის დაკარგულ ცხვრებს?რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მე თავად მოვიკითხავ ჩემს ცხვარს და მოვძებნი! (ეზეკ 34:11) @@ ღმერთი (იეჰოვა)
ხოლო მან პასუხად თქვა: სხვას როდი მოვვლენივარ, არამედ მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებს. (მათე 15:24) @@ იესო ქრისტე
ვინ არის მეუფეთა მეუფე?რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, არის ღმერთთა ღმერთი და მეუფეთა მეუფე, დიდი, ძლიერი და საშინელი ღმერთი, რომელმაც არ იცის მიმხრობა და არც ქრთამს იღებს. (მეორე სჯულ. 10:17) @@ ღმერთი (იეჰოვა)
ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან. (გამოცხ 17:14) @@ იესო ქრისტე
ვის წინაშე მოდრკება და მოიყრება ყოველი მუხლი?ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.
- მხოლოდ უფალშია, იტყვიან ჩემზე, სიმართლე და ძალა. მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველანი, ვინც მასზე ჯავრობდნენ. (ესაია 45:22-23) @ ღმერთის (იეჰოვასი)
რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც, (ფილიპ 2:10) @@ იესო ქრისტეს
ვინ არის მხოლოდ წმინდა?არავინ არს უფალივით წმიდა, რადგან არავინ არის შენს გარდა, არავინ არის ღმერთივით მფარველი. (1 მეფ. 2:2) @@ ღმერთი (იეჰოვა)
მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის. (საქმ. 3:14) @@ იესო ქრისტე
ვინ არის მართალი მორჩი დავითისა? აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, და აღვუდგენ დავითს მართალ მორჩს; მეფედ იმეფებს და ბრძნულად მოიქცევა; გააჩენს სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში.
- მის დროს თავს დაიხსნის იუდა და იმედიანად იცხოვრებს ისრაელი; ეს იქნება მისი სახელი, რომელსაც დაარქმევენ: უფალია ჩვენი სიმართლე. (იერემია 23:5-6) @@ ღმერთი (იეჰოვა)
იმ დღეებში და იმჟამად აღმოვუცენებ დავითს ჭეშმარიტ მორჩს და გავაჩენ სამართალს და სიმართლეს ქვეყანაში. (იერემია 33:15) @@ იესო ქრისტე
ვისი სისხლი გვწმენდს ჩვენ?აშ, გაუფრთხილდით თქვენს თავსაც და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მცველებადაც დაგადგინათ სულმა წმიდამ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას, რომელიც მან შეიძინა თავისი სისხლით. (საქმ. 20:28) @@ ღმერთის (იეჰოვას)
ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს. (1 იოანე 1:7) @@ იესო ქრისტესი
ვის მიერ შეიქმნა სამყარო?უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა, ასევე ურჯულოც ავი დღისათვის. (იგავ. 16:4) @@ ღმერთის (იეჰოვასი)
რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. (კოლას 1:16) @@ იესო ქრისტეს
ვინ არის ყველაზე ამაღლებული?უფალო, შენ ერთადერთი ხარ; შენ შეჰქმენ ცანი და ცანი ცათანი თავისი მორთულობით, მიწა და ყველაფერი, რაც მასზეა, ზღვები და რაც მათშია; ამის ყველაფერის მაცოცხლებელი შენა ხარ და ზეცის მხედრობა შენ გეთაყვანება. (ნეემია. 9:6) @@ ღმერთი (იეჰოვა)
მათნივე არიან მამანი და ხორციელად მათგანაა ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული და უკუნისამდე კურთხეული. ამინ (რომ. 9:5) @@ იესო ქრისტე
ვინ არის მარად იგივე?ვეტყვი: ღმერთო ჩემო! ნუ მომტაცებ დღეებს ნახევარგზაზე; თაობიდან თაობამდეა შენი წლები;
- უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა.
- ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ; ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან.
- შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან. (ფს. 101:25-28) @@ ღმერთი (იეჰოვა)
ძეზე კი:. . . . თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი.
11. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი.
12. სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“. (ებრ. 1:8,10,11,12)
ვინ არის ჩვენი ნათელი?უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე? (ფს. 26:1) @@ ღმერთი (იეჰოვა)
ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი. (იოანე 8:12) @@ იესო ქრისტე
ვინ არის გზა და ბილიკი?მაუწყენ მე გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისათა; შუენიერებაჲ მარჯუენესა შინა შენსა სრულიად.(ფს 15:11) @@ ღმერთი (იეჰოვა)
უთხრა მას იესომ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ. (იოანე 14:60) @@ იესო ქრისტე
ვინ განაგებს ანგელოზებს?აკურთხევდით უფალსა ყოველნი ანგელოზნი მისნი, ძლიერნი ძალითა, რომელნი ჰყოფენ სიტყუასა მისსა, სმენად ჴმაჲ სიტყუათა მისთა. (ფს. 102:20) @@ ღმერთი (იეჰოვა)
ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, - განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით ( 2 თესალონ. 1:7) @@ იესო ქრისტე
ვინ გვაძლევს განსასვენებელს?თქვა უფალმა: მე თავად წაგიძღვები და დაგავანებ. (გამოსლვ 33:14) @@ ღმერთი (იეჰოვა)
მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ (მათე 11:28) @@ იესო ქრისტე
ვინ გვაძლევს საუკუნო სიცოცხლეს?შიში უფლისა საცხორებლად კაცისა, ხოლო უშიში იგი ბჭეთა ზედა იქცეოდის შეცთომილად და ადგილთა მათ, სადა-იგი არა მიხედავს საუკუნოჲ (იგავ. 19:23) @@ ღმერთი (იეჰოვა)
- ისიც ვიცით, რომ მოვიდა ძე ღვთისა და მოგვცა გონება, რათა შევიცნოთ ჭეშმარიტება და ვიყოთ ჭეშმარიტში, რომელიც არის ძე ღვთისა იესო ქრისტე: ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე. (იოანე 5:20) @@ იესო ქრისტე
- ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. (იოანე 3:16) @@ იესო ქრისტე
- ვისაც სწამს ძე, აქვს საუკუნო სიცოცხლე, ხოლო ვისაც არა სწამს ძე, ვერ იხილავს სიცოცხლეს, და რისხვა ღმრთისა არ დაუტევებს მას. (იოანე 3:36) @@ იესო ქრისტე
ვინ არის პატარძალი, ვითვის? რადგან შენი შემქმნელია შენი ქმარი, ცაბაოთ უფალია მისი სახელი; ისრაელის წმიდაა შენი გამომსყიდველი, მთელი ქვეყნის ღმერთად წოდებული. (ესაია 54:5) @@ ღმერთისთვის (იეჰოვასთვის)
რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე. (2 კორინთ 11:2) @@ იესო ქრისტესთვის
ვინ არის გულთა და გონებათა მხილავი? მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს. (იერემია 17:10) @@ ღმერთI (იეჰოვა)
სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს. (გამოცხ 2:23) @@ იესო ქრისტე! ღმერთი!