L u k a
ღმერთი სიყვარულია

   
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 509
წევრი No.: 125802
რეგისტრ.: 11-January 11
|
#23418077 · 12 Jan 2011, 02:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1 როცა იესო ტაძრიდან გამოდიოდა, მოწაფეები მივიდნენ მასთან, რომ ტაძრის შენობები ეჩვენებინათ. 2 მაშინ უთხრა მათ: „ხომ ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტებას გეუბნებით: ქვა ქვაზე არ დარჩება, ყველაფერი დაინგრევა“.
3 როცა ის ზეთისხილის მთაზე იჯდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები სხვებისგან განცალკევებით და ჰკითხეს: „გვითხარი, როდის მოხდება ეს, რა იქნება შენი მოსვლისა და ქვეყნიერების აღსასრულის ნიშანი?“
4 იესომ მიუგო: «ფრთხილად იყავით, შეცდომაში არავინ შეგიყვანოთ. 5 ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: „მე ვარ ქრისტე“, და ბევრს შეიყვანენ შეცდომაში. 6 მოისმენთ ომების ხმებს და ცნობებს ომების შესახებ. იცოდეთ, ნუ შეძრწუნდებით. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
7 ერი ერის წინააღმდეგ აღსდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, იქნება საკვების უკმარისობა და მიწისძვრები ხან ერთ და ხან მეორე ადგილას. 8 ეს ყველაფერი მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
9 მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ და შეგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო. 10 მაშინ ბევრი დაბრკოლდება, ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ. 11 გამოჩნდება ბევრი ცრუწინასწარმეტყველი და მრავალს შეიყვანს შეცდომაში. 12 უკანონობის გამრავლების გამო მრავალს სიყვარული გაუნელდება. 13 ბოლომდე მომთმენი კი გადარჩება. 14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული.
15 ამიტომ, როცა დაინახავთ, რომ დანიელ წინასწარმეტყველის პირით ნათქვამი გამაპარტახებელი სისაძაგლე წმინდა ადგილზე დგას (წამკითხველმა გონიერებას მოუხმოს), 16 მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიქცნენ 17 და ბანზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს სახლიდან რამის ასაღებად. 18 ნურც მინდორში მყოფი დაბრუნდება სახლში მოსასხამის ასაღებად. 19 ვაი ორსულებსა და მეძუძურ ქალებს იმ დღეებში! 20 ილოცეთ, რომ ზამთარში ან შაბათს არ მოგიწიოთ გაქცევა, 21 რადგან მაშინ იქნება დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება. 22 ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერავითარი ხორციელი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები.
23 მაშინ თუ ვინმე გეტყვით, აი აქ არის ქრისტე ან იქ არისო, არ დაიჯეროთ, 24 რადგან გამოჩნდებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ დიდ ნიშნებსა და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ. 25 ეს გასაფრთხილებლად გითხარით. 26 ამიტომ, თუ ვინმე გეტყვით: „აი ის უდაბნოშია“, ნუ გახვალთ; „აი ის შიგნითა ოთახებშია“, არ დაიჯეროთ. 27 როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. 28 სადაც ლეშია, იქ არწივები მოგროვდებიან.
29 მაშინვე, იმ დღეების გასაჭირის შემდეგ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გაანათებს, ციდან ვარსკვლავები ჩამოცვივა და ციური ძალები შეირყევა. 30 მაშინ ცაში გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი და დედამიწის ყველა ტომი მწუხარებისგან მკერდში დაიწყებს ცემას; იხილავენ ძლიერებითა და აღმატებული დიდებით ცის ღრუბლებზე მომავალ კაცის ძეს. 31 ის გაგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და ისინი შეკრებენ მის რჩეულებს ქარის ოთხივე მიმართულებიდან, ცის კიდით კიდემდე.
32 ლეღვის მაგალითიდან ისწავლეთ: როგორც კი ყლორტები დაურბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული. 33 თქვენც, როცა დაინახავთ ყველაფერ ამას, იცოდეთ, რომ ის კარზეა მომდგარი. 34 ჭეშმარიტებას გეუბნებით: ეს თაობა არ შეწყვეტს არსებობას, სანამ ეს ყველაფერი არ მოხდება. 35 ცა და დედამიწა განადგურდება, მაგრამ ჩემი სიტყვები შეუსრულებელი არ დარჩება.
36 იმ დღესა და საათზე კი მამის გარდა არავინ იცის: არც ზეციერმა ანგელოზებმა და არც ძემ. 37 როგორც ნოეს დროს იყო, ისევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. 38 როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა 39 და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება. 40 მაშინ ორი კაცი იქნება მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ. 41 ორი ქალი დაფქვავს ხელსაფქვავით: ერთს წაიყვანენ, მეორეს დატოვებენ. 42 ამიტომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
43 ერთი რამ იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ გუშაგობაზე მივა ქურდი, იფხიზლებდა და სახლს არ გაატეხინებდა. 44 ამიტომ თქვენც მზად იყავით, რადგან რომელ საათზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა კაცის ძე.
45 ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც ბატონმა დანიშნა, რომ დროულად მიეცა საზრდო მისი შინაურებისთვის? 46 ბედნიერია ის მონა, რომელსაც ბატონი თავისი მოსვლისას ასე მოქმედს პოვებს! 47 ჭეშმარიტებას გეუბნებით: მთელ თავის ქონებას მას ჩააბარებს.
48 მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: „აყოვნებს ჩემი ბატონი“ 49 და დაიწყებს თავისნაირივე მონების ცემას და ლოთებთან ჭამა-სმას, 50 მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის და იმ საათს, რომელზეც არ იცის, 51 სასტიკად დასჯის მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება მისი ტირილი და კბილთა ღრჭენა». (მათე 24:1-51). იესოს ამ წინასწარმეტყველების თანახმად, ჩვენ ბოლო დღეებში ვცხოვრობთ,რადგან სწორედ ჩვენ დროში ხდება, განსაკუთრებით მძაფრად, ეს მოვლენები.
1 იცოდე, რომ ბოლო დღეებში მძიმე, ძნელად ასატანი დრო დადგება. 2 ადამიანები იქნებიან საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები, ღვთისმგმობელები, მშობლების ურჩები, უმადურები, ორგულები, 3 თბილ გრძნობებს მოკლებულები, მათთან შეუძლებელი იქნება მორიგება, იქნებიან ცილისმწამებლები, თავშეუკავებლები, სასტიკები, კარგის მოძულეები, 4 გამცემები, თავნებები, გაყოყოჩებულები, უფრო სიამოვნებათა მოყვარულები, ვიდრე ღვთისა. 5 ისინი გარეგნულად ღვთის ერთგულები არიან, მაგრამ ღვთისადმი ერთგულება გავლენას არ ახდენს მათზე. ასეთებს ზურგი აქციე. 6 სწორედ ასეთებს შორის ჩნდებიან ისეთი კაცები, რომლებიც ოჯახებში ცბიერებით შედიან და ატყვევებენ სუსტ, ცოდვებით დამძიმებულ და სხვადასხვა სურვილს აყოლილ ქალებს, 7 რომლებიც გამუდმებით სწავლობენ, მაგრამ ვერა და ვერ იძენენ ჭეშმარიტების საფუძვლიან ცოდნას.
8 როგორც იანე და იამბრე შეეწინააღმდეგნენ მოსეს, ისე ეს გონებით სრულიად გახრწნილი და რწმენისთვის უვარგისი კაცები ეწინააღმდეგებიან ჭეშმარიტებას, 9 მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან მათი უგუნურება ყველასთვის თვალნათელი გახდება, როგორც იმ ორი კაცისა. 10 შენ კი ზედმიწევნით მბაძავ სწავლებაში, ცხოვრების წესში, განზრახვაში, რწმენაში, სულგრძელობაში, სიყვარულში, მოთმინებაში 11 და ჩემნაირად იტან დევნასა და ტანჯვას, რაც ანტიოქიაში, იკონიონსა და ლისტრაში შემემთხვა, ისეთ დევნას, როგორიც მე გადავიტანე, მაგრამ ყველაფრისგან დამიხსნა უფალმა. 12 ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება. 13 ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან.( 2 ტიმოთე 3:1-13). * * * 15 „აი, ქურდივით მოვდივარ. ბედნიერია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის ტანსაცმელს, რათა შიშველმა არ იაროს და მისი სასირცხო არ დაინახონ“.
16 შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია.
17 მეშვიდემ თავისი თასი ჰაერს გადააღვარა. საწმინდრის ტახტიდან გაისმა ძლიერი ხმა: „აღსრულდა!“ 18 დაიწყო ელვა და ქუხილი, გაისმა ხმები და მოხდა მიწისძვრა, რომლის მსგავსი, ასეთი დიდი და ძლიერი, არ მომხდარა დედამიწაზე ადამიანის გაჩენის დღიდან. 19 დიდი ქალაქი სამად გაიყო და ხალხთა ქალაქები დაეცა. ღმერთმა გაიხსენა დიდი ბაბილონი, რათა თავისი რისხვის მძვინვარების ღვინის სასმისი მიეცა მისთვის. 20 ყოველი კუნძული გაიქცა და მთები აღარ იყო. 21 ციდან ადამიანებზე წამოვიდა ძლიერი სეტყვა, რომლის თითოეული მარცვალი ტალანტის წონისა იყო. ადამიანები გმობდნენ ღმერთს სეტყვის წყლულის გამო, რადგან მისი წყლული უჩვეულოდ დიდი იყო. (გამოცხადება16:15-21). * * * 4 სხვა ხმაც გავიგონე ციდან, რომელიც ამბობდა: «გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ, 5 რადგან მისი ცოდვები ცას მისწვდა და ღმერთმა გაიხსენა მისი უსამართლო საქმეები.(გამოცხადება18:4,5,). აი ესაა აპოკალიფსი და იმ დღეზე მხოლოდ ღმერთმა იცის.
This post has been edited by L u k a on 12 Jan 2011, 03:44
|