და თქუეს: მოვედით, ვიშენოთ თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი,
რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე.
და ვყოთ თავთა თჳსთად სახელი პირველ განთესვისა ჩუენისა
პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა" (დაბ. 11:4).
ყოველდღიურად და ობივატელისთვის შეუმჩნევლად სრულდება ”უსჯულოების საიდუმლო” (2 თესალონიკ. 2:7). ამასთანავე, ანტიქრისტეს სახელმწიფოს მშენებლობა გადამწყვეტ ფაზაში შედის. მოქმედებენ რა ”ყოვლითავე საცთურითა სიცრუისაჲთა” (2 თესალონიკ. 2:10) ”წარწყმედის ძის” წინამორბედები და მსახურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რათა, ”თუკი შესძლებენ, აცთუნონ რჩეულნიც” (მათე 24:24).
საყოველთაო თავისუფლება, თანასწორობა და სამართლიანობა; განვითარების მყარი ტემპები, სტაბილურობა და აყვავება; მშვიდობა და უსაფრთხოება, ჯანდაცვა და გარემოს დაცვა მსოფლიო დონეზე, მსოფლიო რელიგიურ ლიდერთა და ”დიდი შვიდეულის” პრეზიდენტთა შეხვედრებზე, გერმანიაში, 2007 წელს, დასახელებულ იქნა უმთავრეს მიზნებს შორის.
ლამაზ სიტყვებსა და მაღალფარდოვან ლოზუნგებს მიღმა იმალება ნამდვილი სატანური მუშაობა, რომელსაც ”ახალი მსოფლიო წესრიგის” მშენებლები აწარმოებენ.
”ჩვენ შეგნებული უნდა გვქონდეს, რომელ დროში ვცხოვრობთ. მხოლოდ სულიერად ბრმა ან უკვე ეშმაკს მიყიდული სული და ეკლესიისა და ჩვენი სარწმუნოების მტერი თუ ვერ შეიგრძნობს, რა ხდება ამჟამად მსოფლიოში და, რომ ახლოა უკვე ანტიქრისტეს მოსვლა” - წერდა ჯერ კიდევ 70-იან წლებში ეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი) (Преосвященнейший Аверкий, архиепископ Сиракузский и Троицкий. Стойте в истине. СПб. 1993. С.14 ).
წმინდა წერილი ნათლად გვიჩვენებს, რომ ანტიქრისტე ერთდროულად იქნება მსოფლიო პოლიტიკური ლიდერი: ”... და მიეცა მას ჴელმწიფებაჲ ყოველსა ზედა ტომსა და ერსა, და ენასა და ნათესავსა” (გამოცხ. 13:7) და ყველა რელიგიის გურუ და მეთაური: ”... მჴდომი იგი და განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად, ვითარმედ და-ცა-ჯდეს იგი ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოაჩინებდეს თავსა თჳსსა, ვითარცა ღმერთი” (2 თესალონიკ. 2:4).
ამგვარად, ეს გლობალური დიქტატორი, ”განლაღებული ყოველთა ზედა, რომელნი სახელ-დებულ არიან ღმრთად გინა სამსახურებელად” (2 თესალონიკ. 2:4), მოითხოვს ღმრთის საფერ პატივსა და თაყვანისცემას ყველა რელიგიისგან: ”და თაყუანის-სცენ მას ყოველთა მკჳდრთა ქუეყანისათა, რომელთა სახელები არა დაწერილ არს დასაბამითგან სოფლისაჲთ წიგნსა მას ცხორებისასა კრავისა მის დაკლულისა” (გამოცხ 13:8).
ამიტომაც, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ამ ბოლო დროს, მსოფლიოს წამყვანი რელიგიური მოღვაწეები, თავიანთ შეხვედრებს უკავშირებენ ე. წ. ”დიდი შვიდეულის” პრეზიდენტთა სამიტებს. ეს უკანასკნელნი, არსებითად, არიან მსოფლიო მთავრობის მენეჯერები, რომლის არსებობა რუსეთში ოფიციალურად აღიარებულია პრეზიდენტის ახლო წრეებშიც.
სტატიაში ”გლობალიზაციური ლიდერობის სტრატეგია რუსეთისთვის”, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა მართვის სამსახურთან არსებული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს გენერალური დირექტორი, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე იგნატოვი წერს:
”გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც თანამედროვე გლობალურ პროცესებზე მოქმედებს, არის მსოფლიო მთავრობის საქმიანობა. სულისშემძვრელ დეტალებს რომ თავი დავანებოთ, რომელსაც გვიხატავენ რაღაც შეთქმულების მრავალგვარ თეორიათა ავტორები, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურა სრულიად ეფექტურად ასრულებს ”ახალი მსოფლიო წესრიგის” შტაბის ფუნქციას. მაგრამ თავის მუშაობაში ეს ორგანიზაცია ორიენტირებულია მცირერიცხოვანი ელიტის ინტერესებზე, რომელსაც აერთიანებს ეთნიკური ნათესაობა და ინიციაცია დესტრუქციული მიმართულების ლოჟებში. ეს კი ხელს უწყობს - ხასიდურ-პარამასონური დაჯგუფების ძალაუფლების უზურპაციას მსოფლიო მთავრობაში...” (Игнатов А.А. Стратегия «глобализационного лидерства» для России. Независимая газета. 7 сентября 2000).
აქ უპრიანი იქნება გავიხსენოთ დევიდ როკფელერის სიტყვები, რომელიც მან ჯერ კიდევ 1991 წელს ბილდერბერგის კლუბის სხდომაზე წარმოთქვა: ”დღეს მსოფლიო უფროა განწყობილი ერთიანი მსოფლიო მთავრობის შესაქმნელად. ინტელექტუალური ელიტისა და მსოფლიო ბანკირების ზენაციონალური ძალაუფლება უფრო სასურველია, ვიდრე ერების უფლება თვითგამორკვევაზე, რომელსაც მისდევდნენ ისინი საუკუნეების განმავლობაში” (Русский Вестник. №22-23. 2001. С.14).
უკვე 1994 წელს სანკტ-პეტერბურგელი და ლადოგელი მიტროპოლიტი იოანე (სნიჩევი) წერდა: ”ნაციონალური სახელმწიფოებიობა დღეს მნიშვნელოვანწილად გამოყენებულია როგორც დეკორატიული საფარი რეალური ძალაუფლებისთვის - რაც გნებავთ უწოდეთ მას: მსოფლიო მასონობის ძალაუფლება, ან საერთაშორისო კაპიტალის მმართველობა, ტრანსნაციონალური კორპორაცია, ან კოსმოპოლიტური ელიტა... მთავარი აქ სხვაა: დღეს ეს ძალაუფლება მსოფლიო ბატონობისკენ მიისწრაფვის” (Собеседник православных христиан. №1(5).1994. С.14).
”პრეზიდენტები მარიონეტები არიან სხვის ხელში... მათ უკვე აღარა აქვთ ძალაუფლება. რეალურ ძალაუფლებას ამ პლანეტაზე ფლობენ ისინი, რომლებიც ციფრული ტექნოლოგიების კომუნიკაციური ქსელის წყალობით, აკონტროლებენ და ცვლიან მსოფლიოს ეკონომიკას ისე, როგორც მოეპრიანებათ” (Череш Р.Т. Ответ Джо Соросу или изучение мудрости. СПб. 2000. С.464-465) - ეს გახლავთ მსოფლიოს მთელი რიგი წამყვანი მილიარდერების კერძო კონსულტანტის-ფსიქოლოგის, ექსტრასენს ანტონიო მენეგეტის სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა გასული საუკუნის 90-იან წლებში.
დღეს ჩვენს თვალწინ საერთაშორისო ფინანსურ საქმოსანთა ხროვა - მსოფლიო მასშტაბის სპეკულიანეტები და მევახშეები - მიმართავენ ავანტიურულ მცდელობას პლანეტა დედამიწაზე შექმნან ერთიანი ზენაციონალური დიქტატურა, სადაც არ იქნება თვით სახელმწიფოს მცნებაც კი. მცხოვანი პაისი მთაწმინდელის თქმით ახალი ბაბილონის გოდოლის მშენებელთა მეთოდებისა და საქმიანობის უმთავრესი საფუძველია უმზაკვრესი ტყუილი, შემაძრწუნებელი ცბიერება და აშკარა უსჯულოება.
იყენებენ რა პარაზიტულ შემოსავლებს, მათ ძალის გამოყენებით მოახდინეს ძალაუფლების უზურპაცია, რომელიც მოქცეულია ფინანსებში (ფულში). ეს არის მსოფლიო მამონის, სატანური, ღვთივმბრძოლი ძალაუფლება.
ამ ჯერ კიდევ ანონიმურ ძალაუფლებაში იმყოფებიან ხილული სახელმწიფო ძალაუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანებში - პრეზიდენტები, პრემიერები, პარლამენტარები და სხვა უმაღლესი ეშელონების ჩინოვნიკები, რომლებიც ფაქტიურად, ემსახურებიან ამ ზენაციონალური ძალაუფლების ინტერესებს.
ადრე თუ გვიან უკვე ნახსენები ხასიდურ-პარამასონური დაჯგუფება წამოაყენებს ერთპიროვნულ გლობალურ ლიდერს, რომელსაც კიდეც თავის ”აღთქმულ მესიად” გამოაცხადებს. მისი გამოჩენის დრომდე კაცობრიობა გაერთიანებულ უნდა იქნეს ერთიან საზოგადოებაში, ერთიანი სულისკვეთებით დამუხტული საერთო ინტერესებითა და მიზნებით.
ამიტომაც სრული სურათის წარმოსადგენად დავიმოწმოთ XX საუკუნის კიდევ ერთი ცნობილი რელიგიური მოაზროვნე სერაფიმე როუზი, რომელიც ამბობს: ”ყველა საეკლესიო ორგანიზაცია, საბოლოოდ, თაყვანს სცემს ანტიქრისტეს” (Иеромонах Дамаскин (Христенсен). Не от мира сего. М.2001. С.806). სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომლებიც მოინდომებენ თავიანთი ოფიციალური სტატუსისა და მსოფლიოში ხილული არსებობის შენარჩუნებას, იძულებული იქნება აღიაროს მსოფლიო დიქტატორის ძალაუფლება და მიიღოს მისგან ლეგალიზაცია. ასე რომ, ძალაუფლების გლობალური თავმოყრა ე. წ. მსოფლიო ელიტის ხელში, პირდაპირ არის დაკავშირებული ანტიქრისტეს მსოფლიო ეკლესიასთან.
ყველაფერი რაც დღეს ხდება უმაღლეს რელიგიურ წრეებში, საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სახელმწიფოებში - ეს სხვა არა არის რა, თუ არა მომავალი ანტიქრისტეს მსახურთა მოსამზადებელი პერიოდი მის გასაბატონებლად. ამ სამუშაოში ჩართულნი არიან, როგორც ”ქრისტეანები”, ასევე არაქრისტეანებიც.
წლიდან წლამდე, ოკულტური მსოფლიო მთავრობის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს აქტიური მომზადება მსოფლიო მონარქის ”ღმერთკაცის” - ანტიქრისტეს გასამეფებლად. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან მონაწილეობას ღებულობენ ”მსოფლიო საზოგადოების” პოლიტიკური და რელიგიური ლიდერები. სადღეისოდ მათ ხელი მოაწერეს მთელ რიგ საერთაშორისო ხელშეკრულებებს და დოკუმენტებს, რომელიც ხელს უწყობენ მსოფლიო ტოტალიტარული დიქტატურის დამყარებას, რომელსაც ექნება ღვთივმბრძოლი და ანტიქრისტეანული არსი.
1992 წლის ნოემბერში მიღებულ იქნა ”ერთიანი, მსოფლიო, ლოკალურად-გადანაწილებული საინფორმაციო-ფიჭური საზოგადოების - ახალი საინფორმაციო-კოსმიური ცივილიზაციის საინფორმაციო კონვენცია” (Юзвишин И.И. Основы информациологии. М. 2000. С.483-493). ეს კონვენცია წარმოადგენს გაერო-ს საპროგრამო დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს კაცობრიობის განვითარებას უახლოეს მომავალში.
ამ დოკუმენტის სამეცნიერო ხასიათი ნიღბავს მის ოკულტურ და მართლმადიდებლობისადმი მტრულად განწყობილ არსს. აი რას ქადაგებენ ამ კონვენციის ავტორები:
”ინფორმაცია - სამყაროს პირველწყაროა. ინფორმაცია თვით ჩვენშია და ჩვენ გარეთ. ყოველივე, რაც გარს გვაკრავს, ყველგან - ინფორმაციაა... ინფორმაცია პირველადია. მატერია მეორადი...
ერთიანი საინფორმაციო მსოფლიო შედგება არა მარტო კოსმოსისგან და ბუნებისგან, არამედ საზოგადოებისგანაც. საზოგადოების შეგნება ეკუთვნის მსოფლიოს საინფორმაციო სამყაროს და წარმოადგენს და მაღალორგანიზებულ სტრუქტურულ-კოდური ინფორმაციის ბუნებრივ თვისებას...
ინფორმაცია წარმოადგენს აუცილებელ პირობას მსოფლიო საზოგადოების ახალ თვისობრიობაში გადასასვლელად...
ერთიანი მსოფლიო საინფორმაციო-ფიჭური საზოგადოების განვითარების ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საინფორმაციო საზოგადოებიდან საინფორმაციო - ნოოსფერულ საზოგადოებაში გადასვლის უზრუნველყოფა, შემდეგ კი კაცობრიობის მიყვანა საბოლოო მიზანთან, რომელიც არის - საინფორმაციო კოსმიური ცივილიზაცია...
საინფორმაციო საზოგადოებაში არ არის ადამიანების დაყოფა მუშებად და გლეხებად, ინტელიგენციად და მოსამსახურეებად და ა. შ.; ასევე არ არის რასობრივი და ნაციონალური ნიშნებით დაყოფა: ყველა ადამიანი - თავისუფალი ინფორმაციოლოგიური პიროვნებაა... ადამიანი შეიძენს ჭეშმარიტ თავისუფლებას მხოლოდ საინფორმაციო-ფიჭურ საზოგადოებაში (სფს)...
სფს-ში არ არის საკანონმდებლო ძალაუფლება, არ არის აღმასრულებელი ძალაუფლება, არ არის სასამართლო... მთელ სამყაროში და პლანეტაზე იქნება მხოლოდ ერთი, ინფორმაციის ძალაუფლება... სფს-ში გაქრება საზღვრები. სახელმწიფოები, როგორც ასეთი, აღარ იქნება. პლანეტა დედამიწა დროთა განმავლობაში ყველასთვის ერთადერთი სამშობლო გახდება...
ინფორმაცია წარმოადგენს კაცობრიობის მყარი განვითარების უმთავრეს რესურსს. საინფორმაციო საზოგადოებაში გადასვლა - ეს არის სოციალური და მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის, ინტელექტუალური განვითარებისა და დემოკრატიული გარდაქმნების მიზნების მისაღწევად, ინფორმაციის საყოველთაო გამოყენების სულ უფრო და უფრო მზარდი პროცესი. სამყაროს უსაზღვრო საინფორმაციო რესურსების დახმარებით უნდა შეიცვალოს ცნობიერებისა და ყოფიერების თანაფარდობა. იმისთვის, რათა კაცობრიობა გადარჩეს, მისმა კოლექტიურმა (ინტეგრალურმა) ცნობიერებამ უნდა გაასწროს ყოფიერებას, განჭვრიტოს გარდამქმნელი საქმიანობის საბოლოო შედეგები და წარმათოს იგი მყარი საინფორმაციო მსოფლმხედველობისა და განვითარების ტრაექტორიით...
სფს-ში არსებობს სტრუქტურის ერთეული მიღებულია ტერიტორიული-თვითმართველობის საინფორმაციო-ფიჭური დაყოფა. ფიჭა - ეს არის ტერიტორია მოსახლეობით რამოდენიმე ათეულიდან 20 ათას ადამიანამდე... ოპტიმალური ფიჭები მოიცავენ მოსახლეობას 10-დან 20 ათას ადამიანამდე...
ადამიანები ფიჭებში და ფიჭებს შორის ურთიერთზემოქმედებენ თნამედროვე და უეჭველი ინფორმაციის - რადიოტელეკომუნიკაციების მეშვეობით... საინფორმაციო ქსელი საზოგადოების თითოეული წევრისთვის იქნება საინფორმაციო რესურსების, თვითდისციპლინის, თვითორგანიზების, თვითმმართველობის, მაღალზნეობრივი მორალისა და წესრიგის წყარო თითოეულ ფიჭაში...
სფს-ში ხორციელდება ინფორმაციის, სამუშაო რესურსების, პროდუქციის თავისუფალი გადაადგილება. ფული არ იქნება. ფულად ბანკებს საინფორმაციო-საცნობარო ბანკები შეცვლიან. ანგარიშგება განხორციელდება საინფორმაციო-საკრედიტო (ელექტრონული, მაგნიტური, ოპტიკური და სხვა) ბარათების მეშვეობით...
საინფორმაციო საზოგადოებაში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი წესრიგის ადგილობრივი დაცვა. ფაქტიურად ის გააკონტროლებს ყოველგვარ შესაძლო სოციალურ გადახრას, ასე რომ, განვითარებული და მთელ საზოგადოებაში ფუნქციონირებადი უსაფრთხოების პირობებში, რომელიც ყველა ფიჭური წარმონაქმნისთვის და თითოეული პიროვნებისთვის უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, დროთა განმავლობაში, გამოთქმა ”დაცვა” დაკარგავს თავის აზრს. საინფორმაციო უშიშროეგბას განეკუთვნება მიკრობიოლოგიური ელექტრონიკის, ინფრაწითელ, ლაზერულ და ზებიოქიმიურ მიკროსაშუალებათა (მიკროჩიპები) ელემენტები, რომლებიც ფაქტიურად პიროვნებისა და საზოგადოების სრულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ...”
მთელი ზემოთციტირებული მასალა - ბოდვა ან ფანტასტიკა არ გეგონოთ, ეს ”ახალი მსოფლიო წესრიგის” ”არქიტექტორთა” ჯოჯოხეთური გეგმებია, რომელსაც ჩვენს თვალწინ ეტაპობრივად ახორციელებენ. საბოლოო ჯამში პლანეტა დედამიწაზე უნდა აღმოცენდეს ადამიანთა მართვადი ჯოგი, რომელიც აუცილებლად მარკირებული იქნება სხეულზე დატანებული სპეციალური საიდენტიფიკაციო ”ნიშებით” და სხეულში ჩანერგილი ”ჩიპებით”, რომელიც ღვთის ქნილებას, ადამიანს, ”ელექტრონული ინტელექტისა და სულის” ჰიბრიდად გადააქცევს. ადამიანი გახდება ავტომატიურად მოქმედი კიბერნეტიკული სისტემის მანიპულირებადი ობიექტი ან ზომბირებული დანამატი...
1993 წლის 28 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩიკაგოში შედგა ”მსოფლიო რელიგიათა პარლამენტის” სხდომა. ექვსი ათას ნახევრამდე მონაწილე წარმოადგენდა დაახლოებით 120 - მდე მსოფლიო რელიგიას. მათ შორის იყვნენ ბუდისტები, ინდუისტები, მუსულმანები, ამერიკელი ინდიელები, მართლმადიდებლები, რომაელი-კათოლიკეები, პროტესტანტები, ზოროასტროელები, ქალღმერთ იზიდას მიმდევარი ნეოწარმართები, ჰუმანისტები და სხვა მეტად ეგზოტიკურ რელიგიათა წევრები. ყოველდღე ტარდებოდა ლოცვები, მედიტაციები, პლენარული სხდომები. ძირითადი ნაწილი დასრულდა საზეიმო ცერემონიიტ, რომლის მსვლელობისას სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებმა გარდამოიწვიეს კურთხევა XXI საუკუნეზე. სამიტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გახდა სიტყვა ”ღმერთის” გამოყენება, რომელსაც ბევრი გაურბოდა სხვადასხვა რელიგიაში ამ სიტყვის სხვადასხვაგვარი გაგებისა და გამოყენების გამო.
სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში წამოყენებული იყო ახალი, ”გლობალური ეთიკის” შექმნის აუცილებლობის საკითხი. მის გამოვლინებად უნდა გახდნენ სოციალუირ სამართლიანობა, ეკუმენიზმი, პლურალიზმი, ტოლერანტულობა, ფემინიზმი, ”ადამიანის უფლებათა” დაცვა, ასევე ”სინდისის ტრანსფორმაცია”. ”ახალი მსოფლიო წესრიგის” ”მორალის” ეს კოდექსი შემუშავებულ იქნა ცნობილი თეოლოგის ჰას კიუნგის მიერ.
წამოყენებული იქნა ”გლობალური ქრისტეანობის” სინთეზის იდეაც. ”ქრისტეანულ ოჯახში” არსებული ყველა განხეთქილება და დაყოფა, რელიგიათა მსოფლიო პარლამენტის იდეოლოგთა აზრით, უნდა აღმოიფხვრას, ხოლო ქრისტეანულ კონფესიათა კლასიფიკაციაში მართლმადიდებლობა ადვენტიზმს, იეღოველობას და სხვა სულისწარმწყმედელ სწავლებებს უნდა გაუთანაბრდეს.
რელიგიათა მსოფლიო პარლამენტის მიერ გამოცხადებული ეკუმენისტური დოქტრინის არსი ”ახალი რელიგიური სინდისის” ფორმირებაში მდგომარეობს, რომეილიც შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს შეინარჩუნონ ”თავიანთი რიტუალები და ჩვეულებები”, იმ პირობით, რომ ყველა მათგანი უარს იტყვის სხვა რელიგიათა მიმართ შეუწყნარებლობაზე და მიიღებს იდეას, რომლის თანახმადაც ყველა რელიგია წარმოადგენს ერთი სულიერი არსის სხვადასხვა გამოვლინებას, ანუ, საბოლოო ჯამში, - ყველა რელიგია ერთი და იგივეს ქადაგებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გამოცხადებულია სრული ტოლერანტობა და საერთო რწმენა იმისა, რომ ყველა რელიგიას ასე თუ ისე, ღმერთთან მივყავართ და საღმრთო წარმომავლობა გააჩნია (Иеромонах Савва (Янич). Вероотступничество.
http://www. rusidea.org/?a=40316).
1995 წელს ქ. სან-ფრანცისკოში ჩატარდა კონფესიათაშორისი კონფერენცია ”მსოფლიო რელიგიები და მომავალი გლობალური ცივილიზაცია”. ამ ღონისძიების უმთავრესი არსი იყო: ”კონტროლი მსოფლიო რელიგიებზე - კაცობრიობაზე კონტროლია...” ამგვარი ზედამხედველობის განსახორციელებლად იქნა სწორედ წამოყენებული ე. წ. ”გლობალური ეთიკის” იდეა, რომელიც წარმოადგენს ძირითად მორალურ განწესებათა კრებულს და რომელიც მსოფლიო რელიგიათათვის საერთო უნდა იყოს. ამ პროექტს მხარი დაუჭირეს ჯორჯ ბუშმა უფროსმა, მარგარეტ ტეტჩერმა, ჯეიმს ბეიკერმა, ბილ გეიტსმა, ჯორჯ სოროსმა, ტედ ტერნერმა და სხვა ცნობილმა პიროვნებებმა, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ”ახალი მსოფლიო წესრიგის”, ანტიქრისტეს სამეფოს მშენებლობაში.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ ეპისკოპალური ეკლესიის კალიფორნიის ეპარქია, ეპისკოპოსი უილიამ სვინგი, გორბაჩოვის ფონდი და მთელი რიგი კათოლიკე ეპისკოპოსები, რომლებიც წარმოადგენდნენ მსოფლიო კონფერენციას ”რელიგია მშვიდობისათვის” (მკრმ). მათ მიმართეს ”დიდ რელიგიურ ტრადიციებს (ე. ი. თვით აღმსარებლობებს - მთარგმნ.) შესულიყვნენ ერთმანეთთან უფრო ღრმა დიალოგში, მსოფლიო კეთილდღეობისთვის, როგორც დედამიწის სიწმინდის გარანტია...” (Корнелия Феррейра. «Миротворцы» от лукаваго...
http://zavtra.ru/cgi/veil/data/zavtra/97/178/64liars.html).
კონფერენციის უმთავრესი მიზანი გახდა ”გლობალური ცივილიზაციის გზაზე მიმავალი კაცობრიობის განვითარების ფუნდამენტალურ პრიორიტეტთა, ღირებულებათა და ქმედებათა” გადმოცემა. ასე ჩაეყარა საფუძველი გაერთიანებულ რელიგიათა ორგანიზაციას (გრო).
აუცილებელია აღინიშნოს, რომ სან ფრანცისკოს ფორუმის მომზადებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მკრმ-ს წარმომადგენლებს. ეს ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს გორბაჩოვის ფონდთან. მისი წევრები უარყოფენ ეროვნულ მოქალაქეობას, გამოდიან პლანეტარული მოქალაქეობისა და მსოფლიო მთავრობის იდეით.
როკფელერის ფონდის ფინანსური დახმარებით მკრმ ქმნის საერთაშორისო ცენტრებს კონფლიქტებისა და რელიგიური პრობლემების გადასაწყვეტად. ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა განთავსებულია ნიუ-იორკში, გაეროს შენობაში. მას გააჩნია ფილიალები მრავალ ქვეყანაში. მჭიდროდ თანამშრომლობს გაეროსთან, იუნესკოსთან და სხვა საერთაშორისო მასონურ ორგანიზაციებთან (იქვე).
1970 წლიდან მკრმ-ს მუშაობაში აქტიურად არის ჩაბმული მოსკოვის საპატრიარქო. 1999 წელს ამ ორგანიზაციის ერთ ერთ თანაპრეზიდენტად არჩეულ იქნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირთა განყოფილების თავმჯდომარე, სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე (ადრე ის იყო საპატიო პრეზიდენტი).
1970 წლის მკრმ-ს შემაჯამებელი დოკუმენტის შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებმაც. შემაჯამებელ დოკუმენტში აღნიშნულია: ”არსებობს ერთი აზრი (მონაწილეთა შორის), რომ რელიგიური ინსტიტუტებმა საკუთარ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა მოსახლეობის აფეთქებაზე. ჩვენ უფრო ნათლად უნდა გამოვთქვათ აზრი სექსუალურ პრობლემატიკაზე, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე, აბორტებზე... რადგან ეკოლოგიური კრიზისი ეს არის მოსახლეობის კრიზისი. შეამცირეთ მოსახლეობა 90 პროცენტით და ეკოლოგიას სერიოზულ ზიანის უკვე ვეღარავინ მიაყენებს”.
ეპისკოპოს სვინგის თქმით, გრო გაავრცელებს ”მსოფლიო სულიერ ტრადიციათა ნათელს (წარმართობისა და ოკულტიზმის ჩათვლით), მსოფლიოში, რომელიც ასე საჭიროებს ნათელს”. გრო ასევე განახორციელებს გლობალურ კონტროლს მსოფლიოს ყველა რელიგიაზე და აიძულებს მათ მიიღოს ის გადაწყვეტილებანი, რომელიც გამომუშავებულია მსოფლიო მთავრობის მიერ, რჩეული უმცირესობის ინტერესების სასარგებლოდ. განზრახულია გააერთიანონ ყველა რელიგიის ადამიანები მასონური ”თანააზროვნების” პრინციპით, ხოლო ყველას, ვინც არ გაიზიარებს ამ იდეას, დაუქვემდებარებს რეპრესიებს: ”მშვიდობა შეუძლებელი იქნება ფუნდამენტალიზმის მოთოკვის გარეშე”, - განაცხადა კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მასონმა რობერტ მიულერმა (გაეროსგენერალური მდივნის ყოფილი თანაშემწე) (მითითებული წყარო. №10).
1998 წლის 18-19 თებერვალს ლამბერტის სასახლეში - კენტერბერიის ეპისკოპოსის რეზიდენციაში - ჩატარდა კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი იყო მსოფლიო ბანკი. მასში მონაწილეობდნენ ყველა ძირითადი, მსოფლიო რელიგიის წარმომადგენლები. ”ფორუმზე, რომელმაც მიიღო სახელწოდება ”მსოფლიო რელიგიები და დიალოგი განვითარებისთვის”, შეიკრიბნენ ბუდისტური, ქრისტეანული, მუსულმანური, იუდეური, ინდუისტური, სიკხური, ჯაინური და ბახაიტური სასულიერო ცენტრებიდან.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია წარმოდგენილი იყო საეკლესიო საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თანამშრომლით, არქიმანდრიტ თეოფანე აშურკოვით - რომელიც, ამავე დროს, არის ერთგვარი მოსკოვის საპატრიარქოს საეკლესიო-საგარეო განყოფილების კომერციული დირექტორი (2000 წელს, აღყვანილ იქნა ეპისკოპოსის ხარისხში, ამჟამად არის სტავროპოლისა და ვლადიკავკაზის ეპისკოპოსი, რუსეთი ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული საზოგადოებრივი პალატის წევრი - ავტ.).
ამ საბჭოს თავმჯდომარეობდა ჯეიმს ვულფენზონი - მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი (სწორედ ის დ. ვულფენზონი, რომელიც ერთდროულად არის ”როკფელერის ფონდის” ფინანსური კომიტეტის დირექტორი და ბილდერბერგის კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; ერთი იმათთაგანი, ვინც პასუხისმგებელია მსოფლიოს ნედლეულის მომპოვებელი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის, მოსახლეობის შემცირების პროგრამისთვის - ავტ.). მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის სიტყვით, ლამბერტის სასახლეში შეკრების უმთავრესი ამოცანა გახდა მსოფლიო რელიგიათა ჩართვა მსოფლიო ინტეგრაციისა და ”ახალი მსოფლიო წესრიგის” ფორმირების პროცესში. შემაჯამებელ დოკუმენტში ლაპარაკია ამ პროცესში სულიერ ლიდერთა მნიშვნელოვან როლზე. ”მათ უნდა უზრუნველყონ სულიერი მათი სულიერი ხელმძღვანელობა, ჩამოაყალიბონ ახალი მსოფლიო წესრიგის მორალური კოდექსი. თანაც, - როგორც ხაზგასმულია დოკუმენტში, - ცალ-ცალკე კი არა, ერთობლიობაში, რელიგიათა მთელი კონსორციუმით”... (კონსორციუმი - თანამეგობრობა, საზოგადოება; ვაჭრობასა და ფინანსებში - რამოდენიმე ბანკის ან კომპანიის გაერთიანება, დიდი მასშტაბის კომერციული ოპერაციის ჩასატარებლად - ავტ.).
ეს უკვე გარკვეული ტიპის ეკუმენიზმიც კი არ არის, არამედ რელიგიურ ფორმაში შემოსილი საიდუმლო ძალთა იდეოლოგია, უხილავი სისტემის ზედა ნაწილი, დაგეგმილი მსოფლიო რეჟიმის - ახალი ბაბილონის, იდეურ-ორგანიზაციული კარკასი”, - აღნიშნულია წიგნში ”ვიდრე ჰხუალ, ბაბილონ?” (Камо грядеши, Вавилон? «Тайное знание» в свете Православия. М. 2002. С. 330-332).
1998 წლის ”Московские новости"-ს მე-12 ნომერში დაიბეჭდა ცნობა კონფერენციის შესახებ, რომელიც მოაწყო მსოფლიო ბანკმა ინგლისში. კონფერენცია დამთავრდა სიტყვებით: ”ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ლამბერტის კონფერენციის უმთავრესი შედეგი იქნება ის, რომ ძლიერი ფინანსური სტიმული გაააქტიურებს მსოფლიო რელიგიათაშორისი სტრუქტურებში გაწევრიანებულ მსოფლიო რელიგიურ ორგანიზაციებს”. ამიტომაც, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ სწორედ ვულფენზონისა და სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, 1998 წლის 23 დეკემბრისთვის, ჩამოყალიბდა რუსეთის რელიგიათაშორისი საბჭო, რომელშიაც შედიან მართლმადიდებლები, იუდეველები, მუსულმანები და ბუდისტები.
”ახალი მსოფლიო წესრიგის” რელიგია ნამდვილად გამოირჩევა ტრადიციული ეკუმენიზმისგან. მისი საიდუმლო სულიერი არსი კარგად გახსნა პაისი მთაწმინდელმა, რომელმაც ბრძანა: ”შენ გწამდეს, როგორც გსურს!” ისინი თვითონ ჩაგდებენ თვიანთ კალათში და წაგათრევენ იქეთ, სადაც მოესურვებათ. ასე გამოდის: მე შენ წაგიყვან, სადაც მინდა, შენ კი გწამდეს, ვისიც გსურს. ეს არის მათი სატანური სისტემა...” (Воробьевский Ю.Ю. Стук в Золотые врата. М. 2000. С. 363).
2000 წლის ივლისში ”დიდი რვიანის” პრეზიდენტებმა ოკინავაში ხელი მოაწერეს ”გლობალური საინფორმაციო საზოგადოების ქარტიას” (Копылов В.А. Информационное право. М. 2003. С.24-34). ეს არის საპროგრამო პოლიტიკური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს XXI საუკუნის ერთიანი მსოფლიო ქსელური საინფორმაციო-ფიჭური საზოგადოების ”ფორმირებისა და განვითარების” პირველ ეტაპს, უფრო ზუსტად - მსოფლიო ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკს ანუ ტექნოტრონულ დიქტატურას. შემთხვევითი არ არის, რომ ქარტიაში განცადებულია ”რევოლუციურ”, ”სოციალურ ტრანსფორმაციაზე”, რომელიც ”შეეხება ადამიანთა ცხოვრების წესს, მათ სამუშაოს და სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთობას”.
გლობალიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი იდეოლოგი ზბიგნევ ბჟეჟინსკიმ ჯერ კიდევ 1968 წელს განაცხადა: ”ჩვენი ეპოქა არ არის უბრალოდ რევოლუციური: ჩვენ შევედით მთელი კაცობრიობის ისტორიის ახალი მეტამორფოზის ფაზაში. მსოფლიო ტრანსფორმაციის ზღურბლზე დგას, რომელიც თავისი ისტორიული და ადამიანური შედეგებით უფრო დრამატული იქნება, ვიდრე ის, რომელიც გამოწვეული იყო საფრანგეთის ან ბოლშევიკური რევოლუციებით... 2000 წელს აღიარებენ, რომ რობესპიერი და ლენინი იყვნენ მსუბუქი რეფორმატორები” (Brzezinski Z. America in the Technotronic Age.Encounter.Vol.ХХХ.N1.Jan.1968.Р.16).
ბჟეჟინსკი გამუდმებით ლაპარაკობდა ადამიანთა ”მასების” კონტროლის განხორციელებასა და მის მართვაზე: ”გაიზრდება პიროვნებაზე სოციალური და პოლიტიკური კონტროლის შესაძლებლობა. ძალიან მალე შესაძლებელი გახდება განხორციელდეს თითქმის განუწყვეტელი კონტროლი თითოეულ მოქალაქეზე და წარმოებულ იქნას მუდმივად განახლებადი კომპიუტერული ფაილ-დოსიეები, რომლებშიაც უბრალო ინფორმაციასთან ერთად შეტანილი იქნება ყველაზე კონფიდენციალური დეტალები თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე და მის ქცევაზე (ამ ექსპერიმენტს სკოლის მოსწავლეებზე უკვე ახორციელებს საქართველოს განათლების სამინისტრო - მთარგმნ.)... საიდუმლო სამსახურებისთვის ეს ფაილები ადვილად მისაწვდომი იქნება. მთელი ძალაუფლება კონცენტრირებული იქნება იმ ადამიანების ხელში, ვინც აკონტროლებს ამ ინფორმაციას... ეს, ცხადია, მთელი ათწლეულების განმავლობაში წარმოშობს ტენდენციას, რომელიც მიგვიყვანს ტექნოტრონულ ერამდე - დიქტატურამდე, რომლის დროსაც ამჟამად არსებული პოლიტიკური პროცედურები თითქმის გაუქმდება...” (იქვე).
ამგვარად, იქმნება საზოგადოება, რომელშიაც ადამიანის ცხოვრება ყველგან მყოფი კომპიუტერული სისტემის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა, რომელიც გააკონტროლებს და წარმართავს მის ქცევას ამ სისტემის მეპატრონის ინტერესებისდა შესაბამისად. ეს იქნება საზოგადოება, სადაც თითოეული თავისუფალი პიროვნება იქცევა კიბერნეტიკის კანონებით მართვად, მორჩილ, დანომრილ ობიექტად, ხოლო მაღალი საინფორმაციო ტექნოლოგიები გამოყენებული იქნება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამის შესახებ, ბუნებრივია, პლანეტის მოსახლეობა არავის გაუფრთხილებია, რადგან ახალი ბაბილონის ჭეშმარიტი მიზნები, როგორც წესი, გულდასმით არის შენიღბული ”მთელი კაცობრიობის ბედნიერი მომავლის” იდეით.
”მიუხედავად სიცოცხლის ფორმებისა და კულტურათა უთვალავი მრავალფეროვნებისა, ჩვენ, ერთი მსოფლიო თანამეგობრობითა და ბედით შეკავშირებული ერთი ოჯახი ვართ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და შევქმნათ ახალი, მყარი გლობალური საზოგადოება, რომელიც დაეფუძნება ბუნებისადმი პატივისცემას, ადამიანის უნივერსალურ უფლებებს, ეკონომიკურ სამართლიანობასა და მსოფლიო კულტურას. ამისთვის კი აუცილებელია, რათა, ჩვენ, პლანეტის მოსახლეობამ, გავიცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა ერთმანეთის, მსოფლიო საზოგადოებისა და მომავალი თაობების წინაშე”, - ეს არის სიტყვების ე. წ. ”მიწის ქარტიიდან” (http://www.earthcharter.ru/zchart.ru), რომელიც დღე და ღამ მღერ
მიმაგრებული სურათი