ნაწყვეტი ჯონ ფეივორსის წიგნიდან "სულიერი მეომარი".
უფრო ვრცლად შეგიძლიად იხილოთ აქ:
"სულიერი მეომარი"წინასწარმეტყველნი და წინასწარმეტყველებანიყველას გაგვიგია წინასწარმეტყველებები კატაკლიზმების და გლობალური ცვლილებების შესახებ, განსაკუთრებით უკანასკნელ დროს – ახალი ათასწლეულის მიჯნაზე. სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა თანამედროვე მსოფლიოში განსაცვიფრებელი სიზუსტით გვაგონებს წინასწარმეტყველურ ნაწერებს იმ სიტუაციების შესახებ, რომლებიც გლობალურ კატაკლიზმებს უძღვიან წინ. სხვები ამტკიცებენ, რომ მისტიკური ჩვენებების მოწმენი ხდებოდნენ, რომლის ამხდარი ნაწილიც ძალიან ზუსტი იყო ხოლმე.თუმცა არ შეიძლება არ ავღნიშნოთ ისიც, რომ არანაკლები წინასწარმეტყველება ჟღერს ფანატიკოსთა ბაგეთაგან.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამ წინასწარმეტყველებათაგან არ ხდება, ზოგიერთ მათგანში რაციონალური მარცვალია ჩადებული. ყველა ჩვენგანს განგვიცდია ე.წ. „ცუდი წინათგრძნობა“, რომელიც გვკარნახობდა, რომ თავი შეგვეკავებინა ამა თუ იმ საქციელისგან. ჩვენ ვერ გავიგებთ, რა საფრთხეები ავიცილეთ თავიდან, როცა ამ შეგრძნებას დავუჯერეთ. უფრო მეტიც, შეიძლება გარკვეული უხერხულობაც ვიგრძნოთ, მივყვებით რა თვითგადარჩენის სუბიექტურ ინსტინქტს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, - ამით უფრო ცუდად არ გავხდით. ზოგიერთი წინასწარმეტყველებებს იღებს როგორც შეხსენებას იმაზე, რომ განვითარების სახიფათო გზას ვადგავართ, და თუ მოვუსმენთ ამ გაფრთხილებების არსს და დროულად შევიტანთ კორექტივებს ჩვენს ქცევაში, შევძლებთ თავიდან ავიცილოთ კატასტროფები.
მოდით გავაანალიზოთ ზოგიერთი შედარებით გავრცელებული წინასწარმეტყველება მომავალი წლების შესახებ და გადავწყვიტოთ, რა უნდა გავაკეთოთ სულიერმა მეომრებმა იმისთვის, რომ სამყაროს სურათი უკეთესისკენ შევცვალოთ.
მსოფლიო ინგრევაუკანასკნელ დროს ბევრი თვლის, რომ მსოფლიო ნგრევის პროცესს განიცდის ეკოლოგიის, გეოლოგიის და ეკონომიკის სფეროებში. გარემოს დაბინძურება პლანეტარული მასშტაბის უბედურება გახდა. პრაქტიკულად ყოველდღე არყევს პლანეტას ვულკანური ამოფრქვევები, ნიადაგის ეროზია, ქარიშხლები, წყალდიდობები და გვალვები. მათ მოაქვთ ტანჯვა მრავალი ადამიანისთვის და სხვა ცოცხალი არსებისთვის.
უნდა დავფიქრდეთ ამაზე. დედამიწა ძალიან ავადაა. იმისთვის, რომ ბალანსი აღვადგინოთ, საჭიროა გარკვეული განწმენდითი სამუშაოები. მრავალი სტიქიური უბედურება ნაწინასწარმეტყველები იყო, როგორც დედამიწის საშუალება თვითგანწმენდისთვის.
მხოლოდ 1998 წელს 300 მილიონმა ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი სახლი მიწისძვრების, წყალდიდობების და ტორნადოების გამო, ხოლო 50 000 ადამიანი სიცოცხლეს გამოესალმა სხვადასხვა სტიქიური უბედურების შედეგად.
ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ნიშნებს და თვალი არ უნდა დავხუჭოთ ამ ყველაფერზე.
დაცულობის მაცდური შეგრძნებაზოგიერთი ადამიანი მართლა სერიოზულ ყურადღებას აქცევს მიმდინარე მოვლენებს, მაგრამ უმეტესობა უკიდურესად ზედაპირულადუყურებს ამ ყველაფერს. სამწუხაროდ, საინფორმაციო სააგენტოების შეტყობინებები ჩვენი ყურადღების კონცენტრაციას ახდენს ყოველ ცალკე აღებულ მოვლენაზე, მაგრამ არ გვაძლევს საშუალებას, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს საერთო პლანით შევხედოთ. ინტუიტიურად გამოვდივართ იქიდან, რომ ეს ყველაფერი სხვას გადახდა და არა ჩვენ. ვერ აღვიქვამთ ტყეს, როგორც ცალკეული ხეების ერთობლიობას და არ ვართ მზად, ვაღიაროთ ის ფაქტი, რომ დედა ბუნებას უფრო და უფრო მეტი სიცოცხლე მიაქვს.
ბუნება არაა ქაოტური და განურჩეველი, ის უბრალოდ რეაგირებს ჩვენს ქმედებებზე. კაცობრიობა მისდამი უკიდურესად მოპყრობას აგრძელებს, და მისი პირველი ბუნებრივი რეაქციაა – შეწყვიტოს ჩვენი დაცვა და შენარჩუნება. თუ ძალადობა არ შეწყდება, იგი აჯანყდება და შეძლებს საკუთარი თავის დაცვას. სწორედ ეს ხდება ჩვენს გარშემო.
რატომ ხდება ეს?ყველა ეს უბედურება და კატასტროფა ჩიხში გვაყენებს. თუ სამყაროში ყველაფერი ჰარმონიულია, მაშინ საიდან მოდის სიღარიბე, დანაშაულობა, რასიზმი, სიხარბე და ძალადობა? რატომ ხდება დროდადრო მთელი ნაციების და ხალხების განადგურება?, თუკი უნივერსალური კოსმიური კანონი არსებობს?
ვართ რა მოაზროვნე არსებები, ბუნებრივია კითხვებს ვსვამთ მარადიულ ჭეშმარიტებებზე და მაღალ მატერიებზე. მაგრამ ამ კითხვებზე პასუხების მიღებამდე, მოდი გადავდოთ ცოტა ხნით გვერდზე პრობლემები და შევეცადოთ გავიგოთ – ყველაფერი მატერიალურ სამყაროში აუცილებლად მეორდება. ყველაფერი ამ სამყაროში – ცოცხალი და არაცოცხალი – განპირობებულია დაბადების, არსებობის და განადგურების კანონებით. და ვერაფერი ვერ გადაურჩება ამ სტადიებს. ამ თვალსაზრისით არაფერია გასაკვირი იმში, რაც დედამიწაზე ხდება.
მომავალი გლობალური ცვლილებებიჩვენ ვდგავართ ისტორიული გარდატეხის ეპოქის წინაშე. ერთი ეპოქა ქრება ისტორიის საზღვრებს მიღმა, ხოლო მის შემდგომ მომავალის ფარდა უკვე ნელ-ნელა იხსნება. და ეს რა თქმა უნდა ხალხზე და გარესამყაროს რეალობაზე ახდენს გავლენას. ასეთია ღმერთის წყალობა, რომელიც კაცობრიობის არსებობის წიგნის შემდეგი თავისთვის გვამზადებს.
კაცობრიობის სეპარატიზმის ვირუსით დაავადების გამო ღმერთი არ გვალოდინებს დიდხანს და აუცილებლად მიიღებს ზომებს, საჭიროს იმისთვის, რომ მისი ერთგულები არ დაზიანდნენ, ხოლო უდანაშაულო ადამიანები არ გადავიდნენ ჭეშმარიტების გზიდან. თავად ღმერთს მოაქვს ტანჯვა და უბედურება იმათ ცხოვრებაში, ვისაც უყვარს იგი, იმიტომ რომ სირთულეების გადალახვისას ერთგული სულები უფრო ძლიერდებიან და რწმენას იმაგრებენ. ეს სირთულეები არწმუნებს ადამიანებს, რომ დედა-ბუნება და მამა-ღმერთი გულგრილნი არ არიან ჩვენს მიმართ. მათ უარი არ უთქვამთ ჩვენზე და არ დავვიწყებივართ. მხოლოდ ესეც კი უკვე იმედს გვაძლევს.
კაცობრიობის ტანჯვის ჭეშმარიტი მიზეზები იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები უკანასკნელი გამოცდის ჩასაბარებლად ემზადებიან. ყოველი ჩვენგანი რთულ გამოცდას გადის, რომლის არსია – აჩვენოს, რამდენად წარმატებით შეძლებს კაცობრიობა მომავალი ცვლილებების გადალახვას, თუკი საერთოდ შევძლებთ ამის გაკეთებას. ჩვენში თავიდანვე ჩადებულია შესაძლებლობა ცვლილებებისადმი, მაგრამ არავინ ჩვენს გარდა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ამისთვის ყველაფერი აუცილებელი გავაკეთოთ.
სამწუხაროდ ბევრი ჩვენგანი მცირე დაინტერესებასაც კი არ ავლენს და ვერ ხვდება სიტუაციის სერიოზულობას. საბოლოო ჯამში ჩვენივე ცხოვრების სტილი შეიძლება ჩვენთვისვე აღმოჩნდეს უფრო მეტი საფრთხე, ვიდრე გულგრილი საზოგადოება. მთელი საზოგადოებები, რომლებმაც ვერ აღზარდეს თავის მოქალაქეებში სწრაფვა უბრალო ცხოვრებისადმი, კეთილი ურთიერთობებისადმი და თვითკმარი ცხოვრების პრინციპებისადმი, ბედის მძიმე დარტყმის ობიექტები გახდებიან. „გაფუჭებული“ ადამიანები, რომლებმაც დაუცხრომელი მადა განივითარეს ფუფუნებისადმი, უხეშად იქნებიან თანამედროვე სამყაროს რეალობაში დაბრუნებულნი, და ბევრს არ ეყოფა გამბედაობა და ძალა იმისთვის, რომ ამ სერიოზულ გამოცდებს გაუძლოს.
ცნობიერების ამაღლების აუცილებლობაროცა ვსაუბრობთ მომავალ ცვლილებებზე და უბედურებებზე, პირველი, რასაც ხალხი კითხულობს: „როგორ გადავრჩე თავად? სად არის ყველაზე უსაფრთხო ადგილი დედამიწაზე? რამდენი მაქვს დრო? როგორ უზრუნველვყო თავი საჭმელით და წყლით?“ ჩვენი თანამედროვეების უმეტესობას ცნობიერება მიმართული აქვს „მე“-სკენ და „ჩემი“-სკენ, რაც გასცემს მისი ხასიათის ისეთ ნაკლოვანებებს, როგორიცაა შინაგანი სისუსტე, გამთლიანებული ბუნების და სულგრძელობის არ არსებობა. მათ თავშიც კი არ მოსდით აზრი უმაღლესი მიზნისათვის მსხვერპლის შესახებ. იშვიათად თუ კითხულობს ვინმე: „როგორ დავეხმარო ჩემს მოყვასს, ან იმ ინვალიდს, რომელიც ვერ შეძლებს თავისით დააღწიოს თავი ცეცხლის ალს ან წყალდიდობას?“ ადამიანების უმეტესობა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს.
სიტუაციის მათივე გამომწვევი მიზეზებით აღმოფხვრა, - უაზრობაა. მანამ, სანამ თანდათანობით არ ავმაღლდებით და არ გამოვიმუშავებთ სიყვარულის ქმედებაში გატარების უნარს, ჩვენში არასოდეს გამოვლინდება ღვთაებრივი ნაპერწკალი. ღვთაებრივი ცნობიერება საოცარ დაცვას იძლევა და იმედით გვავსებს, ასევე სხვა მრავალ ნიჭსაც გვაძლევს, რომელთა შესანიშნავი ბუნებაც აღწერას არ ექვემდებარება. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები მხოლოდ პოტენციურად ვართ ღვთაებრივნი და ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული.
არაფერს ზემოთქმულიდან არ შეუძლია, რომ დააბნიოს ან გააკვირვოს სულიერი მეომარი. სულიერ მეომარს აქვს ცოდნა ადამიანის ჭკუის ბუნების შესახებ და მისი უნარის შესახებ – რაციონალური ახსნა მიცეს მოვლენებს. განპირობებული ჭკუის აზრთა ნაკადი ყოველთვის საკუთარი სურვილების ასრულებისკენაა მიმართული. ჭკუას შეუძლია უარყოს და იგნორირება გაუკეთოს არასასიამოვნო და საშიშ ჭეშმარიტებას, მიუხედავად მისი თვალნათლივი რეალობისა.
ისტორიის გაფრთხილებებიწინასწარი გაფრთხილებები მომავალი კატაკლიზმების შესახებ საუკუნეთა მანძილზე დედამიწის თითქმის ყველა კუთხიდან მოდიოდა. ზოგიერთი შედარებით ამაღლებული, გამომგონებელი და შორსმჭვრეტელი გონება ცდილობდა, რომ ავერიდებინეთ განვითარებადი ტექნოლოგიების და ბუნების საწინააღმდეგო რეაქციის საფრთხისგან.
მთელი ისტორიის მანძილზე მწერალი – ფანტასტები, რომანების და სატირული თხზულებების ავტორები ცდილობდნენ, რომ ავერიდებინეთ სიამაყის და სიხარბის მანკიერებებისგან. ჯონათან სვიფტის, ლუის კეროლის, ჩარლზ დიკენსის, მარკ ტვენის, ოლდოს ჰაკსლის, ჰერბერტ უელსის, ბერნარდ შოუს, აიზეკ აზიმოვის შრომები სავსეა კაცობრიობის მიერ არჩეული არასწორი გზის ცოცხალი და ხატოვანი მხილებებით. ყველა ეს დიადი გონება ყველას გასაგონად საუბრობდა კაცობრიობის მზარდ ავადმყოფობაზე. მრავალი მათგანი, ისეთი, როგორიცაა მაგალითად ოლდოს ჰეკსლი თავის ნაშრომში „Bრავე ნეწ წორლდ“, აღმოსავლურ მისტიციზმს და ტრანსცენდენტალიზმსაც კი მიმართავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მატერიალიზმი ამ ცნებებისადმი ცინიკურ დამოკიდებულებას გვასწავლიდა.
მსგავსი კითხვები ნებისმიერი გონიერი ადამიანის ცნობიერებაში ჩნდება. მართალია მთლიანად არ უნდა ჩავიძიროთ შესაძლო კრიზისის განსჯაში, მაგრამ არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ ამ გაფრთხილებებს, განსაკუთრებით წარსულის წინასწარმეტყველებებს. ამიტომ უფრო დაკვირვებით უნდა შევხედოთ ზოგიერთ წინასწარმეტყველებას და ავივსოთ ჩვენთან საუკუნეთა სიღრმეებიდან მომავალი გზავნილის არსით.
მრავალი წინასწარმეტყველება სხვადასხვა მეტაფიზიკური და სულიერი ტრადიციის კონტექსტით გაჩნდა. თუმცა მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ რამდენიმე წინასწარმეტყველება კატაკლიზმების შესახებ ათეისტების პირიდანაც გაისმა. ნიშნავს ეს, რომ სულიერი ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან მასობრივი პარანოიისადმი? თუ ისინი უფრო ღრმა შინაგანი ხედვით არიან დაჯილდოებულნი? გთავაზობთ თავად გასცეთ პასუხი ამ შეკითხვას.
* * *
მედიუმები ლაპარაკობენ მომავალზეარიან ადამიანები, რომლებსაც მომავლის გამოცნობის თანდაყოლილი უნარი აქვთ. შესაძლოა ზოგიერთი მათგანი წინა ცხოვრებაშI იოგი იყო და ეს ნიჭი ახალ ცხოვრებაშიც გადმოჰყვათ. სხვები შეიძლება სხვა სამყაროებიდან მოვიდნენ, სადაც ცოცხალ არსებებს ასეთი თვისებები გააჩნიათ. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, წინასწარმეტყველების ნიჭი ძალიან იშვიათია, და როდესაც ასეთი ადამიანები დედამიწაზე მოდიან, ისინი ბუნებრივია საერთო ფონზე გამოირჩევიან.
ამ კატეგორიას განეკუთვნება ზოგიერთი მედიუმი, რომელსაც წინასწარმეტყველების ნიჭი აქვს. მათში ჩადებულია რაღაც განსაკუთრებული. მათ აქვთ ნათელი აურა, რაც მიანიშნებს მათ უჩვეულოდ კარგ კარმაზე და მდიდარ გამოცდილებაზე წინა ცხოვრებებიდან. მრავალი მათგანი ახლო მომავალში შეიძენს მაღალ ძალებს, ან უკვე შეძენილი აქვთ.
ათასწლეულების მანძილზე დედამიწაზე გამოჩნდა რამდენიმე წინასწარმეტყველი, რომელთა წინასწარმეტყველებებიც საოცარი სიზუსტით ახდა. მაშ, მოემზადეთ მოისმონოთ ყველაზე მთავარი. საქმე იმაშია, რომ ეს წინასწარმეტყველები ახლო მომავალში შეუქცევად ცვლილებებს გვპირდებიან. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი დაიღუპება.
ისტორიის ფურცლებზე რეგულარულად ჩნდება ისეთი ადამიანების სახელები, როგორიცაა ედგარ კეისი და ნოსტრადამუსი. ნოსტრადამუსის პრაქტიკულად ყველა წინასწარმეტყველება ზუსტი აღმოჩნდა.
ედგარ კეისიც ასევე უჩვეულო შესაძლებლობებს ფლობდა. შენახულია უამრავი წინასწარმეტყველური ხასიათის მოწმობა, რომელმაც კეისმა ტრანსის მდგომარეობაში გააკეთა. პრაქტიკულად ყველა ასრულდა. კეისი ამბობდა, რომ იაპონია წყნარ ოკეანეში ჩაიძირება, ხოლო ასწლეულის მიჯნაზე მიწისძვრები გაანადგურებს კალიფორნიას. მან სხვა წვრილმანებიც თქვა მომავალი კატაკლიზმების შესახებ.
ასტროლოგების შეტყობინება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდანბ.ვ. რამა, ბანგალორში (ინდოეთში) მცხოვრები ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ასტროლოგი, გახდა უჩვეულო გამოკვლევის ინიციატორი. ის დაუკავშირდა ზოგიერთ თავის კოლეგას – მსოფლიოს ყველაზე წამყვან ასტროლოგებს, და წინასწარმეტყველებების წიგნი შეადგინა. ყველასთვიოს გასაკვირად, ისინი ფაქტიურად ერთხმად აღიარებდნენ, რომ XXI საუკუნის დასაწყისში სერიოზული კატასტროფები და უბედურებები მოგველის. ზოგიერთი ამ უბედურებებს ომებთან აკავშირებდა, ზოგიერთი მიწისძვრებთან და წყალდიდობებთან, სხვები კი ამბობდნენ, რომ უახლოეს დროში დედამიწის სახე საოცრად შეიცვლება. ცხადი ერთია – ყველანი ისინი საუბრობენ საშინელი მასშტაბების გლობალურ კატასტროფებზე.
წინასწარმეტყველური სიზმრებისიზმრების გამოკვლევა წინასწარმეტყველებების კიდევ ერთი წყაროა. იმასთან დაკავშირებით, რომ მე საქმე მქონდა მსგავს მოვლენებთან და ჩემს წიგნებში და ლეციებში ვარჩევდი მათ, ჩემს საფოსტო ყუთში ხშირად მოდის წერილები, რომლებშიც ადამიანები მსგავს გამოცდილებას მიზიარებენ. ვეყრდნობი რა მსგავს შეტყობინებებს, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, , რომ მრავალი ადამიანი ხედავს სიზმრებს, რომლებიც გლობალურ კატაკლიზმებს გვპირდება. ამასთან საინტერესოა ავღნიშნოთ, რომ ხშირად სიზმრების შინაარსი სრულიად განსხვავებული ადამიანებისთვის ერთი და იგივეა., მიუხედავად მანძილისა, რომელიც მათ ჰყოფს და მიუხედავად განსხვავებული ენისა, კულტურისა და აღზრდისა. ამგვარად მე დავრწმუნდი ჩეტ შოუს დასკვნების სიმართლეში, რომელმაც იმ მასობრივი სიზმართხილვების ფორმულირება მოახდინა, რომლებიც გლობალური მასშტაბის მოვლენებზე მიგვითითებენ.
მოწმობები, რომლებიც ჰიპნოზის და
რეგრესიის მდგომარეობის დროს იქნა მიღებულიჯერ კიდევ მაშინ, როცა პრინსტონის უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, მე დავწერე საკურსო აღმოსავლურ ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაზე. ჩემი გამოკვლევების ერთ-ერთ თეზისად მოვიყვანე მოწმობები, რომლებიც ჰიპნოზური რეგრესიის დროს იქნა მიღებული. ადამიანთა მონათხრობმა წარსულ და მომდევნო ცხოვრებაზე, ასევე სხვა უეჭველმა ფაქტებმა დამარწმუნა სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის არსებობაში.
ადამიანებმა, რომლებიც რეინკარნაციის არსებობას უარყოფენ, უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ თეორიის ყველაზე გულმხურვალე მომხრეები ადრე რეინკარნაციის ყველაზე მრისხანე მოწინააღმდეგეები იყვნენ. მეციერი ჯესი შტერნი და მისი პაციენტი, მწერალი-რომანისტი ჯანეტ ტაილორ კოლდუელი, ცნობილი ფიზიკოსი რუთ მონტგომერი და თავად ედგარ კეისიც კი თავიდან არ თვლიდნენ თავს რეინკარნაციის თეორიის მომხრეებად მანამდე, სანამ მათ არ მოუწიათ შეჯახებოდნენ ამის ნათელ მტკიცებულებებს.
არსებობს კიდევ ერთი დამაინტრიგებელი ასპექტი ჩვენს გამოკვლევაში. ინტენსიური ჰიპნოზური პროგრესიის მომენტებში, როცა პაციენტი მომავალში გადადის, - ვთქვათ, XXI ან XXII საუკუნეში, - მრავალი ადამიანი ვერ ხედავს საკუთარ თავს. ფაქტიურად ვერცერთმა პაციენტმა ვერ დაინახა საკუთარი თავი XXII საუკუნეში.
მათგან, ვინც XXI საუკუნეში შეძლო გადასვლა, პრაქტიკულად ყველამ საოცრად მსგავსი აღწერილობა მოგვცა. ბევრი ვერ ხედავდა ვერაფერს გარდა საშინელი უბედურებებისა და საოცარი ცვილებებისა. ტრანსის მდგომარეობაში ისინი ამტკიცებდნენ, რომ პრაქტიკულად ვერავინ ვერ შეძლებს მომავალში გადარჩენას, ხოლო ისინი, ვინც ამას შეძლებს, მოუწევთ იზოლირებული ცხოვრება სასოფლო-სამეურნეო “ობშინებში”, რომლებიც ტექნოლოგიური ცივილიზაციის ხაფანგისგან მოშორებით იქნება შექმნილი.
დოქტორ რეიმონდ მოუდის ფსიქომანტიუმიარსებობს წინასწარმეტყველების კიდევ ერთი მეთოდი – ე.წ. ფსიქომანტიუმი – ბნელი ოთახი კედელში ჩამონტაჟებული სარკეებით, რომელშიც ადამიანები მომავალს ხედავენ და ამ სარკეებში ჩახედვით გარდაცვლილებთან ურთიერთობა შეუძლიათ. დოქტორმა მოუდიმ შექმნა ოთახი, სადაც მთელი ეს საკვირველებები ხდება. ხშირ შემთხვევაში ამ ოთახში მყოფი ადამიანები მომავლის მსგავს განცდას აღწერდნენ. ისინი ხედავდნენ საშინელ უბედურებებს, რომლებშიც მილიონობით ადამიანი იღუპებოდა. ამის შემდეგ კი ახალი ცივილიზაცია იწყებოდა.
დინოზავრების გზავნილისაინტერესოა ახალი აღმოჩენები არქეოლოგებისა, რომლებმაც ყინულის და თოვლის სქელი საფარის ქვეშ დინოზავრების გაყინული ნაშთები იპოვნეს. იპოვნეს არა მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები, არამედ დინოზავრთა მთლიანი სხეულებიც. ზოგიერთ შემთხვევაში მათ გაუმართლათ და იპოვეს მამონტები, რომელთა კუჭშიც გადაუმუშავებელი ტროპიკული მცენარეები ნახეს.
თავიდან მეცნიერები განცვიფრდნენ – ისინი არქტიკულ რეგიონებში ნახეს, სადაც ასეთი მცენარეები არასოდეს არ იზრდებოდნენ. თუმცა საბოოო ჯამში მკვლევარებმადაადგინეს, რომ ამ რეგიონში კლიმატის მკვეთრი ცვლილება მოხდა. ცხადი იყო, რომ დინოზავრების არსებობის დროს კლიმატი პლანეტაზე ტროპიკულიდან არქტიკულამდე შეიცვალა.
ძველი ამერიკის დროის შკალებიამერიკელი აბორიგენები თავდაპირველად ბუნებასთან ჰარმონიულად ცხოვრებას ცდილობდნენ, ურთიერთობდნენ წინაპრებთან და ასევე ბუნების გარკვეულ ძალებთან. მაიას ტომები ამტკიცებდნენ, რომ ერთხელ ტექნოლოგია ადამიანის წინააღმდეგ შემობრუნდებოდა. მათი კალენდარის თანახმად 2012 წლისთვის ტექნოლოგია ადამიანთა კონტროლიდან გამოვა და მსოფლიოს გაანადგურებს.
ალბათ სისულელე იქნება, რომ ყური არ ვუგდოთ მათ სიტყვებს. ამაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ მთელი ისტორიის მანძილზე მაიას კალენდარი მათი მღვდელთმსახური პირების მოსვლას წინასწარმეტყველებდა. თუმცა ამ კალენდრის თანახმად, რელიგიური ტრადიციის ამჟამად მოქმედ თავს შეცვლის კიდევ ერთი და ის გახდება უკანასკნელი ამ ჩამონათვალში. მიზეზი კი ზემოთ იქნა ნათქვამი – ცივილიზაციის განადგურება. მაიას ცივილიზაციის ნაწერები ამტკიცებენ, რომ ადამიანებს სრულიად განსხვავებული პრინციპებით მოუწევთ ცხოვრება, რათა ახალ პირობებში არსებობა ისწავლონ. აცტეკები და ჰოპებიც მსგავს თემებზე საუბრობენ. ამ ხალხის ცოდნის გადაცემის სიტყვიერი ტრადიციები ერთხმად აღიარებენ, რომ უახლოეს მომავალში დიდი კატაკლიზმები მოხდება.
მომავლის ბუდისტური სურათიბუდიზმის ტრადიციაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ბუდიზმი 2500 წელი იარსებებს, რის შემდეგაც ან კარდინალურად შეიცვლება, ან საერთოდ გაქრება. 2000 წლის მიწურულს ბუდისტური ტრადიცია თავისი არსებობის ზუსტად 2500 წელს იზეიმებს. ტიბეტელი ბუდისტები ამბობენ, რომ მეთოთხმეტე დალაი-ლამას წასვლის შემდეგ მის ტახტზე აღარავინ ავა. ახლა ბუდისტები სწორედ მეთოთხმეტე დალაი-ლამას ეთაყვანებიან.
მუსულმანები ცივილიზაციის დაღუპვას წინასწარმეტყველებენისლამური წმინდა წერილები ამტკიცებენ, რომ მალე მას შემდეგ, რაც ადამიანი მთვარეზე დააბიჯებს ფეხს, არსებული ცივილიზაცია დაინგრევა. ბევრი ამბობს, რომ ჩვენი ცივილიზაცია აგებულია ჭკუის კონტროლის პრინციპზე, რასაც მივყავართ სწორედ დაღუპვამდე. ეზოთერული ისლამური ტექსტები, მაგალითად, საუბრობენ ცალთვალა მონსტრზე, რომელიც თავის ცონტროლს დაუქვემდებარებს ყოველ სახლს. ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს ცალთვალა მონსტრი – ჩვეულებრივი ტელევიზორია.
მარიამ ღვთისმშობლის გაფრთხილებანიუკანასკნელ დროს სულ უფრო ხშირად ლაპარაკობენ, რომ სრულიად განსხვავებულ ადამიანებს ღვთისმშობლის ხატი ეცხადება. ის ასობით ათას ადამიანს გამოეცხადა მთელს მსოფლიოში. ამასთან პრაქტიკულად ყოველთვის ღვთისმშობელი მიმართავდა ადამიანებს უბრალო, მაგრამ დაჟინებული გზავნილით, რომელიც ამბობდა, რომ მსოფლიო გადარჩენა, თუ ეს სართოდ შეიძლება, მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა ადამიანები შეცვლიან თავის ცხოვრებას, მოინანიებენ და ღმერთს მიმართავენ. მისი გზავნილის მეორე ნაწილში ნათქვამია, რომ თუ ადამიანთა ცოდვები გაიზრდება, ძალიან ახლო მომავალში საშინელი უბედურებები დატრიალდება.
გაგრძელება იქნება... This post has been edited by cinemamu on 22 Jul 2010, 11:22