ღვთის წყალობით. არის ასეთი ბავშვების თამაში,შეადარე ორი ნახატი და იპოვე ათი მსგავსება;
შეადარეთ ასევე იოანეს გამოცხ. 12,13 თავები საბჭოთა კავშირის დაარსების ისტორიას და უფრო მეტ არა მხოლოდ მსგავსებას არამედ პირდაპირ ახსნას იპოვით.
ხაზს გასმით ეს სიტყვებია საგულისხმო: წითელი ,შვიდი მეფე,ღვთის მგმობელები,ერთი თავი სასიკვდილოდ იქნება დაჭრილი, შვიდიდან ერთი წაიყვანს დასაღუპად.
* * *
უფრო კონკრეტულად.
რუსეთის დაშლა გარდაუვალია.1981 წლიდან განვარტავ იოანეს გამოცხადებას.წითელი დრაკონი რომელზეც ამ თავებშია საუბარი ხომ საბჭოთა კავშირი და შემდგომი რუსეთია.1981 წლიდან განუმარტავდი მეგობრებს,ახლობლებს და ეკლესიებს,რომ საბჭოთა კავშირი დაიშლება მეშვიდე ხელმძღვანელზე.1991 წელს სწორედ მეშვიდე თავზე მოხდა მოსახდენი.რუსეთის დაშლა ეს წინამდებარე მოვლენებია.გთხოვთ კიდევ ერთხელ ჩაუღრმავდეთ ქვემოთ მოტანილ ადგილებს სახარებიდან და ყველა იმ ძალებს ვინც ისევ რუსეთზე ამყარებს იმედებს მოვუწოდებ
გამოფხიზლდით და ნუ დააფუძნებთ თქვენს მომავალს ამ ქვეყანაზე.იოანეს გამოც. 12თავიდან
20 თავის ჩათვლით, დედამიწაზე პირველი ათეისტური საბჭოთა რუსეთის დაარსებასა და მის დანგ–
რევასა და ათეისტური კომუნისტური აზროვნების ათასი წლით ჩაკეტვაზეა ნაწინასწარმეტყველები:
გამოც.იოანესი 12,3-ეს ათეისტური საბჭოტა კავშირის სულიერი სახეა.
გამოც.იოანესი 12,9-12 -ეს პირველი ათეისტური ღვთისმგმობელი სულის მქონე სახელმწიფოს დაარსებაა დედამიწაზე.
გამოც.იოანესი 12,17 -ბოლშევიკების სამოქალაქო ომები თეთრგვარდიელებთან.
გამოც.იოანესი 13,1-2 - საბჭოთა კავშირი რესპუბლიკების ძალით შემოერთების შემდეგ.შვიდი თავი ლენინი,სტალინი,ხრუშჩოვი,ბრეჟნევი,ანდროპოვი,ჩერნენკო და გორბაჩოვია.ათი რქა ლიტვა,ლატვია,ესტონეთი,მოლდავეთი,ბელორუსია,უკრაინა,საქართველო,აზეირბაიჯანი,სასომხეთი და კაზახეთია...
გამოც.იოანესი 13,3-4-ეს ლენინია,რომელიც შხამში ამოვლებული ტყვიით დაჭრეს და გადაუჩა სიკვდილს.ამის გამო ბევრმა თაყვანი სცა მას და უღმერთოებას.
გამოც.იოანესი 13,5-6-ეს ლენინის რადიკალურ ღვთისმგმობელობაზეა და იმ დროზეა რამდენიც იცოცხლა დაჭრის შემდეგ.
გამოც.იოანესი 13,7-8-ეს ის ქვეყნებია სადაც გაიმარჯვეს კომუნისტებმა.
გამოც.იოანესი 13,11-13-ეს სტალინია.
გამოც.იოანესი 13,11-15-ეს სტალინია.ის იყენებდა პირველი მხეცის,ლენინის ავტორიტეტს,გააფეტიშა ის მთელი მსოფლიოსათვის და ნადგურდებოდა ყველა და ყველაფერი ვინც თაყვანს არ ცემდა ლენინის ხატებას.
გამოც.იოანესი 13,16-ანუ ემოქმედათ ლენინის სადიდებლად ფიზიკური ან გონებრივი შრომით.
გამოც.იოანესი 13,17-ეს რიცხვი დარწმუნებული ვარ ლენინია.
გამოც.იოანესი 17,11–გორბაჩოვია,რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი.
გამოც.იოანესი 14,8–11–კომუნისტური და შემდგომი რუსეთის დასასრული.
This post has been edited by temart on 4 Jun 2010, 12:42