ილუმინატები (ლათ. illuminati — „განათლებულნი“, გერმ. Illuminatenorden) — სახელწოდება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა სხვადასხვა ოკულტურ და ფილოსოფიურ მიმდინარეობათა წარმომადგენლებს[1]. ტერმინი „ილუმინატები“ გამოიყენებოდა გერმანული ფარული ორგანიზაციის მიმართ, რომელიც 1776 წელს დააარსა განმანათლებლური ხანის გერმანელმა პროფესორმა ადამ ვაისჰაუპტმა [2]. დღესდღეობით, აღნიშნული ტერმინი ხშირად გამოიყენება „შეთქმულების თეორიაში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს არსებული მსოფლიო წყობის შეცვლა და ახალი მსოფლიო წესრიგის (ლათ. Novus Ordo Seclorum) დამყარება.
ადამ ვაისჰაუპტისა და ადოლფ ნიგეს „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი ისტორია„ბავარიელი ილუმინატების“ ორდენი დაარსდა ადამ ვაისჰაუპტის მიერ ინგოლშტადტის უნივერსიტეტი 1776 წლისს 1 მაისს და თავდაპირველად მხოლოდ 5 წევრისაგან შედგებოდა. ვაისჰაუპტს სურდა, რომ ფარულ ორგანიზაციას ეტარებინა სახელწოდება „პერფექტებილისტები“ (ინგლ. Perfectibilists). პროფესორი იმედოვნებდა, რომ შეძლებდა მასონური ტრადიციების საფუძველზე ჩამოეყალიბებინა საკუთარი ფარული ორგანიზაცია, თუმცა მოგვიანებით აზრი შეიცვალა, რადგან მასონური „საიდუმლოებანი“ სერიოზულ შინაარს მოკლებულად მიიჩნია[3].
პროფესორი ადამ ვაისჰაუპტი დეიზმისა და განმანათლებლობის ლიბერალურ იდეათა ცნობილი მიმდევარი იყო, იგი მიზნად ისახავდა საკუთარი ორდენის გამოყენებას აღნიშნულ მოძღვრებათა გავრცელებისა და პოპულარიზაციისათვის. ვაისჰაუპტს მიაჩნდა, რომ ადამიანი თავისი ბუნებით არ წარმოადგენდა ბოროტებას — უარყოფითად მასზე მოქმედებდა გარესამყარო, კერძოდ კი სახელმწიფო და რელიგია. შესაბამისად, თუკი ადამიანი შეძლებს აღნიშნულ სოციალურ ინსტიტუტთა ზემოქმედებისაგან გათავისუფლებასა და საკუთარი ცხოვრების საღი გონებით წარმართვას, ზნეობრივი პრობლემები აღარ იარსებებენ. ილუმინატების მთავარ მიზნად გამოცხადებული იყო კაცობრიობის ცნობიერების ამაღლება და მისი სრულყოფა „ახალი იერუსალიმის მშენებლობის“ გზით[4].
„წიგნის ჭია“ — ასე მოიხსენიებდნენ ვაისჰაუპტს. მისი ძირითადი კონცეფცია იყო შეექმნა და ჩამოეყალიბებინა ელიტარული ჯგუფი, რომელიც შეძლებდა ბავარიის მართვას. არსებობის პირველ ხანებში „ბავარიელი ილუმინატები“ წევრებად იწვევდნენ ინგოლშტადტის უნივერსიტეტის პროფესორებს, მაგრამ ორდენის რიგები ნელა ივსებოდა — მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა გარკვეული ნაწილი ადვილად გაეხვია ვაისჰაუპტის ინტრიგულ კონცეფციაში და შემოქმედებითი კარიერის გაფართოების მიზნით გაწევრიანდნენ ორდენში, თუმცა მალევე დატოვეს მისი რიგები. ამ პრობლემის გადასაჭრელად 1777 წელს ვაისჰაუპტი გაწევრიანდა მიუნხენის მასონურ ლოჟაში[5], თუმცა ვაისჰაუპტის ორდენის პოპულარიზაციაში მთავარი წვლილი მიუძღვოდა ბარონ ადოლფ ნიგეს, რომელიც პროფესორის თანამოაზრე გახდა[3]. თავდაპირველად ნიგეც ამაოდ ცდილობდა ახალი თაობის გერმანელი განმანათლებლების ისეთი წევრების გადმობირებას, როგორებიც არიან — ფრიდრიხ შილერი, გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგი, იმანუელ კანტი, ფრიდრიხ ჰეგელი, თუმცა 1782ს წლის აგვისტოში შედგა ვილჰელმსბადის მასონური კონვენტი, რომლის მთავარ საკითხს წარმოადგენდა ფარულ ორგანიზაციათა პოზიციების დაახლოება. მრავალი მასონი გაწევრიანდა ილუმინატების გაერთიანებაში იმ აქტიური პროპაგანდის შედეგად, რომელსაც ეწეოდნენ ადამ ვაისჰაუპტი და ადოლფ ნიგე[5].
1777 წელს ჰერცოგი კარლ IV თეოდორი გახდა ბავარიის მმართველი, მან აქტიური ბრძოლა დაიწყო განმანათლებლური აბსოლუტიზმისა და ფარული ორგანიზაციების გავრცელების წინააღმდეგ ბავარიის საგრაფოში. სწორედ ამ მიზნით 1785 წელს მან გაანადგურა ილუმინატთა ხელთ არსებული საიდუმლო ინფორმაცია და ლიტერატურა. ორდენის სტრუქტურულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული შეუთანხმებლობის გამო, ნიგე და ვაისჰაუპტი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, მათი მეტოქეობა ორდენის ხელში ჩაგდებისათვის საბოლოოდ დასრულდა განხეთქილებით 1784 წლის 1 ივლისს — ნიგემ და მისმა თანამოაზრეებმა ორდენი დატოვეს. „ბავარიელი ილუმინატების“ მოღვაწობას 1784-1787 წლებში შედეგად მოჰყვა 4 ბრძანება მათი საქმიანობის აღკვეთის შესახებ — 1784 წელს კარლ თეოდორმა კატეგორიულად აკრძალა ფარულ საზოგადოებათა და ორგანიზაციათა საქმიანობა. 1785 წელს სასამართლომ მასონებსა და ილუმინატებს ბრალი დასდო სახელმწიფო ღალატსა და მწვალებლობაში. 1786 წელს ხელისუფლებამ გაჩხრიკა ორდენის ერთ-ერთი გავლენიანი წევრის — ფრანც ხავიერ ფონ ცვაკის სახლი, აღმოჩენილ იქნა დიდი რაოდენობით წიგნები და დოკუმენტები, რომლებიც ეხებოდნენ ორდენის წევრებსა და მათ საქმიანობას[3]. ამის შემდგომ ფარული ორგანიზაცია კიდევ ერთხელ მოექცა ბავარიის მთავრობის ყურადღების ცენტრში — 1787 წელს „ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის წევრობა დანაშაულად გამოცხადდა და სიკვდილით ისჯებოდა. რომის პაპმა პიუს VI-მ დაგმო საიდუმლო ორდენის მოძრაობა, ილუმინატები კათოლიკური ეკლესიის მტრებად გამოაცხადა და გაასამართლა კიდეც ორდენის წევრები[5].საბოლოოდ, ორდენი დაიშალა, ადამ ვაისჰაუპტი ბავარიიდან გაიქცა და მთელი სიცოცხლე (გარდაიცვალა 1830 წლის 18 ნოემბერს) დევნილობაში გაატარა.
ორდენის სტრუქტურა
თავდაპირველად ილუმინატთა ორდენის სტრუქტურა მოიცავდა 3 საფეხურს — „მორჩილი“, „მინერვალი“, „განათლებული მინერვალი“[3]. ორდენის ყოველი ახალი წევრი უსიტყვოდ ემორჩილებოდა ხელმძღვანელთა ნებას, ამასთან, ისინი ვალდებულნი იყვნენ ორდენისათვის მიეწოდებინათ სრული ინფორმაცია პირადი ცხოვრების შესახებ[3]. „მორჩილება“ გრძელდებოდა 2 წლის განმავლობაში, ამის შემდეგ ორდენის წევრები მომდევნო საფეხურზე ინაცვლებდნენ.
მოგვიანებით, როდესაც ორდენის წევრთა რაოდენობა გაიზარდა, მისი სტრუქტურა შეიცვალა, მიემსგავსა იეზუიტთა ორდენისა და მასონთა ლოჟის სტრუქტურას[6]. ილუმინატები მკაცრად იცავდნენ „იერარქიულ პირამიდას“. საზოგადოების ბირთვს წარმოადგენდა არეოპაგი (ძვ.-ბერძნ. Ἄρειος Πάγος), რომელიც შედგებოდა 12 ყველაზე მეტად დამსახურებული წევრისაგან.
„ბავარიელი ილუმინატების“ ორდენის განახლებული სტრუქტურა მოიცავდა შემდეგ საფეხურებს:
Areopagites
Illuminatus dirigens
Illuminatus major
Illuminatus minor
Insinuat
Minervals
ილუმინატები არ ინტერესდებოდნენ ნებისმიერი მსურველით, ისინი თავად ირჩევდნენ ორდენის წევრებს — ეს ხანგრძლივი პროცესი მოიცავდა დაკვირვებას სასურველ კანდიდატზე, მის მომზადებას ორდენში გაწევრიანებისათვის, სპეციალური რიტუალის ჩატარებას (ნაწილობრივ ნასესხებია მასონთაგან)[3], საზეიმო ფიცის დადებასა და ფარული ფსევდონიმის მინიჭებას. თავად ადამ ვაისჰაუპტის ფსევდონიმი იყო „სპარტაკი“[6].
ინიციაციის შემდეგ ორდენის ახალი წევრები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში, რომლებიც ეძღვნებოდა განმანათლებლობის ეპოქის ფილოსოფოსთა ნაშრომების შესწავლას. იმ შემთხვევაში თუ ახალწვეული უფრო დიდ ინტერესს გამოიჩენდა ორდენის საქმიანობისადმი, ის გადაინაცვლებდა ინიციაციის მომდევნო საფეხურზე.
ორდენს ჰყავდა წარმომადგენლები ევროპის მრავალ ქვეყანაში. მოღვაწეობის ზენიტში მყოფი „ბავარიელი ილუმინატები“ ითვლიდნენ 2 ათას წევრს[6]. ფონ ნიგეს გამოჩენის შემდგომ კი შესაძლებელი გახდა წევრთა შერჩევა უფრო მაღალი წრიდან, ორდენს შეუერთდნენ ცნობილი საზოგადო მოღვაწეები — იოჰან გოტფრიდ ჰერდერი და იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე[3][5][6].
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%...%83%91%E1%83%98 This post has been edited by Zura_SX on 29 Jul 2013, 00:09
მიმაგრებული სურათი
დრონი მეფობენ და არა მეფენი !!!...