სადღაც მსოფლიოში, კაცმა მოიტაცა პატარა გოგო, მალე ის მას გააუპატიურებს, აწამებს და მოკლავს. თუ ამდაგვარი ბოროტება ამ კონკრეტულ წამს არ ხდება, ის მოხდება რამოდენიმე საათში ან რამოდენიმე დღეში. ამის თქმის საშუალებას დაგროვილი სტატისტიკა გვაძლევს, რომელსაც ექვსი მილიარდი ადამიანის ცხოვრება განსაზღვრავს.
იგივე სტატისტიკა გვეუბნება, რომ მსხვერპლის მშობლებს სჯერათ - რომ ზუსტად იმ მომენტში, ყოვლისშემძლე და ყველას მოყვარული ღმერთი მათ უყურებს და მათ ოჯახზე ზრუნავს. არიან თუ არა მართალნი როცა ამის სჯერათ? კარგია რომ ამის სჯერათ?
არა.
მთელი ათეიზმის არსი ამ პასუხიშია მოქცეული, ათეიზმი ფილოსოფია არ არის, ის მსოფლმხედველობაც კი არ არის, ის უბრალოდ უარყოფაა - უარვყოთ აშკარა! სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც "აშკარა" - გადახედვადია. "აშკარა" უნდა გადაიხედოს და დამტკიცდეს მრავალჯერ და მასზე უნდა იკამათონ, ეს უმადური სამსახურია, ეს ის სამსახურია რომელიც ათეისტს სულაც არ მოსწონს.
არაფრად ღირს ის რომ არავის სჭირდება დაასახელოს საკუთარი თავი როგორც არა-ასტროლოგი ან არა-ალქიმისტი, შედეგად ჩვენ არ გვაქვს სიტყვები, რომელიც აღწერს იმ ადამიანებს, რომლებიც არ იზიარებენ ამ ფსევდო-მეცნიერებებს, მსგავსად - ათეიზმი არის ტერმინი, რომელიც წესით, სულაც არ უნდა არსებობდეს. ათეიზმი არაფერია, თუ არა ხმაური მოაზროვნე ადამიანებისა რომელიც მაშინ იქმნება, როდესაც ისინი რელიგიურ დოგმებს აწყდებიან. ათესიტი არის ის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ თუ 260 ამერიკელს (მოსახლეობის 87% (

) ) სწამს ღმერთის, მაშინ მათ უნდა წარმოადგინონ მისი არსებობის უტყუარი ფაქტი და მითუმეტეს მისი სამართლიანობის მტკიცებულება, მაშინ როდესაც გვაქვს ფაქტები, როგორ ნადგურდება უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ყოველდღე.
მხოლოდ ათეისტი აფასებს, თუ როგორი ძნელია და უცნაურია ჩვენი სიტუაცია: უმეტესობა ჩვენგანისა სწამს იმ ღმერთის, რომელიც ისევე არსებობს, როგორც ოლიმპოს მთის ღმერთები. ვერც ერთი აშშ-ს მოქალაქე ვერ დაიქირავებს ოფისს აშშ-ში, თუკი თავს არ მოაჩვენებს რომ ასეთი ღმერთი არსებობს (აშშ-ში არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც ათეისტებს ეკრძალებათ ოფისის დაქირავება - ჩემი შენიშვნა) და უმეტესობა იმ წესებისა რაც მიღებულია ჩვენს ქვეყანაში, პირველ რიგში ერგება რელიგიურ ტაბუებს და ცრურწმენებს, რომლის მსგავსი მხოლოდ შუასაუკუნეების თეოკრატიაში თუ არსებობდა.
ჩვენი მდგომარეობა იმდენად ცუდი და საშინელია, რომ სასაცილო იქნებოდა - სატირალი რომ არ იყოს.
წარმოიდგინე, ახალ ორლეანზე - კატრინას ქარიშხალმა გადაიარა, დაახლოებით ათასი ადამიანი მოკვდა, კიდევ ათასობით ადამიანმა დაკარგა ყველაფერი რაც გააჩნდა, მილიონზე მეტი იძულებით გადაადგილებული გახდა. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ ორლეანში უმეტესობას ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე და მოსიყვარულე ღმერთის სწამდა, მაგრამ რას აკეთებდა ღმერთი, როდესაც ქარიშხალი ქალაქს - ნანგრევებად აქცევდა? რათქმაუნდა ის გაიგებდა იმ ლოცვებს, რომელსაც მათ მიერ აღავლენდნენ ის მოხუცები და ქალები, რომლებიც იმ დროს თავიანთი სახლის სხვენებში იყვნენ გამოკეტილები, მარტომ იმიტომ რომ მოგვიანებით ნელ-ნელა დახრჩობილიყვნენ. ისინი იყვნენ მორწმუნეები. ისინი იყვნენ კარგი ადამიანები და ისინი მთელი ცხოვრება ლოცულობდნენ და ეკლესიურად ცხოვრობდნენ. მხოლოდ ათეისტს აქვს გამბედაობა აღიაროს აშკარა: - ამ საწყალმა ხალხმა თავისი ცხოვრება გაატარა გამოგონილ მეგობართან ერთად.
რათქმაუნდა იყო წინასწარი გაფრთხილებები, რომ ახალ ორლეანს შტორმი უახლოვდებოდა, მაგრამ ადამიანის პასუხი ამ გაფრხილებებზე ძალიან უნიჭო გამოდგა, მაგრამ უნიჭო გამოდგა ისევ მეცნიერების გადმოსახედიდან, კატრინას ქარიშხლის მიმართულებაზე წინასწარი გაფრთხილება მეტეოროლოგიური გათვლებით და სატელიტური გადაღებებით გამოტყუა მეცნიერებამ - უტყვ ბუნებას. ღმერთს არავინ გაუფრთხილებია რომ უბედურება ელოდა ქალაქს. მოსახლეობას რომ მარტო ღმერთის იმედი ქონოდა, ისინი ვერასდროს გაიგებდნენ რა უახლოვდებოდათ და მაინც, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ კატასტროფამ, კიდევ უფრო გაამყარა ადამიანების რწმენა ღმერთისადმი
სანამ კატრინა ახალ ორლეანს ანადგურებდა, ათასზე მეტი შიიტი კვდებოდა ერაყის ხიდზე, ცხადია ამ შიიტ მოგვებს სჯეროდათ ღმერთის და ყურანის, მართლაც მათი ცხოვრება მთლიანად ბრუნავდა ღმერთის არსებობის უეჭველი ფაქტის გარშემო, მათი ქალები შემოსილები და მოკრძალებით დადიოდნენ მათ წინაშე, მათი კაცები ერთმანეთს ჟლეტდნენ სხვადასხვა ინტერპრეტაციების გამო. შესანიშნავი იქნებოდა ერთ გადარჩენილს მაინც დაეკარგა რელიგიური რწმენა ამ ტრაგედიის მერე, სინამდვილეში მათ რწმენა უფრო უმყარდებოდათ, რადგან ღმერთის მიერ შეწყალებულებლად თვლიან თავს.
მხოლოდ, ათეისტი აცნობიერებს გადარჩენილი მორწმუნეების უსაზღვრო ეგოიზმს და თვით-კმაყოფილებას, მხოლოდ ათეისტი აღიარებს რომ ძალიან დიდი ამორალობაა თავს ღმერთის მიერ შეწყალებულად თვლიდე კატასტროფაში, როდესაც იგივე ღმერთმა იგივე კატასტროფაში ჩვილები აკვანშივე ჩაახრჩო.
რადგან ათეისტი უარს ამბობს გაამართლოს ტანჯულთა მძიმე ხვედრი - სამუდამო ცხოვრების ფანტაზიით, მხოლოდ ის გრძნობს რამდენად ძვირფასია სიცოცხლე და მართლაც მხოლოდ ათეისტი გრძნობს, რამდენად სამწუხაროა, რომ მილიონობით ადამიანი იტანჯება - სრულიად უმიზეზოდ.
მართალია, მორწმუნეები ხშირად ერთმანეთს არწმუნებენ, რომ ღმერთი არ არის დამნაშავე ადამიანის დატანჯვაშიო, მაგრამ სხვანაირად როგორ უნდა გავიგოთ ის მოწოდება, რომ თურმე ღმერთი ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნეა? სხვა გზა არც არის და დროა ნორმალურმა ადამიანებმა ეს გაიაზრონ. რათქმაუნდა არსებობს ის პრობლემაც, რომ ბოროტებამაც უნდა იარსებოს და ამის ფონზე უნდა იყოს ღმერთი კარგი და სამართლიანი, მაგრამ ეს პრობლემა გადაჭრილია! თუკი ღმერთი არსებობს, ან მას არ შეუძლია ამ უბედურებების და ბოროტების შეჩერება, ან არ აინტერესებს მათი შეჩერება! აქედან გამომდინარე ან ღმერთი სულაც არ არის ყოვლისშემძლე ან ბოროტია.
რათქმაუნდა მორწმუნეები ახლა იტყვიან "ღმერთი არ შეიძლება განვიხილოთ ადამიანური მორალიდან გამომდინარე" მაგრამ ზუსტად ადამიანური მორალიდან გამომდინარე ადგენენ მორწმუნეები, როდესაც საქმე მიდგება ხოლმე ღმერთის სიკეთეზე. თუკი ის არსებობს და ისეთი ამბებით იწუხებს თავს, როგორიცაა ჰომოსექსუალების ქორწინება და რა სახელით უნდა მივმართოთ ლოცვებში, ის თვითონ ადამიანების ღირსიც კი არ ყოფილა!
რათქმაუნდა სხვა შესაძლებლობაც არის და ეს შესაძლებლობა, ყველაზე აზრიანი და როგორც მინიმუმ - აშკარაა - ბიბლიური ღმერთი გამოგონილია. რიჩარდ დოკინსმა შეამჩნია, ჩვენ ყველანი ათეისტები ვართ თორის და ზევსის მიმართ, მაგრამ მხოლოდ ათეისტმა შეამჩნია, რომ ბიბლიური ღმერთი არაფრით განსხვავებული არ არის. შედეგად, მხოლოდ ათეისტს შეუძლია სრულად გაიაზროს მსოფლიო ადამიანების ტანჯვა და უსამართლო ყოფა.
საშინელებაა, რომ ვკვდებით და ვკარგავთ ყველაფერს რაც გვიყვარდა, ორმაგად საშინელებაა, როდესაც სიცოცხლეშივე ვიტანჯებით და ამ ტანჯვის უმრავლესობა რელიგიას უკავშირდება - რელიგიური სიძულვილი, რელიგიური ომები, რელიგიური ილუზიები, რელიგიური გაყოფა შეზღუდული რესურსებისა - ეს არის არასრული სია იმ მიზეზებისა, რომელიც ქმნის ათეიზმს, როგორც მორალურ და ინტელექტუალურ აუცილებლობას. თუმცა იგივე აუცილებლობა გამოყოფს ათეისტებს საზოგადოებისგან და მარგინალებად აქცევს მათ.
ათეისტი, რომელიც პირდაპირ შეხებაშია რეალობასთან - სასირცხვილოდ აღარ არის შეხებაში მისი მეზობლების ფანტაზიებთან.
http://www.huffingtonpost.com/sam-harris/t...u-k_b_8459.html