ჭეშმარიტი ქრისტიანობა და ფარისევლები
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, forum.ge გახდა ადგილი, სადაც ხშირად იწერება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირზე (მმკ). ხშირად დისკუსია არის ამოვარდნილი ყოველგვარი ობიექტურობისა და ეთიკის ნორმებიდან, რის შედეგადაც ვხედავთ ლანძღვას აღნიშნული ორგანიზაციის მიმართ. მე არ შევეხები დაცვას მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა, ორგანიზაციისა, რომელიც პირნათელია თავისი ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე, არამედ მოვიყვან რამოდენიმე ფაქტს მათი საქმიანობიდან. ეს დისკუსია გამსჭვალულია ზიზღით მმკ-ს წევრების მიმართ, რაც გამოიხატება მათი მხრიდან მიზანმიმართული ცილისმწამებლური და ტენდენციური კამპანიით, რომელიც მიზნად ისახავს მათ დისკრედიტაციას. ყველა ეს კამპანია აღსავსეა ყველასათვის კარგად ნაცნობი იეზუიტური (კათოლიკური ორდენი-ავტ.) გეგმით ,,მიზანი ამართლებს საშუალებას” და ეს გამოიხატება, ნებისმიერი მათი გამონათქვამისა და ქმედების ცალმხრივ გაშუქებასა და შეფასებებში, სადაც მათი ყველა ნამოქმედარი განზრახ არის დაჭრილი გარკვეული ჟურნალისტების მიერ, რომელნიც ამავე დროს უშიშროების თანამშრომლები არიან
აქ გვახსენდება წმ. მამის ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვებიც, რომელიც დღევანდელ ნეოკომკავშირელთ და მათ მიერ დაქირავებულ ე.წ. ჟურნალისტებს მიესადაგება: ,,ფარისეველი, რომელიც ცდილობს მართალი ჩანდეს კაცთა წინაშე, მაგრამ სინამდვილეში სატანის ნაშობია, საღმრთო სჯულიდან იღებს ზოგიერთ დეტალს, თავს იმკობს ამ გარეგნული დეტალებით, რათა გამოუცდელმა თვალმა ვერ იცნოს მასში ღმერთის მტერი, მიენდოს მას, როგორც მეგობარს, და მისი მსხვერპლი გახდეს. ფარისეველი მოყვასში ბოროტებას, ნაკლს, სჯულის გარდასვლას როდი განიკითხავს. არა! როგორ შეუძლია მას, ბოროტების ძმას და მეგობარს, მისი განკითხვა? ფარისევლის ისრები სათნოებისაკენ არის მიმართული. მაგრამ იმისათვის, რომ ეს დარტყმები მიზანს მოხვდეს, იგი ცილს სწამებს სიკეთეს, ბოროტებას მიაწერს მას, ბრკოლდება ამ "ბოროტებით" და თითქოს მას ებრძვის, სინამდვილეში კი მისთვის საძულველ ქრისტეს მონას კლავს”.
რაც მთავარია, მათ არ აქვთ მტკიცებულებები, თუ რა დააშავა ამ ორგანიზაციამ და როცა ამ კონკრეტულ კითხვას დაუსვამს ვინმე, ისინი ხელად დაგვიდებენ ხოლმე სურათს რომელიმე ადგილიდან, მაგალითად, ჰელოუინის ე.წ. უწყინარი კონცერტიდან, მაგრამ აღნიშნულ ადგილზე ყოფნა, რომ დანაშაულებრივი ქმედება არ გახლავთ ეს არათუ იურიდიული განათლების მქონე პირთათვის არის გასაგები არამედ ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანისთვისაც ნათელია, მათი არგუმენტები მხოლოდ ამით შემოიფარგლება, სურათი! აი ნახე სად იყო, ნახეთ როგორი სახე აქვს და ა.შ, თურმე ყოფნა რომელიმე ადგილას ან სახის მიმიკის შეცვლა დანაშაული ყოფილა, ხოლო მათ მიერ ლანძღვითა და უცენზურო სიტყვებით აღსავსე ნაწერები კი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების აღიარება. მაგრამ ეს ყოველივე ხორციელდება ერთი მიზნით, რომ ხალხს შეუქმნან არასწორი წარმოდგენა კონკრეტულ ორგანიზაციასა და პიროვნებებზე.
ეს ბინძური კამპანია წარმოებს თავისუფლების ინსტიტუტის მიერ, რომელიც არის თვით დაკომპლექსებული და ხალხისაგან იზოლირებული პიროვნებებით დაკომპლექტებული, პიროვნებებით, რომელთაც არავითარი განათლება არ გააჩნიათ და რომლებიც მავანთა მიერ იწოდებიან ,,ასოცირებულ პროფესორებად” თუ ,,დოქტორებად” და ჯილდოვდებიან სხვადასხვა ჩინ-მენდლებით, ხოლო ჯილდოს საფასური და ტიტულატურა დამოკიდებულია აღნიშნული პირის ქვეყნისადმი ზიზღის გადმონთხევის პროცენტულობაზე და ხარისხზე. ხოლო ამ ფორუმზე მოასპარეზე პატარა გოშიები კი ლაქიები გახლავთ სწორედ ზემოაღნიშნული ინსტიტუტისა, რომელთაც არაფერი გააჩნიათ მოყვასის სიყვარულისა, რომ აღარაფერი ვთქვათ სამშობლოს სიყვარულზე და რომელთაც ერთი რამ აშფოთებთ, თუ რატომ აქვს ეკლესიას და პატრიარქს ამხელა ავტორიტეტი და ამაზე მართავენ მსჯელობას და იკრიბებიან ,,ჰეინრიხ ბიოლის ფონდში” თუ სხვა მარაზმული ორგანიზაციების ოფისებში, მაგრამ ეს რომ ხმამაღლა ილაპარაკონ მერე როგორღა შეინიღბება მათი ქრისტიანული სახე. ამ სამწუხარო რეალობას, რომელსაც ნიღბის ტარება ჰქვია შესანიშნავად გვიხსნიხ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: ,, ფარისეველს, რომლისთვისაც უცხოა ღმერთი, აუცილებლად სჭირდება კაცთა წინაშე ღმრთისმსახურად გამოჩნდეს: იგი ყოველგვარი უსჯულოებით სავსეა, თავი კი ქველმოქმედად მოაქვს, საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად ცდილობს თავის საქციელს სიკეთის სახე მისცეს. ფარისევლისათვის აუცილებელია ნიღაბი. მას სრულიადაც არ სურს, იყოს ჭეშმარიტად ქველმოქმედი და ღმრთისმსახური, მხოლოდ ის უნდა, რომ ადამიანები ხედავდნენ ასეთად. ამიტომ ფარისეველი თვალთმაქცობას მიმართავს. მასში ყველაფერი გამოგონილია, ყველაფერი შეთხზული!.
სიტყვას აღარ განვაგრძობ და ჩამოვწერ რამოდენიმე მაგალითს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ გაკეთებული საქმეებიდან და ამავე დროს ჩამოვწერ forum.ge-ზე ,,მოღვაწე” ნეოკომკავშირელ და ნეობოლშევიკების მიერ ,,გაკეთებული” საქმეებიდან რამოდენიმეს და თავად ხალხმა განსაჯოს ვის უყვარს ერი და ვის სძულს, ვის უყვარს ეკლესია და ვის სძულს და ა.შ.
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ):
1. არ დაუშვა სკოლებში კათოლიკური პროგრამის(crs) შესვლა, რომლის თანახმადაც უნდა განხორციელებულიყო ბავშვების ფარული გაკათოლიკება.
2. არ დაუშვა სკოლებში წიგნის ,,სიყვარულის ანაბანას" შეტანა და სწავლება, რომელშიც 5-დან 8 წლამდე ბაშვებისთვის დეტალურად იყო ახსნილი სექსუალური ურთიერთობები, ხოლო 9-დან 12- მდე კი უკვე სექსუალური გადახრები.
3. გააპროტესტა ფერიის მთაზე მშენებარე ტაძრის დანგრევა, ხოლო მის შემოქმედთ პასუხი მოთხოვა.
4. ჰელოუინის ე.წ. მშვიდობიან კონცერტზე მივიდნენ და შეაგონეს იქ მყოფ აჟიტირებულ და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ხალხს მათი ეშმაკეულ ღონისძიებაში მონაწილეობის სიმძიმე, ხოლო მათი ორგანიზატორები მკაცრად ამხილეს, ყველაფერი ეს ხდებოდა კანონის ფარგლებში, ხოლო შემდგომში მათ მიერ მოსახლეობას განემარტა ჰელოუინის სატანური არსი.
5. ომის დროს მმკ-ს წევრები იმყოფებოდნენ ცხინვალსა და გორში საკუთარი ხელით უვლიდნენ ჯარისკაცებს, სულიერად განამტკიცებდნენ, ექიმებისთვის თბილისიდან ჩამოჰქონდათ საჭმელ-სასმელი და ა.შ.
6. ,,იმედის” ტელევიზიის ინციდენტი დაიწყო თუ არა მაშინვე მივიდნენ იქ, მომიტინგეებსა და სპეცნაზს შორის ჩადგნენ და საკუთარ თავზე მიიღეს რეზინის ტყვიები.
7. ამხილეს სიცრუე მზაკვარი კათოლიკეების, რომლებსაც სხვადასხვა მატერიალური დახმარებით გადაბირებული ყავდათ სამცხე-ჯავახეთში ჩვენი ძმები და დები და ხალხს გაუღვივეს რწმენა სიმართლისა და საკუთარი ისტორიისა. ხალხმა დაიწყო მასიური გადმოსვლა მართლმადიდებლობაზე, რომელიც მათი წინაპრების სარწმუნოება იყო, ამჟამად მასიური ნათლობა მიდის სამცხე-ჯავახეთში(რასაც ვერ ინელებენ მავანნი).
8. 2009 წლის 6 მაისის ცნობილი დაპირისპირებისას ქალაქის მთავარ სამმართველოსთან შუაში ჩადგომა მომიტინგეებსა და თანამშრომლებს შორის და შეტაკების დარეგულირება ისევ და ისევ საკუთარი თავის ხარჯზე.
9. უკანონოდ მშენებარე მეჩეთების(ტალავარში, ჭელაში და საერთოდ მთელ საქართველოში) მშენებლობის შეჩერების მოთხოვნა ერთადერთი მიზეზით(იმ ფონზე, როდესაც ჩვენ წაგვართვეს ჩვენი სიწმიდეები კახში, ბელაქანსა და სხვაგან და დღემდე ავიწროებენ ჩვენს ძმებს და დებს, დედაენის დახევა იქნება ეს თუ კულტურის სახლის გადაწვა და სხვა მრავალი), რომ მოიტანონ მშენებლობის ნებართვა შესაბამისი სტრუქტურებიდან.
10. პროტესტის გამოთქმა და გამოხატვა კანონის ფარგლებში ქავთარაძის ქუჩაზე უკანონოდ აშენებული კათოლიკური ,,ტაძრის" თაობაზე, რომლის მშენებლობაზეც ნებართვა გაცემულია შესაბამისი სტრუქტურების მიერ ასირიულ-ქალდეურ კულტურულ ცენტრზე და არა ტაძარზე, აქაც იგივე მოთხოვნით, რომ მოიტანონ ნებართვა ტაძრის მშენებლობისა.
ხოლო რა გაუკეთებიათ ნეოკომკავშირელთ და ნეობოლშევიკებს-ჯემალას(ელგუჯა მარდალეიშვილი), მნათეუსს(ლეონ სუთიძე) და ძმათა მისთა:
1. მნათეუსმა გაიხადა სტიქარი, იგი იყო პატრიარქის სტიქაროსანი და მიიღო კათოლიციზმი.
2. მხარი დაუჭირა პატრიარქის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას, ჯემალასთან(ელგუჯა) და მის წრესთან ერთად, თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ვიდეობს.
3. ხელი მოაწერეს მნათეუსმა, ჯემალამ და მისმა წრემ პატრიარქის და ეკლესიის დისკრედიტაციისაკენ მიმართულ კითხვარს.
4. ერთ-ერთი დამცველები იყვნენ დემოკრატიის ნიღბით გავრცელებული არნახული გარყვნილების ,,საიდუმლო . . . ", რომელიც სწორედაც ფაშიზმის, ექსტრემიზმის და არნახული მკველობის სცენებით არის აღსავსე, ასევე დედის, დის , ღმრთისმშობლის და ღმერთის შეურაცხჰყოფის სცენებით არის სავსე.
5. აქტიური მხარდამჭერები იყვნენ და არიან მნათეუსი და ,,მართლმადიდებელი" ჯემალა სატანური ჰელოუინისა, სადაც სიონის წმიდა ტაძარი ტუალეტად ქონდათ გადაქცეული და პირდაპირ მასეც მოიხსენიებდნენ.
მემგონი საკმარისია მათი ცნობიერების გასაცნობად აღნიშნული ფაქტები. დაწერაც კი მეუხერხულება მათი პათოლოგიური პოსტებიდან ამონარიდებისა სხვადასხვა ფორუმებიდან, სადაც პირდაპირ სამებას გმობენ (ანეკდოტებს ყვებიან) და სადაც გამუდმებულად სექსზე მეოცნებე მევიოლინე ბიჭი დგას და მართლმადიდებლობას გვიმტკიცებს.
აქვე მინდა რამოდენიმე შეკითხვა დავუსვა მათ და იმედია მიპასუხებენ და თავს არ აარიდებენ პასუხს, როგორც სჩვევიათ ხოლმე:
1. სად იყვნენ ეს სამშობლოს სიყვარულში დამწვარი ,,ნამდვილი მამულიშვილები”, როდესაც გორი იბომბებოდა?
2. სად იყვნენ ეს დემოკრატიის მოყვარული არსებები, როცა ტელეკომპანია ,,იმედის” მოვლენები ვითარდებოდა?
3. სად იყვნენ ეს საზოგაოდებრივი მშვიდობის მოყვარული ხალხი, როდესაც 6 მაისის ცნობილი მოვლენები მიმდინარეობდა?
4. და რაც მთავარია სად იყო ეს ეკლესიის სიყვარულში გალეული ჯემალა, როდესაც ფერიის მთაზე მართლმადიდებლური ტაძარი დაანგრიეს?
ჩვენ ვიცით სადაც იყვნენ:
გეგმებს ადგენდნენ, თუ როგორ დაეჯიჯგნათ იმ რთულ ვითარებაში ქართული სახელმწიფო და დედა-ეკლესია!!!
და რაც აღნიშვნის ღირსია, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები იბრძვიან, რომ გამოსწორდეს საქართველოში ძალზე რთული დემოგრაფიული ვითარება, რომელიც გადაშენებას გვიქადის და სხვა საქმიანობასთან ერთად, ამას პირადი მაგალითით გვიმტკიცებენ. მათი უმრავლესობა მრავალშვილიანია, რომელთაც ჰყავთ ზოგს 9 შვილი, ზოგს – 8, ზოგს კი 7. ხოლო ქართველობის მტრები(მნათეუსი, ჯემალა და სხვა მავანნი) კი ჩაგვჩიჩინებენ, რომ თურმე მამათმავლობა და დედათმავლობა ჩვეულებრივი ცხოვრების წესი ყოფილა, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ მძიმე ცოდვაზე, რომელსაც პავლე მოციქული ერთობ გასაგებ ენაზე გვიხსნის და მკაცრად გვაფრთხილებს, რომ ,,ნუ სცთებით, არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა ჩუკენთა, არცა მამათ-მავალთა, არცა ანჰგართა, არცა მპარავთა, არცა მემთვრალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ”(1 კორინთელთა 6, 9-10). ეს სენი არის დანაშაული ერისა და სახელმწიფოებრიობის წინაშე რადგანაც მიმართულია იმისკენ, რომ არ გავმრავლდეთ და გადავშენდეთ.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ხალხმა განსაჯოს, თუ ვინ არიან დასაგმობნი და ვინ ერის ღირსეული შთამომავალნი.
ზემოაღნიშნული ფაქტები გახლავთ მცირედი მათი მოღვაწეობიდან, შეგნებულად ვჩერდები, რადგანაც მიუკერძოებელი ადამიანისთვის ნათელია ყველაფერი.
და რაც მთავარია, მათი სიყვარული ეკლესიისა და ერის მიმართ არ დარჩა აღნიშვნის გარეშე და დააჯილდოვა კიდეც პატრიარქმა მისი ერთ-ერთი აქტიური წევრი, სიტყვებით: ,, დეკანოზი დავით ისაკაძე, რომელიც იღვწის ეკლესიისა და ერის კეთილდღეობისთვის, დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრით და მიტრის ტარების უფლებით”. აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!
ჯემალა, მნათეუსი და მისი წრე კი ალბათ დაჯილდოებულ იქნენ მონსენიორ ჯუზეპე პაზოტოსგან, როგორც ერთგული აღმსრულებელნი მისი დავალებებისა და ,,თავისუფლების ინსტიტუტისგან”, როგორც გამორჩეული მლანძღველები ყველაფერი ქართულისა და ტრადიციულისა, ხოლო რაც შეეხება ჯილდოს, თუ რა სახისაა იგი, ალბათ, პირველ რიგში, 30 ვერცხლი და შემდეგ გასეირნება მსოფლიოს წამყვან კურორტებზე და ჩაბარება ეკუმენისტურ სასწავლებლებში.

მარცხნიდან მარჯვნივ: მნათეუსი(ლეონ სუთიძე), მონსენიორ ჯუზეპე პაზოტო, პადრე აკაკი ჭელიძე
ხალხმა შეაფასოს, პირველს, ღირსეულს აჯილდოვებს ღირსეული პიროვნება, ერის სულიერი მამა - ილია II, ხოლო მეორეთ, ოდიოზურთ კი თავად ოდიოზური და ყოველგვარი ორიენტაციის არმქონე პიროვნებებით დაკომპლექტებული ,,თავისუფლების ინსტიტუტი”.