| #30643729 · 10 Apr 2012, 22:18  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
  საერთოდ ქრისტიანულ სამყაროში წმინდანობასა და შეუმცდარობას შორის არასდროს არ ყოფილა ტოლობის ნიშანი, გასაგებია , რომ ყველა ადამიანი შეიძლება შეცდეს , მითუმეტეს დაცემული ბუნებიდან გამომდინარე. ამიტომ ეს მოჩვენებითი სიწმინდე და ეთიკური ნორმების ამ დონეზე გამკაცრება  უეჭველად დაბადებს ადამიანებში ან ათეიზმს ან კიდევ სასორაკვეთილებამდე მიიყვანს მას. მართლმადიდებლურად დოკეტის მდგომარეობას , მისი საქციელიდან გამომდინარე, ეწოდება ხიბლი, ანუ მოჩვენებითი სიწმინდე და საკუთარი თავის გაკერპება... გავიხსენოთ პეტრე მოციქული ან კიდევ დავით წინასწარმეტყველი რომელმაც საშინლად სცოდა, მათ შეინანეს და გახდნენ წმინდანები და მათ მთელი ცხოვრების მანძილზე ახსოვდათ და განიცდიდნენ ამ შეცდომებს, რაც არ აძლევდათ მათ იმის საშუალებას , რომ თავი ვინმეზე მეტად წარმოედგინათ, მიუხედევად იმისა, რომ ძალიან დიდი ადამიანები იყვნენ. ამიტომ როდესაც ვინმე ამბობს, რომ მღვდელი უნდა იყოს წმინდა , მაშინ დაასახელოს ერთი ადამიანი მაინც რომელიც არასდროს არ შემცდარა ან არ უნანია თავისი საქციელი. ასეთი არის მხოლოდ უფალი ...რაც შეეხება პავლე მოციქულის სიტყვებს , ეს რათქმაუნდა იმას არ ნიშნავს , რომ ვინც ქრისტიანი გახდა იმან შეუძლებელია რომ სცოდოს, საერთოდ, თუ წმინდა წერილის ასე ბუკვალურად  აღქმას დავიწყებთ შეიძლება  მილიონჯერ დავბრკოლდეთ, სწორედ ამისთის არსებობს წმინდა მამათა ნაშრომები და განმარტებები, რომელიც ნაკლებად პოპულარულია და ყველა თავისი ჭკუით ხსნის იმას რაც მას მოსწონს და რაც სჯერა... პავლე მოციქული ამბობს იმას, რომ ქრისტიანი ცდილობს, რომ არ ცსოდოს, იმიტომ რომ მან შეიცნო ქრისტე და სურს მიემსგავსოს მას და ცდილობს მისი სიყვარულიდან გამომდინარე არ ჩაიდინოს ის, რაც უფალს არ მოეწონება.  იოანე მოციქული ამბობს: "თუ ვამბობთ, რომ ცოდვა არ გვაქვს , საკუთარ თავს ვატყუებთ და ჭეშმარიტება არ არის ჩვენში,  ხოლო თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი(უფალი), მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმენდს ყოველგვარი უკეთრებისაგან"
 
 
 This post has been edited by fenomenez on 10 Apr 2012, 22:36
 
 --------------------
 
 " ყოველი ცოდვა ეკლესიაში , არის არა ეკლესიის ცოდვა, არამედ ცოდვა ეკლესიის წინააღმდეგ"
 "ковчег был построен любителем а титаник профессионалами"
 
 Taba, გიორგი XII, Internet_Contraband, wolfchant
 |