abdulmutallabოფიციალური მიმართვა
მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმიდესობის,
კონსტანტინოპოლის - ახალი რომის მთავარეპისკოპოსისა
და მსოფლიო პატრიარქის უფლისა უფლისა ბართლომეოს I-ისა
მისი უწმიდესობის, რომის პაპის
ბენედიქტე XVI-სადმი
თქვენო უწმიდესობავ, უფლის მიერ საყვარელო ძმაო,
ჭეშმარიტად სიხარულითა და აღტაცებით გიღებთ თქვენ კონსტანტინოპოლის წმინდა და ისტორიულ ქალაქში.
ეს არის ქალაქი, რომელიც ცნობილია ეკლესიის ზრდის მთელ საუკუნეებში დაგროვილი უმდიდრესი მემკვიდრეობით. სწორედ აქ, წმინდა ანდრიამ, მოციქულთა შორის "პირველწოდებულმა" დაარსა ბიზანტიონის ადგილობრივი ეკლესია და წმ. სტაქე დაადგინა მის პირველ მღვდელმთავრად. სწორედ აქ, იმპერატორმა და მოციქულთა სწორმა წმ. კონსტანტინე დიდმა დაარსა ახალი რომი. სწორედ აქ მოწვეულმა მსოფლიო კრებამ დაადგინა სარწმუნოების სიმბოლო საბოლოო რედაქციით. სწორედ აქ, მოწამენი და წმიდანი, ეპისკოპოსნი და ბერნი, ღვთისმეტყველნი და მოძღვარნი, "მოწმობის ღრუბელთან" ერთად აღიარებდნენ იმას, რაც იხილეს წინასწარმეტყველებმა, გვასწავლეს მოციქულებმა, რაც მიღებულ იქნა ეკლესიის მიერ, რაც მოძღვრებმა დოგმატის სახით ჩამოაყალიბეს, რაც შეიტყო მსოფლიომ, რომ მადლმან გამოიბრწყინა, რომ ჩვენ ჭეშმარიტება შევიმეცნეთ, შევიმეცნეთ მამათა სარწმუნოება. ეს არის რწმენა მართლმადიდებელთა. ამ სარწმუნოებით დგას სამყარო.
ამდენად მეტად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დღეს გესალმებით თქვენ, ვესალმებით თქვენს კურთხეულ სტუმრობას ჩვენს ქალაქში, მსგავსად ჩვენ წინამორბედთა, მსოფლიო პატრიარქთა - ათინაგორასი და დემეტრიოსისა და რომის პაპთა პავლე VI-ისა და იოანე პავლე II-ისა. ეკლესიის ამ დიდებულმა ადამიანებმა შეიგრძნეს შეუფასებელი ღირებულება და გარდაუვალი საჭიროება მსგავსი შეხვედრებისა ურთიერთობათა აღდგენის პროცესში სიყვარულისა და ჭეშმარიტების დიალოგის გზით.
ამიტომაც, ჩვენ, ორივე ჩვენგანი, ვართ მათი მემკვიდრენი და როგორც მემკვიდრენი რომისა და ახალი რომის საყდართა თანაბრად ვდგამთ ნაბიჯებს. ცხადია ჩვენ არ გვაქვს არასწორი ნაბიჯის გადადგმის უფლება მთელი ამ ურთიერთსწრაფვისა და ჩვენი ბრძოლის გზაზე, რათა აღვასრულოთ უფლის ბრძანება, "რაითა ყოველი ერთ იყოს".
ამ სულით იყო აღვსებული ის მოვლენა, რომ ღვთის შეწევნით, ჩვენ განმეორებით ვესტუმრეთ რომს ორი წლის წინ იმისათვის, რომ წამოგვბრძანებინა წმიდათა გრიგოლი ღვთისმეტყველისა და იოანე ოქროპირის, ამ ქალაქის ეპისკოპოსთა წმინდა ნაწილები, რომლებიც საპატრიარქო საყდარს დაუბრუნდა უკანასკნელი პაპის მიერ. ამავე სულით იყო აღვსებული ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ ვესტუმრეთ რომს პაპის იოანე პავლე II-ის დაკრძალვაზე დასასწრებად.
ჩვენ ფრიად ვმადლობთ უფალს, რომ თქვენმა უწმიდესობამ გადადგა მსგავსივე ნაბიჯები დღეს იმავე სულით აღვსილმა. ჩვენ აღვავლენთ მადლობას უფლის წინაშე სადიდებლის წარმოთქმით და მადლობას გიძღვნით თქვენც, თქვენო უწმიდესობავ, ძმური სიყვარულის გამო.
კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა, საყვარელო ძმაო. "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა".
"კურთხეულ არს სახელი უფლისა, აწ და უკუნისამდე, ამინ".
ფოტოს რაც შეეხება...

საპატრიარქოს დელეგაცია, ანუ პრესვიტერი გიორგი ზვიადაძე


ეკუმენიზმი არ ახსენოთ, ეკუმენური ორგანიზაციიდან გამოსვლის შემდეგაა ფოტოები გადაღებული