"უცხოპლანეტელების" მცირე ჩამონათვალი, რომლებიც ვედურ ლიტერატურაში გვხვდება:
განდჰარვები - ზეციური მომღერლები, რომლებიც მაღალ პლანეტებზე ცხოვრობენ. როცა ისინი მღერიან, ირგვლივ ყველაფერი ბედნიერებით ივსება. ისინი ყოველ წამს ღმერთისთვის გალობენ (ძალიან დიდხანსაც ცოცხლობენ).
აბსარები - ქალთა სქესის წარმომადგენელი ზეციური არსებები, რომლებიც საოცარ სილამაზეს ფლობენ. არის ლეგენდები რომ ხანდახან ტაპა-ლოკაზეც კი ადიან ასკეტი ბრძენების მოსახიბლად (რა ქნან ქმარი უნდათ

). ერთი ასეთი აბსარაც რომ გამოჩნდეს დედამიწაზე, ყველა კაცი მოკვდება შოკისგან (სილამაზეს ვერ გაუძლებენ

). (თუ გაქვთ შინაგანი სურვილი რომ ყველაზე ლამაზი გახდეთ შემდეგ ცხოვრებაში და თან ღმერთი გიყვართ და ემსახურებით, ღმერთი ჯილდოდ აბსარად დაბადებას მოგცემთ შემდეგ ცხოვრებაში (ეს კაცებსაც ეხებათ

).
კინარები - ადამიანები, რომლებსაც სხეულის რაღაც ნაწილი ცხოველისა აქვთ. (მაგალითად კენტავრები)
ურაგები - გველის ფორმის ნახევარღმერთები. (ჩინეთში რომ დრაკონებს ეთაყვანებიან სწორედ ეგ დრაკონები არიან). მათ აქვთ უდიდესი ცოდნა და სიბრძნე და ღმერთის ერთგულები არიან. მათ ნაგებსაც უწოდებენ.
პატაგები - უზარმაზარი ფრინველისმაგვარი არსებები.
ჩანაგები, პანარები, ვიდიადჰარები და პიტები - ესენიც ნახევარღმერთები (девы), იგივე სურები არიან.
შიანები - კოსმიური არწივები (პლანეტებს შორისაც შეუძლიათ ფრენა)
ვანარები (რომლებსაც თოვლის კაცსაც ეძახიან) ცხოვრობენ ჰიმალაებში. მათი ინტელექტი რამდენიმე ასეულჯერ აღემატება ჩვენსას, ამიტომაც გვემალებიან (შეუძლიათ უჩინარნი გახდნენ თუ ადამიანი დაინახეს). ისინი ცხოვრობენ როგორც ჩვენ, ასევე სხვა განზომილებაშიც (განსაკუთრებით მითიურ შამბალაში).
იაქშები - ეს უკვე დემონური წყობის ცოტა არი იყოს მახინჯი არსებები არიან. ჩვენთანაც არიან ჰიმალაებში, ოღონდ სხვა განზომილებაში (საერთოდ ჰიმალაების 3 დონე არსებობს ერთი რომელსაც ჩვენ ვხედავთ და აღვიქვამთ და კიდევ ორი რომელიც სხვა განზომილებაშია). მათ აქვთ უზარმაზარი მისტიკური ძალები (სამაგიეროდ სულიერება და მორალი ადამიანზე დაბალი აქვთ).
"პიშაჩები" -სულები ("დუხები") რომლებსაც ხშირად ადამიანებიც ვხედავთ. ისინი იკვებებიან მყრალი სუნებით და ნარჩენი საჭმელებით (და ისეთ სახლში სადაც ჭურჭელს ხშირად ტოვებენ ღამე გაურეცხავს, ასეთი "დუხები" ხშირად გვხვდებიან

)
ვინაკაიანები - ("დამავოებსაც" უწოდებენ) ცხოვრობენ ნატიფ (ასტრალურ) სხეულში. ძირითადად უწყინარნი არიან. ნუ ცოტათი იკვებებიან ჩვენი ენერგიით

(ან ტყეში ხეების ენერგიით).
პრეტები - ასევე "დუხები" რომლებსაც შეუძლიათ სხეულად მკვდარის სხეული გამოიყენონ (მოსიარულე გვამებზე რომაა უჟასტიკები მაგათზეა ალბათ

)
იადაჰები - უზარმაზარი ზღვის ურჩხულები (ჩვენს პლანეტაზეც არიან). ოღონდ ესენი გონიერი არსებები არიან და დიდ ცოდნასაც ფლობენ. იცავენ წმინდა ადგილებს (ზღვებში და ოკეანეებში დამარხულ ქალაქებსა თუ სხვადასხვა წმინდა ნივთებს)
კუშმადები - როცა ადამიანი თვითმკვლელობით ამთავრებს სიცოცხლეს. ის ნატიფ სხეულში განაგრძობს არსებობას, სანამ მისთვის კარმულად სასიცოცხლოდ განსაზღვრული წლები არ გაივლის. ჰოდა ესენი არიან სწორედ მოჩვენებები, რომლებსაც ვედებში კუშმადები ეწოდებათ.
იატუჰანები - "ჯინები" რომლებსაც შეუძლიათ ქოთნებში და ბოთლებში ცხოვრებაც. მათი მოვალეობა და თვისებები ყველამ იცით "ალადინიდან"
პრამათჰები - ასევე მოჩვენებები, ოღონდ კეთილი ხასიათის. ანუ იოგები და ადამიანები, რომლებიც სხეულს თავისი ნებით ტოვებენ (როგორც თვითონ თვლიან სულიერი მიზნებით) ასეთ მოჩვენებებად არსებობენ. ხშირად ეხმარებიან ადამიანებს (ხმა ზეციდან ხშირად მათი ხმაა

).
დაქჰინები - "ვედმები" რომლებიც ბავშვებს აშინებენ ასტრალური სხეუულით. ხშირად როცა ბავშვი უმიზეზოდ შეშინდება ხოლმე ეს მათი ნამოქმედარია (იკვებებიან შიშის ენერგიით).
ბრაჰმა-რაქშასები - ეს ისეთი სულებია, რომლებიც "მღვდელმსახურები" იყვნენ, ოღონდ "მღვდელმსახურების" პარალელურად გარყვნილ და ცოდვილ ცხოვრებას ეწეოდნენ. არიან ბოროტები და ადამიანის სხეულში ჩასახლებაც შეუძლიათ (თუ ადამიანს სუსტი აურა აქვს ან მთვრალია და ა.შ.) ჩვეულებრივ ადამიანებს როგორც წესი არაფერს ერჩიან. უფრო მტრობენ იმათ, ვინც სულიერ ცხოვრებას ეწევა (შურის გამო უნდათ რომ ხელი შეუშალონ სულიერ განვითარებაში).
დაიტები - ასურები, ანუ დემონები (ვედურ ლიტერატურაში დემონებს ათეისტებსაც უწოდებენ

) ცხოვრობენ ქვედა სამყაროებში. არ სჯერათ ღმერთის არსებობის. ქმნიან საკუთარ "მეცნიერებას". (ამჟამად ჩვენზეც დიდი გავლენა აქვს და ჩვენ მეცნიერებაზე საკმაოდ მოქმედებენ).