აგერ კათოლიკეთა პასუხი ქართულად :
რომის ეპისკოპოსის პრიმატის შესახებ
- რა საფუძველს ეყრდნობა რომის პაპის პრიმატი ?
ქრისტეს ეკლესიის ხილული ერთიანობა ეფუძნება რომის ეპისკოპოსის, როგორც მოციქულთა თავის, პეტრეს მემკვიდრეების მწყემსმთავრობის ფუნქციას, რომელიც მას ქრისტემ უბოძა. პაპის პრიმატს გააჩნია
1. ბიბლიური,
2. გადმოცემითი (ისტორიული)
1. ბიბლიური მოწმობა:
მაცხოვრის მიერ პეტრეს არჩევა:
1.1). მათე 16, 17-19, ლუკა 22, 31-32, იოანე 21, 15-17
(მასზე აფუძნებს ხილულ ეკლესიას, რომელსაც უწინასწარმეტყველებს დაუმარცხებლობას; დააბარა რა გააძლიეროს ძმები და ეკლესია, მისთვის პირადად ილოცა და ბოლოს, უბრძანა გაუძღვეს ეკლესიას).
პეტრე მოციქულთა თავკაცია:
1.2). - ქრისტეს ღვთაებრიობა პირველად და უშუალოდ იცის პეტრემ მამისგან მათ. 16, 17; აღმდგარი მაცხოვარი ეცხადება პირველი პეტრეს ლუკ, 24, 34; 1 კორ. 15, 5;
1.3) - პეტრეს პირველობა მოციქულთა შორის ყველა ნუსხაში: - მათე 10,2; მარკოზი 3,16; ლუკა 6,14; საქმ. 1,13.
1.4)- მოციქულთა სახელით საუბარი და გამოსვლა მათე 16,15; 19,26; იოანე 6,67-69; მოც. 2, 14-36 და საქმეებში აღარ გავაგრძელებთ ჩამოთვლას მე-10 თავამდე პეტრეს თავკაცობას და ქადაგებებს მთელი ეკლესიის სახელით (მოციქულთა კრებაზე პეტრეს წარმართთა მოქცევისთვის გადამწყვეტი გამოსვლის ჩათვლით მოც. 15, 7-11).
1.5) გამორჩეულად მოციქულებისგან გამოყოფილი მოც. 5, 29: "პეტრემ და მოციქულებმა კი უპასუხეს... "; პავლე, როცაპირველად ჩადის იერუსალემს მიდის პეტრესთან გალ. 1, 18; ანანიასზე და საფირაზე მარტოს შეუძლია განაჩენის
გამოტანა (მოც. 5, 1-11) ისევე როგორც კორნელიუსის ნათლობის გადაწყვეტილებისთვის (სხვა მოციქულებისგან განსხვავებით !) არავისთან შეთანხმება არ სჭირდება (მოც. 10, 47და შ.).
2. გადმოცემა (ეკლესიის წმინდა ტრადიცია) ადასტურებს ბიბლიური მოწმობობას რომის ეპისკოპის საეკლესიო პრიმატზე. აქვე რამდენიმე მაგალითი პირველი საუკუნეებიდან:
ა) წმ. კლიმენტი რომაელის წერილი კორინთელებისადმი, რომელიც თარიღდება არაუგვიანეს 100-101 წლით. თავად კლიმენტი ითვლება მეოთხე პაპად. რაც შეეხება ამ წერილის მნიშვნელობას, დიონისე ეპისკოპოსი კორინთისა წერს დაახლ. 170 წელს, რომ მას კვირაობით ეკლესიებში აკითხებს ხოლმე. კლიმენტი ამ წერილში საუბრობს იმაზე, რომ დიდ შეცდომაში არიან ისინი, ვინ რომის ეკლესიას ყურს არ უგდებს (59, 1) და ასე ამგ.
ბ) წმ. ეგნატე ანტიოქიელი ( 117 წ.), წამებული ეპისკოპოსი, გადმოცემით იოანეს მახარებლის მოწაფე, სწერს პირდაპირ მის წერილში რომაელთადმი: "ეკლესია რომაელთა, რომელიც წინამძღოლია (პროკათეტაი) სიყვარულში ...".
გ) წმ. ირენეოს ლიონელი (130-202) : "რომის ეკლესიას, სახელდობრ მისი განსაკუთრებული უპირატესობის გამო, აუცილებლად უნდა ეთანხმებოდეს ყოველი ეკლესია ანუ მორწმუნენი ყოველთა ქვეყნიდან." მწვალებელთა წინააღმდეგ, 3. 3. 2.
http://geocatholics.com/index.php?option=c...d=62&Itemid=102 This post has been edited by onavara on 3 Jul 2010, 22:00