ჯიბ
გამომამემბერეთ თქვენ

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12095
წევრი No.: 46065
რეგისტრ.: 8-November 07
|
#10976293 · 25 Sep 2008, 03:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE (Nshoshia505 @ 24 Sep 2008, 22:14 ) | | QUOTE | | ეს "მისწორდება" ისეთივე არაფრისმთქმელია როგორც "მიზანშეუწონლობა". რაღაც გისწორდება, რაღაც არა, მე ზუსტად იმას გეკითხები, რატოა რო ზოგი რამ გისწორდება და ზოგი არა. |
გემოვნებაზე მელაპარაკები ეხლა შენ. თუ რატომ მისწორდება წითელი ფერი და რატომ არ მისწორდება მწვანე? თუ რატომ მისწორდება რაღაცის კეთება და რატომ არ მისწორდება რაღაცის კეთება? გემოვნებაშია საქმე. მემგონი მარტივია აქ ყველაფერი
|
არა გემოვნება აქ არაფერ შუაშია (პახოდუ იმასაც აღვნიშნავ რო უკონტექსტოდ სიტყვა "გემოვნება" ისეთივე არაფრისმთქმელია, როგორც "მიზანშეუწონლობა"). არა, ლაპარაკი გემოვნებაზე არაა, ლაპარაკი საქციელზეა, ზოგი საქციელი გისწორდება ზოგი არა, და რატომ მეთქი, რა განაპირობებს იმას რომ ერთი რამ შეიძლება ადამიანისთვის სიამოვნების მომტანი იყოს მაგრამ არ უსწორდებოდეს (ონანიზმი, მაგალითად), მეორე კი შეიძლება ტანჯვის მომტანი აღმოჩნდეს მაგრამ უსწორდებოდეს (მძიმე ჭრილობა ბრძოლაში, რომელიც სამართლიანად მიაჩნია, მაგალითად). | QUOTE | | QUOTE | | და სიამოვნების მიღებაზე ეგ ცხადია არ დაიყვანება. მაგალითად, შეიძლება რაღაცისთვის თავის გაწირვა გაგისწორდეს, თუმცა ვერანაირ სიამოვნებას თავის შეკვლაში ვერ ნახავ. |
სიამოვნება მრავალგვარია, თავგანწირვა უკვე განიჭებს უკვე ჩანერგილ "გმირობის" განცდის სიამოვნებას. არ ვიცი ამას აღიარებ თუ არა, მაგარმ მაინც იცი რომ ამ საქციელს დაგიფასებს საზოგადოება და გმირად გაქცევს.
|
რამდენია რო თავი გაუწირავს და არც არავის გაუგია ამის შესახებ, შენ გგონია მაგათ ყველას სიკვდილის შემდეგ დაფასება ამოძრავებდათ და სხვა არაფერი? | QUOTE | | ეს ზოგისთვის უფრო მეტი სიამოვნების მიმნიჭებელია ვიდრე მაგალითად სექსი... |
ნუ მაგაზე პასუხი ცინიკოსმა დამასწრო  | QUOTE | | თუმცა ეხლა ეს ძალიან ზოგადად დავწერე, მრავალი გარემოება შეიძლება არსებობდეს რატომაც უნდა გაწირო თავი, ნუ წმინდანებისთვის სამოთხე, მეომრებისთვის პატრიოტიზმი და გმირობა, ზოგი ადამიანისთვის ოჯახის დაცვა |
ჰოდა ეგ ყველა იმის მაგალითებია როცა სიამოვნება არაფერ შუაშია. | QUOTE | | რადგან თავად ოჯახი მათთვის უფრო მეტია ვიდრე სიამოვნება, თავად ოჯახის ყოლაა სიამოვნება |
მაიცა თან იძახი რო მეტიაო სიამოვნებაზე, ანუ მეთანხმები, მერე იქვე გადათქვამ და არა, სიამოვნებააო, რომელიმეზე გაჩერდი, თორემ ვეღარ ვხვდები, გეკამათო თუ არა. | QUOTE | | და მის გარეშე ყოფნა კი ტანჯვაა, თავად ამ ტანჯვის წარმოდგენაც კი უჭირს ადამიანს და ბოლოს მრის უზომო ზიზღი, იმდენად გეზიზღება და გიყვარს ეს ზიზღი რომ მზად ხარ გაწირო თავი ამ ზიზღისთვის, აქაც მოტივაცია ხშირად გმირობაა. |
ამ ზიზღზე ვერ გავიგე რა ზიზღი გიყვარსო, იქნებ განმიმარტო. | QUOTE | | QUOTE | | მეორეს მხრივ, ყველანაირი სექსი უდიდეს სიამოვნებას განიჭებს, მაგრამ სექსის მთელი რიგი სახეობები არანაირად არ გაგისწორდება. |
გემოვნბაა, მაგრამ რომ მკითხო გემოვნება როგორ გინვითარედება, ამაზე პასუხს ვერ გაგცემ.. იმიტომ რომ არ ვიცი, ეს მიმვითარდება თუ ესეთი დავიბადე...
|
გემოვნების ამბავია კაცო straightი ხარ თუ queerი? | QUOTE | | QUOTE | | ჰოდა შეკითხვას გიმეორებ - ის, რაც შენში განსაზღვრავს, თუ რა გისწორდება, და რა არა, გინდ სინდისი დაარქვი, გინდ ნუ დაარქმევ - ის არ გაკონტროლებს? |
ჩემი გემოვნება ჩემ საქციელზე დიდ გავლენას ახდენს, მაგრამ გამაკონტროლებელი ამ წამს არის გონება და ხშირად ჩემ და საზიანოდ ემოციაც
|
როგორც უკვე ვთქვი, გემოვნება აქ არაფერ შუაშია, ჩვენ საკუთარ ქმედებათა დასაშვებობა/მიუღებლობაზე ვლაპარაკობთ. გონება და ემოცია ვერ გიკარნახებს, როგორც ასეთი კარგია მოცემული საქციელი თუ ცუდი, მიუხედავად ამისა, ბევრ საქციელზე მკაფიო წარმოდგენა გაქვს, კარგია თუ ცუდი, კულტურული და სოციალური სტანდარტებისგან დამოუკიდებლად, შენი პირადი თვალსაზრისით. ჰოდა ეგ შენი საკუთარი წარმოდგენა არ გაკონტროლებს განა? | QUOTE | | QUOTE | | მე გკითხე, ცდილობს მეთქი რო გაკონტროლოს? კულტურა? და არა ვიღაცეები? |
კულტურა ადამიანების გარეშე არ არსებობს, რა თქმა უნდა ადამიანები მართავენ ერთმანეთს კულტურის მეშვეობით.. მაგრამ თავად ამ მართვის საშვალება არის კულტურა, რომ არ იყოს სახელმწიფოს კულტურა, ანარქია იქნებოდა, რომ არ იყოს პოლიციის კულტურა სხვა რამე იქნებოდა, ანუ მართვის ავტორიტეტებს კულტურა გვიყალიბებს. ჩვენ იმიტომ ვემორჩილებით ხელისუფლებას რომ ამას კულტურა გვიყალიბებს. მე რომ ვიბადები და ყველა ადამიანი (რომელიც საზოგადოებაში ცხოვრობს) განიცდის სოციალიზირებას, სკოლაში გინდა ეს, ქუჩაში გინდა, სადაც გინდა ყველგან რაღაც თამაშის წესების პატივისცემას და წესების ავტორიტეტის დამორჩილებას გასწავლიან. ანუ იწყება შენი მართვა, როგორც ადამიანი, შენ ხდები იმ წსესებით მიოთამაშე რა წესებითაც თამაშობს საზოგადოება. გეუბნებიან რომ კანონის მორჩილება არის კარგი და შენც ამ პრინციპით ცხოვრობ და შვილს იგივეს ასწავლი. ანუ მართული ხდები ყველა დონეზე, ეს გინდა შენ თუ არა.
|
ჰოდა კულტურა კი არ ცდილობს გაგაკონტროლოს, არც საზოგადოება როგორც ასეთი, არამედ ვიღაც იქსები, და ეგეც კიდევ საკითხავია მე მგონი. თვით კულტურას კი რაც შეეხება, ის შენ ვერაფერს ვერ გაიძულებს იმიტომ რომ პიროვნება არაა რომ რაღაც უნდოდეს. შენი ნებაა, გინდა ჩაეწერები მოცემული კულტურის ფარგლებში გინდა არა. | QUOTE | | QUOTE | | შენთვის, კულტურის გარეშე, არაფერი მიგაჩნია თავისთავად კარგად ან ცუდად? |
მე საერთოდ ზოგადად არ ვყოფ არაფერს კარგად და ცუდად,
|
არც ერთ შენს შესაძლო საქციელზე არ გაქვს წარმოდგენა, კარგია თუ ცუდია? გაგისწორდება მისი ჩადენა თუ გაგიტყდება? სანამ ჩაიდენ ვერ ხვდები? კულტურის თუ თავზე მოხვეული მორალის გამო კი არა შენივე საკუთარი შეხედულებების მიხედვით? | QUOTE | | თავისთავად კარგი და ცუდი არ არსებობს. კარგი და ცუდი არის ნამეტანი პრიმიტული რამე. შენთვის ეს კარგია ხოლო სხვა კულტურის ადამიანისთვის იგივე ცუდია. |
მე სხვაზე და კულტურაზე არ გეკითხები, პირადად შენზე გეკითხები, შენთვის პირადად რა არის კარგი და ცუდი, რის კეთება გაგისწორდებოდა და რის გაგიტყდებოდა შენი საკუთარი თავის წინაშე. | QUOTE | | ნუ ხვდები ალბათ რომ როგორც შენ მიგაჩნია ის რომ ჟეშმარიტებაა რომ კაცი არ უნდა მოკლა, იმ სხვისთვის ჭეშმარიტებაა რომ კარგია რაც უფრო მეტ კაცს მოკლავ და იამაყებ ამით. |
მე ჩემი პრინციპი მაკონტროლებს, შენ შენი და იმას თავისი. იმისდამიუხედავად, გარეშე სოციალურ პირობითობებს ემონება თუ არა. | QUOTE | | რა თქმა უნდა თუ კი იმას ხვდები რომ რაც არ უნდა კლასიფიკაცია გააკეთო შენ გონებაში კარგისა და ცუდის, არის არაჭეშმარიტი, უბრალოდ არ უნდა მოიტყუო თავი. ჩემთვის ეს კარგია და ეს ცუდი, მსგავსი მიდგომა ძალიან პრიმიტიულია, რადგან უკვე ხვდები რომ შენი კლასიფიკაცია მხოლოდ შენ თავს ერგება და რეალურ ჭეშმარიტებას არ შეესაბამება. |
შენი წარმოდგენები სიკეთესა და ბოროტებაზე შენთვისვე არაა რეალური? | QUOTE | | თავი რატომ უნდა გარიყო ჭეშმარიტებისგან მხოლოდ იმიტომ რომ კლასიფიკაცია მოახდინო სამყაროში კარგისა და ცუდის? |
ჭეშმარიტება ისაა რომ შენ, ისევე როგორც ყველა სხვას, საკუთარი თავისთვის ყველანაირი პირობითობისგან დამოუკიდებლად გადაწყვეტილი აქვს მისთვის რომელი საქციელის ჩადენაა კარგი და რომლის ცუდი. | QUOTE | | კი რა თქმა უნდა მაქვს ეს კლასიფიკაცია, თუმც იმას ვაცნობიერებ რომ ეს კლასიფიკაცია მცდარია. |
თუ აღიარებ რო მცდარია, არ გქონია აბა. თუ არა უშავს, მცდარი რამეებითაც შეიძლება რო იხელმძღვანელო? | QUOTE | | QUOTE | | კაცო ვინაა ეს მტარვალი დიქტატორი კულტურა, რა უნდა, რატო გვიმონებს, ადამიანია თუ რაღაც ბოროტი ღვთაებაა? |
| QUOTE | | ა კიდე ერთი მტარვალი დიქტატორი გამოჩნდა მენტალიტეტი. ამას რაღა უნდა? მსოფლიო ბატონობა ალბათ? შეთქმულებაა, შეთქმულება. |
| QUOTE | | ჰო ეგ ნდომებია. მასონია ეგ მენტალიტეტი. |
ნუ მე არ მიკვირს მსგავსი დამოკიდებულება, იმ ადამიანისგან რომელიც კულტურით ამაყობს.
|
კულტურით ვამაყობ? საიდან მოიტანე? საერთოდ არაფრით არ ვამაყობ. | QUOTE | | კულტურა არის ნაკლები ბოროტება, ან შეიძლება არც არის ნაკლები, უბრალოდ იძულებით შექმნილი. გარემო-პირობებმა + ადამიანის ხასიათმა გვაიძულა დაგვეწყო მუშაობა კულტურის შექწმნაზე. კულტურა ხელს უწყობს ადამიანებს ერთმანეთში ურთიერთობა მოაწესრიგონ. საზოგადოება იქმნება. მაგრამ აი ინდივიდი იკარგეა იქ. კულტურა არ აძლევს ინდივიდებს მისგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბების საშვალებას. |
მოკლედ მეთანხმები რო კულტურა არ ცდილობს გაგაკონტროლოს, თუ ვინმე შეიძლება ცდილობდეს, ვიღაც კონკრეტული ადამიანები უნდა იყვნენ? | QUOTE | | QUOTE | | მოგების და ინტელექტის მიღმა შენთვის კარგი და ცუდი არ არსებობს? ან კი ინტელექტს შენ თვითონ იყალიბებ? თუ იქნებ მაგასაც გინერგავს ვინმე რო გაკონტროლოს, რა იცი? |
ინტელექტი თავისთავად არ გიყალიბდება, ინტელექტს კულტურა გიყალიბებს
|
ეგ როგორ? თუ ვთქვათ ვინმე დაუნი დაიბადა და კულტურულ გარემოში მოათავსებ, ინტელექტი განუვითარდება? | QUOTE | | , მაგრამ ინტელექტს ერთი კარგი თვისებბა ახასიათებს, მას შეუძლია არსებულ კულტურაზე მაღლა დადგომა. ინტელექტუალური ადამიანი ნაკლებად კონტროლირებადია. |
და საკუთარი ინტელექტის მიგნებები არ აკონტროლებენ? გიჟი თავისუფალიაო ხო გაგიგია. მე რო მკითხო, რაც უფრო დიდი ინტელექტუალური უნარი გაქვს შენი ქმედების შედეგები გააანალიზო, მით უფრო შეზღუდული ხდები არჩევანში, თუ რა მოიმოქმედო. | QUOTE | | QUOTE | | გარდა თავისუფლების შეზღუდვა-არშეზღუდვის არაფერი გაქვს? |
თავისუფლება პირველ;ი ნაბიჯია საკუთარი ტავის შეცნობის,
|
საკანში რო ჩაგკეტონ საკუთარ თავს ვერ შეიმეცნებ ვითომ? | QUOTE | | საკუთარი თავის შეცნობას კი ჰარმონიამდე მივყავართ ადამიანში. |
ეს ჰარმონია რაღად გინდა და რაში გამოიხატება? რაღაც ზეღირებულია? ერთგვარი რელიგიაა? თუ რაა?
* * * | QUOTE (ცინიკოსი @ 24 Sep 2008, 22:47 ) | | QUOTE | | აზრზე არა ვარ შენი სპეციფიკის |
არცაა საჭირო, აზრზე მოხვიდე
|
ოკ, კამათის ამ ნაწილს ვხურავთ. შევაჯამოთ - ჩემს მიერ მოყვანილი პირველი მაგალითი სიამოვნებისა, რომელიც არ გისწორდება, ძალაში რჩება, შენს მიერ კონტრარგუმენტების გაჲასნებაზე უარის თქმის გამო. | QUOTE | | QUOTE | | ამ მიმართულებით ერთმანეთში ვერაფერს ვერ გავარკვევთ |
ჰო, ჩემი სფეციფიკა ცუდი შესახვევი იყო, ჩიხში აღმოჩნდი
|
რა თქმა უნდა, შენ უარი თქვი რაიმე განმარტებაზე და იმიტომ. მაგარი მეთოდია ხო იცი, - "შენ არა ხარ მართალი იმიტომ რომ მე კონტრარგუმენტი გამაჩნია ოღონდ არ გეტყვი რა კონტრარგუმენტია". | QUOTE | | QUOTE | | ეგ უნივერსალური მოვლენაა? |
ნორმალურ ადამიანებში კი, ორდინალურ და რიგით ცხოვრებისეულ გამოწვევაზე (ამოცანაზე) ჩვეულებრივი პასუხია, იმბეცილებში რა თქმა უნდა არა.
|
გამოდის რო კაცობრიობა იყოფა ორ კატეგორიად - უპრინციპოები და იმბეცილები. რაღაც ზედმეტად გამარტივებული სურათია. | QUOTE | | QUOTE | | ეგრევე ცვლის ამ პრინციპს რო არ შეუზღუდოს? |
საათნახევარში
|
ყველა იმბეცილის გარდა ხო? | QUOTE | | QUOTE | | ეგ ისევ იმას ნიშნავს რო არანაირი პრინციპი არ გააჩნია თავისუფლების შეუზღუდავობის გარდა და ეგ ჩემთვის უშინაარსო პრინციპია მეთქი. |
”უშინაარსო” არ ვიცი, რას ნიშნავს
|
აი შინაარსი რო არ გააჩნია, ტრივიალური, აზრს მოკლებული, ცარიელი. | QUOTE | | , მაგრამ იყოს ბატონო, რახამც ასე გინდა. არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ასეთ უშინაარსო ფორმულირებასთან. |
ფორმულირება შინაარსიანია - მისი შინაარსი იმაშია, რომ თუ მხოლოდ ის გინდა, რომ არაფერში არ შეიზღუდო, და მეტი არაფერი არ გაინტერესებს, სრულიად უაზროდ იარსებებ. | QUOTE | | QUOTE | | ეგ არის მეთქი ერთადერთი ვარიანტი რომ შენს მიერვე არჩეულმა ფასეულობებმა არანაირად არ შეგზღუდოს, ამაში მეთანხმები თუ არა? |
სანამ არ იქნება ნორმალურად და წელში (ნუ მხრებშიც) გამართული ფორმულირება არგუმენტის და დებულების, არაფერი გამოვა. საერთოდ, წინადადება უნდა იყოს პირველ რიგში ჰუმანური! ნელ-ნელა ქანძი მძვრება ინტუიციური ინტერპრეტაციებით.
|
კაი ახლა ნუ წარმოაჩენ თავს გონებაჩლუნგად, ძალიან მარტივი რამე ვთქვი. | QUOTE | | თუ საუბარია ადამიანზე, რომელსაც არ სურს საკუთარი მოქმედებების არანაირად შეზღუდვა, ეს უტოპიაა და ამის მტკიცებით დავაყუდე იდაყვები კათედრას. |
მერე შეიძლება უტოპისტია ბატონი ნშოშია, რა იცი? | QUOTE | | თუ საუბარია შოშიას დებულებებზე (ყველა შემთხვევაში კარგი იქნებოდა, მისი პოზიციების აბერაციები და პლასტელინური ჭმუჭვნები არ ყოფილიყო) |
შემოგვიერთდა აგერ და ადასტურებს, ჰარმონიისთვის მჭირდებაო ეგ შეუზღუდველობაო. ვკითხე, რას გულისხმობ მეთქი ამ ჰარმონიაში მეთქი, ალბათ მიპასუხებს. | QUOTE | | , რომ ის მაქსიმალურად ცდილობს კულტურული სისტემის და შესაბამისი ფასეულობების ბრმა მიმდევარი და მორიგი ავტომატური ”მომხმარებელი” არ იყოს და მაქსიმალურ პირად ავტონომიას მიაღწიოს გარემოს შემეცნებასა თუ და კონკრეტულ გადაწყვეტილებებში |
მე მგონი არც ბრმად უნდა კულტურასთან რაიმე საქმე ქონდეს არც თვალებახელილს. ჩემს გაკონტროლებას ცდილობსო. | QUOTE | | , როგორც თავად თემიდან უსვინდისოდ გაქცეულმა აღნიშნა, ესეც ზღვარდადებული სწრაფვაა, თუმცა (ვუერთდები ამაში) სრულიად დასაფასებელი და ღირსეული გზა. |
კულტურას თავი არ გააკონტროლებიო, რომელსაც არ უნდა შენი გაკონტროლება იმიტომ რომ ვერც ვერაფერი ენდომება ვინაიდან ცოცხალ არსებას არ წარმოადგენს. და სამაგიეროდ თავი გააკონტროლებიო შენსავე წარმოდგენებს ოღონდ ამის აღიარებაზე უარი თქვა. ღირსეული გზაა. | QUOTE | | თუ საუბარია იმაზე, რომ რაღაცა როცა არ არსებობს, შეიძლება თუ არა ის არსებობდეს, ეს დისკუსიის პროფანაცია და განგებ ჩიხამდე მიყვანაა. |
არ მისაუბრია მე ეგეთ არაფერზე და ნუ ახდენ დისკუსიის პროფანაციას. | QUOTE | | QUOTE | | ოთო? ჰოდა დავაკონკრეტე. ლაპარაკია მეთქი ლოგიკურ წინააღმდეგობაზე და არა ფსიქოლოგიურზე. და გამოვიყვანე ლოგიკური წინააღმდეგობა. რამე შეუსაბამობა დაინახე ამ გამოყვანაში? |
რა თქმა უნდა. ”სინონიმია-სინონიმიარარის” ამბავია და ახალი არაფერი გითქვამს
|
მე არასინონიმურობა დავასაბუთე იმით რომ სხვადასხვა ცნებების აღმნიშვნელი სიტყვებია მეთქი და მოვიყვანე კიდეც ეგ ცნებები. გამოგრჩა? გავიმეორო? | QUOTE | | , შესაბამისად, მეც ვერ ვიტყვი. ”მსიამოვნებს” თუ ”მისწორდებას” თუ სხვა სიტყვების შესახებ უკვე ვისაუბრეთ და იგივე წრეზე რატომ წავიდე ან შენ რას მოგცემს? |
ცხადია შენ თუ ჩემს არგუმენტებს უგულებელყოფ წრეზე ვივლით. მე მოვიყვან შენ უგულებელყოფ. მე მოვიყვან შენ უგულებელყოფ. | QUOTE | | მე მაგალითად არ მიყვარს გამეორება. მე მაგალითად არ მიყვარს გამეორება. აი უყურე, ხო უაზროა? |
თუ არ გიყვარს, ერთხელაც წაიკითხე ჩემი დასაბუთება და იმაზე გამეცი პასუხი, იმის მაგივრად რო იმეორო, არ დაგისაბუთებიაო. | QUOTE | | QUOTE | | არც აპირებ დასაბუთებას? |
ეპასუხა ამ ამბავს (სასაბუთების საჭიროების შესახებ). კითხვის გამეორებამდე პოზიციას შევიცვლი?
|
რასაც არ მისაბუთებ, ყველა იმ საკითხს დახურულად ვთვლი და ვაჯამებ - ვერ ან არ დამისაბუთა. ამდენად მე ვრჩები მართალი, რადგან ჩემი საწინააღმდეგო აზრის დასაბუთება შენგან ვერ მოვისმინე. შევთანხმდით? | QUOTE | | QUOTE | | მთლად საყოველთაოდ არაა როგორც ჩანს, იმიტომ რომ მე მაგალითად სხვანაირად ვიცი. |
ნუ.. გამონაკლისი წესს ამტკიცებს. ”საყოველთაო”, ბუნებრივია, არ ნიშნავს მაინც და მაინც ”აბსოლუტურად ყველას”, გასაგებია რომ ეს არ იგულისხმება. ზოგისთვის შეიძლება ”გაგეკაიფე” ვენაში ნემსის ტაკებას ნიშნავდეს, რაც მის სემანტიკას ვერ შეცვლის და მის ”საყოველთაო” მნიშვნელობად მაინც ”არასალიტერატურო ”გაგეხუმრე” დარჩება.
|
ამრიგად საბოლოო ჯამში მიხვდი, რა განსხვავება მქონდა მხედველობაში სიამოვნებასა და გასწორებას შორის? აღნიშნე ბატონო ნებისმიერი ტერმინებით ეგ განსხვავება, რაც კი შენ საყოველთაოდ მიგაჩნია და მეც მაგ ტერმინს ვიხმარ, აბა მე ტერმინოლოგია კი არა მაქვს დაგინებული, აზრი მინდა გაგაგებიო და სხვანაირად ვერ აღვნიშნე ეგ განსხვავება, ეგაა და ეგ. | QUOTE | | QUOTE | | "სინონიმი" მე როგორც მესმის არის იგივე ცნების აღმნიშვნელი სხვა სიტყვა. მეშლება? |
შენ წარმოიდგინე არა!
|
ჰოდა ხო დაგიწერე რა ცნებებსაც აღნიშნავს ეგ ორი სიტყვა და ხო დარწმუნდი რო სხვადასხვა ცნებებია? "მსიამოვნებს" და "ვგრძნობ რომ კარგ რამეს ვაკეთებ" არაა სხვადასხვა? | QUOTE | | QUOTE | | როცა სიამოვნებას ეძებ, ეგ მოტივაცია არაა, ინსტინქტის დონეზეც ტრივიალურად ეგრეა რო სიამოვნებისკენ ისწრაფვი, ერთუჯრედიანებსაც ახასიათებთ ეგ. მოტივაცია იწყება ინსტინქტის მერე. გასწორება უკვე მოტივაციის სფეროებშია |
აჰა ფრიად საინტერესო აღმოჩენაა მანახე სამი ფსიქოლოგიური კვლევა კამპეტენტი ხალხისა, სადაც ”გასწორება” მოტივაციის ერთ-ერთ კატეგორიად და არა რიგით ბაღლინჯო არასალიტერატურო ალტერნატივად გვევლინება და მე ვიწამებ ქრისტეს რა იყო და... ჰმ რაღაცას ვიწამებ ლურჯ სიშორეს მაინც.
|
კაცო რაც გინდა იწამე ოღონდ შეეშვი ტერმინოლოგიაზე კამათს და გადმოდი ამ ტერმინოლოგიაში რა აზრიც დევს იმის შესახებ კამათზე. თუ შეგიძლია. | QUOTE | | QUOTE | | უბრალოდ შემთხვევით გაიხლართე ჩემთან კამათში |
თაფლი წავისვი, მეგონა გვერდით მივუჯექი და თურმე ჩავანაცვლე შოშია წმინდა წყლის ალტრუისტული გაუგებრობა მოხდა
|
კჱი კჱი თავს ნუ იმართლებ  | QUOTE | | QUOTE | | ვიცნობ უბრალოდ ცოტათი და არა მგონია რო მწარედ თვალთმაქცობენ. ვვარაუდობ რო დაახლოებით ჩემნაირები არიან. |
საქმე საქმეზე რომ მიდგა, დედები შვილების ჯერ კიდევ ცოცხალ სხეულებზე ფეხებით შედგნენ, ფეხისგულები რომ აეწვათ რა შუაში იყო ახლა
|
აბა ეგა თქვი ისე თუ ასე არაფერ შუაში არ იყო. | QUOTE | | QUOTE | | შენ თვლი რო უანგაროდ სიკეთის კეთება თითქმის არავის არ სურს? |
”უანგაროდ” ხშირად ნათლავენ ხოლმე ისეთ მოქმედებას, სადაც ანგარების სხვა, არა(წმინდა)მატერიალური გარემოებები ყურადღების მიღმა რჩება ხოლმე (მაგალითად, შეიძლება უსასყიდლოდ დაგეხმაროს ვინმე, მაგრამ შემდეგ ელოდოს პატივისცემას, მადლობას, დაფასებას, სხვა საკითხში დათმობას და სირბილეს შენგან და ა.შ. - ეს სულ პატარა მარტივი მაგალითი)
|
მე ეგეთებზე არ გელაპარაკები, მართლა უანგაროდ რო უნდა კეთება მე ეგეთებზე გელაპარაკები. | QUOTE | | , შესაბამისად, სიკეთის უანგაროდ მკეთებლთა |
მაიცა მე ვთქვი ისეთები, რომლებსაც სურთ სიკეთის უანგაროდ კეთება, ანუ ეს მათთვის ღირებულია, თორემ რეალურად კეთებამდე რო ძალიან ცოტა მიდის მაგაში კი გეთანხმები. | QUOTE | | რიცხვი კატასტროFიულად უფრო მცირეა, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია |
ხოლო უანგაროდ სიკეთის კეთების მსურველთა რიცხვი კატასტროფულად უფრო დიდია ვიდრე ზოგიერთი წარმოჩენას ცდილობს. | QUOTE | | . იმედია არ მკითხავ, ნიშნავს თუ არა ეს მაინც იმას, რომ ასეთები არ არსებობენ. ”თითქმის არავის”? - ყაბულსა ვარ, მისაღები ფორმულირებაა. |
ძალიან ბევრისთვის უანგარობა ღირებული რამაა. და არა იმიტომ რომ შეაქებენ ან საკუთარ თავს შეაქებს, უბრალოდ რის კეთებაც კარგ რამედ მიაჩნია უნდა რო ის აკეთოს და მეტი არაფერი. | QUOTE | | QUOTE | | რო არ მეუბნება, მაინც უნდა ვივარაუდო რო მამენტ მომახრჩობს? |
უცლობლად. ყველანაირი ნაცნობი კრიტიკულ სიტუაციაში შენი რეიტუზის რეზინით მომხრჩობია. მე ასე ვუყურებ ყველას (ბუნებრივია ამ კატეგორიაში არ შედის ჩემთვის ძვირფასი და უსაყვარლესი ხალხი, რომელსაც რეიტუზის რეზინი არ გააჩნია ან რეზინით ვერ მომახრჩობს).
|
მოუხრჩვიხარ ხშირ-ხშირად თუ? | QUOTE | | QUOTE | | თუ დამიჯერებ მაგრა ვირჯები რო დაგისაბუთო და თუ მაინც მიგაჩნია რო არაფერს ვასაბუთებ, მოგიწევს განმიმარტო, რაში მდგომარეობს დასაბუთების ის სტანდარტი, რომელსაც მე ვერც კი ვუახლოვდები. |
გლეხურათ რო ვთქვათ, არაჩახლართულობა. მეტს არაფერს ვითხოვ. ისე ახუჭუჭებ, რომ ტოვებ მინიმუმ ორგვარი ინტერპრეტირების შესაძლებლობას. მეც მჭირს ხოლმე ასეთი რამ, ვწერ და მგონია, რომ მარტივად მიხვდება ყველაფერ იმას, რაც სინამდვილეში მხოლოდ ჩემს გონებაშია.
|
ხალხი აგერ კანტს კითხულობს, შენ რო ჩემი ერთი კინკილა ჩახლართული პოსტი წაიკითხო რა მოხდება. თუ ბოლომდე მოითმენ - კენწეროში გატკბილდების. | QUOTE | | QUOTE | | მე ხო მეკამათები? თუ არ გაინტერესებს, მე რამეში დამარწმუნებ თუ ვერა, მე რაღაზე მეკამათები? |
არა, შოშიაზე იყო რეპლიკა ძალიან განზოგადებული კითხვით და ისევ შოშიაზე გავმარტე. ორიგინალურ კითხვას თუ დავუბრუნდები: ა) სხვისი გადარწმუნების ნულოვანი მოლოდინი და, ამასთანავე, სურვილი მაქვს, რადგან იშვიათად მაქვს იმის შეგრძნება, რომ მართალი ვარ (ბარემ ამდენი მრავალგზისი ორგაზმების შემდეგ აღსარებასაც ჩაგაბარებ - ზოგჯერ იმას ვამტკიცებ, რისიც თავად არ მწამს). საბოლოო და აბსოლიუტური მიზანი კონფიდენციალურია.
|
მეც არა ვთქვი რა წყალს ნაყავს მეთქი  | QUOTE | | ბ) მხოლოდ მანამ ვკამათობ, სანამ საამისოდ დრო და მოკამათე მრჩება.
|
|
|
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0811 ] [ 13 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003 IPS, Inc.
| |