Beso2524
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 277
წევრი No.: 126006
რეგისტრ.: 15-January 11
|
#25352890 · 8 May 2011, 03:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
| QUOTE | აქ არის მოყვანილი საეკლესიო გალობის მკვლებართა აზრი, რომლებიც ბიზანტიურ გალობას მიიჩნევენ კანონიკურად:
ბესო, კონკრეტული ფაქტი არ არსებობს? ვარაუდებია მხოლოდ? |
ჯემალ როგორ არ არსებობს არსებობს და მგონი 20 ფურცელზეა განფენილი გამოუშვა? * * * ეხლა განვიხილოთ ის მაგალითები, რომლებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანები უშუალოდ ზეციური ძალებისაგან სწავლობდნენ საეკლესიო გალობას და ღმრთის დიდებას: წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი, იყო დადგენილი ანტიოქიის ეპისკოპოსად. მის ცხოვრებიდან ვგებულობთ, რომ: ,,წმიდა ეგნატე ზეცაში იქნა აღტაცებული და საღმთო ჩვენებით იხილა ანგელოზთა ორი დასი, რომელიც მონაცვლეობით აქებდა ყოვლადწმიდა სამებას. ამის შემდეგ მან ანტიოქიის ეკლესიაში შემოიღო ანტიფონური გალობა, რაც თანდათან სხვა ქრისტიანულ ეკლესიებშიც დამკვიდრდა”. წმიდა პროკოფის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის სახელთანაა დაკავშირებული საგალობელის ,,წმიდაო ღმერთოს” ღმრთისმსახურებაში შემოღება. გადმოცემის თანახმად, კონსტანტინოპოლში ხდებოდა სტიქიური უბედურება, ძალიან გახშირებული იყო მიწისძვრები. ასეთ ავბედობის ჟამს, წმიდა პროკოფი ჩაუდგა სათავეში საერთო სახალხო ლოცვას. ამ დროს ერთი ყრმა ზეცად იყო აღტაცებული და როდესაც ის ღმრთის განგებით უკან უვნებელი დაბრუნდა, გადმოსცა ამბავი ანგელოზთა გალობის ხილვის და სმენის შესახებ, რომლებიც განადიდებდნენ უფალს: ,, წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო”. მიწისძვრები შეწყდა მას შემდეგ, რაც ამ ყრმის მიერ მოსმენილი გალობა გაიმეორა კონსტანტინოპოლში მცხოვრებმა ხალხმა წმიდა პროკოფის კურთხევით, რომელსაც დაუმატეს ,,შეგვიწყალენ ჩვენ”. ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ღირს არსი ეწოდება. იგი მოთავსებულია ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში, მაღალ დასაჯდომელზე და ერთი მოვლენის გამო განსაკუთრებით არის განდიდებული: ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის სადარაჯოდ დარჩა და მისგან ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით მიიღო. როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს - „უპატიოსნესს ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა...“, მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა: „ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“. ახალგაზრდა ბერს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა: „მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“. საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინ, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარაესიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობისისას იხილა. მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმიდა მთის საკრებულოზე განაცხადა. ბერებმა ერთხმად ადიდეს უფალი და დედა ღვთისას ახალი საგალობელი იგალობეს. მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოსის გალობას, „ღირს არსს“, აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც მთავარანგელოზმა ეს საგალობელი აღასრულა, კარეასის ტაძარში გადააბრძანეს. მთავარანგელოზის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის, ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.) დროს, რომან-უმცროსის ვაჟების, ბასილისა და კონსტანტინეს, ზეობის ჟამს, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს; ხოლო ის სენაკი ათონზე დღემდე ”ღირს არსის” სახელით არის ცნობილი. ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი დაიბადა სირიის ქალაქ ემესაში V საუკუნეში. ემისიიდან ნეტარი კონსტანტინოპოლში გადავიდა და წმიდა სოფიას ტაძარში დაიწყო მსახურება. წმიდანი უწიგნური იყო, მედავითნეობა და გალობა არ შეეძლო, მაგრამ საოცარი კეთილმსახურებით ცხოვრობდა. ამის გამო მან პატრიარქ ექვთიმეს ყურადღება და კეთილგანწყობა დაიმსახურა, რამაც სხვა ღმრთისმსახურები შურით აავსო. ერთხელ, ქრისტეშობის წინა საღამოს, როცა ტაძარში იმპერატორიც ბრძანდებოდა, მგალობლებმა რომანოზი ძალით აიყვანეს ამბიონზე და გალობა აიძულეს, შემდეგ კი სიცილი დააყარეს. რა თქმა უნდა, წმიდა რომანოზის გალობა არ იყო სასიამოვნო მოსასმენი, რამაც ყველაზე მეტად თვით წმიდანს ატკინა გული. ღმრთისმსახურების ბოლოს წმიდა რომანოზი ქვითინით დაემხო ღმრთის-მშობლის ხატის წინაშე და მხურვალედ ილოცა. იმავე ღამით ნეტარს ძილში ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი გამოეცხადა, გრაგნილი (ბერძნულად-კონდაკიონი) გაუწოდა და უბრძანა, შეეჭამა. ასე მიემადლა მას ზეგარდამო გულისხმისყოფა და საგალობლების შექმნისა და შესრულების ნიჭი. იმავე დღეს, ღამისთევის ლოცვაზე წმიდანმა საკვირველი ხმით იგალობა თავისი პირველი საგალობელი, კონდაკიდან: ,,დღეს ქალწული უზესთაეს შობს”. რომანოზის სხვა საგალობლებსაც კონდაკები უწოდეს. ნეტარს ეკუთვნის პირველი იკოსებიც-საგალობლები, რომლებსაც მღვიძარების დროს თხზავდა თავის ნავში (ბერძნულად-იკოსში). დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფლის რჩეულს დიაკვნად დაასხეს ხელი და გალობის მასწავლებლად დაადგინეს. მან შექმნა ათასამდე საგალობელი, რომელთაგან ბევრი დღესაც ჩართულია ღმრთისმსახურებაში. წმიდა იოანე დამასკელის მოძღვარს, რომელსაც დასჯილი ჰყავდა იოვანე, ასევე გამოეცხადა ღმრთისმშობელი და იოვანეზე უთხრა: ,,რაისა დაგიყოფიეს წყაროი და არა უტევებ განფენად ნაკადულთა მათ ოქრონექტარისათა? რამეთუ ზეშთა გარდამატებულად ეგულვების იოანეს შემკობად ეკლესიაი ღმრთისაი და სახარულევან-ყოფად დღესასწაულებსა და წმიდათა სახსენებელსა ყოვლადბრძნითა მით სიტყვათა მისთა შეწყობილებითა და საგალობელთა ხმატკბილობითა, რომლითა ყოველნი მორწმუნენი განანათლნეს მართლმადიდებლობამან შჯულთა მისთამან და საზოგადოდ საშვებლად ცხორებისად დაუტევნეს მათ ღმრთივშვენიერნი სწავლანი თვისნი. ვინაიცა ამიერითგან უბრძანე მას თქმად, რაიცა სთნდეს, რამეთუ ნუგეშინისმცემელი და ყოვლადწმიდაი სული იტყვის ენითა მისითა”. მოყვანილი მაგალითებიდან ნათლად ჩანს, რომ საგალობლების შექმნაში მონაწილეობდნენ ზეციური ძალები და თავად ღმრთისმშობელი მარიამი. ეხლა თვალი გადავავლოთ იმ ღმრთივგანბრძნობილ მამათა ნუსხას, რომლებიც მონაწილეობდნენ საგალობლების შექმნაში და რომელთა მიერ შექმნილი საგალობლები, შესულია დღეს არსებულ ღმრთისმსახურების წიგნებში. ტერმინი `ბიზანტიური გალობა~ გაჩნდა უფრო მოგვიანებით. იგი გამოხატავს სხვადასხვა საგალობლების პრაქტიკას და ტრადიციას, რომლებიც აღწერილია პატრისტიკაში ტერმინით `ფსალმუნთგალობა~. ის მოიცავს ასევე უფრო ვიწრო გაგების ბერძნულ მუსიკალურ ტერმინებს: `საეკლესიო გალობა~, `ჰიმნოგრაფია~, `მელოსი~, ასევე გამოხატავს მუსიკალურ თეორიას და ნოტაციას. ეხლა კი იმ მამათა შესახებ, რომლებიც უშვალოდ ქმნიდნენ ბიზანტიური წესის საგალობლებს: წმ. ათანასე ალექსანდრიელი (+373) ფსალმუნთა გალობის შესახებ: `რატომ არის, რომ ფსალმუნები შეწყობილად იგალობება? უფალს, უნდოდა, რომ სიტყვების მელოდიურობა ყოფილიყო სიმბოლო სულიერი ჰარმონიისა, ამიტომ დაადგინა ფსალმუნთა გალობა მწყობრად გალობით. ფსალმუნთა გალობა ნიშნავს არა მხოლოდ კეთილხმოვანებაზე ზრუნვას, არამედ ეს არის ნიშანი გულის ფიქრებთან სულის ჰარმონიისა... კარგად მგალობელი კეთილად განაწყობს თავის სულს და, თითქოს არასწორი მდგომარეობიდან გადაჰყავს ის მართებულ და სასურველ მდგომარეობაში~. ღირსი ეფრემ ასური (+378), ასობით საღმრთისმეტყველო ჰიმნის ავტორი (მათ შორის ერეტიკოსთა წინააღმდეგ). თანამედროვე ღმრთისმსახურებაში, დიდმარხვაში საკითხავი ლოცვების გარდა, ეფრემ ასურის შემოქმედებიდან გვხვდება ღმრთისმშობელის საგალობლების ფრაგმენტები, გამოკრებილი პავლე ამორეველის (ევერგეტიკის) მიერ, რომლებიც განთავსებულია ოქტოიხოსში ანატოლის მიერ შექმნილი ტროპარების შემდეგ. ასევე ეფრემ ასურის კალამს ეკუთვნის საღამოს ლოცვა: `უბიწოო, შეუგინებელო...~ და კიდევ სხვა მრავალი ლოცვები და საგალობლები. წმიდა გრიგოლ ნაზიანზელი (+391) კონსტანტინოპოლის პატრიარქი. მას დაწერილი აქვს მრავალი სასულიერო ჰიმნი და საეკლესიო პოეზიის ნაწარმოები. წმიდა ამბროსი მედიონალენი (+391). მან პირველმა შეიტანა მედიოლანის ეკლესიაში ანტიფონური გალობა, რომელიც ძველი დროიდანვე გამოიყენებოდა აღმოსავლეთში და წმინდა ამბროსის მიბაძვით გავრცელდა დასავლეთის სხვა ეკლესიებშიც. სადღესასწაულო ჰიმნმა `შენ მხოლოსა გადიდებთ~ შექმნისთანავე დაიმკვიდრა ადგილი საეკლესიო ღმრთისმსახურებაში, რომელიც გამოიყენება ღმრთისადმი მადლიერების აღსავლენად. წმიდა ამბროსის სახელს უკავშირდება უფრო გვიან პერიოდში გამოცემული სანოტო ,,ანტიფონარი”, რომელიც შედგება ოთხი კილოსაგან და შექმნილია ბერძნული ჰანგის მიხედვით. წმიდა იოანე ოქროპირი (+407). მან შეავსო ღამისთევის ღმრთისმსახურება. მოითხოვა, რომ მგალობელთა გუნდებს ეგალობათ მოწესრიგებულად, კანონის მიხედვით, ხშირად მოეწყოთ რელიგიური მსვლელობები და აღევლინათ რწმენით გამსჭვაული ჰიმნები, ძირითადად უძველესი საგალობელი `დიდება მამასა, ძესა და წმიდასა სულსა~. მსვლელობისას მათ თან დაჰქონდათ ჯვრები და სანთლები. Aაქედან ჩაეყარა საფუძველი დღევანდელი ლიტანიობის წესს, ხოლო სამ-საგალობელი შევიდა თითქმის ყოველ ლოცვით ტექსტში და ის გამოიყენება თითქმის ყოველი ლოცვის ბოლოს. იოანე ოქროპირი აღნიშნავს გალობის შესახებ: `არაფერი არ აღანთებს, არ აღაფრთოვანებს ისე სულს, არაფერი ისე არ განაშორებს მას მიწიერ საზრუნავს და ხორცის ტყვეობას, არაფერი ისე არ აღავსებს სიბრძნისადმი სიყვარულით და ყოფიერი საზრუნავის მიმართ გულგრილობით, როგორც მოწესრიგებული საგალობლების კეთილხმოვანება, სიტკბოება წმიდა ჰიმნებისა, რომლებიც გაწყობილია რიტმის მიხედვით. (აქ წმიდა მამა დადგენილი რიტმების სწორად გალობის შესახებ საუბრობს). ჩვენ ბუნებითად გვიყვარს გალობა; მტირალი ჩვილი მშვიდდება, როდესაც მათ ისმენს... როდესაც ვისმენთ გალობას, გვიმსუბუქდება შრომა და ჯაფა... უფალმა დაადგინა ფსალმუნთა გალობა, რათა მათგან ჩვენ მიგვეღო სულიერი სიამოვნებაც და სარგებელიც~. წმიდა კირილე ალექსანდრიელი (+444 წ.). Mმის დროს ნესტორის ერესის წინააღმდეგ ეკლესიამ დაიწყო დედა ღმრთისას ღმრთისმშობლად საზეიმოდ სახელდება; ამ დროიდან დაიწყეს წმინდა შეკრებებზე საგალობლის `ღმრთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ~ - ის გალობა. სრულიად დასაშვებია, რომ თავად კირილე ყოფილიყო ამ საგალობლის შემქმნელი. მისი შედგენილია ასევე დიდი პარასკევის სამეუფო ჟამნობის წესი. წმიდა პროკოფი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+447 წ.). ისტორიულად მის სახელთანაა დაკავშირებული საგალობელი `წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდაო~.Gგადმოცემის მიხედვით, კონსტანტინოპოლში მიწისძვრის დროს წმიდა პროკოფი ჩაუდგა სათავეში საერთო-სახალხო ლოცვას. ერთ-ერთი ყრმა იყო აღტაცებული ზეცად და როდესაც ის უვნებლად დაბრუნდა, მოუთხრო ანგელოზთა გალობის შესახებ, რომელიც მან მოისმინა. მიწისძვრებით მიყენებული უბედურება შეწყდა მას შემდეგ, რაც ამ ყრმის მიერ მოსმენილი გალობა: გაიმეორა ერმა წმიდა პროკოფის კურთხევით (რომელსაც დაუმატეს `შეგვიწყალენ ჩვენ). წმიდა ანატოლი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+458 წ.). ის არის ყველაზე ძველი ქრისტიანული სტიქარონების ავტორი, რომლებიც შესულია ოქტოიხოს პარაკლიტონში. ღირსი რომანოზ ტკბილადმგალობელი (მეორე ნახევარი V და დასაწყისი VI საუკუნისა). Mმარკოზ ეფესელი თავის ნაშრომში `ცნობები კონდაკის შესახებ~ წერს: `კონდაკების შემქმნელი _ საკვირველი რომანოზი: მან საგალობლების წერის მადლი ღმრთისმშობელისაგან მიიღო, რომელიც მას სიზმარში გამოეცხადა და მისცა გრაგნილი, ტომოსი ან სხვანაირად _კონდაკია და უბრძანა, რათა შეეჭამა ის. როდესაც მან შეასრულა ღმრთისმშობლის ბრძანება, მაშინვე წამოდგა. და დაიწყო გალობა `…დღეს ქალწული უზესთაესა შობს~, ეს მოხდა შობის დღეს. ამის შემდეგ მან შეადგინა სხვა კონდაკებიც. მანვე შექმნა იკოსები. ღირსი რომანოზი პირველი იყო, რომელიც წერდა კონდაკებს და იკოსებს. სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მის სახელს უკავშირდება ათასამდე კონდაკი. საინტერესოა, რომ `დღეს ქალწული უზესთაესა შობს~ და სხვა მისი შექმნილი კონდაკები არ მიეწერებოდა მის სახელს, ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ რომანოზს თავისი უდიდესი სიმდაბლის გამო არ უნდოდა მათი შემოქმედება საკუთარი თავისთვის მიეწერა, რადგან ახსოვდა, ის სასწაული, რომლის ძალითაც შექმნა მან პირველი კონდაკი. Aამის გამო ის არც სხვა, თავის თავდაპირველად შექმნილ კონდაკებს არ მიაწერდა თავის შემოქმედებას. იმპერატორმა იუსტინიანემ (+565 წ.) შექმნა და შეიტანა ლიტურგიულ პრაქტიკაში ჰიმნი `მხოლოდშობილო ძეო~ (რომელიც შექმნილი იყო ნესტორის მწვალებლური სწავლების საწინააღმდეგოდ). წმიდა იოანე სქოლასტიკოსი (+578 წ.) კონსტანტინოპოლის პატრიარქი. Mმის დროს იქნა ლიტურგიაში შემოღებული `რომელი ქერუბიმთას~ საგალობელი, ასევე `Вечер Твоея~ დიდ ხუთშაბათს. Oორივეს, `რომელი ქერუბიმთას~ და `Вечер Твоея~ შემოღება მოხდა 573 წ. სავსებით სავარაუდოა, რომ მათი ავტორი იყო სწორედ წმიდა იოანე. წმ. Gგრიგოლ პისიდიელი (VII ს.-ის პირველი ნახევარი), კონსტანტინოპოლის საკათედრო ტაძრის დიაკვანი და პატრიარქის მდივანი. გამოირჩეოდა პოეტური ნიჭით. Mმის მიერ შექმნილი იამბიკონები სამაგალითოდ ითვლებოდა და მას მათ გამო საკვირველს უწოდებდნენ. წმიდა გრიგოლს სამართლიანად მიეწერება ღმრთისშობელის ცნობილი დაუჯდომელი. (თუ ზოგიერთი წყაროს მიხედვით დაუჯდომელის შექმნა. მიეწერება პატრიარქ სერგის, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ჩართო ის საეკლესიო ღმრთისმსახურების პრაქტიკაში). სავარაუდოდ, წმიდა გრიგოლის მიერვეა დაწერილი ლოცვა `აწ ძალნი ცათანი~. წმიდა სოფრომი, იერუსალიმის პატრიარქი (+644 წ.). ტრიოდიონის ძველ ხელნაწერში მოყვანილია წმ. სოფრომის შექმნილი სამსაგალობლები სრულიად წმიდა ორმეოცის ყველა დღისათვის, რომლებიც შემდეგ არ არის შესული სტუდიის მონასტრის წეს-განგებაში. Mმასვე ეკუთვნის შობის დღესასწაულის სამეუფო ჟამნობის წესი. წმიდა სოფრომს უნდა მიეთვალოს ასევე დიდი წყლის კურთხევის წესის საბოლოოდ ჩამოყალიბება. წმიდა ანდრია კრიტელი (+713), დიდი სინანულის კანონის და სხვა კიდევ მრავალი კანონისა და საგალობლისა შემოქმედი. წმინდა ანდრიას კანონები ისევე, როგორც სხვა ყველა იოანე დამასკელამდე შექმნილი, იყო სძლისპირების გარეშე. თავად სახელი `კანონი~ მათ ეწოდათ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ისინი შეუერთდნენ სძლისპირებს და ერთ მწყობრ გალობად ჩამოყალიბდნენ. წმიდა გერმანე, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+740). ძველ ბერძნულ ტრიოდიონში შესულ სურათზე, ის პირველია გამოსახული საგალობელთა სხვა შემოქმედთა შორის. ის არის მრავალი საგალობელის ავტორი, მათ შორის ხარების დრესასწაულის კანონის, რომელიც წარმოებულია მთავარანგელოზსა და ღმრთისმშობელ მარიამს შორის განვითარებული დიალოგის სახით. ღირსი იოანე დამასკელი (+776 წ.). გალობის რვა ხმის მიხედვით ჩამოყალიბების ისტორიას მივყავართ V საუკუნეში. შეიძლება ითქვას, რომ VIII ს.-ნის დასაწყისისთვის რვა ხმაზე გალობა აღმოსავლეთში უკვე ბევრ ადგილას აღესრულებოდა, მაგრამ მას არ ჰქონდა საყოველთაო და სავალდებულო ხასიათი. რვა ხმაზე გალობის პრინციპის საბოლოოდ ფორმულირება და მისი მოწესრიგებულად გაწყობილ და სრულყოფილ სისტემად ჩამოყალიბება განახორციელა წმიდა იოანე დამასკელმა. ოქტოიხოსში თავად იოანეს ეკუთვნის კვირის მსახურების საკითხავები (ანატოლის და პავლეს სტიქარონების და ასევე სახარების სტიქარონების გარდა). მის მიერ ასევე საბოლოოდ ჩამოყალიბდა კანონის 9 გალობად ფორმულირება, სძლისპირებთან ერთად. წმიდა იოანე დამასკელს, კოსმა მაიუმელთან ერთად მიეწერება საეკლესიო მუსიკალური ტრაქტატი `Святоградец~. ღირსი კოსმა მაიუმელი (+780) აღიზარდა წმ. იოანე დამასკელთან ერთად, შემდეგ მასთან ერთად დამკვიდრდა საბაწმინდის ლავრაში. Mმან დაწერა საუფლო დღესასწაულების კანონები, სამსაგალობლები ვნების შვიდეულისთვის; მონაწილეობდა პარაკლიტონის შექმნაში. მასვე მიეწერება საგალობლების `უპატიოსნესას~ და `მეუფესა ცათასა~ შექმნა. ღირსი თეოდორე სტუდიელი (826) არის ხორციელის შაბათის კანონების და სტიქარონებისა შემქმნელი. მან დაადგინა მარხვა ხორციელის კვირაში და ასევე ჯვრის თაყვანისცემის დღეს. ღირსი იოსებ სტუდიელი _ ძმა ღირსი თეოდორე სტუდიელისა (+826), მასთან ერთად შეადგინა ტრიოდიონი მარხვანი, ის არის უძღები შვილის კვირისათვის შედგენილი კანონის ავტორი. Aასევე, მან შეადგინა პირველი ოთხი ტროპარი დიდმარხვის 2-5 შაბათისთვის, ყველიერის კვირის სამსაგალობლები და ასევე ამაღლების დღესასწაულის ტროპრები. წმიდა თეოფანე (+843). მას მიეკუთვნება რვა კანონი ანგელოზებისადმი მიძღვნილი (ხმათა რიცხვის მიხედვით), თავიანთი სტიქარონებით. ოქტოიხოს პარაკლიტონში შეტანილი ყველა შაბათის კანონი მიცვალებულთათვის, ასევე კანონი მოციქულთა მიმართ. Oოქტოიხოს ზატიკისათვის შეადგინა ღმრთისმშობლის კანონი აღდგომის შემდეგ მე-3 კვირისათვის, განზოგების დღესასწაულისა და სულთმოფენობის მწუხრისათვის. Mმის კალამს ეკუთვნის დიდ მარხვაში საკითხავი მართლმადიდებლობის დღესასწაულისა და ლაზარეს შაბათის კანონები, ასევე ხარების დღესასწაულის კანონი (მე-6 გალობამდე). ასევე მან შექმნა კანონები იოანე ნათლისმცემლის კრების და სხვა ოცდაათი სტიქარონი ნათლისღების დღესასწაულისათვის _ დღევანდელ მსახურებებში ისინი იგალობება 2-დან 6 იანვრამდე, ყოველდღე 6-6 სტიქარონი. წმიდა მეთოდი პატარელი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი (+847). მან შეადგინა მართლმადიდებლობის ზეიმის მსახურების წეს-განგება. ზოგიერთ ძველ კურთხევანში მისი სახელითაა ცნობილი ჯვრისწერის წესი. წმიდა პატრიარქი ფოტი (+887). Mმან ჩაუყარა საფუძველი ყოველთვიურად წყლის კურთხევას, მანვე დაწერა მცირე წყლის კურთხევის წეს-განგება. Eეს წესი დღესაც მთავრდება საგალობლით `Твоих даров...~ (ფოტის დროს ეს იგალობებოდა სამგზის ჯვრის წყალში შთაფლვის დროს). წმ. გიორგი, ნიკომიდიელი არქიეპისკოპოსი, იყო პატრიარქ ფოტის თანამედროვე. ის არის მრავალი კანონის ავტორი. ძირითადად მის კალამს ეკუთვნის ხარების წინადრესასწაულის, ასევე ტაძრად მიყვანების, განცხადების და ცხოველმყოფელი ჯვრის წინადღესასწაულების კანონები. ანატოლი, სალონიკის ეპისკოპოსი. ის არის მრავალი სტიქარონის ავტორი, მათ შორის შობის დღესასწაულის, ასევე მის კალამს ეკუთვნის: განცხადების, ფერისცვალების, ამაღლების, მიძინების, ღმრთისმშობლის შობისა და სხვა წინადღესასწაულების კანონები. იოსებ გალობათაღმწერელი (+883) _ საგალობლების ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი შემოქმედი, ზოგიერთ ბერძნულ და სლავურ ოქტოიხოს პარაკლიტონში ვკითხულობთ: ,,ახალი პარაკლიტონის დასასრული, არის იოსების ნაშრომი~, ანუ იოანე დამასკელისეული პარაკლიტონი შევსებულ იქნა იოსების მიერ. Mმის კალამს მიეკუთვნება კანონები მაცხოვრის, წინამორბედის, ჯვრის, წმიდა ნიკოლოზის, ყოველთა წმიდათა და ოთხშაბათს საკითხავი ღმრთისმშობლის კანონები. ტრიოდიონ ზატიკში მას მიეკუთვნება: ყოველი დღის სამსაგალობლები, ღმრთისმშობლის მეორე ტროპრები, აღდგომის კანონები, ამაღლების დღესასწაულის კანონი, სამარიტელის კვირის კანონი, შაბათის ოთხსაგალობელი, ათორმეტ დღესასწაულთა ზოგიერთი წინადღესასწაულის კანონი და მრავალი კანონი წმიდანთა ხსენებისათვის შექმნილი. სიმეონ მეტაფრასი (+940), ცნობილი აგიოგრაფი, წმიდანთა ცხოვრების აღმწერი. Mმისი შექმნილია დიდი პარასკევის მწუხრის მსახურება და ასევე, ის არის მრავალი ლოცვის და სტიქარონების ავტორი. იოანე კუკუზელი (XIII ს.), წარმოშობით ბულგარელი (მისი სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან კუკია (პარკოსანი) და ზელია (მცენარე), რითიც საზრდოობდა იოანე თავისი სიღარიბის გამო, როდესაც სწავლობდა კონსტანტინოპოლის სკოლაში). Mმას ჰქონდა ანგელოზთა სადარი ხმა და მიღებულ იქნა სამეფო კარის მგალობელთა სკოლაში. შემდეგ გახდა დომესტიკი, სამეფო კარის მგალობელთა მასწავლებელი. ჩუმად წავიდა ათონის მთაზე, სადაც სიმდაბლის გამო ფარავდა თავის ნიჭს. როდესაც შემთხვევით გამომჟღავნდა მისი შესაძლებლობები, ის დადგენილ იქნა მგალობელთა გუნდში, რომელსაც ემსახურებოდა ცხოვრების ბოლომდე. იოანე კუკუზელი არის ავტორი წიგნისა `მეცნიერება გალობის შესახებ და სამგალობლო ნიშნები~. მან შეასწორა მრავალი მელოდია და საგალობელი და თავად შექმნა მრავალი მათგანნი. განსაკუთრებული აღიარება მას მოუტანა მისმა მუსიკალურმა ლექსიკონმა `ქიროტონიული სამგალობლო სავარჯიშოები~. ეხლა, თუ გავაერთიანებთ ამ ორ ფაქტორს, კერძოდ იმას, რომ საეკლესიო გალობა იქმნებოდა საღმრთო გამოცხადებით და ასევე იმას, რომ საგალობლებს ქმნიდნენ ღმერთშემოსილ მამათა მთელი დასი, შეიძლება დავასკვნათ, რომ საეკლესიო გალობა შეიქმნა უშვალოდ სული წმიდის მოქმედებით, რომელიც შემდეგ იოანე დამასკელმა, ასევე სული წმიდის ძალით ჩამოაყალიბა რვა ხმათა სისტემად. შემდეგ XIII საუკუნეში, იოანე კუკუზელმა გაამშვენა უკვე არსებული საგალობლები, მან დადგენილი კანონი კი არ შეცვალა, არამედ არსებული სისტემის ფარგლებში იმოქმედა, რომელიც მოიწონა და მიიღო ეკლესიის სისავსემ, რაც თანის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ იოანეს შემოქმედება სათნო იყო ღმრთისათვის. ყოველივე ზემოთ თქმულიდან შეიძლება კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ რვა ხმათა სისტემა შექმნილია საღმრთო გამოცხადებით და განეკუთვნება საღმრთო გარდამოცემის რიგს, რაც თავის მხრივ განუყოფელი და უცვლელი ნაწილია წმიდა წერილის და ზოგადად ეკლესიის სწავლების.
|