ვეშაპო.. მე მგონი, უბრალოდ, მარაზმია ამ თემაზე ამდენი კამათი..
სინოდმა მოუწოდა 2001 წელს, განაჩნა 2003 წელს, შეახსენა 2010 წელს..
და ეს ხალხი, ვინც ვითომ მართლმადიდებლობას იცავს სულ ოდნავი გადაცდომისგანაც კი, ამას არაფრად აგდებენ..
http://www.ise.ge/indexsaeklesio.htm ნახე აქ რა მარაზმია.. ამ საიტზეც დევს
http://www.faith.ge/index.php?do=cat&category=sagaloblebi ამათი ნაცოდვილარი და მე კომენტარიც გავაკეთე, ადმინისტრაციასაც მივწერე და ვითომც არაფერი..
ხალხო! სინოდი თუ დოგმატურ სწავლებას დაარღვევს, მხოლოდ მაშნ არ უნდა დაემორჩილო. ეხლა კი სამგზის განჩნებას იკიდებთ რასაც ჰქვია ფეხებზე..
საერთოდ რომელ ეკლესიურობაზე და ქრისტიანობაზეა საუბარი? ესენი ფაქტიურად სქიზმაში არიან. იმდენი ჭკუა მაინც არ ჰყოფნით, რომ ამ საკითხზე დაყენდნენ და შეჩერდნენ და სხვა რაღაცეებზე იბრძლონ.. მაგრამ ეს ხომ ფანატიზმის ბუნებაშია - არაფრით არ დათმო საკუთარი აკვიატება და ახირება, რომელიც შენივე ამპარტავნებისა და გაუნათლებლობის წყალობით ჭეშმარიტებად მიგაჩნია..
მე რამდენჯერმე ვამხილე ისაკაძე პატრიარქთან.
რამდენჯერ ჩემს თვალწინ და უამრავი ადამიანის თვალწინ მოუწოდა უწმიდესმა ანთაძეს და ისაკაძეს რომ გაჩერდნენ.
მაინც არ ჩერდებიან, მაინც ცილს სწამებენ და ებრძვიან ქართულ გალობას, თითქოს ის არაა საეკლესიო გარდამოცემის ნაწლი, თითქოს მასში არ ვლინდება რვა ხმის სისტემა და ა.შ.
ჯერ რომელ კანონიკაზეა საუბარი? საეკლესიო ხელოვნებას კანონიკურს ვუწოდებთ მხოლოდ ტრადიციულის, ამათუიმ ეკლესიაში დაკანონებულის მნიშვნელობით. ჩვენი ეკლესიის კანონიკური (ანუ აქ უმრავლესი საუკუნეების მანძლზე დაკანონებული] გალობა არის ქართული ტრადიციული მრავალხმიანი გალობა. ეს სინოდმა განაჩინა [და მხოლოდ საქართველოში შეიძლება გახდეს საჭირო, რომ სინოდი ადგენდენს ასეთ ელემენტარულ რაღაცეებს], ჩვენი ეკლესიის კანონიკური საღვთისმსახურო ენა არის ქართული ენა და ა.შ...
ამას არ ეთანხმებიან და მზად არიან ადამიანი გალახონ, თუ ის მათი აზრით მართლმადიდებლობის რომელიღაცა ტრადიციას ან კანონს არღვევს და შეურაცხჰყოფს..
წმიდა ექვთიმე კერესელიძემ განსაჯოს ისინი, ვინც მისგან შემონახულ საგანძურს არასათანადო პატივს მიაგებს!
მე დამემუქრა ისაკაძე თავისი ჩვეული ძველბიჭურ-მობლატავე ტონით - სადაც საჭიროა და როგორც საჭიროა, ისე დაგელაპარაკებიო

მე ვუთხარი, რას იზამ, ჯვრით გამლახავ თუ შენს ყაჩაღებს მომისევ ათასს ერთზე, როგორც გჩვევია მეთქი. წამოდი, ეხლა აი ეგ, რაც მითხარი, პატრიარქის წინ გამიმეორე მეთქი.. სამების საკურთხეველში ვიყავით. იმის მერე აღარც მინხავს, ისე განჰქრა იმ წამსვე

მღვდელი რომ ბოღმას და ბოროტებას თესავს, მღვდელი რომ საკუთარი ეკლესიის სულიერ სიმდიდრეს არაფრად აგდებს, მღვდელი რომ ქრისტეს სახელით ხალხს გალახავს, დაჯგუფებას შეჰქმნის რომ აგრესია თესოს.. რა უნდა ელაპარაკო? მაგას ჰგონია რომ ამით ჭეშმარიტებას იცავს..
ეს წერილი პატრიარქთან მოიტანა საპატრიარქოში და უწმიდესმა ძალიან მკაცრად გააფრთხილა. ეგ ვერ აფასებს პატრიარქის თავდადებულ სიყვარულს ცოდვილი სულიერი შვილებიდსადმი, თორემ აქამდე გაჩერდებოდა.. დასაჭერად ჰქონდა მაშინ საქმე, იჭერდნენ, და რომ არ დაეჭირათ, უწმიდესმა საზოგადოებისაგან სალანძღავად გადადო თავი და ის მიტრა დაახურა თავზე.. მაგას ეტყობა უბრალო ქვაბი ან ვედრო ჰგონია, და არა გვირგვინი დიდებისა და მადლისა, რომელსაც ღირსებით უნდა ტარება და იმის ერთგულებით და მადლიერებით, ვინც დაადგა იგი - უფალმა პატრიარქის ხელით..
არ გაჩერდებიან და კაი ჩიტსაც დაიჭერენ.. სინოდს უამრავმა მუსიკოსმა მიმართა და კიდევ მიმართავს და სინოდიც ბოლო-ბოლო განაჩენს, რომ მის განჩნებას პატივი სცენ..
თუთბერიძე რომ ლანძღავს სინოდს, ეგ უნდა გვიკვირდეს? - თავად ეს მღვდლის ტყავშ გადაცმული მგლები და მათი ფანატიკოსი მრევლი არ სცემენ სინოდს პატივს...
რა ქვეყანაში ვცოხვრობთ?
სვიმონ ჯანგულაშვილი
* * *
აი ესაა ქართველი მუსიკოსების მიმართა სინოდისადმი 2010 წლის 20 დეკემბერს
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის,
საქართველოს მუსიკალური საზოგადოების,
ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის,
კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის წევრების,
ქართველი მუსიკოსების
ერთობლივი მიმართვა
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდისადმი
თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,
მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო
უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ ლოცვა-კურთხევას და გიდასტურებთ ჩვენს უდიდეს პატივისცემასა და ღრმა მოწიწებას.
მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო კულტურულ საგანძურში ქართველი ერის მიერ შეტანილ უმნიშვნელოვანეს მემკვიდრეობას ტრადიციული მრავალხმიანობა წარმოადგენს – უძველესი ხალხური მუსიკა და შუასაუკუნეთა საეკლესიო გალობა. ქართული ტრადიციული მუსიკა საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა სულიერების, მაღალზნეობრიობისა და ქართველთა თვითმყოფადობის სიმბოლოდ.
უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ღვთის წყალობით, ჩვენამდე მოვიდა ათასობით ნიმუში ძველი ქართული საეკლესიო მუსიკისა. სამწუხაროდ, საუკუნეთა სიღრმიდან ჩვენამდე სასწაულებრივად შემორჩენილ ამ საგანძურს, აგერ უკვე 10-15 წელია რაც ახალი განსაცდელი ხვდა წილად, რაც უფრო მეტად სავალალოა – თავად საქართველოს ეკლესიაში, ზოგიერთი მღვდელმსახურისა და მათი მრევლის მხრიდან.
ვგულისხმობთ ე.წ. "ბიზანტიური გალობის შემსწავლელ ჯგუფსა" და "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს", აგრეთვე ამ დაჯგუფებებთან დაკავშირებული სასულიერო თუ საერო პირების მიუღებელ საქმიანობას. როგორც ცნობილია, ამ დაჯგუფების წევრები 1996-97 წლებიდან ებრძვიან ქართულ გალობას, აცხადებენ, რომ ის "არაკანონიკურია", ხოლო ერთადერთი "კანონიკური" და საეკლესიო და ამასთან, "ნამდვილი ქართული გალობა" კი მხოლოდ ბიზანტიურ-ბერძნული გალობაა. არასწორად გადმოცემულ ბერძნულ საგალობლებზე მექანიკურად ადებენ ქართულ ტექსტებს, ამ თვითნებური და დილეტანტური ექსპერიმენტის პროდუქტს გალობენ ღვთისმსახურებაზე [სოფ. დიღმის წმიდა მარინეს ტაძარში (წინამძღვარი დეკანოზი დავით ისაკაძე), ავჭალის წმიდა ქეთევანის ტაძარში (წინამძღვარი გიორგი რაზმაძე), მღვიმევის მონასტერში და აგრეთვე სხვადასხვა ეპარქიებსა და ტაძრებში სტუმრობის დროს], გამოსცემენ და ელექტრონული მედიით ავრცელებენ ჩვენი ეკლესიის ლიტურგიაში აკრძალული ამ მუსიკალური ექსპერიმენტის აუდიო და ვიდეო ჩანაწერებს, ასევე ქართული გალობისადმი ცილისმწამებლურ და დამამცირებელ პუბლიკაციებს. ამ ხერხებით დაჯგუფების ლიდერები ცდილობენ დაამკვიდრონ მცდარი თვალსაზრისი იმის შესახებ, რომ თითქოს ქართული გალობა არის მხოლოდ "სიმღერა", ამსოფლიური და არა საღვთისმსახურო მუსიკა - მსოფლიო ეკლესიის წმიდა გარდამოცემის ნაწილი.
ქართული გალობის ასაღორძინებლად, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2003 წლის 18 აგვისტოს რუის-ურბნისის კრებაზე, თქვენ მიერ მიღებულ იქნა ისტორიული გადაწყვეტილება. მოგვყავს ამონარიდი ხსნებული განჩინებიდან:
საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღვთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები.
ამავე კრებაზე წმინდანად შეირაცხა ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე) – ქართული სამგალობლო მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადამრჩენელი.
მიუხედავად აღნიშნული განჩინებისა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევებისა, შეგონებებისა და აკრძალვებისა, ხსენებული ჯგუფი ჯიუტად აგრძელებს თვითნებობასა და ჩვენი ტრადიციული გალობისათვის საზიანო ქმედებას.
წინამდებარე მომართვას ვურთავთ წმიდა სინოდის მიმართ ბოლო წლებში გაკეთებულ მიმართვებს. ამ დოკუმენტებში სასულიერო და საერო პირები, მუსიკოსები, საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრი გამოხატავდნენ გულისტკივილს აღნიშნული ჯგუფების ნეგატიური საქმიანობის გამო და წმიდა სინოდისაგან ითხოვდნენ აღეკვეთათ მათ მიერ ქართული გალობის დევნა-შეურაცხყოფა.
ჩვენში უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის ფაქტი, რომ წმიდა სინოდისა და კათოლიკოს-პატრიარქის განჩინებებსა და ლოცვა-კურთხევებს არანაირი შედეგი არ მოჰყვა, ასევე რეაგირების გარეშე დარჩა ხსენებული (და წინამდებარე მომართვას თანდართული) დოკუმენტები. ეს ადამიანები კი უკვე 7 (!) წელია არ ასრულებენ წმიდა სინოდის გადაწყვეტილებას. უფრო მეტიც – ისინი შეცდომად აცხადებენ მას.
სამგალობლო ცენტრის 2005 წლის მიმართვაში ნათქვამი იყო:
"საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრის მრავალჯერადმა მცდელობამ, განეხორციელებინა წმიდა სინოდის მიერ დაკისრებული მოვალეობა, ამ ჯგუფთან მიმართებაში შედეგი ვერ გამოიღო. ხსენებული ტაძრების წინამძღვრები არავითარ ანგარიშს არ უწევენ სინოდის განჩინებას, ძველებურად აგრძელებენ თვითნებურ გალობას და უნებართვოდ ავრცელებენ აუდიო ჩანაწერებსა და ფსევდომეცნიერულ ლიტერატურას.
საეკლესიო გალობის ცენტრი უძლურია ამ მოვლენასთან ბრძოლაში. სახეზეა სინოდის განჩინების შეგნებული დარღვევა და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევის უგულებელყოფა, რაც იწვევს შფოთსა და არეულობას ეკლესიაში, რაც მრავალჯერ გამხდარა მიზეზი მორწმუნეთა შორის მწვავე დაპირისპირებისა.
2003 წლის წმიდა სინოდის განჩინებაში ნათქვამი იყო: "იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები~.
თქვენ გაგაჩნიათ ეკლესიაში მშვიდობის დაცვის იერარქიული უფლება-მოსილება და გთხოვთ, თქვენი მამამთავრული ლოცვა-კურთხევითა და ძალისხმევით დაამყაროთ წესრიგი და მშვიდობა."
ზემოხსენებული მიმართვა წმიდა სინოდისადმი სამგალობლო ცენტრმა 2005 წლის 22 დეკემბერს გააკეთა. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. ამ პერიოდში ხსენებულმა ჯგუფმა განაგრძო ქართული გალობის მტრობა და ეკლესიის ლიტურგიკულ პრაქტიკაში, ასევე მორწმუნეთა ცნობიერებაში მისი დევნა. უფრო მეტიც, ამ რადიკალურმა დაჯგუფებამ გააფართოვა "სამოღვაწეო არეალი" და მისი წარმომადგენლები, სხვადასხვა სამართლიანი თუ უსამართლო საბაბით, ხშირად იქცევიან საეკლესიო კულტურისა და ეთიკისათვის შეუფერებლად.
მათი ქმედებანი შუქდება მედიაში და საბაბს აძლევს ეკლესიისადმი მტრულად განწყობილ ადამიანებს, რომ ამ დაჯგუფების პოზიცია გააიგივონ ეკლესიის პოზიციასთან. ყოველივე ეს კი დიდ გულისტკივილსა და გაუგებრობას იწვევს საზოგადოებაში.
უწმიდესო და უნეტარესო,
მაღალყოვლადუსამღვდელოესნო და ყოვლადუსამღვდელოესნო მეუფენო,
ჩვენთვის ნათელია, რომ ნებისმიერი რადიკალიზმი დამღუპველია; ისიც ცხადია, რომ ამ წლების მანძილზე ლმობიერებითა და ბოროტების წილ სიკეთის მიგებით ცდილობდით შექმნილი ვითარების გამოსწორებას. ჩვენი პრეროგატივა არაა მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა იურიდიულ-კანონიკური ზომები უნდა მიიღოთ სინოდის განჩინებისა და ქართული გალობის მრავალწლიანი შეურაცხყოფის გამო. მაგრამ, რადგან ვიცით, რომ მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ დაამყაროთ სიმშვიდე და წესრიგი ამ სფეროში, უმორჩილესად გთხოვთ, მიიღოთ უფრო ქმედითი ზომები ჩვენი ეკლესიისა და მთელი ერის საუნჯის – ქართული გალობის დასაცავად და ასაღორძინებლად.
გთხოვთ შენდობასა და ლოცვა-კურთხევას.
22.XII.2010
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი მანანა დოიჯაშვილი
საქართველოს მუსიკალური საზოგადოების თავმჯდომარე მანანა ახმეტელი
ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო
ცენტრის ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი
კონსერვატორის ტრადიცული მრავალხმიანობის კვლევის
საერთაშორისო ცენტრის დირექტორი რუსუდან წურწუმია
თსკ საეკლესიო მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი მანანა ანდრიაძე
თსკ ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების
მიმართულების ხელმძღვანელი ნატალია ზუმბაძე
იოსებ კეჭაყმაძე
თემურ ქევხიშვილი
ვახტანგ კახიძე
თამარ ჭოხონელიძე
მალხაზ ერქვანიძე
ნინო ნაკაშიძე
ნინო მახარაძე
გია ბაღაშვილი
დავით შუღლიაშვილი
თამაზ გაბისონია
ნინო რაზმაძე
ნინო ნანეიშვილი
ეკატერინე ყაზარაშვილი
ლუარსაბ ტოგონიძე
გიორგი დონაძე
სვიმონ ჯანგულაშვილი
სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს...