ავტორის ნებართვით ტექსტის ნაწილი გადმოტანილია
აქედან http://www.livefiligree.ge/promo/ops/?ids=528,529" ბიოჩიპი - დღეისათვის არ არსებული მოწყობილობა, რომელიც ბოლო რამოდენიმე ათეული წლის განმავლობაში ბევრი მითქმა-მოთქმის, ჭორის და მის შესახებ უამრავი სტერეტოპის გაჩენის მიზეზი გახდა.
მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ ის გარეგნული სახე ჩიპისა, რომელსაც დღეს იცნობს ფართო საზოგადოება,
რა თქმა უნდა არარეალურია ან არსებობს და გამოიყენება სულ სხვა დანიშნულებით (მაგალითად აფრიკულ საფარში ცხოველების გადაადგილების მონიტორინგისთვის) და სინამდვილეში თუ ოდესმე შეიქმნება ასეთი რამ, ის იქნება გაცილებით უფრო პატარა ზომის და გაცილებით უფრო მეტი ფუნქციის მქონე, ეს ყველაფერი კი დაკავშირებული იქნება ისეთ ინტენსიურად განვითარებად ტექნოლოგიურ სფეროსთან, როგორიცაა ნანოტექნოლოგიები.
მაგრამ აქ არ შევეხები მის გარეგნულ ფორმებს, ამ პოსტის მიზანია განვიხილოთ მთავარი - ჩიპის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
მოდით საკითხს მივუდგეთ პრაგმატულად, ყოველგვარი ემოციების გარეშე და მოკლედ ჩამოვაყალიბოთ რა ხეირის მოტანა შეუძლია ადამიანებისთვის ამ მოწყობილობას და რაში იქნება ის საზიანო.
საქმე იმაშია, რომ ის მიდგომა, რასაც ამ პოსტში გთავაზობთ დამყარებული პრინციპზე: ბიოჩიპი ზოგადად არის სასარგებლო, მაგრამ ამ სარგებელიდან გამომდინარეობს მისი უარყოფითი მხარეებიც. ამიტომ განხილვას დავიწყებ დადებითი მხარიდან.
დღეს ყველასათვის თითქმის ცხოვრების ნაწილი გახდა უამრავი სერვისი, რომელსაც სთავაზობს ესა თუ ის კომპანია მის მომხარებელს დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, რაღა შორს წავიდეთ და მაგალითისათვის ავიღოთ მობილური ოპერატორები: ჰოროსკოპები, ამინდი, სპორტი, ინფორმაციის მიღება მიმდინარე ანგარიშის შესახებ და სხვა მრავალი და ამ ყველაფერში მომხმარებლს უწევს დამატებითი თანხის გადახდა, მოკლედ ასეა თუ ისე ყველა ძირითად ფუნქციონალს თან ახლავს სატელიტი სერვისები, რაც ზოგადად შესაბამისი ბიზნესის ორგანული ნაწილია.
ახლა წარმოვიდგინოთ იგივე ბიოჩიპი, რომლის უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს მესაკუთრის შესახებ უნიკალური მახასიათებლების შენახვა, სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სხვა, ასევე თუ ეს საჭირო გახდება საბანკო ანგარიშების შესახებ ინფორმაციის შენახვა, როგორც, არა დამატებითი, არამედ ძირითადი პარამეტრი.
ალბათ არავის ეპარება ეჭვი, რომ სულ ცოტა ხანში მისი მოხმარებაში შესვლიდან აქაც გაჩნდება დამატებითი სერვისები თავისი ფინანსური მექანიზმებით.
მოვიხმოთ ფანტაზია და ჩამოვთავლოთ რამოდენიმე მათგანი, რომელიც ჩვენს რეალობასთან უფრო ახლოსაა;
პირველი - სამედიცინო სერვისი
წარმოიდგინეთ, რომ საღამოს სამსახურიდან გადაღლილი მოდიხართ სახლში, ვახშმობთ და ჯდებით ტელევიზორთან, რომელიმე გასართობი პროგრამის სანახავად, ამ დროს ისმის თქვენი ტელეფონის ხმა და კითხულობთ რაღაც ამდაგვარ მესიჯს: "დღევანდელი მონაცემებით თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, რეკომენდაციას გაგიწევთ შემდეგ საკვებზე: 1. თაფლი, 2. ლიმონი, მიიღეთ ერთი კვირის განმავლობაში ყოველ დღე ვირუსული ინფექციების პრევენციის მიზნით - ჯანმრთელობის მონიტორინგის სერვისი/თქვენ ჩამოგეჭრათ 30 თეთრი"

მიხვდით ალბათ რაზეა საუბარი, თქვენ ჩართული გაქვთ ე.წ. "ჯანმრთელობის მონიტორინგის სერვისი", რომლის ყოველდღიური ღირებულება შეადგენს ვთქვათ 30 თეთრს, მაგრამ ახლა რა ხდება კულისებს მიღმა.
თქვენი ბიოჩიპი იღებს ინფორმაციას თქვენს სისხლში ცვლილებების შესახებ, ტემპერატურის, წნევის და სხვა საჭირო სტატისტიკურ ინფორმაციას თქვენი ორგანიზმიდან, შემდეგ ამ მონაცემებს wireless კავშირით აგზავნის ცენტრალურ სერვერზე, რომელშიც შეტანილია შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა დიაგნოზის დასმისათვის და თუ არსებული მონაცემების ანალიზის შედეგები არ სცილდება მის კომპეტენციას იგი დღის ბოლოს გიგზავნით ზემოთ მოყვანილი შეტყობინების მსგავს შეტყობინებებს. ხოლო სხვა შემთხვევაში, ამის შესახებ ატყობინებს შესაბამის ოპერატორებს და ისინი გამცნობენ რომ სასწრაფოდ საჭიროა ვიზიტი ექიმთან. ამასთან, საყოველთაოდ ცნობილია, რომ თითქმის ყველა უკურნებელი დაავადების დამარცხება შეიძლება თუ მისი არსებობა დაფიქსირდება საწყის სტადიებში.
მეორე - უსაფრთხო მგზავრობის სერვისი
ახლა წარმოიდგინეთ რომ კვირა საღამოს გადაწყვიტეთ გაისეირნოთ და პარკიდან სახლში დაბრუნდეთ ფეხით, გასავლელი გაქვთ რამოდენიმე კვარტალი თქვენს სახლამდე, რამოდენიმე კორპუსი და კიდევ ცოტა ბნელი კუთხე, მოკლედ ეს მარშრუტი შეადგენს უმოკლეს მანძილს თქვენს სახლამდე, ყველაფერი კარგადაა, თქვენ დასვენებული ხართ და მზად ხართ მთელი ენერგიებით შეუდგეთ სამუშაოს ორშაბათ დღისით, არ ფიქრობთ არანაირ ხიფათზე და შთაბეჭდილებებით აღსავსე მიუყვებით ტროტუარებს.............."
გაგრძელება და მესამე ნაწილი-"უარყოფითი მხარეები" იხილეთ აქ.... http://www.livefiligree.ge/promo/ops/?ids=528,529