პლანეტა უბედურებების წინათგრძნობით.
რა დგას ამის უკან?(წიგნიდან
"სულიერი მეომარი" )
ერთ-ერთი ყველაზე საშიშI ნიშანი იმისა, რომ პლანეტას უბედურებები მოელის, არის თანმიმდევრული მცდელობები, რომლებიც მიმართულია ადამიანის კულტურის დათრგუნვაზე, სულიერების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობის მცდელობით. “ამ პროცესის “დამპროექტებლები” ყველა მისაწვდომ მეთოდს იყენებენ ადამიანებზე ზეგავლენის მოსახდენად. მათი მიზანია – სიგიჟის მდგომარეობამდე მიიყვანონ ადამიანი. თავს ახვევენ ცხოვრების ისეთ წესს და ისეთ პრინციპებს, რომლებიც ხელს უშლიან ცალკეული ადამიანის და მთლიანად საზოგადოების სულიერად ამაღლებას. ჩემო ძვირფასებო, უეჭველია, რომ ზოგიერთი თქვენი პრობლემა საყოველთაოდ გავრცელებადი ცოდვილი კულტურის ზეგავლენით შეგექმნათ, მარამ თქვენ მოიპოვებთ სიმშვიდეს და ძალას, თუ სულიერი მეომრის გზაზე დადგებით.
ვართ რა სულიერი მეომრები, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ გადარჩენა დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩვემს მოქმედებებზე, არამედ ამ მოქმედებების საპასუხო სხვების რეაქციებზეც. არც ერთი ჩვენგანი არ ცხოვრობს უკაცრიელ კუნძულზე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ცნობიერების ამაღლებული დონე დეგრადირებადი საზოგადოების სახის წინ და დავძლიოთ ის ნეგატიური ზეგავლენა, რაც თავს გვახვევია. ამ მიზანს რომ მივაღწიოთ, პირველ რიგში ყველაფერი უნდა ვიცოდეთ ჩვენი მოწინააღმდეგე ძალების ჭეშმარიტი ბუნების შესახებ.
ბოროტი ძალები მთელს მსოფლიოშილოს-ანჯელესში ჟურნალ “ახალი დროების” გვერდებზე გამოქვეყნებულ იქნა სტატია “სულთა მპარავნი”, სადაც ნათქვამი იყო: “ქალაქ სანტა-მონიკას მიტოვებულ შენობაში გლენ მეისონი თაყვანს სცემდა სატანას და აჰიპნოზებდა თავის მეგობარ თინეიჯერ გოგონებს. მას შესაფერისი მსხვერპლი ჭირდებოდა თავისი “ღმერთისთვის” და ამ მიზნით თოთხმეტი წლის შევოუნ გეგჰეგანი აარჩია”. საშინელი მოქმედება, რომელიც ამას მოჰყვა, მხოლოდ ერთ-ერთ მაგალითს წარმოადგენს, რომელიც მთელ მსოფლიოში მოქმედი ბოროტების ტალღის ილუსტრირებას ახდენს. მატერიალისტური კულტურა თანამედროვე ადამიანის შინაგან კულტურას ამახინჯებს. უნდა ვაღიაროთ ამ სახიფათო ფენომენის არსებობა და უნდა ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ.
რა არის ბოროტება?ბოროტება განმსჭვალავს ჩვენს საზოგადოებას. შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ უნდა მოვახდინოთ მასზე კონცენტრაცია? ნუთუ არ ჯობია, მხოლოდ კარგზე გავამახვილოთ ყურადღება? პასუხი შემდეგი იქნება: ჩვენ მტერს სახეში უნდა ვცნობდეთ, რათა უნებლიე მსხვერპლი არ გავხდეთ. ბოროტების ბუნების გამოკვლევისას, შევძლებთ გავიგოთ, როგორ ფარავს იგი თავისი ქსელით მთელ საზოგადოებას და ჩვენს საკუთარ სულს. თუ ამ ცოდნით შევიარაღდებით, უფრო ფრთხილები გავხდებით, რაც დაგვეხმარება შესაძლო ზიანის თავიდან აცილებაში.
სიტყვა “ბოროტება” ჩვენს ცნობიერებაში სერიული მკვლელების, მოძალადეების, საკონცენტრაციო ბანაკების და გენოციდების სახეს იღებს. თავად სიტყვა “ბოროტება” ასევე გვახსენებს ჰიტლერს, მუსოლინის, სტალინს და ასევე მრავალ სხვა დამნაშავეს მილიონობით ადამიანის გაჟლეტაში.
ბოროტებას უფრო ვერაგი სახეც აქვს. იგი უფრო გამომხატველია, როცა ბოროტების დამნერგავნი ცდილობენ გვაჩვენონ, რომ ეს სამყარო ერთადერთი არსებული რეალობაა. გრძნობით სიამოვნებებზე მიჯაჭვულობის განვითარების შედეგად ფიზიკურ სამყაროს უმაღლეს რეალობად ვიღებთ – ჩვენ ვხდებით საკუთარი სურვილების მონები და ბოროტების კონტროლის იოლი მსხვერპლნი. ჩვენში იღვიძებს ყველაფრის ფლობის მისწრაფება, რაც ჩვენს გარშემოა, სხვებთან პაექრობის სურვილი, ამიტომ სხვებს აღვიქვამთ ისე, როგორც პოტენციურ საფრთხეს ჩვენი სიამოვნებებისთვის. ჩვენ იოლი მსხვერპლი ვხდებით ბოროტისთვის, როდესაც კეთილდღეობის ჩვენეული ხედვა იმ მატერიალურ ობიექტებს და გრძნობით სიამოვნებებს უკავშირდება, რომლებიც ადვილად შეიძლება მოგვპარონ ან წაგვართვან.
ვხედავთ რა ცუდ თვისებებს სხვებში, საკუთარ თავში ვერ ვამჩნევთ მათ. საკუთარ თავს შთავაგონებთ, რომ ადამიანები მოგვატყუებენ, ჩვენს მანიპულირებას ეცდებიან და წაგვართმევენ იმას, რაც გრძნობით სიამოვნებებს გვანიჭებს. ამის შედეგად მსოგლიო შიშით, პაექრობის სულით და ცხოვრების ამაღლებული ინტერესებისადმი უმეცრებითაა შეპყრობილი. როგორც შედეგი, თანამედროვე მსოფლიო შედგება ადამიანებისგან, რომელთა შიშიც იოლ მსხვერპლად აქცევს მათ იმ სუბიექტებისათვის, ვინც მათ მანიპულირებას და კონტროლირებას ცდილობს.
ისტორიული შეხედულებაუძველეს წერილებში წერია, რომ თავდაპირველად ჩვენს სამყაროს ვერ ეხებოდა ბოროტების ზეგავლენა, და აქ მხოლოდ სისუფთავე და ამაღლებული ცნობიერება სუფევდა. შემდეგ დადგა ეტაპი, როდესაც ბოროტება და სიკეთე ერთდროულად თანაარსებობდნენ პლანეტაზე. კიდევ უფრო გვიან დადგა დრო, როცა სათნო და დემონური ბუნების ადამიანები ერთ ოჯახში იბადებოდნენ. მაგრამ ახლა კიდევ უფრო რთულ სიტუაციაში ვართ, როცა სიკეთე და ბოროტება ერთ ადამიანში თანაარსებობს. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჩვენგანში არის რაღაც ღვთაებრივი და რაღაც დემონური. ამიტომ ჩვენი ინდივიდუალური პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ შევიცნოთ ჩვენი შინაგანი ბუნება და გადავდგათ ნაბიჯი ცნობიერების ამაღლებისკენ იმ მომენტებში, როცა არჩევანის გაკეთება იქნება საჭირო.
ეს შესაძლებლობა გულისხმობს ყურადღებას და სიფრთხილეს იმიტომ რომ ცოდვა სხვადასხვა სახეს იღებს. მაგრამ ჩვენ საკმარისად გონიერები უნდა ვიყოთ იმისთვის, რათა არ დავინახოთ ბოროტება იქ, სადაც სინამდვილეში არაა. არ უნდა მოვექცეთ იმ სტერეოტიპების გავლენის ქვეშ, რომლებიცგვაიძულებენ ბოროტება “ვიღაც სხვას” მივაწეროთ, ოღონდაც საკუთარი ნაკლოვანებების ანალიზი ავიცილოთ თავიდან. ყველას მოგვისმენია ისეთი განზოგადებები, როგორიცაა: “ყველა თეთრკანიანი – ეგოისტი ექსპლუატატორია,” “ყველა “ნეგრი” – ზარმაცია” ან “ყველა ქალი – ავხორცია”. ზოგიერთისთვის ეჭვს არ იწვევს, რომ “ბოროტება” შეიძლება სხვა რასის ან კულტურის წარმომადგენელში განსხეულდეს, და ბევრს სჯერა, რომ ქალები – ეს სახიფათო, მაცდუნებელი ალქაჯები არიან.
მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად არაა. მსგავსი განზოგადება არ შეიძლება ცალმხრივი იყოს. სხვების აღქმა ჩვენს ცნობიერებაზე და ჩვენი გრძნობების სიღრმეზეა დამოკიდებული. გულწრფელი, სუფთა გულის ადამიანები, რასიზმის და რელიგიური ექსტრემიზმის წნეხის დროსაც კი არ ექცევიან ცუდი ზეგავლებნის ქვეშ, რადგან ამის ნებას რეალობის საკუთარი აღქმა და ცხოვრებისეული პრინციპები არ მისცემენ.
კონფლიქტი და განხეთქილებადემონებს უყვართ, როცა განხეთქილება შემოაქვთ ურთიერთობებში და სხვა ადამიანებთან სულიერ კავშირში გვიშლიან ხელს. ამის მისაღწევად ერთ-ერთი ასეთი მეთოდი რასიზმის, სექსის, სხვადასხვა “იზმების” პროპაგანდა, ხანდახან კი მსაობრივი თვითმკვლელობებია. მსგავსი გავლენის ზეწოლისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძმებად და დებად ცნობიერება გვაქცევს და არა თმა, კანის ფერი, ასაკი ან სქესი.
ისტორია სავსეა იმის მაგალითებით, რომ ძალადობით შეპყრობილი ადამიანები გაცილებით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ არა მსგავსებებს, არამედ განსხვავებებს ადამიანთა შორის. მაგალითად ჰიტლერი ხაზს უსვამდა განსხვავებას ებრაელებსა და სხვა ერებს შორის, და საბაბად ვედური ცივილიზაციის ეპოქის ადამიანების – არიელების სიდიადის დამახინჯებულად აღქმას იყენებდა. არიელების უპირატესობის მისი დოქტრინა დაფუძნებული იყო ცნება “არიელის” შეცდომით გაიგივებაზე ისეთ გარეგნულ ნიშნებთან, როგორიცაა თმის ფერი, სხეულის კონსტიტუცია და გვარის წარმომავლობა. მაგრამ სიტყვა “არიელის” თავდაპირველი მნიშვნელობა ეხება ადამიანს, რომელმაც უმაღლესი ადამიანური ღირებულებები შეიცნო. იგი არ განისაზღვრება გეოგრაფიული ან რასობრივი კუთვნილებით. არიელად უნდა ჩაითვალოს ყველა, ვინც ადამიანური არსებობის უმაღლესი მიზანი შეიცნო, რაც ღმერთის სასუფეველში სიყვარულის და მსახურების გზით დაბრუნებაში მდგომარეობს.
ანალოგიური მიდგომა იქნა გამოყენებული “სხვა ფერის” ადამიანების – აფრიკელების და ინდიელების განადგურებაში. როცა ევროპელებმა ამერიკის კონტინენტზე შეაბიჯეს, ისინი ინდიელებს ველურებად თვლიდნენ, და ეს იარლიკი “იანკებისთვის” ინდიელთა გემოციდის გამართლება გახდა. ასევე სრულფასოვან ადამიანებად არ თვლიდნენ აფროამერიკელებსაც და მონობაში ამყოფებდენ მათ.
ასევე ხანდახან გვესმის შავკანიანთა მოსაზრება, რომ ყველა პრობლემა მათ ცხოვრებაში თეთრების გამოა, ამიტომ შავები თეთრებს ებრძვიან თავისნთ სამშობლოში. მაგრამ ეს – სისულელეა. უხსოვარი დროიდან მატერიალურ სამყაროში თეთრები თეთრებს ებრძოდნენ, ხოლო შავები – შავებს.
ავიღოთ თუნდაც ირლანდია, რომელიც ურიცხვმა არეულობამ და რელიგიურმა დაპირისპირებამ შეძრა. და აფრიკაშიც სამხედრო კონფლიქტები სულაც არაა გამოწვეული რასობრივი ნიადაგით. მხოლოდ ნიგერიაში, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ 250 ომი მოხდა. და არც ერთი მათგანი არ უკავშირდებოდა რასიზმს. ეკლესიებში ყველაზე გახმაურებული სკანდალები ერთი კონფესიის წარმომადგენლებს შორის ხდებოდა ხოლმე, ხოლო ყველაზე ხშირი დანაშაული ძალადობის გამოყენებით, პოლიციელთა მტკიცებით, ყოფითი კამათებია. ყველაზე სერიოზული საფრთხე ხშირად უახლოესი ნათესავისგან გველის და არა უცნობისგან.
როცა ჩვენში გრძნობითი სიამოვნების ობიექტისადმი მიჯაჭვულობა ვითარდება, ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ის, რაც გვეკუთვნის. შედეგად მთელი მსოფლიო “ჩვენებად” და “სხვისებად” იყოფა, და პირველებს მეგობრებად აღვიქვამთ, მეორეებს კი – მტრებად. პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ უსაფრთხოებისკენ და თავდაცვისკენ სწრაფვის გამო, სწორედ რომ საწინააღმდეგო შედეგს მივაღწიეთ, მივიღეთ შიშით, კონფლიქტებით და საფრთხის გრძნობით განმსჭვალული საზოგადოება. ყველაფერი ეს საზოგადოების უმეცრების ნათელი დადასტურებაა და საჭიროა ყოველმა ჩვენგანმა ვიზრუნოთ ჩვენი და სხვების ცნობიერების ამაღლებაზე.
აბსოლუტურად ერთნაირი ადამიანები არ არსებობენ – ყველანი თოვლის ფიფქებს ვგავართ – ყველა თავისებურად უნიკალურია. მაგრამ არსით ჩვენ ერთნაირნი ვართ, ისევე, როგორც ფიფქები შედგებიან წყლისაგან. იმისათვის, რომ ჩვენს ცნობიერებას კონკრეტული ფორმა მისცენ და მუდმივი დისბალანსის მდგომარეობაში ამყოფონ, დემონური ძალები გვიბიძგებენ, რომ საერთო ფონს გამოვეყოთ და შევეჯიბროთ ერთმანეთს. ამგვარად ჩვენი ერთმანეთისგან იზოლირებით, მათ თავისუფლად შეუძლიათ თავისი ჩანაფიქრის განხორციელება. ჩვენ უფრო სუსტები ვხდებით, თუ დიდხანს ვართ იზოლირებული სხვებისგან. და ამას იყენებენ დემონური ძალები, რომ კონტროლის ქვეშ მოგვაქციონ და ჩვენი ხასიათი საკუთარი სურვილების შესაბამისად შეცვალონ.
“დაყავი და იბატონე”სიკეთე და ბოროტება არასოდეს ყოფილა ცალკეული რასის ან საგვარეულო კლანის პრეროგატივე. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს პრობლემები მოგვახვიოს, აჩაღებს რა განხეთქილებას რასობრივი განსხვავების, ნაციონალობის, სოციალური მდგომარეობის ან სხვა საშუალებების საფუძველზე. მათი მიზანი კი ძალაუფლების მოპოვება და ოპოზიციის დასუსტებაა. ამგვარად ისინი ცდილობენ ხელი შეუშალონ კეთილი ძალების თავისუფლად მოძრაობას, ქმნიან დაბრკოლებებს მათ გაერთიანებაში და ერთიანი მიზნების გამომუშავებაში. დემონური სტრატეგიის ნაწილი მდგომარეობს იმაში, რომ დაუპირისპირონ კაცი ქალს, ერი ერს, კლანი კლანს... როგორც კი განხეთქილების თესლები აღმოცენდება, ჩვენ დაკავებულნი ვიქნებით უაზრო ომებით და ჩვენი მანიპულატორების სრული კონტროლის ქვეშ მოვექცევით.
ბუნებრივია, ბოროტულად განწყობილი ადამიანები ამჯობინებენ, რომ გარშემო ქაოსი და არეულობა დათესონ, რადგანაც მსგავს ატმოსფეროში ისინი დაუბრკოლებლად შეძლებენ თავისი მოტივების დაფარვას და სხვა ფარულ დანაშაულებებსაც ჩაიდენენ. ისინი დაარწმუნებენ სხვებს საკუთარ სიმართლეში იმით, რომ აბსტრაქტული ჭეშმარიტებების ქადაგებას დაიწყებენ და ამაზე გადაიტანენ ჩვენს ყურადღებას თავისი ფარული, საიდუმლო და შეუბრალებელი ქმედებებისგან. ასეთი უარყოფითი პერსონაჟები ყოველთვის ცდილობენ რომ ჩვენი ჯიბეების გამოფხეკის და ცნობიერების ნატიფი მეთოდებით დაბინძურების საშუალება იპოვონ.
ნახევარღმერთები და დემონებიჩვენ რეალობის ერთიანი აღქმა უნდა განვივითაროთ. ეს ნიშნავს, რომ უპირველეს ყოვლისა უნდა დავაკვირდეთ და გავიგოთ ადამიანური ბუნება. ღმერთმა სპეციალურად შექმნა ეს სამყარო ჩვენდამი მტრულად განწყობილი იმიტომ, რომ აქ არ მოგვწონებოდა.
მან იცის, რომ მისგან მოშორებით, ილუზიაში ჩაფლული ცხოვრება, - ძალიან ავადმყოფური და მტკივნეული გამოცდილებაა, რომელიც ტანჯვით და უბედურებითაა სავსე. მან ასევე იცის, რომ კაცობრიუბაში გამეფებული სიბილწე გვაიძულებს, რომ ჩვენც ვცოდოთ და შედეგად უფრო მეტად დავიტანჯოთ. მაგრამ რა გვაიძულებს კონკრეტულად, რომ ვიტანჯოთ? ესაა დემონური ენერგია, რომელიც სულ სხვადასხვა სახით წარმოგვიდგება.
ვართ რა სულიერი მეომრები, უნდა ვისწრაფვოდეთ პოზიტიურისკენ და ვებრძოლოთ ნეგატიურს. ამგვარი მოქმედებით შევძლებთ ერთმანეთისგან განვასხვავოთ დემონები და ანგელოზები, ანუ იგივე ნახევარღმერთები. მრავალი დემონი, ისევე როგორც ნახევარღმერთი, დიდ ძალას და მისტიკურ შესაძლებლობებს ფლობს. მათ შორის განსხვავება მოტივებში და მოქმედებათა შედეგებშია. ვინმე ძლევამოსილს და კეთილსინდისიერს შეუძლია აამაღლოს ცივილიზაცია, იმ დროს როდესაც ასევე ძლევამოსილს, მაგრამ უწმინდურს შეუძლია დეგრადაციის და სრული განადგურების გზაზე დააყენოს იგი. ძლევამოსილი დემონები, ისევე როგორც ძლევამოსილი სულიერი არსებები, მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა რიტუალებში. ყველა რიტუალი ამ მსოფლიოში სამყაროს კანონების შესაბამისადაა შექმნილი, და საშუალებას აძლევს ადამიანებს განსაზღვრულ მიზანს მიაღწიონ – კეთილს ან ბოროტულს.
ვედური წერილები გვიხსნიან, რომ დედამიწაზე ძლევამოსილი დემონების მოსვლასთან ერთად მთელი სამყაროს ატმოსფერო იცვლება. ასეთი არსებების დაბადებას თან ახლავს ქარიშხლები, გვალვები, მიწისძვრები და ტორნადოები. ხანდახან ცა შავად იფერება და მხოლოდ ელვა ანათებს ყველაფერს. ეს ხდება იმიტომ, რომ ასეთი დემონების დაბადება ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ ხდება.
წერილობითი ფაქტები და სხვა წყაროები გვატყობინებენ, რომ ბევრი ძლიერი დემონი სხვა პლანეტებზე ცხოვრობს და დიდ ცოდნას ფლობს სხვა სამყაროების შესახებ. მათ შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა ნატიფი ენერგიები ჩვენი სამყაროს სხვადასხვა დონეებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. მათ შეუძლიათ მოქმედება როგორც უხეშ, მატერიალურ დონეზე, ასევე ადამიანის ჭკუის დონეზე. მათ მატერიის და ცნობიერების სახეცვლილება შეუძლიათ, რადგანაც მატერიალურ და მენტალურ დონეზე გავლენის მოხდენის უნარი აქვთ.
როგორც ნახევარღმერთები, ისევე დემონები, მისტიკური სრულყოფილებით ხასიათდებიან, მაგრამ დემონებს გარკვეული უპირატესობა აქვთ, განსაკუთრებით მატერიალურ სფეროში. გაწონასწორებული, თვითკმარი და განჯაჭვული ღმერთის ერთგულებისგან განსხვავებით, დემონები უკიდურესად მიჯაჭვულნი, აგრესიულნი და რისხვით სავსენი არიან. ეს ვნება, როგორც მათი ხასიათის განუყოფელი ნაწილი, ენერგიულობას და აგრესიულობას მატებს მათ.
მიაქციეთ ყურადღება, მაგალითად, როგორ ფორმებად აქციეს მათ ადამიანის მიდრეკილება თაყვანისცემისკენ. სულ ცოტა ხნის წინ უფრო მნიშვნელოვან არქიტექტურულ კონსტრუქციებად ეკლესიები, ტაძრები, მეჩეთები და სინაგოგები ითვლებოდა. მაგრამ ჩვენს დროში თავისი სილამაზით და დიდებულებით ბანკები და კაზინოები ბრწყინავენ. ლას-ვეგასში, აზარტული თამაშების დედაქალაქში, მრავალი მომაჯადოებელი სილამაზის შენობა რამდენიმე წელიწადში ერთხელ განიცდის განახლებას. ასეთია ღირებულებათა სისტემა ჩვენს დროში.
უნდა გვახსოვდეს, რომ მატერიალურ სამყაროში მოხვედრილი უმეტესობა ცოცხალი არსებების უმაღლესი მოტივე, სხვათა კონტროლირების სურვილში მდგომარეობს. სინამდვილეში “სხვათა განკარგვის” სურვილმა მოგვიყვანა აქ. და პირველ რიგში ეს დემონებს ეხება, რომელთათვისაც ძალაუფლების მოპოვების ერთ-ერთი მეთოდი სხვებისთვის ტანჯვის მიყენებაა. ხანდახან ისინი სულიერი ორგანიზაციების ლიდერებიც კი ხდებიან იმ მიზნით, რომ შიგნიდან დაანგრიონ იგი, ან ექსპლუატაცია გაუწიონ და მოკლან კიდეც ათასობით ადამიანი.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ დემონები ვერ იტანენ ღმერთს და მისი ადგილის დაკავება უნდათ. ისინი ღმერთის სრული ანტიპოდები არიან. დემონები ყოველთვის ცდილობენ იმ საქმიანობით დაკავდნენ, რაც მათ ღმერთად აგრძნობინებს თავს, ამიტომაც დიდ კმაყოფილებას და სიამოვნებას განიცდიან, როცა ხალხი თაყვანს სცემს მათ. ამ მიზნით კი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება მოიპოვონ და მეტი ხალხი დაიმორჩილონ. ცდილობენ, მონებად აქციონ ადამიანები, რათა კაცობრიობა ბოლომდე მათზე გახდეს დამოკიდებული. ფაქტიურად ასეთია XXI საუკუნის დემონების გეგმა. მაშ გამოგვაფხიზლოს ამან ყველა სულიერი მეომარი! ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საკუთარ ქცევასა და მოტივაციაზე, უნდა ვიყოთ ფრთხილნი იმის შერჩევისას, თუ რა მუსიკას ვუსმენთ, რა ფილმებს ვუყურებთ, და ჩვენს ცნობიერებაზე მოქმედების სხვა საშუალებების მიმართ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ავიცილოთ დაბინძურება, დეგრადაცია და მონობა.
ვინ არიან ეს დემონები?დემონები – ეს ჰოლივუდელი რეჟისორების დახატული “ხატ-სახეები” არაა. მათ არც შუა აზიის, ან სხვა არადასავლური კულტურის “გულუბრყვილო” მაცხოვრებლების გამოგონილ არსებებთან აქვთ რამე საერთო. თანამედროვე ადამიანებს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ამ ფენომენზე. მაგრამ დემონები მართლა არსებობენ, და რეალობის ჩვენი “მეცნიერული” აღქმა გვიბიძგებს ვივარაუდოთ, რომ ისინი არა მხოლოდ გვიმორჩილებენ თავისი გავლენის ქვეშ.
ძირითადად უძველეს წერილებს ისე ვუყურებთ, როგორც მითოლოგიურ ისტორიებს, ან უკეთეს შემთვევაში არაზუსტ ჟამთააღწერილობებს. ჩვენ გვავიწყდება, რომ ისინი საშუალებას გვაძლევენ ჩავიხედოთ მომავალში, ასევე ჩავწვდეთ სხვა განზომილებებს. არ შეგვიძლია გავიგოთ, რომ წერილები გვაძლევენ დედამიწის მომავალი ბედის წინასწარ გაგების შესაძლებლობას. მაგალითად დემონთა ბუნების შესწავლისას, რომლებიც დაწვრილებითაა გადმოცემული უძველეს ტექსტებში, ჩვენ ვარკვევთ, რომ სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ, მათი ქცევა უცვლელია.
უფრო მეტიც, დემონაბი არ შემოიფარგლებიან რომელიმე ერთი სახეობით. ისინი სიცოცხლის სხვადასხვა ფორმებით გვხვდებიან. ზოგიერთი ჩვეულებრივი ადამიანია, ზოგი – სხვა სამყაროების წარმომადგენელი. ისევე, როგორც სამყაროში თანაარსებობენ სხვადასხვა რასები, ტომები, ქვეყნები და პლანეტები, ასევე არსებობენ სხვადასხვა კატეგორიის დემონები, რომლებიც მათთვის განსაზღვრული მისიის შესაბამისად მოქმედებენ.
მაგრამ ვინ არიან ნამდვილი დემონები? სხვადასხვა წერილების მტკიცებულების თანახმად, სიკვდილის მომენტში ცოცხალი არსება ტოვებს ადამიანურ სხეულს, თუმცა მანამ, სანამ ახალ სხეულში შევა, ის გარკვეული პერიოდი ელოდება განვლილი მოქმედებების შეფასებებს (განსასჯელს). განვითარების ახალ საფეხურზე ის ხვდება ახალ სხეულში და აღმოჩნდება იმ ცოცხალ არსებათა საზოგადოებაში, რომლებიც შეესაბამებიან მის მოტივებს, ასევე ღირსებებსა და ნაკლებს. ზოგიერთი არსება ივითარებს მყარ სურვილს, რომ უკიდურესად ცოდვილ გარემოში მოხვდეს. მათ შეუძლიათ გახდნენ დემონები, რომლებიც დაიბადებიან იმ გარემოში, სადაც თავისი დემონური ქცევის რეალიზება და ამით ტკბობა შეეძლებათ.
ძველი ვედური წერილები გვაფრთხილებენ, რომ დემონები დამანგრეველ ენერგიას ატარებენ. ამ არსებებს არაფერი აქვთ საერთო „სტაჟიან“ ცოდვილებთან. ესენი არ არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებმაც “ჭეშმარიტების გზას გადაუხვიეს”, იმით, რომ ფულის და ძალაუფლების ცდუნებას აყვნენ. ეს არსებები ან დაბადებიდანვე არიან მოწოდებულნი სხვების ნგრევისა და ექსპლუატაციისკენ, ან აღიზრდებიან შესაბამისად.
უკიდურესად ძლევამოსილ დემონებს მასების ცნობიერების დამორჩილება შეუძლიათ. ვედური წერილები ასევე ამტკიცებენ, რომ ასეთი დემონები შესაბამის რიტუალებს ატარებენ, მიმართულს ბოროტი მიზნებისკენ. ისინი ბილწავენ ჯვარს და წმინდა წერილებს. ყველგან ამორალურობას და ჭუჭყს თესავენ. რიტუალების შედეგად დემონები, რომლებიც ადამიანის ხორცს ჭამენ, მისტიკურ ძალებს იღებენ, რაც საშუალებას აძლევთ, რომ ისე მართონ მატერიალური ენერგიები, როგორც მოესურვებათ.
მაგალითი ცხოვრებიდანჩემი სიტყვები გადაჭარბებულ ფანტაზიად რომ არ მიიღოთ, ნება მიბოძეთ მოგიყვეთ შემთხვევა, რომელიც მაშინ სასაცილოდაც კი მომეჩვენა. როცა სტუდენტი ვიყავი პრინსტონში, მომიწია პირადად გავცნობოდი ალიან ცნობილ პროფესორს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებში ასწავლიდა. ერთხელ პროფესორმა საიდუმლოდ მითხრა, რომ მან იცის რამდენიმე ადგილი კარიბის ზღვის სანაპიროზე და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც კონტინენტთაშორისი კორპორაციების მდიდარი მეთაურები ერთად იკრიბებიან და ატარებენ რიტუალებს, რომლის დროსაც ისინი ადამიანის ხორცს ჭამენ. მაშინ ვიფიქრე, რომ ეს რბილად რომ ვთქვათ გადაჭარბებაა. ყველაფერი ბოდვად მომეჩვენა. მაგრამ გავეცანი რა სხვა მოწმობებს და შევისწავლე რა სხვადასხვა წერილები, მე მივხვდი, რომ პროფესორის მონაყოლი უკვე აღარ მეჩვენებოდა გამონაგონად.
სინამდვილეში სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა შემთხვევები, როცა მსოფლიო მნიშვნელობის რამდენიმე ლიდერი ადამიანის ხორცის ჭამაში იქნა მხილებული. ეს არსებები, ჩვენი მსგავსნი, უფრო და უფრო მეტ ძალაუფლებას იძენენ საზოგადოებაზე და წარმატებით გვახვევენ თავს კალი-იუგის განწყობას, რასაც დეგრადაციამდე მივყავართ. მაგალითად, უკვე არავის აკვირვებს ის ფაქტი, რომ ნარკოტიკები მთელ პლანეტაზეა გავრცელებული და ადამიანთა დიდი მასები არიან მასზე დამოკიდებულნი. ნარკოტიკებით ვაჭრობა – დემონების უსაყვარლესი საქმიანობაა, იმიტომ რომ ნარკოტიკების საშუალებით ისინი იმონებენ ადამიანებს და უჭკუო, ყველანაირი დანაშაულობებისკენ მიდრეკილ არსებებად აქცევენ მათ.
დემონური რიტუალები ყოველთვის მოიცავდა საკუტარ თავში საკუთარი გრძნობების დაკმაყოფილებას. აირ ატომ არღვევენ ხშირად დემონები შეთანხმებას. ისინი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ. თუ მათ რაიმეს სხვისთვის გაზიარება უწევთ, ეს მხოლოდ რაღაც უფრო მეტის მოსაპოვებლად ხდება. დემონები ხანდახან დედამიწაზე გამოუცნობი სახით მოდიან და პლანეტის სხვადასხვა კუთხეებში ჩნდებიან იმისთვის, რომ ხალხზე მოახდინონ გავლენა.
დემონური ძალების გეგმადემონური ცნობიერება ბევრად უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე ამის წარმოდგენა შეგვიძლია. და გვაყენებს გაცილებით უფრო ტრაგიკულ ზიანს, ვიდრე უსაშინლესი დანაშაულებების იშვიათი გამოვლინებაა. როგორ საშინლადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ახლანდელი მდგომარეობა, სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უარესადაა. სატანიზმმა ჩვენი საზოგადოების ყველაზე ღრმა სტრუქტურებში შეაღწია. ის საზოგადოებრივ ვექტორს აძლევს მიმართულებას, კაცობრიობას მუდმივ კონფლიქტებში ითრევს და საზოგადოებისგან შეუმჩნევლად პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ბერკეტებს მართავს. სანამ ყოველი ჩვენგანი, როგორც მთვარეული, ცხოვრების გზას მიუყვება, ცდილობს რა ყოველდღიური ყოფითი პრობლემები გადაწყვიტოს და საკუთარი თავი “პურის ნაჭრით და კარაქით” უზრუნველყოს, დემონური გეგმა თანდათანობით ხორციელდება, ახალგაზრდობის გონებებს იპყრობს, საყოველთაო დეგრადაციის სტიმულაციას იწვევსდა ადამიანებს ნარკოტიკებისადმი და მასობრივი საინფორმაციო საშუალებებისადმი დამოკიდებულებაში ითრევს. ამასთან კი აგრძელებს ეკონომიკური ექსპლუატაციის პრაქტიკას. დემონები მართავენ ჩვენს მიწიერ თვისებებს – რისხვას, შიშს, სიხარბეს, დეპრესიას და სიძულვილს, - პარალელურად კი აბლოკირებენ ჩვენს გაცნობიერებულობას ადამიანური არსებობის უმაღლეს ღირებულებებზე.
ისტორიული განვითარების ამ ეტაპზე მთელი პლანეტა ჩაძირულია საყოველთაოდ მზარდ დემონურ აქტივობაში მასიური შემოტევის ფორმით, რომელიც ადამიანების მონა-რობოტებად ქვევას ცდილობს. ამ ფენომენის ბუნება რომ გავიგოთ, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ, რას ნიშნავს მონობა და ვინ არიან მონები.
მონები – ესენია ადამიანები, რომლებსაც ჩამორთმეული აქვთ უფლებები და გარე ძალების კონტროლის ქვეშ არიან. მათ არ შეუძლიათ საკუთარი ნების გამოვლენა. ამის ნაცვლად მონებმა უნდა იმუშაონ, შეასრულონ ბრძანებები, რომლებსაცც ბატონები გასცემენ. თავად ცნება “მონის თავისუფლება” გულისხმობს ფიზიკურ შეზღუდვას მრავალ პარამეტრში, რადგანაც თავისუფლების მინიმუმამდე დაყვანა გულისხმობს სწორედ მონობის ცნების განსაზღვრებას.
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მონობა ბორკილებთან და ჯაჭვებთან გავაიგივოთ, იმიტომ რომ ძველ დროში მონათმფლობელები ფიზიკურ საშუალებებს იყენებდნენ მონების თავისუფლების შეზღუდვისთვის. მაგრამ დრო იცვლება. ჩვენს დროში ჯაჭვები გონებრივი და ემოციონალური გახდა, მაგრამ ეს არანაირად არ ხდის მათ ნაკლებად ეფექტურს. უფრო მეტიც, კომფორტის ცდუნებებით და დაცულობის მატყუარა შეგრძნებით მოხიბლულებმა, ჩვენ თავისუფლების განსაზღვრების უნარი დავკარგეთ.
ისევე, როგორც ტელევიზორის არხებს ვრთავთ დისტანციური პულტის საშუალებით, ბევრი ადამიანი სწორედ ასევე აღმოჩნდა შორიდან მანიპულაციის მსხვერპლი. მაგალითად, შეიძლება ეფექტური არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის, რომლებსაც ერთნაირი გეგმა აქვთ? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დემონები უკვე დიდი ხანია ანხორციელებენ თავიანთ ჩანაფიქრს და თრგუნავენ თანამედროვე კაცობრიობას, აძლევენ რა უფრო კომფორტულ მონობას, ვიდრე ძველ დროში.
როგორ ფუნქციონირებს ეს სისტემა?წარმოიდგინეთ, რომ მე შევძელი მთელი თქვენი ქონება ჩემი კონტროლის ქვეშ მომექცია, ამასთან პროცესი იმდენად ნელა მიმდინარეობდა, რომ ვერაფერი შეამჩნიეთ. შემდეგ წარმოიდგინეთ, რომ შემოგთავაზეთ შეუზღუდავად გამოგეყენებინათ ფული, რომელიც უკვე მე მეკუთვნის. შემდეგ კი იმდენი პრობლემა და საზრუნავი შეგიქმენით, რომ მზად ხართ იყიდოთ ყველაფერი, რასაც თავადვე შემოგთავაზებთ.
მახე იმაშია, რომ მთელი ფული ჩემს ჯიბეში აღმოჩნდება. და ასე ხდება მიუხწედავად იმისა, რომ ყველაფერი, რასაც ახლა განვაგებ, ადრე თქვენ გეკუთვნოდათ. სხვა სიტყვებით, ყველა საქონელი, რაც მოგყიდეთ, მიღებული იქნა მატერიალიდან, რომელიც თავიდან თქვენი იყო. ერთადერთი, რაც მე გავაკეთე, - დაგარწმუნეთ, რომ ისინი მე მეკუთვნის. სინამდვილეში მე მხოლოდ სესხი მოგეცით იმისთვის, რომ შეგძლებოდათ ჩემი დანაზოგის გაზრდა, ამასთან შეგიქმენით თავისუფლების ილუზია, რათა მეტი ენთუზიაზმით მოგეცათ თქვენივე ფული ჩემთვის.
მონათმფლობელები სარგებლის მიღების მრავალ გეგმას აწყობენ. თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ თანამედროვე მონათმფლობელები ძველებისგან იმით განსხვავდებიან, რომ მათთვის ადამიანების დამონება გარკვეული გართობა გახდა. მონათმფლობელის ახალი ტიპი იმდენად მდიდარია, რომ მისთვის სხვისი დამონება აზარტულ ინტერესს წარმოადგენს.
როცა ფულზე თამაში მოსაწყენი ხდება, ადამიანი სხვა გასართობს ეძებს. იმდენად, რამდენადაც არ შეუძლიათ თავისი ფულის მთლიანად დახარჯვა, მორიგ მიღწევად მათთვის ძალაუფლების მოპოვება და ხალხის მანიპულაცია იქცევა. აი რატომაა ზოგიერთი მდიდარი და ძალიან მდიდარი პიროვნება ყველაზე გარყვნილი ადამიანი პლანეტაზე.
თანამედროვე მონათმფლობელის ერთ-ერთი მიზანია იაფი ან უფასო მონების შოვნა იმისთვის, რომ გზები, არხები, რკინიგზები, ფაბრიკები და კონტროლის სხვა ინსტრუმენტები ააშენონ. ისინი ასევე ცდილობენ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროებში დომინირებას.
ვინმემ დაპოსტეთ და გავაგრძელებ... This post has been edited by cinemamu on 29 Jul 2010, 10:31