მატერიალური ბუნების ილუზიები(წიგნიდან
"სულიერი მეომარი" )
ჩვენს დროში, როცა ჰედონიზმის იდეა მძლავრობს, ხალხის უმეტესობას არ უნდა იმის მოსმენა, რომ მატერიალური სამყარო რთული გაკვეთილების და გამოცდების ადგილია. ამ სამყაროს მომაჯადოებელი კალეიდოსკოპი ჩვენი ცნობიემოყვარეობის ცეცხლს აღვივებს, და ადამიანთა უმეტესობას უნდა, რომ გემო გაუგოს და დატკბეს ყველა იმ ცდუნებით, რასაც ბუნება გვთავაზობს. ამასთან ე.წ. სიამოვნებები საფრთხეში გვაგდებენ მაშინვე, რაც მათ გამოვცდით.
უძველესი სულიერი ტრადიციები ამ ცდუნებებს სხვადასხვაგვარად აღწერენ. თუ ბიბლია ბოროტების განსახიერებას სატანას უწოდებს, რომელიც ღმერთის საპირისპირო მხარეა, და ასევე აიძულებს სხვა არსებებს, რომ ემსახურონ მას, ვედური ხელნაწერები საუბრობენ მაიაზე, რომელიც მატერიალური ილუზიის განსახიერებას წარმოადგენს.
იმის ნაცვლად, რომ ღმერთს დაუპირისპირდეს, იგი ემსახურება მას, და ასრულებს არალმობიერ მსახურებას – აცდუნოს განპირობებული სულები ყველა შესაძლო გემრიელი, მაგრამ შხამიანი ნაყოფებით იმისთვის, რომ გამოგვცადოს და საბოლოო ჯამში უკეთესობისკენ შეგვცვალოს, რთული გაკვეთილების სწავლებით მანამდე, სანამ საკუთარ თავში რეალობის სწორად აღქმის უნარს არ გამოვიმუშავებთ და ჭეშმარიტი ბედნიერების მოპოვების გზიდან არ გადავუხვევთ.
როგორც ჯარისკაცმა უნდა ამოიცნოს მტერი ფორმით და ამუნიციით და მისი ტაქტიკის გამოცნობას შეეცადოს, სულიერი მეომარიც ასევე უნდა ეცადოს, რომ ყველა ვითარებაში აიცილოს შეტევები, რომლებსაც დაცემამდე და დეგრადაციამდე მივყავართ. რა თქმა უნდა არ უნდა გავხდეთ პარანოიკები და შიშს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ გონებას აჯობოს. მეორე მხრივ, თუკი იგნორირებას გავუკეთებთ ჩვენი მტრის დამანგრეველ ძალას, ბოლომდე ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი საკუთარ გამარჯვებაში.
თავიდან მაია ცდილობს დამანგრეველი, ზიანისმომტანი საქმიანობით დააკავოს ადამიანი. ხოლო მათთვის, ვისაც პირველ ჯერზე ვერ დაიპყრობს, ქმნის პირობებს, რომელშიც ადამიანი დათრგუნულად და მარტოსულად იგრძნობს თავს, ცხოვრების აზრს დაკარგავს, იმ მომენტამდე, სანამ ადამიანი გადაწყვეტს, რომ უკვე აღარაფრის შეცვლა შეიძლება და აზრი არა აქვს რაიმე მცდელობას. ამგვარად კონტროლის ქვეშ იმყოფებიან ისინიც კი, ვისაც ვერ ჩავთვლით მყარ მატერიალისტებად.
ყველა, ვინც მატერიალურ სხეულშია, სამიზნეს წარმოადგენს. იმის წინ, სანამ მაიასადმი აგრესია გაუჩნდება, სულიერმა მეომარმა უნდა გააცნობიეროს, რომ საკუთარი ნებით აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში. თავად ფაქტი ჩვენი არსებობისა ამ მატერიალურ სამყაროში მიუთითებს იმაზე, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ განვუდექით ღმერთისადმი სიყვარულს. ჩვენ ვუარყავით ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა ღმერთის მსახურისა და მატერიალური სამყაროს ციხე ვარჩიეთ. ამ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია რაღაც დროით დავივიწყოთ, რომ ღმერთის ტოლნი არ ვართ და განვაცხადოთ ჩვენი პრეტენზიები საკუთარი ნებით ფლობის, შექმნის, ბატონობის და ნგრევის უფლებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს უფლება უშუალოდ ღმერთისგან მოგვეცა, გარდაუვალი შედეგები იმაში გამოიხატება, რომ ამ მატერიალური სამყაროს ფარგლებში გვიწევს ცხოვრება და ასევე გვიწევს, რომ ამავე სამყაროში ვიბრძოლოთ ძალაუფლების გულისთვის იმ ცოცხალი არსებების წინააღმდეგ, რომლებსაც მსგავსსი დეგრადირებული და დაბინდული ცნობიერება აქვთ.
იმის ნაცვლად, რომ განვიხილოთ მაია, როგორც განხორციელებული ბოროტება, ჩვენ უნდა აღვიქვათ იგი, როგორც ციხის ზედამხედველი, რომლის ყველა ქმედებაც მიმართულია იმაზე, რომ ბორკილების ქვეშ გვამყოფოს მანამ, სანამ არ გადავწყვეტთ, რომ აღარ გვინდა ამ აჩრდილების სამყაროში ცხოვრება. მას შეუძლია გვასწავლოს და ტანჯვაც მოგვაყენოს, სანამ საბოლოო და ურყევ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს პირვანდელ მდგომარეობას – ღმერთის სასიყვარულო მსახურებას.
ამ გზაზე ჩვენ გველოდება განუზომელი დახმარება. ფაქტიურად უფასოდ მოგვეცა შეუფასებელი რელიგიური ხელნაწერები. სინამდვილეში ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ სახელმძღვანელოებს, მიმართულს იმაზე, რომ ამ სამყაროში ადამიანად ყოფნისგან მადლის მოპოვებაში დაგვეხმარონ და საშუალება მოგვცენ, რომ სულიერ სამყაროს დავუბრუნდეთ. მოძღვრებები და მცნებები, რომლებიც ამ ხელნაწერებშია, გვასწავლის მატერიალურ და სულიერ სამყაროში არსებობის კანონებს და უზრუნველგვყოფს ინსტრუმენტებით, რომლებიც სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში გვეხმარებიან. მიიღებს რა ამ ინსტრუმენტებს, ყოველმა ჩვენგანმა უნდა მიიღოს გაცნობიერებული გადაწყვეტილება და გამოიყენოს ეს დახმარება საკუთარ ეგოისტურ სურვილებთან ბრძოლაში, და ასევე მაიას მიერ შემოთავაზებული გამოცდების გადალახვაში.