cinemamu
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3368
წევრი No.: 49962
რეგისტრ.: 24-December 07
|
#31046679 · 6 May 2012, 22:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვედები ადამის და ევას ისტორიის შესახებ
კალი იუგის დაწყებამდე, დვაპარა იუგის ბოლოს, ნაიმიშარანის ტყეში შეიკრიბა პლანეტის ყველა დიდი ბრძენი. მათ გადაწყვიტეს დიდი ვედური მსხვერპლშეწირვის - შრავანა (მოსმენა) იაგიის გაკეთება. ანუ უნდოდათ მოესმინათ “შრიმად ბჰაგავატამი” ღმერთის წმინდა ერთგულისგან - სუტა გოსვამისგან და ბოლოს უნდოდათ პლანეტის დატოვება, რათა კალი იუგაში არ დაბადებულიყვნენ. სუტა გოსვამიმ დაიწყო მთელი ბჰაგავატამის ზეპირად მოყოლა.
ამ მსხვერპლშეწირვის დროს გამოჩნდა უფლის კიდევ ერთი წმინდა ერთგული შუკადევა გოსვამი და განუცხადა ბრძენებს რომ ყველას არ უნდა დაეტოვებინა დედამიწა. რამდენიმე უნდა დარჩენილიყო და თვალყური ედევნებინა კალი იუგის მიმდინარეობისთვის, რამეთუ ამ ეპოქაში დადგება ოქროს ხანა (პერიოდი) რომელიც 10 000 წელი გაგრძელდება და მაშინ დაჭირდებოდნენ ეს ბრძენები კაცობრიობას. შესთავაზა მათ რომ ჰიმალაების მეორე განზომილებაში გადასულიყვნენ (ჰიმალაებს 3 განზომილება (დონე) აქვთ), ადგილზე, რომელსაც ჰქვია შამბალა.
რამდენიმე ბრძენი ასეც მოიქცა და ჰიმალაებში გადაინაცვლა. ამ დროს მათ გამოეცხადათ ქალღმერთი კალი (რომელიც კალი იუგას განაგებს). ბრძენები შეეცადნენ ხელი შეეშალათ კალისთვის მის მისიაში (არ უნდოდათ რომ კალი იუგა დამდგარიყო) და მაშინ კალი ეუბნება მათ, რომ ის დიდი დროის (მაჰა კალას – ანუ იგივე უფლის) ბრძანებით მოვიდა. სთხოვა რომ არ შეეშალათ ხელი მისი მისიისთვის, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებიც კალის ეპოქაში დაიბადებიან, სასჯელი უნდა მოიხადონ. კალი მიმართავს უფალს, რომ დაიცვას ამ მისიის შესრულებაში... კალის აძლევენ ასეთ კითხვას: “როგორ გაავრცელებ შენს მისიას ამ ეპოქაში?”
ამის პარალელურად ვითარდება სხვა ისტორია: ერთ მეფეს, რომელსაც ერქვა იაიატი, უჩნდება 5 შვილი და ყველა ეს შვილი ხდება “მლეჩიხა” (ხორცისმჭამელი). ამის გამო ბრაჰმანებმა ჩაატარეს “მლეჩიხა – იაგია” ანუ ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვა, რისი საშუალებითაც ყველა ხორცისმჭამელი უნაყოფო ხდებოდა (ამით ცდილობდნენ ხელი შეეშალათ მათი გამრავლებისთვის). რადგანაც ვედებში ნათქვამი იყო რომ ხორცისმჭამელობის გავრცელებასთან ერთად რელიგიურობა და სულიერი ღირებულებები დაეცემა ადამიანში და საზოგადოება დემონური გახდება.
როცა მეფე იაიატიმ გაიგო თავისი შვილების ამბავი, გაყარა ისინი სახელმწიფოდან (თავის მხლებლებთან და მიმდევრებთან ერთად, რომლებიც ამ შვილებს ბევრი ყავდათ). ამის შემდეგ იყო იუგა პრალაია (დიდი წყალდიდობა, რომელიც ხდებოდა ხოლმე ეპოქებს შორის). ჰოდა საბოლოოდ ეს 5 შვილი აღმოჩნდა ჰიმალაების მიმდებარე ადგილებში, სადაც ცხოვრობდნენ არაცივილიზირებული ტომები. როგორც ვედურ პურანებშია აღწერილი მათგან წამოვიდა თანამედროვე დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციები. (იესო შალვაჰანას იმასაც ეუბნება, რომ ახალ რელიგიას შექმნის “მლეჩიხებისთვის” (ხორცისმჭამელებისთვის) ისინი სუფთები არ იქნებიან ჩვევებით, მაგრამ მრავალი იქნება გულწრფელი და ისინი გაიწმინდებიან (ეს აღწერილია ბჰავიშტია პურანაში).
ამ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განწმენდილიყვნენ დაგროვილი ცოდვებისგან… ამ მლეჩიხებთან ერთად თავისი ნებით წავიდა ერთი დიდი იოგი, რომელსაც ერქვა ადამა (ადამა სანსკრიტზე ნიშნავს – “იმას, ვინც თავის გრძნობებს აკონტროლებს”). ადამა იყო “იოგა ვიკამბარა”, ანუ იოგი, რომელიც სხეულად არ აღიქვამს თავს და შიშველი დადის (ასეთი იოგები ახლაც არიან ინდოეთში). ადამა თვითონ არ იყო მლეჩიხა, მათ კი მხოლოდ თანაგრძნობის გამო, დასახმარებლად გაყვა.
მოკლედ მლეჩიხებმა გადაწყვიტეს განთავისუფლებულიყვნენ თავისი მეფეების ცოდვებისაგან და ჩაატარეს მსხვერპლშეწირვა (ცეცხლით), და რადგანაც ხორცისმჭამელობის გამო მათ დაკარგული ქონდათ სიწმინდე, მანტრების კითხვის დროს შეცდომები დაუშვეს და სხვა შედეგი მიიღეს. კერძოდ მსხვერპლშეწირვის დროს ცეცხლისგან გამოვიდა ქალი. და რადგანაც ის ცეცხლისგან დაიბადა, დაარქვეს “ავ-ევატი” (სანსკრიტზე ნიშნავს ცეცხლოვანი მსხვერპლშეწირვით დაბადებულს). ისიც იყო ვიკამბარა, როგორც ადამა და იყო სრულიად შიშველი.
ამ მსხვერპლშეწირვის მეორე შედეგი იყო დიდი ნაყოფი, რომელიც ასევე ცეცხლიდან გამოვიდა და ამ მლეჩიხების ყველა ცოდვითი რეაქცია შეიწოვა. ეს ნაყოფი შეინახეს ოქროს ჭურჭელში, მაგრამ რამდენიმე ხნის მერე, როცა მის სანახავად მივიდნენ, ნაყოფი გამქრალიყო... ამის შემდეგ ავ-ევატი ადამასთან ერთად გააძევეს თავისი საზოგადოებიდან...
დავუბრუნდეთ პარალელურ ისტორიას, როცა ბრძენები კალის ეკითხებიან, თუ როგორ გაავრცელებს კალი იუგაში უღმერთობას და დეგრადაციას. კალი ამბობს: მე ამას გავაკეთებ ადამას და ავ-ევატის მეშვეობით.
შემდეგ აღწერილია პარალელური მოვლენები: ადამა იწყებს მედიტაციას უზენაეს ღმერთზე რომელიც მის გულშია (პარამატმაზე, ანუ სულიწმინდაზე) და ეკითხება მას, თუ რაში მდგომარეობს მისი მისია. და მაშინ მას ესმის ხმა თავისივე გულიდან: “შენ უნდა წაიყვანო ავ-ევატი და წახვიდე “ტიკინა-აჩალამში” (თანამედროვე ირანის ტერიტორია). იქ შენ დაინახავ ღვთაებრივ ბარს. შენ შეხვალ იმ ბაღში და იქ გამოვლინდება შენი მისია.”
როდესაც ადამა და ავ-ევატი ამ ბაღში მივიდნენ, კალი გადაიქცა ნაგად (ღვთაებრივი გველად), მივიდა ავ-ევატისთან (რადგანაც ადამას შეცდენა უფრო გაუჭირდებოდა, ავ-ევატი კი მლეჩიხების მსხვერპლშეწირვით იყო დაბადებული და ადამასგან განსხვავებით ჰქონდა სენტიმენტალურობის ასპექტი), მიაწოდა ნაყოფი (სწორედ ის ნაყოფი, რომელმაც მლეჩიხების ცოდვები შეიწოვა) და უთხრა: “იგემე ეს ცოდნის ნაყოფი, გინდა გაიგო ყველაფერი? ჭამე ეს ნაყოფი.” ავ-ევატიმ გასინჯა ნაყოფი (ანუ ქალი იყო პირველად ამ ცოდვილი გენის მატარებელი) გაგრძელება იხილეთ ბიბლიაში...
კალი ეუბნება ბრძენებს: “ამ ტოტებით გავავრცელებ ყველა უღმერთო რელიგიას და ცოდნას, რათა დაფარული იყოს ჭეშმარიტება განსაკუთრებით ცოდვილი ადამიანებისთვის. და მხოლოდ ისინი, ვინც ნამდვილად გულწრფელია, განთავისუფლდებიან, თუ მიიღებენ იმ ცოდნას, რასაც თქვენ მისცემთ ოქროს ხანაში.” და ვედებში წერია, რომ ის პიროვნებები, რომლებიც ბჰაკტი-იოგას (უფლის ერთგულ სამსახურს) მისდევენ, თავისუფლდებიან კალის ეპოქის გავლენისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი დეგრადაციას განიცდის კალი იუგაში.
ეს ყველაფერი აღწერილია “ბჰავიშტია პურანაში”
|