Mr Adamმთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ,
ბნელში გართხმული სდუმდა ზეგანი,
და სთქვა იესომ : ,,მამლის მესამე
დაყივლებამდე ერთი თქვენგანი
მიღალატებსო...'' ,,მიღალატებსო?''
და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა,
თითქოს სუფრაზე თავად დაესწრო
თვით ანგარება და პირფერობა.
ქრისტე კი ჩხირით ქექავდა ნაცარს
დასთამაშებდა პირზე ღიმილი
და მწიფდებოდა ღალატის მსგავსად
ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი.
ვდუმდით , დუმილმა სული დაღალა
იწურებოდა დათქმული ვადა,
და დაიყივლა ერთხელ მამალმა
და ეს ყივილი გასროლას ჰგავდა.
მერე მოვარდა სიო ფრთამალი
დაფლითა შავი ღრუბლებუის ფარჩა,
უკვე მეორედ ყივის მამალი
მოღალატე კი არ სჩანს და არ სჩანს.
ნუთუ მოტყუვდდა, შეცდა მოძღვარი,
ბრძენი , მისანი , სულის თამადა?
გაცამტვერდება მყის სალოცავი,
მისი ნათქვამი თუ არ გამართლდა:
ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს
ვერავითარი ლოცვა ღაღადი,
მოკვდება ღმერთი თუ ეხლა ვინმემ
არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი.
უნდა ვითავო ეს უმძიმესი
საქმე, -გავიღო მსხვერპლი საჩინო,
უნდა გავწირო კაცი იესო,
ქრისტე ღმერთი რომ გადავარჩინო.
ჩქარა ცის კიდეს ვარსკვლავი მოსწყდა
ზეცა გაწითლდა როგორც მოცხარი...
და მე ავდექი, ვემთხვიე მოძღვარს
და ჯალათებბმა იცნეს მოძღვარი.
ეს ლექსი თუ იცი?
L u k a ცხოვრება უსამართლოა შვილო. რაც უფრო მალე მიხვდები ამას, მით უფრო მალე გაგიადვილდება მასთან შეგუება.
ქართულმა ელიტამ გადაარჩინა თბილისი გადაგვარებას !!! (c) PNG
ძაან გაუგებრობაა და ჩამოვიდეს ქრისტე მეორედ და აგვიხსნას რა ჯანდაბაა ეს პოსტდმოდერნი და როგორ ვიცხოვროთ. (c) Pioneer