კაი ხანია არაფერი დამიწერია ამ თემაში...
ამჯერად მინდა ერთი-ორი სიტყვა დავუთმო საკითხს, თუ რა სახით ფიქსირდება და ინახება ინფორმაცია თვითეული მოწმის შესახებ.
ჩვენ მიჩვეულები ვართ იმას, რომ ნათლობის შემდგომ მივიღებთ ნათლობის მოწმობას და ამით სრულდება საბუთებით ურთიერთობა ეკლესიასთან, მაგრამ იეჰოვას მოწმეებთან ასე იოლად არ არის საქმე!
ბევრმა ეხლანდელმა თავგამოდებულმა მოწმემ შეიძლება არც კი იცის, რომ სანამ ის მოწმე გახდებოდა, მანამდე უკვე ჰქონდათ წერილობითი ინფორმაცია მის შესახებ. ამ ინფორმაციას მოწმეებს აწვდიდა ის პიონერი (აქტიურ მქადაგებლებს ასე უწოდებენ), რომელიც მისი უშუალო "ვერბოვკით" იყო დაკავებული.
როგორც კი ახალი წევრი ერთიანდება სექტაში იმ წუთიდან ახალი ანკეტის შევსება იწყება! ამ ანკეტაში ფიქსირდება ყველა დიტელი მისი ცხობრებიდან, მისი საბანკო ანგარიშის ჩათვლით!
რა თქმა უნდა აუცილებელია დეტალური ანგარიში ნაქადაგები საათებისა, რასაც ეს ადამიანი დააგროვებს თავისი კარდაკარ სიარულის დროს.
ეს საბუთი ასე გამოიყურება:
აქ ასევე ფიქსირდება რამდენი ბუკლეტი და წიგნი დაარიგა მოწმემ. რამდენი საათი იქადაგა და ა.შ.
საინტერესოა, თუკი მოწმეები ამტკიცებენ რომ ისინი ბიბლიურ სწავლებას ზედმიწევნით ასრულებენ, საიდან მოიტანეს ქადაგებათა აღრიცხვა, დარიგებული წიგნებისა და ბროშურების რაოდენობა და საიდან მოიტანეს სტატუსი "პიონერი".
ნუთუ მოციქულები აწარმოებდნენ ქადაგებათა აღრიცხვას?
ნუთუ ისინი თავიანთ ეპისტოლეებს აგვარად არიგებდნენ?
საიდან "პიონერი"?
მართლაც ძალიან ბევრ კითვას ბადებს, მაგრამ რაც უფრო ვუღრმავდებით ამას, მით უფრო საინტერესო დეტალები ჩნდება:
აი მაგალითად, როგორ გგონიათ, თუკი თქვენ მოისურვეთ რომ დსატოვოთ ეს სეტქა, ან უბრალოდ გაგაგდეს და თქვენ გსურთ გამოითხოვოთ თქვენი პირადი საბუთები...
თქვენ გგონიათ იოლად შეძლებთ მათ გამოთხოვნას?
აბა სცადეთ, აქ მპოსტავმა მოწმებმა და გამოითხოვეთ თქვენი საბუთები... უბრალოდ დაინტერესდით შეიძლება თუ არა ამ საბუთების გამოთხოვნა...
ასეთი რამ დაემართა ერთ-ერთ მოწმეს, როდესაც იგი გააძევეს სექტიდან. ყველაზე მაგარი გაძევების მიზეზია. დააკვირდით ამ საბუთს. მიზეზად წერია: Direct link as registrant of website www.jwfacts.com... როგორ მოგწონთ?

რამდენად ბიბლიურია ასეთი რამის გამო გაგდება სექტიდან?
მაგრამ ეს არ არის მთავარი! მთავარია, ის რომ როდესაც ამ ადამიანმა კანონის სრული დაცვით მოინდომა ამ საბუთების გამოთხოვა მან უარი მიიღო! და მხოლოდ მას შემდეგ რაც იურიდიული სამსახური ჩარია საქმეში, მოახერხე საბუთების ამოღება, ისიც სრულად ვერა!
სრულად ამ შემთხვევის შესახებ იხილეთ
აქმე კითხვა მაქვს იეჰოვას მოწმეებთან - რამდენად ბიბლიურია ამგავრი დამოკიდებულება თავიანთი წევრების მიმართ?
ხედავენთ თუ არა მსგავსებას იმ უშიშროების ურგანიზაციებთან, რომლებსაც თავიანთ აგენტებზე ზუსტად ანალოგიური დოკუმენტაცია აქვთ?
შეუძლია თუ არა ამგვარ ორგანიზაციას ჭეშმარიტი გზა დაანახოს მორწმუნეს და ბიბლიურ უფალთან აზიაროს?