როგორც წესი მაინც ეშინიათ ხოლმე.

ზოგად დებულებებს მოგახსენებთ. მე ფიყჰის ჯაჸფარიტული მადჰაბის მიმდევარი გახლავართ, ახბარი 'ითნა ჸაშარიათ შიჸათ ჸალი.
გვჯერა ერთი ღმერთის. ყველაფერი რაც კი ხდება - მათ შორის ბოროტიც, ხდება ღმერთის დაშვებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბოროტი უნდა შევიწყნაროთ. ამის გამო არსებობს მადჰაბი, ანუ განმარტების მიმართულება. ადამიანის საქციელები დაყოფილია შემდეგნაირად - ფარდი, ანუ სავალდებულო, მანდუბი ანუ მუსთაჰაბი ანუ სასურველი, მუბათი - ჩვეულებრივი ქმედებები, მაქრუჰი, იგივე ბატილი - არასასურველი და ჰარამი, იგივე ფისყი - აკრძალული. ჰარამის გარდა ყველა ჰუდუდს შიგნითაა. ჰუდუდი არის ზღვარი. ჰუდუდზე მიახლოვებად ითვლება მაქრუჰის ჩადენა, ხოლო ჰარამის ცდენა მის გადალახვად რაც იწვევს კანონიერ სასჯელს დამნაშავეზე.
ფარდებს ჩამოვთვლი, თუმცა არასრული სიაა
ფარდი (ანუ რაც ვალდებულებაა რომ შესრულდეს):
ზოგადი ფარდი:
1. აღიარო ერთი და ყოვლისშემძლე უფალი
2. მუჰამადი (صلى الله عليه و اله و سلم) იყო მისი მაცნე
3. შაჰადა წარმოთქვა ცხრა პირობის და პატივდებული მოწმეების თანდასწრებით
4. შეასრულო სალაჰი, ზუსტად დადგენილ დროს (განსაკუთრებულ შემთხვევებში დაშვებულია გამონაკლისებიც)
5. იმარხულო და ჩაიცვა როგორც მოითხოვს წმიდა ყურანი, რათა დათრგუნო ხორციელი ვნებანი, და გადაიხადო ზაქიათი და უშური, რათა დათრგუნო ქონებრივი ვნებანი
6 დაეხმარო ყადს, სასამართლოსა და ხელისუფლებას კანონიერი გადაწყვეტილებების აღსრულებაში
7. შეისწავლო ყოველი მეცნიერება, რაზეც ხელი მიგიწვდება
8. ყოველთვის იყო სიმართლის მხარეს
9. არამც და არამც არ სწამო ცილი, ცრუდ არ დაამოწმო რამე
10. ნაპოვნი უნდა ეცადო რომ პატრონს დაუბრუნო
11. აღთქმა უნდა შეარულოს აუცილებლად, ცრუდ არ უნდა დაჰპირდე
12. შეასრულოს ჰიგიენური პროცედურები - ღუსლი, ისთინჯაჰი, თამუმი, არ დანაგვიანოს ბუნება
13. მიიღოს მონაწილეობა ბრძოლებში, თუ მიიჩნევს, რომ ბრძოლა სამართლიანია, ან მტერი შემოჭრილია მის სახელმწიფოში
ოჯახურ-ნათესაური ფარდი:
1. მამაკაცი ვალდებულია არჩინოს თავისი ცოლები, გასათხოვარი ქალიშვილები და არასრულწლოვანი ვაჟები, მისცეს მათ განათლება, ამყოფოს ნორმალურ პირობებში
2. შვილები ვალდებული არიან არჩინონ თავისი მშობლები, ამყოფონ ნორმალურ პირობებში, დაემორჩილონ მათ, არ გამოიჩინონ ურჩობა
3. ასევე თუ საშუალება აქვს შეიფაროს თავისი ობოლი და მიუსაფარი ნათესავები
4. ჰქონდეს ნორმალური ურთიერთობა მეზობლებთან
განსაკუთრებული ფარდები, რაც მოეთხოვება სასულიერო პირებს:
1. შეისწავლონ წმიდა ყურანი ზეპირად
2. შეეცადონ ხალხს შეასწავლონ ყოველი მეცნიერება, რაც თვით იციან
3. მიაბარონ მიწას ყოველი გარდაცვლილი
ეს არის ძირითადი დებულებები.