ღმერთი სიყვარულია, სიყვარული კი ღმერთია. თუ თქვენს თავში ჩაიხედავთ, მაშინ შეძლებთ სრულყოფილი სიმშვიდის გრძნობას დაეუფლოთ იმ მომენტში, როდესაც თქვენ და ღმერთი ერთიანი გახდებით.
დღეს მსოფლიოში სიმშვიდის უკმარისობაა, იმიტომ რომ ადამიანი მუდმივად ყალბ ღირებულებებს არის გამოკიდებული. მაშინაც კი, როდესაც ღებულობს იმას, რაც მას სჭირდება (როგორც ის თვლის), ეს დროებითი დაკმაყოფილებაა, რომელსაც არ გააჩნია ხანგრძლივი ღირებულება. და იგი კვლავ იწყებს სულ უფრო მეტი ყალბი ღირებულებებისადმი გამოკიდებას.
ყოველგვარი ეჭვის გარეშე მოვიდა დრო, როდესაც თქვენ ყველამ უნდა ჩაიხედოთ საკუთარ თავში, ბევრ შემთხვევაში კი თავიდანაც კი უნდა დაიწყოთ ცხოვრება, დაე ძალიან გვიანაც კი; თქვენ შეგიძლიათ ერთმანეთს დაეხმაროთ ღვთაებრივი ძალის გამონთავისუფლებაში, რათა ამ ძალას შეეძლოს თქვენს ცხოვრებაში გამოვლინება.
იცხოვრეთ სიყვარულში, იცხოვრეთ მშვიდობით და იცოდეთ, რომ ეს არის გზა ღმერთისკენ. ღმერთი ყველგან იმყოფება, მაგრამ ინიციატივა უნდა აიღოთ ხელში, რათა თქვენს ცხოვრებაში შეიყვანოთ იგი.
მე თქვენ ყველა მიყვარხართ და ველი თქვენს ძახილს. დაე დღევანდელი დღე შემობრუნების მომენტი გახდეს თქვენს ცხოვრებაში. დატოვეთ წარსული უკან და იცხოვრეთ სრულყოფილ სამყაროში ღმერთთან, რომელიც თქვენ გვერდით იმყოფება.
ჭეშმარიტება
რა არის ჭეშმარიტება? ჭეშმარიტება ღმერთია.
მაშინ რა არის ამ ჭეშმარიტების შედეგი? მთელი კოსმოსი ღმერთის ასპექტია, და ყველაფერი კოსმოსის ფარგლებში ამ ტოტალურობის (ტოტალურობა – ყველაფერი ყველაფერში) ნაწილია. არსებობს მხოლოდ ღმერთი.
ღმერთმა თავისი საკუთარი ხატების მსგავსად შექმნა ადამიანი და თავისუფალი ნება მისცა მას. ამაშია ღმერთის თამაში, თამაში, რომელშიც ღმერთი სრულ კონტროლს ინარჩუნებს, მაგრამ ნებას აძლევს ადამიანს თავისი არჩეული გზით იაროს. დღეს ნათელი ხდება, რომ ადამიანმა ილუზიის უდაბნოში ამოყო თავი; იგი გატაცებულია ამ ილუზიით – იმ მცდარი ღირებულებებითა და სურვილებით, რომლებიც ადამიანის ცხოვრებაში იპარება, როდესაც ადამიანი თავის "მე"-სა და ცხოვრების რეალობის შემეცნებას წყვეტს. მაგრამ ყველაზე ბნელ მომენტებშიც კი, როდესაც ადამიანი სრულ ჯოჯოხეთამდე აღწევს, ღმერთი მუდამ მასთან იმყოფება როგორც მარადიული მოწმე.
თვით ცხოვრება მარადისობაა, და ამ მარადისობის რაღაც მომენტში ადამიანი იღვიძებს და თავისი საკუთარი შინაგანი ღვთაებრიობის შეცნებას იწყებს. სწორედ ამ დროს ჭეშმარიტება გაფურჩქნას იწყებს, მოდის ღმერთის შეცნება, ჭეშმარიტება, რომ ყველაფერი ღმერთია, რომ არსებობს მხოლოდ ღმერთი. რა მშვენიერი მომენტია! ძალიან ნელა თანდათან დნობას იწყებს მატერიალური ცხოვრებისა და ყველა მცდარი ღირებულებების ილუზია და თავის მოჩვენებით მომხიბვლელობას კარგავს. მხოლოდ მაშინ შეუძლია ღმერთს გაიხსნას როგორც სუფთა ღვთაებრიობა, რომელიც ყველაფრის საფუძველია სამყაროში, თვით ადამიანის ჩათვლით.
დიახ, სამოთხე ყოველი ადამიანის შიგნით იმყოფება, სწორედ იქ უნდა ეძებოთ იგი, როდესაც მზად ხართ უარი თქვათ ილუზიაში ცხოვრებაზე და ჭეშმარიტების გზას გაჰყვეთ. ეს გზა მუდამ არსებობს, იგი მუდამ იყო და მუდმ იქნება.
ღმერთი თქვენს გულში იმყოფება, და ამაშია მთელი ჭეშმარიტების ნამდვილი წყარო. როდესაც გახსნით საკუთარ გულს, ღვთაებრივი სიყვარული იწყებს თქვენს შევსებას; სწორედ სიყვარულის ეს ძალაა ღვთაებრივი ენერგია. სიყვარულთან ერთად მოვა ჭეშმარიტება, და ყველა წარსული ილუზია ლანდად იქცევა. გაბრწყინდება ახალი სინათლე, ახალი გამოღვიძება, ახალი განთიადი.
როდესაც სინათლე თქვენი გულიდან გამოდის, გაიხედ-გამოიხედეთ და ყველგან ღმერთს დაინახავთ: იგი ყველა ფორმითა და სახით მჟღავნდება სამყაროში. თქვენ ირგვლივ ყველას უყურეთ, როგორც თმერთს, იცით რა, რომ მათში იგივე ღვთაებრიობა იმყოფება, დაფარულიც თუა იგი. ჭეშმარიტების ეს შეცნება საშუალებას გაძლევთ ყოველი ადამიანი მიიღოთ ისეთი, როგორსაც ხედავთ მას, "კარგს"თუ "ცუდს", რადგანაც ყველა ერთი და იგივე ღვთაებრიობის გამოსახვაა, მაგრამ ცნობიერების სხვადასხვა დონეზე.
ღმერთი სიყვარულია, ჭეშმარიტება ღვთაებრივია,
სხვა ყველაფერი ილუზიაა.
ცხოვრების მიზანი
ცხოვრება ძვირფასია, ცხოვრება ღვთაებრივია – ეს ღმერთის საჩუქარია.
შეგიძლიათ ღმერთი შეიგრძნოთ თქვენში? უფალი თქვენს გულში იმყოფება და იგი თქვენთვის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს ღვთაებრიობასთან და მარადისობასთან.
როდესაც ამ ქვეყნის უბედურებანი და მღელვარებანი გჯაბნიან, ჩაიხედეთ თქვენ თავში და ყოველ დღე რაღაც დრო ყოვლისშემძლეს თანდასწრებაში გაატარეთ. ელაპარაკეთ მას, გიყვარდეთ იგი, თაყვანი ეცით და ეცადეთ მასთან ერთიანი გახდეთ. და მაშინ თქვენი უბედურებები შეწყვეტს არსებობას.
ცხოვრებაში ადამიანი მხედველობიდან კარგავს ღმერთს და იშვიათად ჩერდება, რომ დაფიქრდეს ცხოვრების მიზანზე. მაგრამ თუ ღმერთთან დაამყარებთ კონტაქტს, თქვენი ცხოვრება ცვლილებას დაიწყებს. ღვთაებრივი ძალის უსაზღვრო წყარო არსებობს ყოველთვის და ყველასთვის.
ბევრი თქვენგანი ჩერდება, რომ ჩაიხედოს თავის თავში? სამწუხაროდ, უმრავლესობა ხელის ცეცებით მიდის სიბნელეში, იმ გზებით, რომლებსაც არა აქვს ბოლო და არსაით მიჰყავს.
ჩაიხედეთ თქვენს თავში, ჩემო შვილებო, და იცხოვრეთ ჰარმონიაში ყოვლისშემძლე ღმერთთან, რათა იპოვოთ სიმშვიდე, ბედნიერება და განხორციელება. შეიცნო შენი ღვთაებრიობა და იპოვო უკან, ღმერთთან დასაბრუნებელი გზა – ამაშია ცხოვრების მიზანი.
მარადისობა
მარადისობა არსებობს ახლა და იყო ყოველთვის; ეს ღმერთის ქმნილებაა. მთელი მარადისობა ღმერთის ხელში იმყოფება, რომელმაც ყველაფერი იცის. წარსული, აწმყო და მომავალი – ყველაფერი ეს აქ და ახლაა. მთელი დრო ახლაა; ახლა ყოველთვისაა.
ღმერთი სამყაროს მარადიული შემოქმედია, დედა და მამაა. ადამიანი ბავშვია, მაგრამ სინამდვილეში ყველა ერთიანია.
ადამიანს შეუძლია მარადისობაზე ილაპარაკოს, მაგრამ მარადისობა სხვა დონეზეა, შეზღუდული გონების აღქმის საზღვრებს მიღმა. მარადისობა უსასრულოა. მარადისობა და უსასრულობა ღმერთის საიდუმლოს ნაწილია, საიდუმლოსი, რომელიც ყოველთვის არსებობს.
ადამიანს შეუძლია ღმერთი ეძებოს; მას შეუძლია ღმერთის თანდასწრება გამოსცადოს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს იგი შეიგნებს, რომ ღმერთი მის საკუთარ გულში იმყოფება. ეს არის პირველი გამოღვიძება, და აქედან წარმოიშვება ღმერთთან უფრო მეტი დაახლოების შესაძლებლობა იმისათვის. რომ შესაძლებელი გახდეს აღუწერელი სიყვარულის განცდა, რომელიც გულიდან მოდის.
როდესაც ადამიანი სხეულთან აიგივებს თავს, იგი მთლიანად დაკარგულია. მხოლოდ გამოღვიძებისას პოულობს იგი თავის თავში ჭეშმარიტ "მე"-ს, სულს, ღვთაებრივ ნაპერწკალს, ღვთაების უკვდავ წვეთს. და მაშინ ამ ქვეყნის მღელვარებანი დნობას იწყებს, იმიტომ რომ ისინი ის არ არის, რადაც გვეჩვენება. ეს უბრალოდ ლივლივია ცხოვრების ზღვის ზედაპირზე.
ადამიანის ღმერთთან დაახლოებასა და მასთან მთლიან ჰარმონიაში ცხოვრების დაწყებასთან ერთად, იგი სულ უფრო მეტად იგნებს დროისაგან დამოუკიდებელი ქმნილების ბუნებას. იგი იწყებს ღვთაებრივი სიყვარულის განცდას, რომელიც ღმერთისგან მოდის, და სინათლეს, რომელიც ყველგან იმყოფება; იგი იგნებს ღმერთს თავის თავში, ღმერთს მის გარეთ, ღვთაებრივ ძალას, რომელიც აბსოლუტურია და ტოტალურია. და მაშინ ადამიანს ესმის, რომ იგი მთლიანის ნაწილია, ღვთაებრივი ქმნილებაა და ნაწილია მარადისობისა, რომელიც არის ღმერთი.
ოქროს ხანა
დღეების თვეებისა და წლების განვლასთან ერთად თქვენ ფიქრობთ, დადგება თუ არა ოდესმე ოქროს ხანა.
მაგრამ ოქროს ხანა აქ და ახლაა, იგი მარადისობაში იმყოფება და მოთმინებით ელის ადამიანის მოსვლას. ეს ჰგავს ადამიანის რასის მიერ გაუხსნელ ახალ მიწას მანამადე, სანამ პირველი აღმომჩენის ფეხი არ დაადგამს პირველყოფილ მიწას.
მარადისობა არ ემორჩილება დროს. ოქროს ხანა არაწარმავალია; იგი ყოველთვის იყო; იგი ღვთაებრივი გეგმის ნაწილს წარმოადგენს.
დღეს ადამიანი დაკავებულია ამ "სამოთხის", ნეტარების ამ მდგომარეობისა და სრული სიმშვიდის – ყოფიერების უმაღლესი მდგომარეობის ძებნით. ზოგიერთები ზღურბლზე იმყოფებიან, მზად არიან ეს ოცნება განახორციელონ და განიცადონ მარადიული სიმშვიდე, მზად არიან ღმერთისა და იმ ჭეშმარიტების შემეცნებისთვის, რომ ყველაფერი ერთიანია, ყველაფერი ნაწილია ღვთაებრივი წყაროს ქმნილებისა. და აბსოლუტური ყოფიერების მხოლოდ ამ მდგომარეობიდან შეუძლია ადამიანს დაინახოს სამყარო ისეთად, როგორიც იგი სინამდვილეშია, - ცდომილების ფორმად.
ადამიანის ცხოვრების მიზანია შეიცნოს თავისი საკუთარი ღვთაებრიობა, ღმერთი თავის თავში. დაძაბეთ ყურადღება ამ მიზნის მიმართულებით და ნუ მისცემთ საშუალებას მატერიალურ სამყაროს, რომ შთანგთქათ. გააღწიეთ ილუზიის ღრუბელს და იარეთ სინათლისკენ, წყაროსკენ, შემქმნელისკენ – ყველგანმყოფ ღმერთისკენ. აი გზა ოქროს ხანისკენ.
ჰარმონია
ჰარმონია ვლინდება იქ, სადაც ერთი აზროვნების ადამიანები იკრიბებიან, ადამიანები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ჭეშმარიტების ძებნით არიან დაკავებული.
დღეს მრავალი თქვენგანი შეიკრიბა მშვიდობის, სიყვარულის, ჰარმონიისა და ერთიანობის ატმოსფეროში. აქ ღვთაებრივი ენერგიის სიუხვეა.
მაგრამ ხანგრძლივი ძიება უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება ევოლუციის მთელი ციკლის გავლით. ცვლილებები ყოველთვის ხდება, მაგრამ ეს თქვენ არ უნდა გაღელვებდეთ. იცხოვრეთ ახლანდელი მომენტით დროში, დაე მომავალი თავისუფლად გაიხსნას. მუდამ გახსოვდეთ სიტყვები: მინდობა, რწმენა, მიღება.
თქვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტების გახსნასთან ერთად იგი თან მოიტანს ჰარმონიასა და გაგების ღრმა გრძნობას. დნობას იწყებს წარსულის გაურკვევლობა, მრავალ შემთხვევაში კი მოწყვლადობის გრძნობაც, რომელიც ჩვეულებრივად ზღუდავს პროგრესს ცხოვრების მრავალ სფეროში.
როდესაც დღევანდელის მსგავს შეკრებებზე მოდიხართ, თქვენ შორის იმათ, ვინც დამშვიდება იპოვა, შეუძლიათ თავის გარშემო აირეკლონ ეს სამყარო და ამით დაეხმარონ მრავალ ადამიანს, ვისაც ჯერ კიდევ სჭირდება დახმარება.
წარმოიდგინეთ ეს დარბაზი ღამით ზამთარში, როდესაც ყველა ფარდა ჩამოშვებულია და არ არის განათება. ყველგან სიბნელეა. მაგრამ თუ ვინმემ ერთი სანთელი მაინც დაანთო, სინათლის სხივი გაჩნდება. ყოველი ანთებული ახალი სანთელი კიდევ უფრო მეტ სინათლეს მოიტანს და სიბნელე გაქრება. სწორედ ეს არის წყვდიადის სინათლედ გარდაქმნა.
ეს სინათლე, ღვთაებრივი სინათლე, აქ არის, ახლა, იგი თქვენში ღრმად იმყოფება. იგი ელის, რომ თავი გამოავლინოს თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გამოიღვიძებთ. ამ სინათლეს შეუძლია ჰარმონია შეიტანოს თქვენს ცხოვრებაში და მთელი მსოფლიოს ცხოვრებაში. ისინი, ვინც გამოიღვიძა, ამ ჩირაღდანს ატარებენ; მათ უნდა გზა აჩვენონ. მათი ცხოვრება უნდა გახდეს ამ ღვთაებრივი ცხოვრების გამოსახვა, რომელიც შიგნიდან ასხივებს და გზას უნათებს სხვებს.
დაე ჰარმონიამ დაიკავოს სურვილთა ადგილი. სადაც ჰარმონია იმყოფება, სურვილები გაქრობას იწყებს. სურვილთა უქონლობისას ადამიანს შეუძლია შეიცნოს თავისი შინაგანი ღვთაებრიობა და მიაღწიოს უმაღლეს გაგებას, რომ ღმერთი მის გულში ბინადრობს.
სიყვარული და ჰარმონია მიგიყვანთ ერთიანობასთან და იმ ფუნდამენტური ჭეშმარიტების ღრმა გაგებასთან, რომ ღმერთი და ადამიანი ერთიანია.
ცხოვრების სუნთქვა
ზარები რეკავს, ანგელოზები მღერიან, ყველაფერი მდუმარებას მოუცვია, ყველაფერი სიმშვიდით არის აღვსილი; ღმერთი ყველგანაა, იგი თქვენს გულშიცაა აგრეთვე. მიეცით ღმერთს თქვენი ყველა პრობლემა, და განთავისუფლდებით მძიმე ტვირთის უდიდეს ნაწილისგან, რომელიც მუდამ თან დაგაქვთ.
ეცადეთ პოზიტიურად იფიქროთ. თუ ნეგატიური აზრები მოგდით თავში, მიეცით მთელი ეგ აზრები ღმერთს და ყურადღება მოკრიბეთ იმაზე, რომ ღმერთის თანდასწრება განიცადოთ. ღმერთი მუდამ თქვენთან არის, თუმცა უხილავია.
თქვენ ვერ ხედავთ ჰაერს, მაგრამ მუდმივად ისუნთქავთ მას. ისევე, როგორც ჰაერს შთანთქავთ, რომელიც უხილავია, ასევე ღმერთის სიყვარულს ისუნთქავთ, და ამ სიყვარულის დანახვაც არ შეგიძლიათ. იგი მუდამ აქ არის, ყველგან და ასე უხვად არის!
ღმერთი ცხოვრების სუნთქვაა, უმაღლესი მფარველია, ენერგიის ძალაა. იგი ყველაფრის უკან დგას. ღმერთის ძალა ყველაში და ყველაფერშია, ყველგან და ყოველთვისაა. შეერწყეთ ამ ენერგიას, ცხოვრების ამ ძალას, სამყაროს აღმვსებ ღმერთის სიყვარულს, და მაშინ მთელი თქვენი პრობლემები უკან დაიხევენ.
სიყვარული
სიყვარული განმკურნავი ძალაა, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენს დროში. სხვაგვარად როგორ შეიძლება ერთობისა და ჰარმონიის აღდგენა თქვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში?
სიყვარული ღვთაებრივი ნექტარია, რომელიც მუდამ არსებობს, მაგრამ მრავალი ადამიანის მიერ იგნორირებულია. და მაინც სიყვარული ერთადერთი წამალია, რომელიც შეახორცებს ჭრილობებს უთანხმოების დროს, როდესაც ასე მცირეა ჰარმონია.
სიყვარული ინტელექტიდან არ წარმოიშვება. ეს არის სულიერი ენერგია, რომელიც გულიდან მოედინება. გული თავისთავად არხის მსგავსია, რომელშიც ღვთაებრივ სიყვარულს შეუძლია გაიაროს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც გული გახსნილია. ჩვენს დროში ეს არხი ხშირად დაბრკოლებულია ნეგატიური აზრებით, რომლებიც, როგორც წესი, ადამიანს ღმერთისგან აცალკევებს.
ადამიანმა თავისი საკუთარი გზით სვლა გადაწყვიტა. ამაში მას დაეხმარნენ მთელი ეს ნეგატიური ძალები: ეგოიზმი, ხელისუფლების ძიება, ეჭვიანობა და ყოველგვარი სურვილები. ამ გზას შეუძლია მხოლოდ უდაბნოში მიიყვანოს იგი, სადაც არავითარი ჭეშმარიტი ღირებულებები არ არის. ეს არის ცხოვრება ილუზიაში.
დადგა ცვლილებების დრო; დრო ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დადგომისა. სცადეთ წარმოიდგინოთ ქვეყანა ან მთელი მსოფლიო, სადაც სიყვარული ყოველი აზრისა და მოქმედების მმართველი ძალაა. ამაში გამოიხატება ღვთაებრივი გეგმა.
დღეს, როდესაც თქვენ აქ შეიკრიბეთ, დაფიქრდით შესაძლებლობაზე ამ წამოწყების კატალიზატორი გახდეთ, მსოფლიოს ამ ცვლილებებისა – ღმერთისკენ მიმავალ გზაზე დადგომისა. დაივიწყეთ წარსული და გულისყური მოკრიბეთ შესაძლებლობაზე გახდეთ ერთ-ერთი იმ ღვთაებრივ სულთაგანი, რომელნიც დაეხმარებიან მსოფლიოს შეცვლაში და იმ ტანჯვისგან გათავისუფლებაში, რომლის მოწმენიც დღეს თქვენ ხართ. გაერთიანდით ღმერთის სიყვარულში. ყოველი წარსული ღმერთს ჩაბარეთ და ახალი გზით იარეთ, ღვთაებრივი გზით, რომელიც ღმერთთან დაგაბრუნებთ.
იგალობეთ სიმღერა, რომელიც სიყვარულისა და ჰარმონიის ატმოსფეროს შემოიტანს, რათა ღმერთის თანდასწრების განცდა შეძლოთ. ამის შემდეგ ახალ ბილიკზე დაიწყეთ თქვენი სვლა, სიყვარულის ბილიკზე, რომელიც ღმერთთან მიგიყვანთ. დღესვე დაიწყეთ ამ გზით სვლა, ამ მომენტიდან და არ გადაუხვიოთ არასოდეს ამ გზიდან.
ეს არის ღმერთისკენ მიმავალი გზა; ეს არის ღმერთის გზა; ამ გზას ჰარმონია და ერთობა მოაქვს ტანჯულ წითისოფლისთვის.
სიყვარული და მშვიდობა
სადაც სიყვარულია, იქ მშვიდობაა.
სადაც მშვიდობაა, იქ ჰარმონიაა.
სადაც ჰარმონიაა, იქ ურთიერთგაგებაა.
სადაც ურთიერთგაგებაა, იქ პრობლემები
წყვეტს არსებობას.
სიმშვიდე გონების მდგომარეობაა. როდესაც გონება დაწყნარებულია, კარი ღიაა იმისათვის, რომ უმაღლეს "მე"-ზე, ღმერთზე ავეწყოთ ჩვენში.
აწარმოეთ მედიტაცია ამ აზრებზე და ეცადეთ ამ შინაგან სიმშვიდეს მიაღწიოთ, რათა შეძლოთ ღვთაებრივი ენერგია და სიყვარული გამოასხივოთ, რომლებიც თქვენთანაა ყოველთვის, ცდაშია რომ გამჟღავნდეს და გაწმინდოს სამყარო თქვენ ირგვლივ.
იცხოვრეთ ჰარმონიაში ღვთაებრივი ენერგიით, სიყვარულისა და სინათლის ამ წყაროთი, რომელიც არსია თქვენი ყოფიერებისა. უყურეთ, როგორ ჩაგივლით გვერდით წუთისოფელი, მაგრამ ნუ მიებმებით მას და ნუ აგაცდენთ გზას რაიმე სურვილი, - მხოლოდ ღმერთთან ერთიანობა გსურდეთ.
აი ჩემი გზავნილი –
სიყვარულის, მშვიდობისა და იმედის გზავნილი