ეს მხოლოდ მათთვის, ვინც მხოლოდ თემის სათაურს არ კითხულობს ხოლმე:
შენიშვნა: სიცილს და ღიმილს ნუ გავაიგივებთ.
............................................................................................................................
სიცილი ადამიანის დაცემული ბუნების თვისებაა და ჭეშმარიტი სიწმინდის მიღწევის შემდეგ ადამიანს სიცილის თვისება აღარ აქვს.
წმინდა წერილში ერთი ადგილიც კი არაა რომ გაეცინოს ადამიანს, ანუ ღმერთი ადამიანს არ აცინებს.
რაზე ან რატომ უნდა ეცინებოდეს სრულქმნილ ადამიანს? სილამაზეზე, მშვენიერებაზე, ზნეობრივ სისუფთავეზე, სიბრძნეზე თუ სხვა რამ კარგზე ხომ არაფერია სასაცილო. სიმახინჯე, სიდებილე, უტვინობა, უმსგავსობა, სიბრიყვე, სისულელე – განა სასაცილოა ჭეშმარიტი თვალსაზრისით?
როგორ ფიქრობ, სამოთხეში თუ იქნება სიცილ– კისკისი – ხარხარ – ხითხითი?
თუ ფიქრობ რომ იქნება, იქნებ თქვა რაზე ან ვიზე?
აი ჯოჯოხეთში კი ნამდვილად იქნება: ერთმანეთზე!
სიცილი რომ სულის მაცხოვნებელი რამ იყოს,
მაშინ იესო არა მარტო იგავებს და ქადაგებებს,
არამედ სასაცილო ისტორიებსა და ანეგდოტებს მოყვებოდა.
ხალხს აღადავებდა და გააცინებდა მწიგნობრებზე, ფარისევლებზე და სხვა ეშმაკის მსახურებზე.
ბიბლია მთელ რიგ ადგილებში იუმორისტული წიგნი იქნებოდა.
ასევე ეკლესიის სწავლებასა და ღვთისმსახურებაში იქნებოდა შეტანილი იუმორისტული და სასაცილო რამეები.
მაგრამ არაფერი მსგავსი არ არსებობს!
სიცილი კი სიამოვნებს, მაგრამ სულიერად არაფერს არგებს ადამიანს.
პლატონი იუმორს ნეგატიურ მოვლენად თვლიდა, რამეთუ მისი აზრით ეს თვისება და უნარი დაფუძნებულია სიბოროტესა და შურზე, განსაკუთრებით სიცილი, რომლის გამომწვევია სხვათა უბედურება ან უიღბლობა, ან წარმოადგენს დაცინვას ჩვენი აზრით ჩვენზე დაბლა მდგომ ადამიანთა მიმართ, ანუ ამპარტავნების გამოხატულებაა.
არისტოტელე სიცილს ეთიკურად მიეღებელს თვლიდა, ვინაიდან სიცილის საფუძველს სიბოროტეში ხედავდა.
ლოცვის დროს ხო არ იცინის არავინ - ესე იგი ღმერთთან როცა ხარ ახლო, იმ მდგომარეობაში სიცილი არაა ადეკვატური.
სიცილს ადამიანის სულის ხსნისათვის არაფერი არ მოაქვს, ანუ სიცილში მადლი არაა!
სწორედ ამიტომ, სიცილში მადლი რომ არაა, ეკლესიაში სიცილი არ გამოიყენება.
ვინ თქვა რომ იესო არ იცინოდა? ბიბლია – სადაც არსად არაფერი სასაცილო არაა, ეკლესია – სადაც არაფერი სასაცილო არაა, იესოს ცხოვრება – სადაც არაფერი სასაცილო არაა, იესოს ქადაგებები და იგავები – სადაც არაფერი სასაცილო არაა.
სიცილის წარმოშობის მიზეზია რეალობასა და მასზე ჩვენი წარმოდგენის დაუმთხვევლობა.
ამ მოვლენაში წარმოჩნდება რეალობისა თუ ადამიანის არასრულყოფილება, რის საფუძველზეც ადგილი აქვს იმ მოულოდნელობას, რომელიც სიცილს იწვევს.
შესაბამისად, თუ რეალობა და ადამიანი სრულყოფილნი იქნებიან, უფრო მეტიც, თუ თუნდაც მხოლოდ რეალობა ან მხოლოდ ადამიანი სრულყოფილი იქნება, სიცილის წარმოშობის მიზეზი აღმოიფხვრება, შესაბამისად ადგილი არ ექნება სიცილს. სადაც სრულყოფილებაა, იქ სიცილი არ არის!
სიცილი არის ადამიანის მიერ ვინმეზე ან რაიმეზე საკუთარი აღმატებულების გამოხატულება, ანუ ამპარტავნების წარმოჩენა.
Иоанн Златоуста о смехе:
К комедии у Иоанна Златоуста отношение самое отрицательное. То же можно сказать и об отношении его вообще к смеху и шутливости.
Кто говорит шутки, тот не святой.
Это взято из 17-й "Беседы на послание к Ефесянам". Здесь смешное определяется как непристойность.
Златоуст далеко не одинок в таком отношении к смеху, такое отношение было доминирующим в христианской среде. "...Бесстыдство, смех, а так же шутки не принесут тебе никакой пользы в день смерти; ибо все это находит себе место в сердцах неразумных" (27 Ефрем Сирин "О терпении и сокрушении слово поучительное", 567).
По свидетельству современников, сам Иоанн Златоуст в течение всей своей жизни избегал шуток и не позволял шутить в своем присутствии
Отрицание смехотворчества, шутки, юмора – это прочная христианская традиция.
http://www.rodon.org/relig-100506111608Уже раннее христианство осуждало смех. Тертуллиан, Киприан и Иоанн Златоуст выступали против античных зрелищных форм, особенно против мима, против мимического смеха и шуток. Иоанн Златоуст прямо заявляет, что шутки и смех идут не от бога, а от черта; христианину подобает лишь постоянная серьезность, покаяние и скорбь о своих грехах.
http://www.infoliolib.info/philol/bahtin/rubler1_1.htmlგავიხსენოთ ადგილები ბიბლიიდან სადაც სიცილია დაფიქსირებული:
15. უთხრა ღმერთმა აბრაამს: სარაის, შენს ცოლს, აღარ ერქვას სახელად სარაი, არამად სარა იყოს მისი სახელი.
16. ვაკურთხებ მას და ვაჟიშვილსაც შეგძენ მისგან; ვაკურთხებ და გახდება ხალხების დედა და ხალხთა მეფეები წარმოიშვებიან მისგან.
17. პირქვე დაემხო აბრაამი და გაეცინა. გულში თქვა: ნუთუ შვილი შეეძინება ასი წლის კაცს? ნუთუ ბავშვს დაბადებს ოთხმოცდაათი წლის სარა?
(ძველი აღთქმა. დაბადება. თავი მეჩვიდმეტე)
როგორც ვხედავთ სიცილი უარყოფით ასპექტშია მოცემული, როგორც ღმერთის მიმართ ურწმუნოების გამოხატვა.
შემდეგი ადგილი:
9. უთხრეს: სად არის სარა, შენი ცოლი? უთხრა: აქ არის, კარავში.
10. თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა.
11. მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას.
12. გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია.
13. უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?
14. რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.
15. გადათქვა სარამ: არ გამიცინიაო,
(ძველი აღთქმა. დაბადება. თავი მეთვრამეტე)
აქაც უარყოფით ასპექტშია სიცილი მოცემული, როგორც სარას ურწმუნოება ღვთისადმი.
*О смехе сказал я: глупость!* (ძველი აღთქმა. ეკლესიასტე. თავი მეორე. 2)
*მწუხარება სჯობს სიცილს, რადგან სახის დაღვრემისას კეთილია გული*. (ძველი აღთქმა. ეკლესიასტე. თავი მეშვიდე. 3)
*ბრიყვთა სიცილი ქვაბის ქვეშ ფიჩხის ტკაცუნს ჰგავს; ამაოებაა ეს*. (ძველი აღთქმა. ეკლესიასტე. თავი მეშვიდე. 6)
დავუბრუნდეთ იოანე ოქროპირს:
чтобы Он (ქრისტეზეა საუბარი) смеялся, или хотя мало улыбался, этого никогда никто не видел, - почему и ни один из евангелистов не упомянул о том. ... чтобы когда-либо смеялся, об этом нигде не говорит ... апостол, ни один из святых. Впрочем, я говорю это, не запрещая смеяться, но удерживая от неумеренного смеха.
( ИОАНН ЗЛАТОУСТ. ТОЛКОВАНИЕ НА СВЯТОГО МАТФЕЯ ЕВАНГЕЛИСТА. Беседа шестая)
http://www.pravoslavie.uz/Bible/indexTk.htmბოლოში იოანე ამბობს, საერთოდ სიცილს არ გიკრძალავთო, მაგრამ
მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ ადამიანს ცოდვილი ბუნების გამო, არ შეუძლია რომ არ იცინოს და რომც აუკრძალო, ვერ შეასრულებს. ამიტომ, იოანე არ ითხოვს ადამიანებისაგან მათთვის შეუძლებელს, არამედ მხოლოდ შესაძლებელს. ადამიანებს რომ ეგრევე მოვთხოვოთ მაღალი სულიერების გამოვლინება, იგივეა როგორც პირველკლასელს მოვთხოვოთ აკადემიკოსობა. ამიტომ ეკლესია საერო ცხოვრებაში კრძალავს დაცინვას, უჯერო სიცილს, ეკლესიაში ყოფნისას კი მთლიანად იკრძალება სიცილი.
чтобы Он (ქრისტეზეა საუბარი) смеялся, или хотя мало улыбался, этого никогда никто не видел, - почему и ни один из евангелистов не упомянул о том
– ამას იოანე ოქროპირი წერს!