რამდენიც არ უნდა ვიმსჯელოდ ჩემთვის სიმართლე შემდეგია:
1. იესო ქრისტე ნამდვილად იყო ისტორიული პიროვნება;
2. ადამიანი ღმერთის არსებობას ვერ დაამტკიცებს ვერასდროს, ისევე როგორც საწინააღმდეგოს, რადგან ადამიანის ცნობიერება და გონებრივი შესაძლებლობები გაცილებით მცირეა, იმისთვის რომ ჩაწვდეს ღმერთს, ან სხვანაირად ახსნას სამწაროს საწყისისა და სამყაროს კანონზომიერებს და მოვლენებს მეცნიერული ახსნა მოუფიქროს;
3. ღმერთის გააზრების ერთადერთი გზა ბრამად რწმენაა;
4. ბრმად რწმენა და რაღაცის გაუაზრებლად და შემეცნების გარეშე დაჯერება არის სიბნელე და თავის მოტყუება;
5. ყველა სახარება, რომელიც ეკლესიის მიერაა აღიარებული წარმოადგენს დამახინჯებულს და შეუძლებელია რომ ისტორიულ იესოს ეს ექადაგა;
6. იესოს , ისტორიული პიროვნების მოღვაწეობა ჩვენთვის უცნობია და ვერასდროს გავარკვევთ, რა იქადაგა სინამდვილეში და რა მიაწერეს;
7. საერთოდ, რომ დავუშვათ რომ ღმერთი არსებობს იესოს ღმერთობაში ეჭვის შეტანა მარტო იმიტომ ღირს, რომ ბიბლია არაფერს იძახის სამებასა და ძე ღმერთზე (თუ არ ჩავთვლით ორაზროვან და ერთეულ შემთხვევას ესაიას მე-9 თავში), შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ სამებაცა და იესოს ღმერთის ფუნქცია რელიგიის ავტორს დასჭირდა იმისთვის, რომ რელიგია შეექმნა და არა პირიქით.
8. აგნოსტიციზმს, ყველაზე მართალი მიდგომაა აქვს ამ საკითხში გაეცანით, გაიაზრეთ, და ირწმუნეთ