მეცნიერმა ჰოკინგსმა განაცხადა, რომ არ არის საჭირო, არანაირი ზებუნებრივი ძალა სამყაროს შექმნის ასახსნელად
მის ბოლო წიგნში "უზარმაზარი დიზაინი (The Grand Design)" რომლიდანაც ციტატა გამოქვეყნდა ჟურნალში "ევრიკა" ის ამბობს:
- "ისეთი ძალის გამო, როგორიცაა გრავიტაცია, სამყაროს შეუძლია და შექმნის თავის-თავს არაფრისგან! სპონტანური შექმნა არის მიზეზი, იმისა თუ რატომ არსებობს რაღაც, იმის მაგივრად რომ არ არსებობდეს არაფერი, მიზეზი რატომაც არსებობს სამყარო, რატომაც ვარსებობთ ჩვენ!"
-"არ არის საჭირო ღმერთი, რათა მან ფითილს მოუკიდოს და სამყარო წარმოქმნას"
თუმცა, მის ძველ, ყველაზე პოპულარულ ნაშრომში "დროის მოკლე მიმოხილვა" პროფესორი არ გამორიცხავდა ღმერთის ხელს სამყაროს შექმნაში, 1988 წელს ის წერდა:
-"თუ აღმოვაჩენთ სრულ თეორიას, ეს იქნება კაცობრიობის ტრიუმფი და მაშინ ღმერთის მოსაზრებაც გვეცოდინება"
ხოლო ახალ წიგნში ის უარყოფს ისააკ ნიუტონის იდეას, რომ სამყარო სპონტანურად კი არ წარმოიშვა, არამედ ღმერთმა მისცა ბიძგი.
ამა წლის 4 ივნისს, პროფესორმა "მეოთხე არხის" ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ წამდა პირადი ღმერთის არსებობის, "ბრიტანეთის გენიოსების" გადაცემაში მან განაცხადა:
-"კითხვა ასე დგას: -"არის გზა, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა სამყარო წარმოშვა, ადამიანებისთვის მიუწვდომელი, თუ სამყაროს წარმოშობა - მეცნიერების კანონებს ემორჩილება? მე ამ უკანასკნელის მჯერა, თქვენ შეგიძლიათ მეცნიერების კანონებს დაარქვათ "ღმერთი" მაგრამ ეს არ იქნება ის პირადი ღმერთი, რომელსაც შეხვდებით, კითხვებს დაუსვამთ ან დაელაპარაკებით."
გადადგომამდე, ჰოკინგი კემბრიჯში იკავებდა იგივე თანამდებობას, რასაც ისააკ ნიუტონი წლების წინ.
წიგნი, რომელიც ამერიკელ ფიზიკოსს ლეონარდ მლოდინოვთან ერთად დაიწერა, 9 სექტემბერს გამოიცემა
წყარო:
http://www.telegraph.co.uk/science/science...e-Universe.htmlასევე საინტერესო:
სტივენ ჰოკინგი: მეცნიერება გაიმარჯვებს რელიგიაზე.. This post has been edited by Internet_Contraband on 3 Sep 2010, 01:19