ოო

ეგ მაგარი მასტია,

თავიდან კაი ბიჭი ხარო უთხრეს, მარა მერე კალისტრატემ გააპანღურა

"საქართველო "
# 6 (1778)
4 ივნისი, 2002 წელი
სასწაული ქუთაისში: 14 წლის ბიჭს ფერდზე ჭრილობა უჩნდება, საიდანაც ზეთი სდის
"ზოგი საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგი - კი იმისთანა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ".
საუკუნეების მანძილზე არაერთი სასწაული მოუხდენია უფალს, რათა ურწმუნონი დაარწმუნოს, მცირედ მორწმუნეთ რწმენა გაუღრმავოს - გვაპოვნინოს ჭეშმარიტება.
და აი, კიდევ ერთი სასწაული - 14 წლის თორნიკე ჯგერენაიას სხეულზე დროდადრო მცირე ზომის ჯვრები ესახება, ნაიარევი მაჯებსა და ტერფებზე, ნაკაწრები შუბლზე, ციფრი 25 და სიტყვა - ნგრევა. და ბოლოს, ჭრილობა მარცხენა ფერდქვეშ, საიდანაც ზეთი მოედინება.
თორნიკეს, როგორც თავად ამბობს, "სახარებაც" კი არ ჰქონდა წაკითხული და რაც კი იცის, ყოველივე ხილვებში აქვს ნანახი.
რა არის ეს - ღვთის ნიშანი, მორიგი სასწაული თუ გაფრთხილება?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემა თავად თორნიკეს მივანდეთ.
ხილვა I
- ეკლესიაში წირვის დროს სატრაპეზოს წინ გამოჩნდა ნათელი, რომელიც ხატზე გადავიდა და ჯვრის ფორმა მიიღო, თანდათან ნათელი სხივი ჩემსკენ მოიწევდა, და როცა უნდა შემხებოდა, უეცრად გაჩნდა ექვსქიმიანი ვარსკვლავი, რომელმაც გაანათა. მე კი განათებისთანავე გული წამივიდა.
პირველად იყო სიტყვა...
- პირველ დღეებში მესმოდა ხმები, კივილი, ვიღაცა ვიღაცას ეჩხუბებოდა, მაღვიძებდა, მაიძულებდა მასზე დამორჩილებას, ძირითადად მალაგებინებდა და მაწესრიგებინებდა ჩემს ფეხსაცმელებს.
ხმა თანდათან ძლიერდებოდა, რომელიც რაღაცას მთხოვდა, ვგრძნობდი, როგორ მოდიოდა, თანდათან როგორ შემოდიოდა კონტაქტში, ძირითადად ნახატების საშუალებით. მისი დევიზი კი ერთი იყო - "ბოლო ჟამი - მსოფლიო კატასტროფა".
ხილვა II
- შობა დღეს სინათლის სიკაშკაშემ მომჭრა თვალები. ჩემს წინ იდგა კაცი თეთრი ტილოთი სახედაფარული, მხოლოდ თვალები უნათებდა. ცხვირზე და ლოყებზე გადმობრუნებული სამი სამკუთხედი ჰქონდა. ეს იყო ნოსტრადამუსი, რომელმაც მითხრა: "ჩემი თავის ქალით მიირთვეს ღვინო, როგორც მე ვთქვი და აღსრულდა სიტყვა ჩემი, მე მოვბრუნდი, რადგანაც დადგა დრო ჩემი".
ნოსტრადამუსი შემოდიოდა ჩემში, მეც ვხატავდი ექვსქიმიან ვარსკვლავს სამ წრეში. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, მეც მიჩნდებოდა სამი სამკუთხედი, კუზი, მიბერდებოდა ხელები და მქონდა ბერხრეწი ხმა, ისეთივე როგორიც მოხუცს.
X X X
- რაც უფრო დიდი იყო რწმენა, მით უფრო ძლიერდებოდა ბრძოლა. თორნიკეს არ შეეძლო ეკლესიაში შესვლა, უხილავი ძალა, როგორც კი ეკლესიის რამდენიმე საფეხურს აივლიდა, მაშინვე 2-3 მეტრით უკან ისროდა.
- ბოლოს, როგორც იქნა, ლოცვითა და კურთხევით ეკლესიაში მაინც შევედი, მაშინვე სახე დავიკოტე, ვიგრძენი, რომ ეშმაკისეული შესახლდა ჩემში, ხელებს თავში ვიცემდი, ყელზე ვიჭდობდი, ვუყურებდი ნივთებს, რომლებიც ტყდებოდა და ცეცხლი ეკიდებოდა. "ვინ მოგცა ტაძარში შესვლის უფლება, ეს მე ვარ ყველაფერი" ჩამესმოდა ყურში. მე მივხვდი, რომ ეს იყო ნოსტრადამუსი ეშმაკეულის სახით. მეუფის ლოცვა-კურთხევით იგი ჩემგან გამოვიდა, ვიგრძენი ამოსუნთქვა.
ხილვა III
- ჩემს ოთახში თოვლი წამოვიდა, თოვლი ნათელ ბურთებად ცვიოდა. გაკაშკაშებულ ბურთებში ჩანდა ჩ, X და ჯვარი. უეცრად ამ ნათელი სხეულისაგან ჩემს წინ შეიქმნა დიდი ჭაბუკი, დაფენილი თმით, თავთან ნათლით, ფარით, სამკუთხედით და ცეცხლოვანი ხმლით. "ასპიცა და ვასილისკოსა ზედა ღვიდოდეს" (ეს სიტყვები გახლავთ ნაწყვეტი დავით წინასწარმეტყველის 90 ფსალმუნიდან. ნ.ხ.) - მითხრა და თანდათან ზემოთ და ზემოთ ავიდა. ეს მთავარანგელოზი მიქაელი იყო.
ხილვა IV
თორნიკე ნიშანს ელოდა ღმრთისაგან, ღმრთის წყალობამაც არ დააყოვნა.
- ჭაბუკი გამომეცხადა ღამით. მითხრა - "ჩახედე მუცელში ქალწულს და ნახე ვინ არის". ჩავიხედე და ვნახე ცეცხლი ენთო ანგელოზის მუცელში. თანდათან ყველაფერი გაქრა.
შემდეგ იგივე ანგელოზი ვიხილე მთელი ღვთიური დიდებით შემოსილი. მის დიდებას თვალს ვერ ვუსწორებდი, ვერც მუცელში ჩავხედე მას, მხოლოდ ეგ იყო, იგივე სიტყვები მითხრა: "ასპიცა და ვასილისკოსა ზედა ღვიდოდეს". ყველაფერი აირეკლა და იქვე გაჩნდა ცისფერებში გამოწყობილი ღვთისმშობელი, რომელმაც თავი დამიქნია და მივუახლოვდი თუ არა, გამოცხადება დასრულდა.
"ასპიცა და ვასილისკოსა ზედა ღვიდოდე,
დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი".
- პეტრე და პავლეც გამომეცხადნენ, ანაფორებით შემოსილები, წიგნებით ხელში. მათ მითხრეს - "იღვიძნე ყმაწვილო".
ღამე ჩემს წინ გაჩნდა კაცის კონტური, ეს იყო მაცხოვარი, რომელსაც ნათელი ამშვენებდა, სადაც იკითხებოდა "ჰანი" და "ჰიუ". ისევ, უკვე ჩემთვის კარგად ცნობილი სიტყვების დაბოლოება მოვისმინე - "ასპიცა და ვასილისკისა ზედა ღვიდოდე, დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი".
აპოკალიფსი
თორნიკეს სხეულზე ასევე, "აპოკალიფსის" (იოანეს გამოცხადების) ზოგიერთი თავისა და მუხლის ნომერი გამოესახა. მათ გარკვეული დატვირთვა აქვთ, რომელსაც თორნიკე ძალიან საინტერესოდ ხსნის.
თავი III (მუხლი 7) - "ხოლო ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ამას ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, ვისაცა აქვს დავითის კლიტე, რომელიც აღებს და ვერავინ დახშავს, და დახშავს და ვერავინ აღებს".
ახსნა: ფილადელფიის ეკლესიაში იგულისხმება საქართველო, რომელიც გაბრწყინდება. ღმერთი დაჰკეტავს და ვერავინ გააღებს მას.
თავი VI (მუხ. 2) - "და ვიხილე სხვა ანგელოზი მზის აღმოსავლით აღმომავალი, რომელსაც ჰქონდა ცოცხალი ღმერთის ბეჭედი და შესძახა ხმამაღლა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცათ ვნება მიწის და ზღვისა".
ახსნა: ეს არის თეთრი მხედრის გამოსვლა, რომელსაც სასწორი უპყრია ხელთ, რაც მაუწყებელია იმისა, რომ საქართველოში მოხდება განსჯა.
თავი XIII (მუხლი 3) - "და ვიხილე ერთ-ერთი თავი მისი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, და განიკურნა სასიკვდილო წყლულობა მისი, და განცვიფრდა ქვეყანა მთელი მხეცის კვალდაკვალ".
ახსნა: მხეცში ანტიქრისტე იგულისხმება, რომელიც როგორც კი შემოდგომას ფეხს საქართველოს მიწაზე, მაშინვე სასიკვდილოდ დაიჭრება, მაგრამ ჩვენი მიწის დატოვების შემდეგ კვლავ განიკურნება და გაედევნება მსოფლიოს ხალხს.
თავი XIV (მუხლი 7) - "და ამბობდა ხმამაღლა, გეშინოდეთ ღვთისა და მიაგეთ მას დიდება, ვინაიდან მოვიდა მისი სასჯელის ჟამი, და თაყვანი ეცით მას, რომელმაც შექმნა ცა და მიწა და ზღვა და წყალთა წყარონი".
ახსნა: აქ ანგელოზის ღაღადი ისმის, რომელიც შეგვახსენებს, რომ მოახლოვებულია განსჯის ჟამი, ე.ი. ლუციფერის ბოლო ჟამზეა საუბარი.
თავი XVI (მუხლი 8) - "და მეოთხემ დასთხია თავისი მზეზე, და მიეცა მას კაცთა დაწვა ცეცხლით".
ახსნა: ბოლო ჟამს დედამიწას მოუახლოვდება მზე, იქნება საშინელი სიცხეები, რასაც ადამიანები ვერ გაუძლებენ.
თავი XVII (მუხლი 5) -"და ეწერა სახელი შუბლზე: საიდუმლო, ბაბილონი დიდი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა".
ახსნა: ბაბილონში იგულისხმება ამერიკა, რომელიც დედამიწაზე გამლღვალი ყინულის მიერ იქმნება შთანთქმული. ბაბილონელი მეძავი კი არის ვითომ და მკვდარი ქალი, რომელიც თითქოს გაცოცხლდება და მას ქალღმერთად შერაცხავენ.
იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში "სიბილწის ღვინოზეა" საუბარი.
ახსნა: სატანა ცდილობს, მთლიანად მიბაძოს უფალს. როგორც ხატი არის "დაუშრეტელი წყარო", აი ასეთი წყაროს თავზე იდგა ეს ქალი, იბანებოდა ვითარცა უბიწო და აზიარებდა ხალხს. სწორედ ამ ქალის ნაბანი წყალი არის ღვინო, რომლის შესახებაც იოანე ღვთისმეტყველი გადმოგვცემს თავის აპოკალიფსში.
666 ანუ მეექვსე გრძნობა (გამოცხადება და ახსნა)
მეძავის სხეულში ეშმაკი შეუშვებს აფთრის, ავაზის და გველის სისხლს, რის შედეგადაც გაჩნდება ჩვილი, რომელიც 13 წლამდე ჩვეულებრივ ბავშვად იზრდება. იგი ბაღში თამაშის დროს გადაეყრება სატანას, რომელიც შესთავაზებს მას მსოფლიოს მეფობას, ბავშვიც დათანხმდება.
ყოველივე ამის შემდეგ სატანა დაადგამს ბავშვს გვირგვინს და შევა ეშმაკეული მასში ყოველი საზვერიდან.
ბავშვს გაუჩნდება რამდენიმე დამახასიათებელი ნიშანი: კეფაზე 3 ექვსიანი, შუბლზე პირამიდა და მასში თვალი, თხემზე - ხუთქიმიანი ვარსკვლავი, საფეთქლებზე გადმობრუნებული სამკუთხედი.
ახსნა: სამივე ცხოველს - ავაზას, აფთარს და გველს აქვს მეექვსე გრძნობა. ანტიქრისტე ცდილობს დაემსგავსოს ანგელოზებს და ნაცვლად ამისა ცხოველურ თვისებებს ავლენს. ეშმაკმა მხეცები გამოგზავნა მისი შვილის შესაქმნელად, ხოლო უფალმა - სულიწმინდა.
გადმობრუნებული სამკუთხედი ნიშნავს "მთელი სხეულით ჯოჯოხეთისაკენ".
პირამიდა და თვალი დოლარზეა გამოსახული. იქ აწერია - ჩვენ გვიყვარს ღმერთი. ამით ანტიქრისტეს მთელი ქვეყნის გამოწვევა უნდა. ხოლო რაც შეეხება თეთრ თვალს - იგი მკვდარ, უსიცოცხლო თვალს განასახიერებს.
ხუთქიმიან ვარსკვლავს მასონები იყენებენ. აქ თხის თავი იგულისხმება, რომელიც პანტოგრამაში მთლიანად ჯდება, ხოლო თხას შესაწირ ცხოველად ირჩევენ.
ცოდვათა არს ნგრევა
თორნიკეს ხილვებმა ახლო მომავალიც განსაზღვრა.
"23 თუ 25 - ცოდვათა არს ნგრევა" - ეს ის სიტყვებია, რომელიც თორნიკეს ხელებზე გამოესახა, რამდენიმე დღეში ახდა კიდეც. 25 აპრილს დიდი მიწისძვრის მოწმენი გავხდით.
გარდა ამისა, თორნიკეს ციფრი 13 გამოესახა, რომელსაც ზემოთ ორიანი ეწერა. იგი ჯერჯერობით ახსნას ვერ უძებნის ამას, რიცხვებს ვერაფერს უკავშირებს. "ძილში კაცი გამომეცხადა, რომელმაც მიმანიშნა, ნახე რა მოხდებაო. მე დავინახე დედამიწის ერთ-ერთ წერტილში 10 კაცი, რომელთაც მიწაში ცილინდრის მსგავსი მილი ჩადეს, საიდანაც ამოვარდა ჯოჯოხეთური სიბინძურე, რომელიც დედამიწას რკალად მოედო და ყველაფერი შთანთქა. ეს დიდი მიწისძვრა იყო. უეცრად გამეღვიძა, კედელზე ხელი მქონდა მირტყმული, ჩემს ხელზე გამოსახული წარწერის ნაცვლად დიდი ჯვარი იყო აღბეჭდილი.
მეხუთე ელემენტი
"ხოლო როცა მოვა კაცის ძე თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე. შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს ერთიმეორისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ხოლმე თხებს ცხვრებისაგან. და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს მარცხნივ", - სახარების სიტყვებით გვაფრთხილებს თორნიკე.
- მაშ, როგორ ვიხსნათ ჩვენი სულები განკითხვის ჟამს?
- საქართველოს მიწა ღვთისმშობლის მფარველობის ქვეშაა, მაგრამ მინდა ხალხს გავაგებინო, რომ საქართველოს მიწაა კურთხეული, ჩვენი სულის გადასარჩენად უნდა გვიყვარდეს მშობელი ჩვენი, გვიყვარდეს და-ძმა ჩვენი, უნდა გვიყვარდეს ერი ჩვენი, რომ ვუყვარდეთ უფალს ჩვენსას.
მატერია 4 ელემენტის - წყლის, ჰაერის, მიწისა და ცეცხლისაგან შედგება, თითოეულის ნაწილს შეიცავს ადამიანი, მაგრამ მას აქვს კიდევ უნიკალური მე-5 ელემენტი - სიყვარულის გრძნობა, რომელიც არის ჭეშმარიტი გზა ჭეშმარიტებისაკენ.
"შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. შეიყვარე მოყვარე შენი, ვითარცა თავი შენი. ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი".
(ახალი აღთქმა).
ნინო ხაჟალია
სპეციალური კორესპონდენტი
P.S. მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციას ზემოთაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მკითხველს მომდევნო ნომერში შევთავაზებთ.
http://www.open.ge/02/sakartvelo/6/6-36.htmდა აჰა იგიცა, სტიგმატიანი მტევანი მონისა ღმრთისა თორნიკესი

This post has been edited by რეჟისორი on 24 Mar 2010, 00:38