ბიბლია ამხელს იეჰოვას მოწმეებს (გაგრძელება)რას ამბობენ იეჰოვას მოწმეები:იეჰოვას მოწმეები ფარისეველთა და მიგნობართა შესახებ მაცხოვრის სიტყვებს იმოწმებენ: ”თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას თქვენსას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი. და ნურც წინამძღვრად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე” (მათ. 23. 8-10) და ამტკიცებენ, რომ კაცთაგან არავის უნდა ვუწოდოთ მოძღვარი, მამა და წინამძღვარი.
რას უპასუხებს წმინდა წერილი:სიტყვებს მოძღვარი, მამა და წინამძღვარი ორი მნიშვნელბა აქვთ. პირველი, როდესაც იგულისხმება ღმერთი; მეორე, როდესაც ადამიანს ეწოდება მამა, მოძღვარი ან წინამძღვარი, თუკი მას ჰყავს სულიერი შვილები.
ბიბლიაში ღმერთს ეწოდება მამა.
”ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი” (1 კორ. 8.6);”მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად” (მათ 6.4)
ადამიანი შეიძლება იწოდოს მამად, თუკი მას ჰყავს ხორციელი შვილები:აბრაამი ”ხარანს დასახლდა. და მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა იგი ამ ქვეყნად” (საქმე 7.4)
”გაგზავნა იოსებმა ხალხი, და მოიხმო მამამისი იაკობი , და მთელი თავისი საგვარეულო” (საქმე 7.14)
”განდგება მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა - ასულისაგან და ასული - დედისაგან (ლუკ 12.53)
”უთხრა უმცროსმა მამას: მამა, მომეცი ჩემი წილი, რომელიც მერგება სამკვიდრებლიდან. და გაუყო მათ თავისი ქონება” (ლუკ 15.12.)
” მამებო, ნუ განარისხებთ თქვენს შვილებს, რათა არ დაეცნენ სულით” (კოლ. 3.21)
პიროვნებას ეწოდება მამა, თუკი მას ჰყავს სულიერი შვილები:ელისე წინასწარმეტყველი ილია წინასწარმეტყველს მამას უწოდებს.
”ცად ავიდა ელია ქარბორბალათი. უყურებდა ელისე და ეძახდა: ჩემო მამავ, ჩემო მამავ!”(4 მეფ. 2.11-12)
მოციქული პავლე ძველი ძველი აღთქმის წმინდანებს სულიერ მამებს უწოდებს:”მაშასადამე, რწმენისაგან, რათა მადლით მტკიცე იყოს აღთქმა მთელი მოდგმის მიმართ; არა მარტო რჯულით, არამედ რწმენითაც აბრაამისა, რომელიც არის ყოველი ჩვენთაგანის მამა. როგორც დაიწერა: მე დაგადგინე შენ მრავალი ხალხის მამად” (რომ. 4. 16-17).
”მიიღო წინადაცვეთის ნიშანი, როგორც ბეჭედი რწმენის სიიმართლისა, რომელიც წინადაუცვეთელობაში ჰქონდა, რათა ყოფილიყო ყოველი წინადაუცვეთელი მორწმნის მამა, და მათაც შერაცხოდათ სიმართლედ, - და მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, რომელთაც მიიღეს წინადაცვეთა, არამედ იმათაც, რომელნიც მისდევენ კვალს მამის ჩვენის აბრაამის რწმენისას: (რომ 4.11-12).
ქრისტე ნათლობას ხელახალ, ან სულიერ შობას უწოდებს:”ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს... ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში... სულს მიერ შობილი სულია” (იოან. 3. 3, 5-6)
თუკი ნათლობისას კაცი სულიერად იშვება, მაშინ პიროვნებას, რომელიც ამას აღასრულებს, მისი სულიერი მშობელი ეწოდება. ასეთები კი მოციქულები იყვნენ, რადგანაც ქრისტემ უშუალოდ მათ დაავალა ამის შესრულება:
”წადით და ასწავლეთ ყველა ხალხს, და ნათელი ეცით მამის და ძის და სულის წმინდის სახელით” (მათ. 28.19).
ამგვარად, მოციქულებსა და მათ მიერ ხელდასხმულ ეპისკოპოსებს, მღვდლებსა და დიაკვნებს, როგორც ნათლობის საიდუმლოს შემსრულებლებს, ეწოდებათ სულიერი მამები, ხოლო მათ მიერ მონათლულებს - სულიერი შვილები.
მოციქულები თავიანთ მოწაფეებს სულიერ შვილებს უწოდებენ:”მოგიკითხავთ თქვენებრ რჩეული ეკლესია ბაბილონისა, და მარკოზი, ჩემი ძე” (1 პეტრ. 5.13)
”შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავ შობის სალმობით მელმის, სანამ არ გამოისახება თქვენში ქრისტე” (გალ 4.19.)
”შვილნო, დაიცავით თქვენი თავი კერპთაგან” (1 იოან. 5.21.)
”იმაზე დიდი სიხარული არ გამაჩნია, როცა მესმის ჩემი შვილების ჭეშმარიტებით სიარული” (3 იოან. 14.)
”ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში” (1 ტიმ. 1-2)
”მაშ გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით” (2 ტიმ 2,1)
”ტიტეს, ჭეშმარიტ შვილს საერთო რწმენისამებრ” (ტიტ. 1.4.)
აღსანიშნავია, რომ არც იოანე ღვთისმეტყველს და არც პავლე მოციქულს ხორციელი შვილები არ ჰყოლოდათ. აქ ლაპარაკია სულიერ შვილებზე.
მოყვანილი მუხლებიდან გამომდინარე, მოწაფეებიც მოციქულებს სულიერ მამებს უწოდებნენ. ამაზე დაყრდნობით მართლმადიდებლურ ეკლესიაში მრევლი სასულიერო პირებს მამებს უწოდებს, რადგანაც ისინი არიან დამრიგებლები, მოძღვრები, მწყემსები და წინამძღოლნი ყოველ სულიერ საქმეში.
ეკლესიის მსახურთ ეწოდებათ მწყემსები:”ანტიოქიის ეკლესიაში იყვნენ წინასწარმეტყველნი და მოძღვარნი: ბარნაბა და სიმონი, რომელსაც ერქვა ნაგერი, ლუკიოს კირენელი და მანაინი, ჰეროდე მეოთხედმთავრის ძუძუმტე, და სავლე” (საქმე 13.1);
”და რაკი ჩვენთვის მოცემული მადლისამებრ სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გიბოძა, იწინასწარმეტყველე, თანახმად შენივე რწმენისა; თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრისა - დამოძღვრე” (რომ. 12. 6-7);
”ზოგიერთნი ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში, ჯერ-ერთი, მოციქულებად, მეორეც, წინასწარმეტყველებად, მესამეც, მოძღვრებად” (1 კორ. 12.28);
”მანვე დაადგინა ზოგი მოციქულებად, ზოგი მოციქულებად, ზოგი წინასწარმეტყველებად, ზოგი მახარებლებად, ზოგიც მწყემსებად და მოძღვრებად” (ეფეს. 4.11);
”რომლის ქადაგად და მოციქულადაც ვარ დადგენილი, ისევე როგორც წარმართთა მოძღვრად” (2 ტიმ. 1.11)
ეკლესიის მსახურთ ასევე ეწოდებათ წინამძღვარნი.
”გაიხსენეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღმერთის სიტყვას, და, მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურეთ, მიჰბაძეთ მათ რწმენას” (ებრ. 13.7)
”გევედრებით თქვენ, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენს შორის, და წინამძღვარნი თქვენნი უფალში და მოძღვარნი თქვენნი, და პატივი მიაგეთ მათ უპირატესად სიყვარულით, მათივე საქმის გამო” (1 თეს. 5. 12-13)
აღსანიშნავია ისიც, რომ იეჰოვას მოწმეები, ალბათ, ამდენი მამხილებელი ციტატის გამო მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თავიანთ ბოლოდროინდელ ჟურნალებში მოციქულებსა და ძველ საეკლესიო მწერლებს მამებად მოიხსენიებე: ” .... არც მოციქული მამების ნაწერებშია რაიმე ნათქვამი...” (”საგ. კოშკ.”, 1.04-96, გბ5).
”ქრისტეს დაბადების შემდეგ ადრინდელ საუკუნეებში ნიკეის კრებამდელი მამები წამყვან რელიგიურ მასწავლებლებად იყვნენ აღიარებულნი” (”უნდა გწამდეს სამება?” გვ.7.)
წიგნიდან: ”ბიბლია ამხელს იეჰოვას მოწმეთა სწავლებას”http://faith.ge/index.php?newsid=921იეღოველების მარცხი პირტაპირ ეთერში,მარლმადიდებლობასთან.