დათიკო
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Moderators
წერილები: 32831
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
|
#23346947 · 7 Jan 2011, 23:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
A-G-A-P-E
მივყვეთ სათითაოდ:
| QUOTE | | 1. რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობას, მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთხელაც კი არ წაუკითხავს ბიბლია თავიდან ბოლომდე (ზოგს გადაშლილიც კი არ აქვს ბიბლია) და მიუხედავად ამისა, მაინც უწყინარ, წმინდა და ჭეშმარიტ ქრისტიანებად მიიჩნევიან? |
ეხლავე დადე კონკრეტულად რომელი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე აცხადებ ამ ინფორმაციას. ასევე დადე წყარო რომელიც ადასტურებს რომ ის ვისაც თავიდან ბოლომდე არ წაუკითხავს ბიბლია მიიჩნევა უწყინარ, წმინდა და ჭეშმარიტ ქრისტიანად!
| QUOTE | | 2. რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობა არ ინტერესდება, როცა სხვა რელიგიის წარმომადგენლები ღვთის, იესო ქრისტესა და ბიბლიის შესახებ ესაუბრებიან ხოლმე? ნუთუ "არასწორ" გზაზე მყოფებს, "სწორ" გზაზე მდგარნი არ უნდა ეხმარებოდნენ? |
ეს წინადადება გრამატიკულად გაუმართავია. თუმცა.... იმიტომ რომ ბიბლიაში წერია რომ ყველას გზა არ არის ბიბლიის განმარტება და სწავლება! გარდა ამისა, მათ საკუთარი სულიერი სიმდაბლე არ აძლებს საშუალებას სხვა ასწავლოს ის რაც ჯერ თავად აქვს შესასწავლი. ამპარტავნები არ არიან როგორც ზოგ ზოგიერთები! მაგალთად იეჰოვას მოწმეები!
| QUOTE | | 3. რატომაა, რომ სამღვდელოება, როგორც წესი ყოველთვის იმდენად დაკავებულია, რომ ფაქტიურად არ ცალია ტაძრიდან გამოვიდეს და ბიბლიით ხელში ქრისტიანობა უქადაგოს მრევლსსა თუ მოყვასს? ისევე როგორც ამას იესო ქრისტეს ნამდვილი მიმდევრები აკეთებდნენ? (ნუთუ ღორების ფერმის ან სხვა სახის ბიზნესის წამოწყება-განხორციელება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ქრისტეს სწავლებების ქადაგება-გავრცელება?) |
იმიტომ ხომ არა, რომ ადგილზე უამრავი მრევლი მიდის და ელემენტარულად დრო არ აქვს რომ წავიდეს და იქადაგოს? განსხვავებით იეჰოვას მოწმეებისა, რომლებიც თუ უცხოს არ უქადაგებენ თავად მათთან რავინ არ მივა!
| QUOTE | | 4. რატომაა, რომ ერთ ტაძარში სალოცავად შესულ მართლმადიდებელ ქრისტიანთა უმრავლესობა გარეთ რომ გამოდის, ერთმანეთი არა თუ არ უყვართ როგორც "ძმები", არამედ არც კი იცნობენ ერთმანეთს და იმისთვისაც კი მზად არიან ცუდი გაუკეთონ ერთი მეორეს და ისე მოეპყრონ, როგორც დაუძინებელ მტერს? (იესომ კი ნამდვილი ქრისტიანების ამოსაცნობ ნიშნათ, ურთიერთ სიყვარული დაასახელა; წაიკითხეთ იოანეს 13:34,35.) |
ესე იგი შენ გინდა თქვა რომ ყველა ტაძრის, წირვა ლოცვის შემდეგ თვითეულ ადამიანს მისდევ აკვირდები და ასკვნი რომ ისინი ერთმანეთს ცუდად ეპყრობიან?! თავად თუ აცნობიერებ, რომ აფსურს ლაპარაკობ?! და საერთოდ ეკლესიასთან ბოლოს როდის ჩაიარე?!
| QUOTE | | 5. რატომაა, რომ სამღვდელოება ტაძრების მშენებლობაში უშველებლად დიდ თანხას აბანდებს და მშენებლობით უფროა დაინტერესებული და დაკავებული, ვიდრე მრევლისთვისა და ქვეყნისთვის ბიბლიური განათლების მიცემით? |
ყველა აშენებულ ტაძარში მრევლი იღებს ინფორმაციას მათი მრწამსისა და რელიგიის შესახებ. აქვთ ურთიერთობა მოძღვრებთან, რომლებიც სასურველ პასუხებს აძლევენ მრევლს. ეკლესიების შენება ხელს უწყობს მრევლის სულიერ ზრდას.
| QUOTE | | 6. თუ ეკლესიას იმის ძალა შესწევს რომ თავისი ლოცვებით გარდაცვლილთა სულები აცხონოს, რატომაა რომ მკვდარზე წესის აგებისას ფულს იღებს? ადმაიანებისადმი სიყვარული ამოძრავებთ მათ თუ, ფულისადმი? |
თანხის გადახდა მღვდლებისთვის არის ნებაყოფლობითი და არ აქვს მნიშვნელობა ეს ბანაშვიდის დროს მოხდება თუ ნათლობისას. ეს არის შესაწირი რომლის წყალობითაც ცხოვრობს მღვდელი და გარდა ამისა, სულის ცხონება მხოლოდ ღმერთს შეუძლია და არა გადახდილ პანაშვიდს. მას სრულიად სხვა დანიშნულება აქვს!
| QUOTE | | 7. რატომაა, რომ მართლმადიდებელი მრევლი ტაძარში ლოცვისას, რა სახის [ნა]ხატებს აღარ ევედრება, მაგრამ ღმერთს კი არ ევედრება? |
აქაც საინტერესოა, რა სახით მოხდა გამოკითხვისა თ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება, რის საფუძველზეც გამოუტანე დასკვნა, რომ ხალხი არა ღმერთს ევედრება არამედ ნახატებს. შენ გგონია და ამიტომ ასეა?!
| QUOTE | | 8. რატომაა, რომ მართლმადიდებლურ ტაძრებში ყველანაირი ხატის ნახვაა შესაძლებელი, მაგრამ ღვთის ხატის ნახვა კი შეუძლებელია? |
ღვთის ხატის ნახვაც არის შესაძლებელი, რადგან იესო ქრისტე არის ღმერთი! ასევე შესაძლებელია სამების ხატრის ხილვა, რადგან მამა ძე და სულიწმინდა განუყოფელნი არიან! ასევე შესაძლებელია სულიწმინდის ხატის ხილვა. არ არის კანონიკური მხოლოდ მამა ღმერთის ხატი, რომელსაც თავისი საღვთისმეტყველო განმარტება გააჩნია.
| QUOTE | | 9. რატომაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია რიტუალებს ატარებს ისეთ ენაზე, (ანუ ძველ ქართულ ენაზე) რომელიც ტაძარში მისული უმრავლესობისთვის ის უცხო ენასავითაა და გაუგებარია? (მაშინ როცა ქრისტეს მიმდევარი მოციქული პავლე გაუგებარ ენაზე შესრულებულ ღვთის მსახურებას უსარგებოდ მიიჩნევდა. წაიკითხეთ 1კორინთელთა 14:6.) |
ის ვისაც არ ესმის რა იკითხება წირვა ლოცვისას, განემარტება დამატებით. საბვოლოოდ კი მრევლი იმდენჯერ ისმენს წირვა ლოცვას, რომ სრულიად გასაგები ხდება ყველაფერი რასაც ისმენს.
| QUOTE | | 10. ნუთუ უსამართლობა არაა, რომ ყველა ცოდვილი ადამიანი, სიკვდილის შემდეგ, ჯოჯოხეთში უნდა დაიტანჯოს, მანამ სანამ ქრისტეს მეორედ მოსვლა იქნება? (ეს ასეა, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად.) |
ეს ცოდვილთა არჩევანია, ღმერთს არ სურს რომ ისინი იტანჯებოდნენ, მაგრამ ცოდვა თავად ადამიანმა აირჩია.
| QUOTE | | 11. რატომაა, რომ მართლმადიდებელთა უმრავლესობა ეკლსიაში იმისთვის დადის, რომ "თავი დაიმშვიდოს" და რიტუალური მომსახურება მიიღოს, ნაცვლად იმისა ღმერთს ეთაყვანოს? |
რომელი უმრავლესობა, რამდენი პროცენტი, რომელი სტატისტიკური მონაცემებია, რომელი ორგანიზაციის და ა.შ. ხოლო ის ვინც მართლა ამგვარია, ის შორსაა რელიგიისგან და ქრისტიანობისგან და რელიგია აქ არაფერ შუაშია!
| QUOTE | | 12. თუ უფალ იესომ თქვა, რომ "თქვენ ყველანი ძმები ხართ"-ო , რატომ არ უნდა შეეძლოს ეკლესიაში მისულ ადამიანს, სასულიერო პირს მიმართოს სიტყვით "ძმა"? (წაიკითხეთ მათეს 23:8.) |
იმიტომ რომ მოციქულები და წმინა მამები უწოდენდნენ თავიანთ მოწაფეებს სულიერ შვილებს. შვილებისთვის კი ისინი მამები იყვნენ.
| QUOTE | | 13. პატრიაქრი იწოდება "უწმინდესად". ნუთუ ის სხვა ქრისტიანებზე უფრო წმინდაა? |
ეს ტიტრულია და მისი სიწმინდის მაჩვენებელი არ არის.
| QUOTE | | 14. რატომ უნდა კოცნიდეს მრევლი მღვდლებს ხელებზე, ხოლო მღვდლები კი არ უნდა უკოცნიდეს ხელებს მრევლს? |
მღვლისთვის ხელზე ამბორი ნიშნავს არა იმ კონკრეტული მღვდლის ან პიროვნების პატრივისცემას, არამედ მისი სამღვდელო სანის პატივის მიგებას. და მღვდელმა კი რატომ უნდა უკოცნოს ხელები ხალხს?
| QUOTE | | 15. რატომ მოიხსენიება ლიტურგიისას პატრიარქი როგორც "ჩვენი უწმინდესი მეუფე და სულიერი მამა"? (წაიკითხეთ მათეს 23:6-11.) |
როგორც აღვნიშნე, ეს არის წოდება, ხოლო სულიერი მამა იმიტომ არის რომ ის მწყემსავს მრევლს ცხონებისკენ მიმავალ სულიერ გზაზე. ქრისტემ მოციქულები დაადგინა ხუცესებად და ეპისკოპოსებად რათა დაემწყსოთ მისი მრევლი, ხოლო ისინი მათ სულიერ შვილებს უწოდებდნენ.
| QUOTE | | 16. რითი განსხვავდება თანამედროვე დროს ეკლესიებში არსებული ჯიხურები და გამყიდველები, რომლებიც საეკლესიო "წმინდა" ნივთებს ყიდიან იმ გამყიდველებისგან, რომლებიც I საუკუნეში იესომ მათრახით გამორეკა ტაძრიდან? |
იმით რომ ის გამყიდველები ფულს ახურდავებდნენ (ეკლესიის ფული სხვა იყო) და სამსხვერპლო შესაწირ ცხოველებს ყიდიდნენ, მაშინ როცა დღეს სანთლები და სასულიერო ლიტარატურა იყიდება.
| QUOTE | | 17. თუ ჯვარი ქრისტიანული სიმბოლოა და დამცველ ძალას წარმოადგენს, რატომ ითვლება ის "მნიშვნელოვნად" მხოლოდ მაშინ, როცა მას მღვდელი "აკურთხებს"? |
ჯვარს ყოველთვის აქვს ძალა. მისი კურთხევა კი (ასევე ხატების) შემოვიდა მას შემდეგ რაც ხდებიოდა არასწორი გამოსახულებების და ფორმების მიხედვით მათი შექმნა. ამ ფორმით ერთგვარად ხდება დამტკიცება იმისა, რომ ჯვარსა თუ ხატს "სწორი" ფორმა გააჩნია.
| QUOTE | | 18. რა კავშირი აქვს თაფლის, ვაშლის, მარილისა და თხილის "კურთხევას" ქრისტიანობასთან? |
სჭირდეს თუ ვისმე თქვენგანსა, ილოცევდინ, მოლხინე თუ ვინმე არს, გალობდინ, უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაჲთა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან, დაღაცათუ ცოდვაჲ რაჲმე ექმნეს, მოვე-ეტეოს მას. (მოციქული იაკობი 5, 13-15) თაფლისა და ვაშლის კურთევა სად ნახე?
| QUOTE | | 19. რატომ იცავს ეკლესია ძველაღთქმისეულ წესებს, თუკი იესო ქრისტემ გააუქმა ძველ აღთქმაში ჩაწერილი მოსეს კანონები? |
იესო ქრისტეს ყველაფერი არ გაუუქმებია. ათი მცნება უცვლელად გადმოვიდა და ასევე მრავალი სათნოება რაც ძველი აღთქმისთვის იყო დამახასიათებელი. გარდა ამისა, მოციქულებმა თავის კანონებში განაწესეს ბევრი რამ რამაც დღემდე წესების სახით მოაღწია.
| QUOTE | | 20. რატომაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია "წმინდანებად" მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აცხადებს ადამიანებს? ნუთუ სიცოცხლეშივე არ იყვნენ "წმინდანები" ასეთები? |
ამისთვის წმინდანად შერაცხვის მნიშვნელობა უნდა იცოდე ჯერ. აქ იგულისხმება ქრისტიანობის წინაშე განსაკუთრებულ დამსახურებებზე. ასევე ქრისტესთვის თავდადებაზე და სწარწმუნეობისთვის სიცოცხლის გაწირვაზე.
| QUOTE | | 21. ეკლესიის განცხადების თანახმად, ლოცვისას მართლმადიდებლები ხატებს კი არ ეთაყვანებიან თურმე, არამედ მასზე გამოსახულ პიროვნებებს; თუ ასეა, რატომაა რომ ერთი კონკრეტული ხატი,მეორე ხატზე უფრო პატივგებულია, იმ დროს როცა ორივე ხატზე, ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული? |
ხატების თაყვანისცემისას, რა თქმა უნდა ყოველთვის ერთი და იგივე პ0იროვნების თაყვანისცემა ხდება, ის ვინც არის გამოსახული. ხოლო თუ რატომ ხდება ერთი ხატი სხვაზე უფრო განსაკუთრებული, ეს თავად ამ კონკრეტული ხატის გარშემო განხორციელებული სასწაულებით განისაზღვრება, რომლის ზუსტი ახსნაც მხოლოდ იმან იცის ვინც მასზეა გამოსახული. მორწმუნემ კი თანაბრად უნდა სცეს პატივი ყველა ხატს რაც არ უნდა განსაკუთრებული იყოს იგი!
| QUOTE | | 22. რატომაა რომ მაღალი სასულიერო პირები, ხშირ შეთხვევაში რიგით მართლმადიდებელზე ათასმაგად უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში იმყოფებიან? |
ზოგს მეტად უმართლებს და მეტს სწირავენ, ზოგს კი ნაკლებს. ზოგს ხელობა გააჩნია და თავის პროდუქციას კარგად ჰყიდის, ზოგს კი განგებ ურჩევნია ხელმოკლეობა.
| QUOTE | | 23. რატომ არ ძალუძს პატრულს, მთვრალი სასულიერო პირის ნარკოლოგიურში წაყვანა ანალიზების გასაკეთებლად? |
ეს პატრულის პრობლემაა და არა სამღვდელოების!
| QUOTE | | 24. რატომ აცხადებს ეკლესია რომ სახელმწიფოსგან სრულიად გამოყოფილი და დამოუკიდებელია, მაშინ როცა ისეთი პრივილეგიებით სარგებლობს, როგორც ზოგიერთი სახელმწიფო მოხელე? |
ეს საკითხი საჭიროებს დაკონკრეტებას. რა სახის პრივილეგიებზეა საუბარი?! არანაირი შეღავათები სამღვდელოებაზე არ ვრცელდება.
| QUOTE | | 25. რატომ იცხადებს თავის თავს მართლმადიდებლობა ღვთის რელიგიად? |
იმიტომ რომ ის უწყვეტი ხაზით იესო ქრისტესა და მოციქულების შემდეგ გადმოეცემა ჩვენს ეკლესიას და ხელდასხმულ სამღვდელოებას. ეკლესია ქრისტეს სხეულია, მისი მსახურნი კი ქრისტეს მოციქულების საქმის გამგრძელებელნი.
| QUOTE | | 26. რატომ არ ცდილობს ეკლესია თავის გამოცემულ ბიბლიებში არსებული უამრავი შეცდომების ჩასწორებას, მაშინ როცა ბრწყინვალედ იცის ამის შესახებ? |
არანაირ შეცდომებს ადგილი არ აქვს. განსხვავებით იეჰოვას მოწმეების მიერ თარგმნილი ბიბლიისა, სადაც თავდაყირაა დაყენებული მთელი წერილი!
| QUOTE | | 27. რატომ გამოაცხადა ეკლესიამ ძველი დროის "ეკლესიის მამები" წმინდანებად, მაშინ როცა ისინი თავიანთ სიცოცხლეში ურთიერთგამომრიცხავ სწავლებებს უჭერდნენ მხარს? (ამ დროს ეკლესია აცხადებს რომ ისინი სული წმინდით იმართებოდნენ). |
ეკლესია არ უარყობს იმას, რომ წმინდა მამები რიგ საკითხებში არ ეთანხმებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ეს შეუთანხმებლობა არ ეხებოდა დოგმატურ საკითხებს! ის რაც ცხონებას ეხება, სწავლება ხელშეუვალია და არცერთი წმინდა მამა ამაში არ ეწინააღმდეგება ეკლესიის აზრს.
| QUOTE | | 28. რატომ აკურთხა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი პატრიარქმა და რატომ არ გამოაცხადა ის ეკლესიის მოღალატედ, როცა მმკ-ს ხელმძღვანელის მეთაორიბით მმკ-ში გაერთიანებულმა მართლმადიდებლებმა უამრავი სისაძაგლე ჩაიდინეს? (მაგალითად თანამორწმუნე მართლმადიდებლები არაერთხელ გალახეს და კერძო საკუთრება დაუზიანეს). |
ეს აჯობებებდა პატრიარქისთვის გვეკითხა, თუმცა, მე რამდენადაც ვიცი, ამ დაჯილოებამ ის ადამიანი ციხისგან იხსნა და ეს მხოლოდ ჩვენი პატრიარქის სულგრძელობაზე და შემწყნარებლობაზე მეტყველებს.
| QUOTE | | 29. რატომაა, რომ ეკლესიამ, რომელიც თვითონვე აცხადებს რომ მკითხაობის, ჯადოს და ცრურწმენის "წინააღმდეგია", მაშინ როცა მთელი თავისი ისტორიია განმავლობაში, ვერ აღმოფხვრა იგი მათში, რომლებიც თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ, მაგრამ არც მკითხაობაზე ამბობენ უარს და არც ცრუწრმენა მიუტოვებიათ? |
ეკლესია ყოველთვის ებრძოდა ყველანაირ ცოდვას, მაგრამ დახცემული ადამიანი მიდრეკილია ცოდვისკენ, ეს მისი დაცემული ბუნების ბრალია და არა ეკლესიის. ადამიანის არჩევანია ის ღვთის გზას აირჩევს, თუ მკითხაობას მიჰყოფს ხელს და თავს დაიღუპავს.
| QUOTE | | 30. 2008 წელს წარმოებული ომის დროს, რომელშიც რუსი და ქართველი მართლმადიდებლები ხოცავდნენ ერთმანეთს, რატომ ლოცულობდა თითოეული მხარის სამღვდელოება, მეორე მხარეს მებრძოლ მართლმადიდებლებზე გამარჯვებისთვის? (რაც არ უნდა "საფუძვლიანი" მიზეზი დასახელდეს, ნუთუ ერთი სარწმუნოების მიმდევრების მიერ ერთმანეთის ხოცვა, ქრისტიანული ძმობისა და სიყვარულის მაჩვენებელია? წაიკითხეთ იოანეს 13:34,35.) |
დაიდოს ინფო სადაც ჩვენი ეკლესია ლიცულობდა იმაზე რომ დაემარცხებინა მტერი! ერთ რამ ნამდვილად ვიცი, რომ ეკლესია ლოცულობდა არ დაღვრილიყო სისხლი და ყოფილიყო მშვიდობა!
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
|