*15. იქნებ არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას.
16. ან იქნებ არც ის იცით, რომ ვინც მეძავს შეერთვის, მისი ერთხორცი ხდება; რადგანაც ნათქვამია: „ორივე იქნება ერთ ხორც“.
17. ხოლო ვინც უფალს უერთდება, ერთი სულია მასთან ერთად.
18. ერიდეთ სიძვას; ყოველი ცოდვა, რომელსაც სჩადის კაცი, სხეულის გარეშეა, ხოლო მეძავი საკუთარი სხეულის მიმართ სცოდავს.
19. ნუთუ არ იცით, რომ თქვენი სხეული ტაძარია თქვენში დამკვიდრებული სული წმიდისა, რომელიც გაქვთ ღვთისაგან, და რომ არ ეკუთვნით თქვენსავე თავს?*
((პავლეს ეპისტოლენი. პირველი კორინთელთა მიმართ.თავი მეექვსე)
ჰო, მართალი ხარ, ამ ადგილას ადამიანის სხეულებზეა აქ ლაპარაკი.
მაგრამ დანარჩენ ადგილებში ეკლესიაზე.
შამშლია!
ყველაფერს რო თავი დავანებოთ, აქ პირდაპირაა ნათქვამი რომ ღმერთი ადამიანშია:
*შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა.* იოანეს სახარება. თავი მეოცე. 22)
და კიდევ აქ: *ყველანი აღივსნენ სულით წმიდით*(მოციქულთა საქმენი. თავი მეორე. 4)
ასე რომ, ღმერთი შეიძლება იყოს ადამიანში!!!
მაგრამ!!!
ეს არ ცვლის თემის დასაწყისში გამოთქმულ მოსაზრებას.
ვინაიდან მე ვლაპარაკობ ადამიანის მიერ ღმერთის მოძიებაზე.
ადამიანში ღმერთი მხოლოდ მას მერეა, როცა სინანულის საფუძველზე მიიღებს მას რწმენით თავის თავში!
მანამდე კი არაა!
ჰოდა, მე თემის დასაწყისში ვლაპარაკობ იმათზე, რომელნიც თვლიან რომ ღმერთი ყველა ადამიანშია და უბრალოდ უნდა იპოვნო საკუთარ თავში. აი ამ მცდარ აზრზე მივუთითებდი მე.
(მერე გადავამლაშე

, მაგრამ მაი არაფერი, ხომ გავასწორეთ შეცდომა)
ქრისტეანობა არ ასწავლის რომ ღმერთი ადამიანშია. ქრისტეანობა ასწავლის, რომ ღმერთი შეიძლება იყოს ადამიანში. ადამშიც კი არ იყო ღმერთი:
*პირველი კაცი ღმერთმა შექმნა სრულის ბუნებით. ამ ბუნებაში ჩრდილიც კი არ ყოფილა ცოდვისა. მაგრამ სისრულე პირველის კაცის ბუნებისა არ ნიშნავდა მის სულიერ - ზნეობრივ სისრულეს. კაცს საკუთარის თვით - მოქმედებით უნდა განევითარებინა და განემტკიცებინა თავისი ძალა. ღვთის მსგავს უცოდველ ბუნებაში შთანერგილი ჰქონდა მხოლოდ ნიჭი თანდათანის და დაუსრულებელის განვითარებისა.
პირველ ქმნილს კაცს არა ჰქონია ნაკლულევანება ბავშვურის ასაკისა. მისი ძილი იყო მტკიცე, საღი, შეუმწიკვლელი ცოდვით, მაგრამ მათთვის ჯერ კიდევ საჭირო იყო განვითარება. გონება მისი იყო ნათელი, უცხო ყოვლისაგან ცდომილებისა, ცრუ რწმენისა; შეეძლო ადვილად და მალე გაეგო დანიშნულება ყოველის საგნისა, როგორც გვაჩვენებს ცხოველების სახელის დარქმევა ადამისგან, მაგრამ ამ გონებას არა ჰქონდა სრული ჭეშმარიტებისა; შეეძლო გადაეხვია კიდეც მართალ გზიდან და ძლეულ ყოფილიყო გველისაგან. პირველ კაცთა ნების - ყოფას ჰქონდა სრული შეუზღუდველი თავისუფლება არჩევისა; მან არ იცოდა შინაგანი ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის; მომატებულად მიდრეკილება ჰქონდა კეთილისადმი, თუმცა კი არ ყოფილა შეურყეველის სიწმიდის მდგომარეობაში, და იყო შესაძლებლობა ბოროტისა. გული მისი იყო უმანკო და არაფრით ცოდვიანით არ ღელდებოდა - იყვნენ ადამ და ევა შიშველ და არა ჰრცხვენოდათ; მის გულს შეეძლო აღეზარდა სიყვარული ღვთისადმი, მაგრამ შეეძლო ხის ნაყოფითაც მოხიბლულიყო. სხეული პირველის კაცისა თავისუფალი იყო ბავშვურ უძლურებისაგან, სნეულებისა და სიკვდილისაგან. არა ჰქონია არავითარი ნაკლოვანება - არც შინაგანი, არც გარეგანი. პირველ ქმნილთა არ იცოდნენ ხორციელი ვნება, მაგრამ მათის სხეულის ძალებს სჭირდებოდათ მუდმივი განმტკიცება და განახლება, მთელის სხეულისთვის საჭირო იყო სიცოცხლის შენახვა.
დანიშნულება კაცისა. კაცის დანიშნულება ის არის, რომ განავითაროს ღვთისაგან მონიჭებული ძალი და ნიჭი და, რაოდენაც შესაძლებელია შეზღუდულის არსებისათვის, მიაღწიოს სისრულეს და ღვთის მსგავსებას, მიიღოს რაოდენადაც შეიძლება, მეტი მონაწილეობა საუკუნო საღმრთო ნეტარებაში. სულ უკანასკნელი მისწრაფება კაცისა არის ღმერთი, ერთობა ანუ ცხოველი კავშირი ღმერთთან. ეს იყო დანიშნულება პირველ ქმნილის კაცისა; ესევეა დანიშნულება ეხლანდელის კაცისა*.
(სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად.
http://www.orthodox.ge/index.php?id=damckebtatvis/doc13.php) This post has been edited by რამაზი on 13 Oct 2010, 18:27