10. გააკეთონ კიდობანი ურთხელისგან; სიგრძე ორნახევარი წყრთა, სიმაღლე - ერთნახევარი წყრთა.
11. ხალასი ოქროთი მოჭედე შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლე ირგვლივ.
12. ოთხი ოქროს რგოლი ჩამოასხი და ოთხსავე კუთხეში მიუმაგრე; ორი რგოლი ერთ მხარეს, ორი რგოლი მეორე მხარეს.
13. გამოთალე კეტები ურთხელისგან და ოქროთი მოჭედე.
14. კეტები რგოლებში გაუყარე კიდობნის გვერდების გასწვრივ, ისე რომ კიდობნის ტარება შეიძლებოდეს.
15. კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი კეტები, არასოდეს არ გამოაძროთ.
16. ჩასდებ კიდობანში აღთქმას, რომელსაც მოგცემ.
17. გაუკეთებ სახურავს ხალასი ოქროსგან, სიგრძე ორნახევარი წყრთა იქნება, ერთნახევარი წყრთა - სიგანე.
18. ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ.
19. ერთ ქერუბიმს ერთს კიდეზე დაამაგრებ, მეორე ქერუბიმს - მეორე კიდეზე. სახურავის ზემოთ ორსავე კიდეზე დაამაგრე ქერუბიმები.
20. თავსზემოთ ჰქონდეთ ფრთები გადმოშლილი ქერუბიმებს, რომ ფრთებმა დაფარონ სახურავი; პირი ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიქცეული, სახურავს უნდა დაჰყურებდნენ ქერუბიმები.
21. ზემოდან დაადე სახურავი კიდობანს, ხოლო კიდობანში მოწმობა ჩადე, რომელსაც მე მოგცემ.
22. მანდ მოგევლინები ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებ, რაც ისრაელიანებისათვის უნდა გაბრძანებინოთ.
აი სად ეჩურჩულებოდა უფალი ადამიანს. ორ ქერუბიმს შორის, ანუ ქერუბიმი რატომ გახდა აუცილებელი პირობა? ფაქტია რომ გახდა, დეკორაცია რა საჭირო იყო ან ამდენი იქრო? რა ახსნაც არ უნდა მოუძებნოთ ამას, ფაქტი რჩება ფაქტად და ამ ყველაფერს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა მიენიჭა იმისათვის, რომ უფალს ეჩურჩულა ადამიანთან. დანარჩენი უკვე დეტალებია, ეს უკვე ინტიმური მომენტია, მოსე ეხებოდა ამ ქერუბიმებს,კოცნიდა,ეყრდნობოდა თუ უმზერდა სიყვარულით.

„მე არ ვეთაყვანები მატერიას, - წერდა იოანე დამასკელი, - ვეთაყვანები ღმერთს შემოქმედს, რომელიც ჩემს გამო მატერიალური გახდა და მატერიაში დაიდო ბინა და მატერიის მეშვეობით ისურვა ჩემი გადარჩენა“ („ღვთაებრივ ხატებათა შესახებ“, I,16 პგ.94 გვ.1245 AC). ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი, განკაცებული სული, მაღლდება ხორციელისგან სულიერისაკენ!
- ქალკიდონის კრებამ მკაფიოდ განსაზღვრა ორი ბუნება („ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი კაცი“), მაგრამ ხატმებრძოლებს ეს დაავიწყდათ. არსებობს „ჰიპოსტასური ერთობა“, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთმა კაცობრივი ბუნება იტვირთა. ამიტომ, ქრისტეს ხატი არ არის არც მისი ღვთაებრიობის გამომხატველი, არც მისი ადამიანობის, არამედ მისი პიროვნების გამომხატველია, რომელიც აერთიანებს თავის თავში ამ ორ ბუნებას. სხვაგვარად რომ ითქვას, ხატი წარმოადგენს მარადიული სიტყვის განკაცებულ პიროვნებას, და არა მის ადამიანურ ბუნებას, ღვთაებრივისგან დაცილებულს.
- ამიტომ ლოგიკურია, რომ ქრისტეს ხატი, როგორც ასეთი, შეიცავს ქრისტეს პიროვნებას. ხატი ხსნის გამოსახული არსობის გარკვეულ მყოფობას და შეუძლია, იყოს მორწმუნეთა თაყვანისცემის საგანი. ეს თაყვანისცემა მიეკუთვნება არა ნივთიერებას, არამედ მყოფობას.
ხატსა და მის პროტოტიპს შორის კავშირი არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს მათ გატოლებას. ამიტომ პიროვნების გამოსახულება, ვის სახელსაც ატარებს ხატი, ეკუთვნის იმ პიროვნებას, ხოლო „პატივი, რომელიც მიეგება ხატს, ეკუთვნის მის პირველსახეს“ (II ნიკეის კრება).
სოლომონთანაც იგივეს ვაწყდებით
როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლის შენება და ყველაფერი, რისი კეთებაც სურდა, მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც ბაბილონში გამოეცხადა. უთხრა უფალმა: შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, რომ მევედრებოდი, მე ვაკურთხე ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის დასამკვიდრებლად უკუნისამდე; ჩემი თვალი და გული მუდამჟამ მანდ იქნება
სოლომონ მეფემაც გააკეთა ანგელოზების გამოსახულება, რადგანაც არა ყოველგვარი გამოსახულება ეწინააღმდეგება ღმერთის ნებას, არამედ კერპის გაკეთება. ღმერთმა აკურთხა ისინი
ანუ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კერპი და უფლისთვის მისაღები გამოსახულება.
როცა სინას მთაზე ღმერთთან მოსაუბრე მოსემ დააგვიანა ხალხთან ჩამოსვლა, მაშინ ხალხმა უთხრა არონს: „ადექ და გაგვიკეთე ღმერთები, რადგან არ ვიცით რა დაემართა იმ კაცს, მოსეს... არონმა საჭრეთლით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები“. შემდეგ არონმა ააგო მათთვის სამსხვერპლო და დღესასწაულიც კი გამოაცხადა, ხალხმა კერპებს შესწირა მსხვერპლი.
აი, როგორი ყოფილა კერპი. ახლა შევხედოთ წმიდა ხატებს. განა ოდესმე გვითქვამს, რომ ესენი არიან ჩვენი ღმერთები? და არა ის ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა!
გამოსვლათა წიგნში წერია: „არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი (ძვ. „მსგავსება“. ბერძ. „ჰომოიომა“) იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ“
აქ სიტყვა ხატის მაგიერ უნდა იყოს ბერძნულის შესატყვისი „მსგავსება“, „გამოსახულება“; შეადარეთ რუსულ ტექსტს, რომელიც მკითხველისათვის უფრო ხელმისაწვდომია: „Не делай себе кумира и никакого изображения того...“
ებრაელებმა არ იცოდნენ, თუ როგორი იყო ღმერთი და მას არ გამოსახავდნენ. ჩვენ ვიცით, როგორი იყო იესო ქრისსტე და გამოვსახავთ მას.
ბიბლიიდან ჩანს, თუ რა დიდი მიდრეკილება ჰქონდათ ებრაელებს კერპთაყვანისმცემლობისაკენ, რასაც კიდევ უფრო აძლიერებდა ის გარემოება, რომ ისინი წარმართი ხალხებით იყვნენ გარშემორტყმული. ამიტომ იკრძალებოდა ყოველგვარი გამოსახულების გაკეთება.
აღთქმის კიდობანი - იყო ხელით ნაკეთი
ხატი - არის ხელით ნაკეთი
აღთქმის კიდობანი - მის წინ იდგნენ და ლოცულობდნენ
ხატი - მის წინ დგანან და ლოცულობენ
აღთქმი კიდობანი - გამოსახულება ქერუბიმები
ხატი - გამოსახულება იესო ქრისტე
აღტქმის კიდობანი - მის წინ იჩოქებდნენ
ხატი - მის წინ იჩოქებიან
აღთქმის კიდობანი- მის წინ კანდელს ანთებენ და საკმეველს აკმევდნენ
ხატი - მის წინ კანდელს უნთებენ და სკმეველს აკმევენ
აღთქმის კიდობანი - ზუსტი ასლი იყო რაც სინამდვილეში ქერუბიმები? არა
ხატი - ზუსტი ასლი იყო რაც სინამდილეში იესო ქრისტე? არა
აღთქმის კიდობანი - ვის ცემდნენ თაყვან? ოქროს და სხვადასვა ნივთებს? არა არამედ ცოცხალ ღმერთს
ხატი - ვის სცემე თაყვანს? ხეს და საღებავს? არა არამედ ცოცხალ ღმერთს
აღთქმის კიდობანი - მოეთხოვებოდა თუ არა ებრაელებს ამ ნივთის წმინდად დაცვა? კი, ებრაელობა განსაკუთრებით მოკრზალებით ეპყრობოდნენ ამ ნივთს
ხატი - მოეთხოვებოდა თუ არა ქრისტიანებ ამ ნივთის წმინდად დაცვა? კი, ქრისტიანები განსაკუთრებით მოკრზალებით ეპყრობიან ამ ნივთს
აღთქმის კიდობანი - შეეძლო თუ არა ებრაელს ამ ნივთის გარეშე ელოცა ცოცხალ ღმერთისთვის? კი
ხატი - შეუძლიათ თუ არა ამ ნივთის გარეშე ლოცვა? კი
This post has been edited by GAIUS IULIUS CAESAR AUGUSTUS on 15 Mar 2012, 17:09