პარალელურ სამყაროებს რომ თავი დავანებოთ (თუმცა სულაც არ არის თავის დასანებებლი ვერსია ) არსებობს დიდი შეკუმშვის თეორიაც, რომლის თანახმადაც გარკვეული მომენტის შემდეგ შეიძლება სამყაროს გაფართოება შეწყდეს და დაიწყოს უკუპროცესი - შეკუმშვა მანამდე სანამ სამყარო ისევ სინგულარულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდება, რომელიც თავის მხრივ შეიძლება ხელახლა აფეთქდეს და დასაბამი მისცეს ახალ სამყაროს .
იმასაც ვარაუდობენ რომ ეს პროცესი შეიძლება დაუსრულებლად ხდება და ჩვენი სამყარო შეიძლება ერთ-ერთი სამყაროა იმ უამრავი სამყაროდან რომელიც ამგვარად წარმოიქმნა.
ნუ ბევრი რომ არ გავაგრძელო და თემას არ გავცდე, იმის თქმა მინდა, რომ მთლად სწორი არ უნდა იყოს იმის კატეგორიულად მტკიცება, რომ მატერია მხოლოდ ჩვენი სამყაროთი განისაზღვრება და რომ ჩვენ სამყარომდე და ჩვენი სამყაროს იქით ყველაფერი არამატერიალურია.
ფაქტი ერთია ჯერჯერობით მეცნიერებამ არაფერი არ იცის ჩვენი სამყაროს მიღმა რა ხდება, ამიტომ მატერიის მარადიულობის გამორიცხვა ძალიან ნაჩქარევი დასკვნა იქნება